„2020 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 დეკემბრის №674 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„2020 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 დეკემბრის №674 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 687
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 19/11/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/11/2020
სარეგისტრაციო კოდი 470000000.10.003.022408
687
19/11/2020
ვებგვერდი, 19/11/2020
470000000.10.003.022408
„2020 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 დეკემბრის №674 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №687

2020 წლის 19 ნოემბერი

   ქ. თბილისი

 

„2020 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 დეკემბრის №674 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „2020 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 დეკემბრის №674 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 31/12/2019, 470000000.10.003.021688) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „2020 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების“:

1. №1 დანართის (დაავადებათა ადრეული გამოვლენა და სკრინინგი – პროგრამული კოდი: 27 03 02 01) მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 8. პროგრამის ბიუჯეტი

პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 3,243.0 ათასი ლარით, შემდეგი ცხრილის შესაბამისად:

კომპონენტის დასახელება

ბიუჯეტი

(ათასი ლარი)

1

კიბოს სკრინინგის კომპონენტი

1 026.0

2

1-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვთა  მსუბუქი და საშუალო ხარისხის მენტალური განვითარების დარღვევების პრევენცია

73.0

3

ეპილეფსიის დიაგნოსტიკა და ზედამხედველობა

346.0

4

დღენაკლულთა რეტინოპათიის სკრინინგი

117.0

5

საინფორმაციო რეგისტრებისა და ელექტრონული მოდულების განვითარება

181.0

6

ბავშვთა სისხლში ტყვიის შემცველობის ბიომონიტორინგი

1,500.0

 

სულ:

3 243.0

.“.

2. №3 დანართი (ეპიდზედამხედველობა – პროგრამული კოდი27 03 02 03):

ა)  მე-3 მუხლის „ი.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი.ა) საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურებში კორონავირუსისა და სხვა განსაკუთრებით საშიში ინფექციების მართვის საკითხებში სპეციალურად გადამზადებული სპეციალისტების დამატება – ეპიდემიოლოგიური მიმართულებით – 59 და ლაბორატორიული მიმართულებით – არაუმეტეს 11 სპეციალისტის დამატება;“;     

ბ) მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 8. პროგრამის ბიუჯეტი

პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 2,739.0 ათასი ლარით, შემდეგი ცხრილის შესაბამისად:

 

კომპონენტის დასახელება

ბიუჯეტი

(ათასი ლარი)

1

რეგიონულ და მუნიციპალურ დონეზე არსებული სჯდ ცენტრებისთვის ეპიდზედამხედველობის, იმუნიზაციისა და სამედიცინო სტატისტიკის ღონისძიებათა ფარგლებში მომსახურების დაფინანსებისთვის

661.0

 

მ.შ., საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სისტემის განმტკიცება, არსებულ საფრთხეებზე რეაგირებისა და მზადყოფნის გაძლიერება

91.0

2

მალარიისა და სხვა ტრანსმისიური (დენგე, ზიკა, ჩიკუნგუნია, ყირიმ-კონგო, ლეიშმანიოზი და სხვა) დაავადებების პრევენციისა და კონტროლის გაუმჯობესება

920.0

3

ნოზოკომური ინფექციების ეპიდზედამხედველობა

20.0

4

ვირუსული დიარეების კვლევა

3.0

5

B და C ჰეპატიტებზე ეპიდზედამხედველობა

35.0

6

გრიპზე, გრიპისმაგვარ დაავადებებსა და მძიმე მწვავე რესპირაციულ დაავადებებზე ეპიდზედამხედველობის ქსელის მდგრადობის შენარჩუნება და სეზონურ/პანდემიურ გრიპზე რეაგირება (მ.შ., საყრდენი ბაზების მომსახურება თვეში არაუმეტეს 9.000 ლარისა)

1 100.0

სულ:

2 739.0

.“;

გ) მე-9 მუხლის:

გ.ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. მე-3 მუხლის „ი.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული არაუმეტეს 59 პირის შერჩევა და გადამზადება ეპიდემიოლოგიაში, ხოლო არაუმეტეს 11 პირის შერჩევა და გადამზადება განსაკუთრებით საშიშ დაავადებებზე საკვლევი მასალის დამუშავებასა და ლაბორატორიულ დიაგნოსტიკაში განხორციელდეს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით და შესარჩევ კომისიებში აუცილებელ წარმომადგენლებად განისაზღვრონ ცენტრის შესაბამისი კვალიფიკაციის თანამშრომლები.‘‘;

გ.ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. გადამზადებული სპეციალისტი ვალდებულია, შრომით ურთიერთობაში იმყოფებოდეს შესაბამის მუნიციპალიტეტში არაუმცირეს 3 წლისა, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ცენტრთან შეთანხმებით, საკვლევი მასალის დამუშავებასა და ლაბორატორიულ დიაგნოსტიკაში გადამზადებული 11 სპეციალისტი, ლაბორატორიული სიმძლავრეების გაფართოების მიზნით, ამავე ვადით იმუშავებს სახელმწიფო პროგრამის ლაბორატორიული დიაგნოსტიკის მიმწოდებელ დაწესებულებებში.“.

3. №20 დანართის (ახალი კორონავირუსული დაავადების COVID-19-ის მართვა – პროგრამული კოდი 27 03 03 11): 

ა) მე-3 მუხლის:

ა.ა)  „ა.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა.ბ) საკარანტინე სივრცეების ა(ა)იპ – საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგის მეშვეობით მართვასა და სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფას, მათ შორის: პერსონალით (ექიმი, ექთანი, სტუდენტი),  სამედიცინო დანიშნულების საგნებით, პირადი დაცვის საშუალებებით, მედიკამენტებით, ასევე კოვიდსასტუმროებში განთავსებული პირების ადგილზე ლაბორატორიული კვლევებით (სისხლის საერთო ანალიზი და D-დიმერი) უზრუნველყოფას (გარდა აჭარის ა/რ ტერიტორიაზე არსებული საკარანტინე სივრცეებისა, რომელთა სამედიცინო პერსონალით და  სამედიცინო დანიშნულების საგნებითა და მედიკამენტებით უზრუნველყოფა განხორციელდება „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2020 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონით გათვალისწინებული ასიგნებებიდან);“;

ა.ბ) „გ“ ქვეპუნქტს:

ა.ბ.ა) „გ.ბ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის შენიშვნა:

„შენიშვნა: ამ პუნქტით განსაზღვრული COVID-19-ის დადასტურებული შემთხვევის დიაგნოსტიკა ამ პუნქტის „გ.დ“ ქვეპუნქტის ამოქმედების შემდეგ განხორციელდეს ამ პუნქტის „გ.დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.“;

ა.ბ.ბ) დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ.დ“ და „გ.ე“ ქვეპუნქტები:

„გ.დ) საჭიროების შემთხვევაში, ოჯახის ექიმის/კოვიდსასტუმროს ექიმის მიმართვის საფუძველზე, საიზოლაციო სივრცეში მყოფი (ბინაზე ან კოვიდსასტუმრო) COVID-19-ის დადასტურებული დიაგნოზის მქონე ბენეფიციარების ამბულატორიულ დიაგნოსტიკას;

გ.ე) ნებისმიერ სტაციონარულ დაწესებულებაში (გარდა „გ.ბ“ ქვეპუნქტის მიმწოდებელი დაწესებულებისა) ამავე დაწესებულების ბაზაზე მკურნალობაზე მყოფი პაციენტების და/ან სამედიცინო პერსონალის COVID-19-ით ინფიცირების შემთხვევაში COVID-19-ის დადასტურებული შემთხვევების ადგილზე მართვას;“;

ა.გ) „გ1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ1) COVID-19-ის საეჭვო და/ან დადასტურებულ შემთხვევათა იდენტიფიცირების, სწორი რეფერალის,  ბინაზე მეთვალყურეობისა და პროცესის მონიტორინგის უზრუნველყოფას, ცენტრალური ონლაინკლინიკების  მეშვეობით მომსახურება მოიცავს სააგენტოს მიერ შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირების (სულ − 300 ერთეული) შრომის ანაზღაურებას;“;

ა.დ) „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) დამხმარე ამოცანების შესრულების მიზნით, ცენტრის მიერ შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირის (სულ − 166 ერთეული) შრომის ანაზღაურებას 2020 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით;“;

ა.ე) „მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მ) COVID-19-ის მკურნალობის მიზნით ანტივირუსული მედიკამენტის − რემდესივირის შესყიდვისათვის სს „ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის“ საჭირო თანხის სუბსიდიით უზრუნველყოფას − 370 000 ლარით.“;

ბ) მე-4 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის:

ბ.ა) „დ.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ.ბ) „გ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურება ანაზღაურდება ფაქტობრივი ხარჯის (მათ შორის, ფსიქიკური აშლილობის მქონე პირთა ჰოსპიტალიზაციის შემთხვევაში, ფსიქიატრიულ მომსახურებასთან დაკავშირებული დიაგნოსტიკის, მკურნალობის, მედიკამენტების, სამედიცინო პერსონალის შრომის ანაზღაურების ჩათვლით) მიხედვით, გარდა კრიტიკული მდგომარეობების მართვის/ინტენსიური თერაპიისა, რომელიც ანაზღაურდება საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებით დამტკიცებული  №1.2 დანართის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ტარიფის მიხედვით;“;

ბ.ბ) „დ.გ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ.გ1“ და „დ.გ2“ ქვეპუნქტები:

„დ.გ1) „გ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურება ანაზღაურდება ფაქტობრივი ხარჯის მიხედვით;

დ.გ2) „გ.ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, თუ პაციენტის სტაციონირება მოხდა სხვა მიზეზით, შემთხვევა ანაზღაურდება საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36  და საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 დეკემბრის №674 დადგენილებებით დამტკიცებული პროგრამების (გარდა კოვიდის მართვისა) ფარგლებში, გათვალისწინებული პირობების, თანაგადახდის ოდენობისა და ლიმიტების შესაბამისად, ხოლო COVID-19-თან დაკავშირებული დამატებითი ხარჯები ანაზღაურდება ფაქტობრივი ხარჯით;“;

გ) მე-6 მუხლის „დ.ბ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ.გ“ ქვეპუნქტი:

„დ.გ) „გ.დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სერვისის მიმწოდებელი დაწესებულებების სია, ასევე სერვისის განხორციელების მექანიზმი განისაზღვრება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის სამართლებრივი აქტით;“;

დ) მე-9 მუხლის (დამატებითი პირობები) მე-14 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-15 პუნქტი:

„15. მე-3 მუხლის „გ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სერვისის მიმწოდებელი სამედიცინო დაწესებულება ვალდებულია, უზრუნველყოს დაწესებულებაში დასაქმებული იმ პერსონალის (რეანიმატოლოგი, ინფექციონისტი, თერაპევტი და სხვა ექიმი სპეციალისტი, უმცროსი ექიმი, ექთანი, სანიტარი) დამატებითი  ანაზღაურება (საშუალო ხელფასის არანაკლებ 50%-ისა), რომელიც ჩართულია  ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) საეჭვო და/ან დადასტურებული შემთხვევების მართვაში.“.

მუხლი 2
დადგენილება, გარდა  პირველი მუხლის მე-2 პუნქტისა,  მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის „ა.ბ.ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული „გ.ე“ ქვეპუნქტისა, „ა.გ“ ქვეპუნქტისა და „ა.დ“ ქვეპუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე, ამასთან, პირველი მუხლის მე-2 პუნქტი და მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის „ა.დ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2020 წლის 1 ოქტომბრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე,  ხოლო  მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის „ა.ბ.ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული  „გ.ე“ ქვეპუნქტი და „ა.გ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2020 წლის 1 ნოემბრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.

პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია