„ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ” ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 დეკემბრის №21/56 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ” ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 დეკემბრის №21/56 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 18/23
დოკუმენტის მიმღები ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 19/11/2020
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/11/2020
ძალის დაკარგვის თარიღი 01/02/2022
სარეგისტრაციო კოდი 010250040.35.111.016462
18/23
19/11/2020
ვებგვერდი, 20/11/2020
010250040.35.111.016462
„ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ” ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 დეკემბრის №21/56 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი
 

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №18/23

2020 წლის 19 ნოემბერი

ქ. ფოთი

 

„ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ” ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 დეკემბრის №21/56 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 


საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულო  :

მუხლი 1
„ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 დეკემბრის №21/56 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge), 29/12/2014, სარეგისტრაციო კოდი: 010250040.35.111.016246) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებულ რეგლამენტს დაემატოს 471-ე მუხლი შემდეგი რედაქციით:

 „მუხლი 471.

საკრებულოს, საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმართველობის კოდექსი“ და წინამდებარე რეგლამენტით გათვალისწინებული უფლებამოსილება, ობიექტური გარემოებების არსებობისას, საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით შესაძლებელია განხორციელდეს დისტანციურად სათანადო ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებით.“.

მუხლი 2
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

 


ქალაქ ფოთის საკრებულოს თავმჯდომარებექა ვაჭარაძე