ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ივლიტაში მდებარე გეოგრაფიული ობიექტის -სპორტული მოედანისათვის არჩილ ტატუნაშვილის სახელის მინიჭების თაობაზე

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ივლიტაში მდებარე გეოგრაფიული ობიექტის -სპორტული მოედანისათვის არჩილ ტატუნაშვილის სახელის მინიჭების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი გ-13.13203171
დოკუმენტის მიმღები ახალციხის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 12/11/2020
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/11/2020
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.138.016006
გ-13.13203171
12/11/2020
ვებგვერდი, 18/11/2020
000000000.00.138.016006
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ივლიტაში მდებარე გეოგრაფიული ობიექტის -სპორტული მოედანისათვის არჩილ ტატუნაშვილის სახელის მინიჭების თაობაზე
ახალციხის მუნიციპალიტეტი
 

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება №გ-13.13203171 

2020 წლის 12 ნოემბერი

ქ. ახალციხე

 

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ივლიტაში მდებარე გეოგრაფიული ობიექტის - სპორტული მოედანისათვის არჩილ ტატუნაშვილის სახელის მინიჭების თაობაზე

„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტისა და „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული წესის მე-7 მუხლის შესაბამისად,

1. ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ივლიტაში მდებარე სპორტულ მოედანს ეწოდოს ,,არჩილ ტატუნაშვილის სახელობის სპორტული მოედანი“.

2. განკარგულება, რეაგირებისათვის, გაეგზავნოს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიას.

3. განკარგულება, მიღებიდან 10 დღის ვადაში გაეგზავნოს:

ა) სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს;

ბ) სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს;

გ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს;

დ) საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.

4. განკარგულება მიღებიდან 10 დღის ვადაში გამოქვეყნდეს სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე.

5. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

6. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს დაინტერესებული პირის მიერ მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში ახალციხის რაიონულ სასამართლოში(მის: ქ.ახალციხე, მებაღიშვილის ქ.№62).

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

თავმჯდომარე გელა ნოზაძე.