18 წლამდე ასაკის პირისთვის მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოების ჩამონათვალის დამტკიცების თაობაზე

18 წლამდე ასაკის პირისთვის მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოების ჩამონათვალის დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 01-126/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 30/11/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/12/2020
სარეგისტრაციო კოდი 470230000.22.035.016817
01-126/ნ
30/11/2020
ვებგვერდი, 01/12/2020
470230000.22.035.016817
18 წლამდე ასაკის პირისთვის მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოების ჩამონათვალის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №01-126/ნ

2020 წლის 30 ნოემბერი

ქ. თბილისი

18 წლამდე ასაკის პირისთვის მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოების ჩამონათვალის დამტკიცების თაობაზე

„შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-5 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
დამტკიცდეს „18 წლამდე ასაკის პირისთვის მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოების თანდართული ჩამონათვალი“ (დანართი №1).
მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიეკატერინე ტიკარაძე




დანართი №1

18 წლამდე ასაკის პირისვის მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოების ჩამონათვალი

 

მუხლი 1

ეს დანართი განსაზღვრავს იმ მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოების ჩამონათვალს, რომელთა შესრულება აკრძალულია 18 წლამდე ასაკის პირისთვის (შემდგომში – არასრულწლოვანი), ადგენს რეკომენდაციებს და განსაზღვრავს დამსაქმებლის მოვალეობებს, არასრულწლოვნის შრომასთან, სამედიცინო შემოწმების ჩატარების წესთან და სწავლებასთან დაკავშირებით (დანართი №1.1 და №1.2).

მუხლი 2

1. არასრულწლოვნისათვის მძიმე სამუშაოდ ითვლება სამუშაო პროცესი, რომელიც ზემოქმედებას ახდენს უპირატესად ადამიანის ორგანიზმის საყრდენ-მამოძრავებელ აპარატსა და ფუნქციურ სისტემებზე (გულ-სისხლძარღვთა, სასუნთქი და სხვა), რომლებიც უზრუნველყოფენ მის საქმიანობას და რომელიც ხასიათდება ფიზიკური და დინამიკური დატვირთვით, ასაწევი და გადასაადგილებელი ტვირთის მასით, სტერეოტიპული სამუშაო მოძრაობების საერთო რაოდენობით, სტატიკური დატვირთვის სიდიდით, სამუშაო პოზის ფორმით, სხეულის დახრის ხარისხით და სივრცეში გადაადგილებით.

2.  არასრულწლოვნისათვის მავნე სამუშაოდ ითვლება საწარმოო გარემო ან/და სამუშაო პროცესი, რომლის ადამიანზე ზემოქმედებას გარკვეულ პირობებში (ინტენსივობა, ხანგრძლივობა და სხვ.) შეუძლია გამოიწვიოს პროფესიული დაავადება, შრომისუნარიანობის დროებითი ან მუდმივი დაქვეითება, გაზარდოს სომატური და ინფექციური დაავადებების სიხშირე და საფრთხე შეუქმნას შთამომავლობის ჯანმრთელობას.

3. არასრულწლოვნისათვის საშიშპირობებიან სამუშაოდ ითვლება საწარმოო გარემო ან/და სამუშაო პროცესი, რომელიც შეიძლება გახდეს მწვავე დაავადების, ადამიანის ჯანმრთელობის უეცარი, მკვეთრი გაუარესების ან გარდაცვალების მიზეზი.

4. არასრულწლოვნისათვის მსუბუქი სამუშაო ნიშნავს ყველანაირ სამუშაოს გარდა წარმოებაში მუშაობისა, რომელიც დავალებების ხასიათის და პირობების  გათვალისწინებით, სავარაუდოდ, საფრთხეს არ შეუქმნის არასრულწლოვანთა უსაფრთხოებას, ჯანმრთელობას ან განვითარებას, არ შეაფერხებს მათ განათლებას, სკოლაში დასწრებას, კომპეტენტური ორგანოს მიერ დამტკიცებული პროფესიული მომზადების ან/და სასწავლო პროგრამებში მონაწილეობას.

მუხლი 3

1. დამსაქმებელმა არ უნდა დაასაქმოს არასრულწლოვანი ისეთ სამუშაოზე, რომელიც, მისი შესრულების ხასიათიდან გამომდინარე ან გარემოებების გათვალისწინებით,  შეიძლება იყოს მძიმე, მავნე ან საშიშიპირობებიანი და უზღუდავდეს არასრულწლოვანს განათლების მიღების შესაძლებლობას, ან საზიანო იყოს მისი ჯანმრთელობისთვის ან ფიზიკური, გონებრივი, მორალური ან სოციალური განვითარებისათვის (იხ. არასრულწლოვნისათვის აკრძალული სამუშაოების ჩამონათვალი №1.1 დანართში).

2. №1.1 და №1.2 დანართებით აკრძალულ სამუშაოებზე არასრულწლოვნის დასაქმება დასაშვებია მხოლოდ იმ გამონაკლის შემთხვევებში, როდესაც ეს სამუშაოები უკავშირდება მოზარდის პროფესიულ მომზადებას, ხორციელდება ხელმძღვანელის ან მისი მინდობილი პირის უშუალო თანდასწრებით და სრულად დაცულია საქართველოს შრომის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები.

3. არასრულწლოვნის მიერ შესასრულებელი ყველა სამუშაო ექვემდებარება რისკის შეფასებას დადგენილი წესით, ასევე ჯანმრთელობის მდგომარეობის, სამუშაო გარემოს და სამუშაო პროცესის რეგულარულ მონიტორინგს.

4. რისკის შეფასების შემდეგ დამსაქმებელი ვალდებულია უზრუნველყოს არასრულწლოვნისათვის სამუშაო ადგილზე შესაბამისი სწავლების/ინსტრუქტაჟის ჩატარება და მისი საქმიანობის მუდმივი ზედამხედველობა.

5. არასრულწლოვნის სამუშაოზე მიღებისას  დამსაქმებელმა უნდა გაითვალისწინოს შემდეგი ფაქტორები:

ა)  მგრძნობელობა ქიმიური და ბიოლოგიური აგენტების, კანცეროგენების და ენდოკრინული სისტემის დამაზიანებლებისადმი;

ბ) მოწყვლადობა ნებისმიერი უშუალო და არაპირდაპირი იძულების მიმართ;

გ) გაუფრთხილებელი მოქმედების ალბათობა გამოუცდელობის გამო;

დ) ყოველდღიურ საქმიანობასთან  შეგუების  რთულად ადაპტირების უნარი;

ე) საშიშროების/საფრთხის სწორად აღქმის უნარი;

ვ) დანადგარების, ხელსაწყოების, მოწყობილობების და დამცავი საშუალებების დიზაინის შესაბამისობა არასრულწლოვანთა ასაკთან;

ზ) შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის მნიშვნელობის შესახებ ინფორმაციის სწორად გაგებისა და აღქმის უნარი;

თ) მუშაობის გავლენა ორგანიზმზე, როდესაც ადამიანის ძვლოვანი სტრუქტურები ჩამოყალიბების პროცესშია;

ი) სამუშაო გარემოს ერგონომიკა ჯანსაღი და უსაფრთხო ფიზიკური განვითარების უზრუნველსაყოფად;

კ) სქესობრივი მომწიფების ასაკში ფიზიოლოგიური, ჰორმონალური და სხვა სახის თავისებურება;

ლ)  საკუთარი შრომის უფლებებისა და სამართლებრივი დაცვის მექანიზმების შესახებ ინფორმაციის ნაკლებობა;

მ) საწარმოს ხელმძღვანელებთან და კოლეგებთან შრომის უსაფრთხოების საკითხებზე საკუთარი აზრის გამოთქმის შესაძლო დაბალი უნარი.

მუხლი 4

1. არასრულწლოვანს მუშაობის დაწყებამდე და შემდგომ, ყოველწლიურად, 18 წლის შესრულებამდე, მისი ზრდისა და განვითარების პროცესების შეფერხების, ჯანმრთელობის მდგომარეობის დაზიანების, შრომის უნარის, აგრეთვე პროფესიულ მოთხოვნებთან  ფუნქციური შესაძლებლობების  შესაბამისობის  დადგენის მიზნით, უტარდება წინასწარი  და პერიოდული სამედიცინო შემოწმება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

2. პერიოდული შემოწმებების დროს (ან უფრო ადრე, ჯანმრთელობის გაუარესების შესახებ ჩივილების არსებობისას), გაიცემა სამედიცინო დასკვნა მოზარდის მიერ მუშაობის გაგრძელების შესაძლებლობის (ან შეუძლებლობის) შესახებ, ან გაიცემა რეკომენდაცია მისი შემდგომი რაციონალური დასაქმების შესახებ.

3. არასრულწლოვნები, რომლებსაც არ გაუვლიათ წინასწარი სამედიცინო შემოწმება, და რომელთაც არა აქვთ დასკვნა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, სამუშაოზე არ დაიშვებიან. 

მუხლი 5

1. დამსაქმებელმა უნდა უზრუნველყოს არასრულწლოვანთა შრომის ორგანიზება იმგვარად, რომ სამუშაოს შესრულებამ არ მოახდინოს ზეგავლენა მათ უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობაზე. ამ მიზნით ჩაუტაროს მას სათანადო სწავლება და გააცნოს უსაფრთხოების ზომები.

2. სწავლება უნდა  ჩატარდეს სათანადო ზედამხედველობით, 18 წელზე მეტი ასაკის პირის მიერ, რომელსაც აქვს საკმარისი ცოდნა და გამოცდილება.

3. მასალები, ინსტრუმენტები, მოწყობილობები, ტექნიკა, სამუშაო ავეჯი უნდა შეესაბამებოდეს არასრულწლოვნის ფიზიკური განვითარების ერგონომიულ თავისებურებებს.

4. არასრულწლოვანი დასაქმებულის მიმართ შესაძლო საფრთხის არსებობის დროს დამსაქმებელი ვალდებულია მიიღოს ყველა ზომა მისი უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის უზრუნველსაყოფად, ასევე აღნიშნულის თაობაზე აცნობოს მის კანონიერ წარმომადგენელს ან მზრუნველობის/მეურვეობის ორგანოს.

მუხლი 6

1. არასრულწლოვანთა სამუშაო  და დასვენების დროის ხანგრძლივობა რეგულირდება საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს შრომის კოდექსი“.

2. აკრძალულია არასრულწლოვნების დასაქმება ღამის სამუშაოზე (22:00 საათიდან 6:00 საათამდე).

 

დანართი 1.1

18 წლამდე ასაკის პირისთვის (არასრულწლოვანი) აკრძალული სამუშაოები

1. არასრულწლოვანი არ უნდა იყოს დასაქმებული ისეთ სამუშაო ადგილზე/სამუშაო სივრცეში, რომელიც მოიცავს სამუშაო გარემოში შემდეგი საქმიანობების განხორციელებას:

1.1. კონვეიერზე მუშაობა იძულებითი რიტმით, მონოტონური სამუშაოები და სამუშაოები თანმხლები ნერვულ-ემოციური დაძაბულობით;

1.2. იმ სამუშაოზე, რომელთა მუშაობის ტემპი განისაზღვრება ავტომატურად, მანქანა-დანადგარის მეშვეობით  და დამოკიდებულია შედეგებით განსაზღვრულ ანაზღაურებაზე;

1.3. მუშაობა  5 მეტრზე მეტ  სიმაღლეზე მიწის ზედაპირიდან ან იატაკიდან;

1.4. მიწის ზედაპირიდან ან იატაკიდან 2-დან 5 მეტრამდე სიმაღლეზე სამუშაოების ჩატარება დასაშვებია დამსაქმებლის ან კომპეტენტური ზრდასრული თანამშრომლის მეთვალყურეობის ქვეშ და  სიმაღლიდან ვარდნის  საწინააღმდეგო ინდივიდუალური დაცვის საშუალებების ან დამჭერი მოწყობილობების გამოყენებით;

1.5. ბიჭებისათვის 10 კგ-ზე მეტი, ხოლო გოგონებისათვის 4 კგ-ზე მეტი  წონის ტვირთის აწევა და გადატანა. თუ სამუშაო პირობები არახელსაყრელია ფიზიკურ პოზასთან მიმართებაში (იძულებითი ან მოხრილი მდგომარეობა), აუცილებელია ტვირთს წონის შემცირება;

1.6. იმ სამუშაო გარემოში, სადაც საშუალო ტემპერატურა  30°C- ს აღემატება;

1.7. იმ სამუშაო გარემოში, სადაც საშუალო ტემპერატურა 6°C-ზე დაბალია და სამუშაო გულისხმობს განმეორებით შესვლას ან ასეთ გარემოში ერთ საათზე მეტი ხნით ყოფნას (ასეთ შემთხვევაში საჭიროა დასაქმებულის ისეთი ტანსაცმლით აღჭურვა, რომელიც მორგებულია თერმულ სიტუაციაზე და საქმიანობის შესაფერისია. შენობა-ნაგებობებში ტემპერატურის შეფასებისას გასათვალისწინებელია აგრეთვე, ჰაერის ტენიანობა, ჰაერის სიჩქარე ან სამუშაოს ხანგრძლივობა);

1.8. მყარ (საბადოები), თხევად (ნავთობი) ან აიროვან (ბუნებრივი აირი) მდგომარეობაში მყოფი ბუნებრივი მინერალების მოპოვებასთან დაკავშირებული სამთო და გადამამუშავებელი სამუშაოები;

1.9. მძიმე და მიწისქვეშა შრომით აქტივობებთან დაკავშირებული სამუშაოები;

1.10. ზოგადი და სპეციალიზებული ნაგებობების (მაგალითად, საცხოვრებელი სახლები, ოფისები და ფერმები, მაღაზიები, მაგისტრალები, ქუჩები, ხიდები, გვირაბები, რკინიგზა, აეროდრომები, ნავსადგურები და სხვა ობიექტები) მშენებლობასთან დაკავშირებული სამუშაოები;

1.11. სხვადასხვა ობიექტების და ნაგებობების დემონტაჟთან  დაკავშირებული სამუშაოები;

1.12. შეკუმშული, თხევადი ან განზავებული აირების წარმოება, შენახვასა  ან გამოყენებასთან  დაკავშირებული სამუშაოები;

1.13. მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემ ხაზებთან დაკავშირებული სამუშაოები, რომლებიც მოიცავს ელექტროდაზიანების საფრთხეს;

1.14. საგანგებო შემთხვევებში სამაშველო ოპერაციების ჩატარებასთან დაკავშირებული სამუშაოები;

1.15. სავენტილაციო, წყლის, სანიაღვრე და გამწმენდი აღჭურვილობის სისტემების მომსახურებასა და გამოყენებასთან დაკავშირებული სამუშაოები;

1.16. სამუშაოები, რომელიც უშუალოდ დაკავშირებულია  იარაღისა და მათი კომპონენტების, საბრძოლო მასალის, ასაფეთქებელი ნივთიერებების, ფეიერვერკების, საზოგადოებრივი წესრიგის და სპეციალური უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად განკუთვნილი მოწყობილობების წარმოებასთან, ტესტირებასთან, შენახვასთან, გამოყენებასთან, ვაჭრობასთან და რეკლამასთან;

1.17. ინფრაწითელი გამოსხივების ზემოქმედებასთან დაკავშირებული სამუშაოები;

1.18. ატმოსფერული წნევის მკვეთრი მერყეობის პირობებთან (საფრენოსნო შემადგენლობა, ბორტგამცილებელი, ბაროკამერის პერსონალი და სხვ.) დაკავშირებული სამუშაოები;

1.19. სამუშაოების ჩატარება ბუნებრივი განათების არმქონე უსარკმლო და გაუნათებელ სათავსებში, ასევე სათავსებში, სადაც ჟანგბადის შემცველობა 20%-ზე ნაკლებია;

1.20. რადიოაქტიური დაბინძურების საფრთხის მქონე მაიონებელ გამოსხივებასთან დაკავშირებული სამუშაოები;

1.21. მგზავრთა და ტვირთის გადაზიდვასთან დაკავშირებული სამუშაოები;

1.22. სარკინიგზო ტრანსპორტის გადაადგილებასთან დაკავშირებული სამუშაოები  (მატარებლის და სხვა საშუალებების მემანქანე/მძღოლი, კონტროლიორი, დაცვის თანამშრომელი, ინსპექტორი, გამცილებელი);

1.23. ინფიცირებულ და ფსიქიკურად დაავადებულ პირთა მოვლასა და ზედამხედველობასთან დაკავშირებული სამუშაოები;

1.24. სამუშაოები ობიექტებსა და დანადგარებზე, რომლებიც დაკავშირებულია  ელექტროენერგიისა და სითბოს ენერგიის წარმოება-მიწოდებასთან (ჰიდროელექტროსადგურები,   თბოელექტროსადგურები და ატომური ელექტროსადგურები და სხვა);

1.25. სამრეწველო კერამიკის და მინის წარმოებასთან დაკავშირებული სამუშაოები, ტყვიის შემცველი ნაერთების გამოყენებით;

1.26. ცელულოზასთან, ქაღალდსა და მათ წარმოებულებთან დაკავშირებული სამუშაოები;

1.27. ბეჭდვასთან დაკავშირებული  სამუშაოები ტყვიის შემცველი ნაერთების გამოყენებით;

1.28. რეზინის და პლასტმასის პროდუქტების წარმოებასთან დაკავშირებული სამუშაოები;

1.29. ქიმიურ ნივთიერებებთან და პროდუქტებთან,  მათ წარმოებულებთან, ასევე  ქიმიური ბოჭკოების წარმოებასთან დაკავშირებული სამუშაოები;

1.30. სხვადასხვა ლითონების და მათგან ნაკეთობების გადამუშავებასთან დაკავშირებული სამუშაოები;

1.31. ნარკოტიკული ნივთიერებების და მათი შემცველი მცენარეების გადამუშავება-შენახვასთან, წარმოებასა და მარკეტინგთან უშუალოდ დაკავშირებული სამუშაოები;

1.32. დაკრძალვის სერვისების უზრუნველყოფასთან დაკავშირებული სამუშაოები, გარდა გვირგვინების დამზადების, სამგლოვიარო ლენტების მომზადებისა და მსგავსი მსუბუქი სამუშაოებისა;

1.33. სამუშაოები ზედამხედველობის გარეშე წყალქვეშ, მიწისქვეშ, ავიაციაში, წყალში, ზღვასა და მდინარეებში  (საჰაერო და წყლის ტრანსპორტი);

1.34. სამუშაოები პათოლოგიურ-ანატომიურ განყოფილებებში, მორგებსა და ვივარიუმებში;

1.35. სამუშაოები საზოგადოებრივ ტუალეტებში;

1.36. ცხოველების ხელოვნურ მოშენებასა და შეწყვილებასთან დაკავშირებული სამუშაოები;

1.37. სამუშაოები პენიტენციურ დაწესებულებებში;

1.38. აზარტულ თამაშებთან დაკავშირებული სამუშაოები;

1.39. ეროტიკული და პორნოგრაფიული საგნების წარმოებასთან, გაყიდვასა და დემონსტრირებასთან დაკავშირებული სამუშაოები;

1.40. ცხოველებისა და შინაური ფრინველების სასაკლაოსთან დაკავშირებული სამუშაოები;

1.41. მიუსაფარი ცხოველების   დაჭერასთან და სხვა მასთან დაკავშირებული სამუშაოები;

1.42. ინფექციური დაავადებებით დასნებოვნებული ცხოველების მოვლასთან დაკავშირებული სამუშაოები;

1.43. ცხოველებისგან სასწავლო მასალების მომზადებასთან  დაკავშირებული სამუშაოები;

1.44. აგრესიულ, შხამიან, ცოფიან ცხოველებთან დაკავშირებული სამუშაოები;

1.45. სამუშაოები ანესთეზიის, რეანიმაციისა და ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში (პალატებში);

1.46. მიწის ქანების ჩამოშლასა და ზვავის წარმოქმნასთან დაკავშირებული სამუშაოები, სამთო სამუშაოები და მუშაობა კარიერებზე;

1.47. ​​მოძრავი ობიექტებიდან შესაძლო ვარდნასთან დაკავშირებული სამუშაოები;

1.48. ქიმიური ნივთიერებების შემცველ ღუმელებთან, ავზებთან, რეზერვუარებთან ან კონტეინერებთან დაკავშირებული სამუშაოები ამ დებულების №1.2 დანართის მე-3 პუნქტის მე-3 ქვეპუნქტის მიხედვით;

1.49. ალკოჰოლური სასმელების წარმოებასთან, ტესტირებასთან, შენახვასთან, გამოყენებასთან დაკავშირებული სამუშაოები;

1.50. სამუშაოები, რომლებიც დაკავშირებულია გუდრონის (ფისი) ან ასფალტის დამზადება/  გამოყენებასთან;

1.51. სამუშაოები, რომლებიც დაკავშირებულია ისეთი საშიში ნივთიერების ზემოქმედებასთან, როგორიცაა ტყვია, აზბესტი, სილიციუმი, ქვანახშირი, ასევე საწარმოო  მტვერი ან გათხევადებული  აირები;

1.52. ფეთქებადი ან აალებადი ნივთიერებების წარმოებასთან, ტრანსპორტირებასთან, მართვასთან, შენახვასთან და გამოყენებასთან დაკავშირებული  სამუშაოები;

1.53. ხორცისა და ხორცპროდუქტების გადამუშავებასა და გამოყენებასთან დაკავშირებული სამუშაოები, გარდა იმ შემთხვევებისა, თუ მოზარდს აქვს შესაბამისი სპეციალობა და კვალიფიკაცია;

1.54. ხის დამუშავებასთან დაკავშირებული სამუშაოები, წრიული ხერხებით ან ჯგუფური ხერხებით დასაჭრელებით მუშაობა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მოზარდს აქვს შესაბამისი სპეციალობა და კვალიფიკაცია;

1.55. თევზისა და თევზის პროდუქტების გადამუშავებასა და შენახვასთან დაკავშირებული სამუშაოები, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მოზარდს აქვს შესაბამისი სპეციალობა და კვალიფიკაცია;

1.56. თამბაქოს ნაწარმის წარმოებასთან, ტესტირებასთან, შენახვასთან, გამოყენებასთან, ვაჭრობასა და რეკლამირებასთან დაკავშირებული სამუშაოები;

1.57. სატყეო მეურნეობასთან დაკავშირებული სამუშაოები (ხეების ჭრა, გაშლა, დაშლა, დატვირთვა და გადმოტვირთვა), შეშის ხერხვა და დაჭრა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მოზარდს აქვს შესაბამისი სპეციალობა და კვალიფიკაცია.

 

დანართი №1. 2

სამუშაო გარემოს რისკფაქტორები, რომლებთანაც   18 წლამდე ასაკის პირს (არასრულწლოვანი)  ეკრძალება მუშაობა

აკრძალულია არასრულწლოვანთა დასაქმება სამუშაოზე, რომელშიც ისინი უშუალოდ განიცდიან სამუშაო გარემოს შემდეგი რისკის ფაქტორების ზემოქმედებას:

1. ფიზიკური ფაქტორები

1.1. უპირატესად ფიბროგენული და შერეული ტიპის მოქმედების საწარმოო აეროზოლები მაღალი ფიბროგენული აქტივობით (ზღვრულად დასაშვები კონცენტრაცია (ზდკ) არ უნდა აღემატებოდეს 5 მგ/მ3).

1.2. მაიონებელი გამოსხივება:

პრაქტიკული საქმიანობით გამოწვეული დასხივებისას  16 - 18 წლის პირთან მიმართებაში, რომლებიც სწავლის პერიოდში იყენებენ მაიონებელი გამოსხივების წყაროებს, დადგენილია ძირითადი დოზური ზღვრები:

ა) ეფექტური დოზა – 6 მზვ/წელიწადში;

ბ) ეკვივალენტური დოზა წლის განმავლობაში თვალის ბროლში-20 მზვ;

გ) კანზე – 150 მზვ (კანზე, ეკვივალენტური დოზის ზღვრები გამოიყენება 1 სმ2 -ზე საშუალო დოზასთან მიმართებაში, განსაკუთრებით მაღალი დასხივებული კანის უბნისათვის);

დ ) მტევნებსა და ტერფებზე – 150 მზვ.

ეს დოზები არ მოიცავს სამედიცინო და ბუნებრივი დასხივების დოზებს, ასევე ბირთვული და რადიაციული ავარიის შედეგად მიღებულ დოზებს.

დამსაქმებლის ვალდებულებები მაიონებელი გამოსხივების წყაროებთან მოპყრობისა  და  უსაფრთხოების მოთხოვნებისადმი  განისაზღვრება „ტექნიკური რეგლამენტის − „მაიონებელი გამოსხივების წყაროებთან მოპყრობისადმი რადიაციული უსაფრთხოების ნორმებისა და ძირითადი მოთხოვნების“ დამტკიცების შესახებ“  საქართველოს მთავრობის 2015 წლის 27 აგვისტოს №450 დადგენილების შესაბამისად.

1.3. არამაიონებელი დასხივება:

ა) სამრეწველო სიხშირის 50 ჰც ელექტრული ველის დაძაბულობა არ უნდა აღემატებოდეს 0,5 კვ/მ;

ბ) რადიოსიხშირის დიაპაზონის ელექტრომაგნიტური  ინტენსივობა არასრულწლოვანი პირის სამუშაო ადგილზე არ უნდა აღემატებოდეს „გარემოს ხარისხობრივი მდგომარეობის ნორმების დამტკიცების შესახებ“  საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2001 წლის 16 აგვისტოს №297/ნ ბრძანებაში მითითებულ მნიშვნელობებს.

1.4. არასრულწლოვანი არ დაიშვება ულტრაბგერის  წყაროებთან სამუშაოდ „სხვადასხვა ტიპისა და დანიშნულების გამოსხივების წყაროებთან, სამრეწველო მასალებთან და ინსტრუქციებთან მუშაობისადმი წაყენებული ჰიგიენური მოთხოვნების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2004 წლის 14 აპრილის №76/ნ ბრძანების თანახმად (დანართი 2, მუხლი 6, პუნქტი 13).

1.5. ინფრაბგერა „სამუშაო ადგილებზე, საცხოვრებელ და საზოგადოებრივ შენობებში, საცხოვრებელი განაშენიანების ტერიტორიებზე ინფრაბგერის სანიტარიული ნორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2002 წლის 17 სექტემბრის №257/ნ ბრძანებით დადგენილი ზღვრულად დასაშვებ დონეზე მეტი.

1.6. აკრძალულია 14-დან 16 წლამდე პირისთვის  ნებისმიერი სახის ვიბრაციასთან მუშაობა, ხოლო დასაშვებია 16-დან 18 წლამდე პირისთვის  სამუშაო დღის განმავლობაში, თუ:

ა) ლოკალური ვიბრაციის ზემოქმედებისას ხელებსა და ხელის გულებზე  ზღვრულად დასაშვები დონე არ აღემატება 2 მ/წმ2;

ბ) ზოგადი ვიბრაციის ზემოქმედებისას   ზღვრულად დასაშვები დონე არ აღემატება 0,5 მ/წმ2-ს.

1.7. არასრულწლოვნის სამუშაო გარემოში ხმაურის დონე არ უნდა აღემატებოდეს 70 dB.

1.8. აკრძალულია მაღალი ძაბვის პირობებში მუშაობა.

1.9. აკრძალულია მაღალი ან დაბალი ატმოსფერული  წნევის პირობებში  (წყლის ქვეშ ან ზღვის დონიდან 2000 მ მაღლა) მუშაობა.

1.10. არასრულწლოვნისათვის მიკროკლიმატის პარამეტრები არ უნდა აღემატებოდეს „ტექნიკური რეგლამენტი – საწარმოო სათავსების მიკროკლიმატისადმი წაყენებული ჰიგიენური მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის №69 დადგენილებით განსაზღვრულ დასაშვებ დონეებს.

1.11.ბუნებრივი და ხელოვნური განათებულობის სიდიდეები  უნდა შეესაბამებოდეს საქართველოში კანონმდებლობით გათვალისწინებულ დასაშვებ ნორმებს.

1.12.ოპტიკურ ხელსაწყოებთან (მიკროსკოპი, გამადიდებელი მინა და სხვა) მუშაობის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს სამუშაო დროის 50%-ს;

1.13.მონიტორიანი დანადგარების ეკრანებთან მუშაობის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 14 -დან 16 წლამდე მოზარდებისთვის 4 საათს, ხოლო 16-დან 18 წლამდე მოზარდებისთვის 6 საათს დღეში.

2. ბიოლოგიური ფაქტორები

2.1. მე-3 და მე-4 ჯგუფის ბიოლოგიური აგენტები (აგენტები, რომლებიც საშიშია დასაქმებულთათვის  და არსებობს არასრულწლოვნის დაინფიცირების რისკი) „ტექნიკური რეგლამენტის – ბიოლოგიურ აგენტებზე მუშაობის სანიტარიული ნორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 19 თებერვლის №82 დადგენილების შესაბამისად.

2.2. მუშაობა ჯანდაცვის ან მასთან დაკავშირებულ დაწესებულებაში  იმ პირობებში, სადაც არსებობს  ბიოლოგიური აგენტების სავარაუდო ზემოქმედების რისკი, მათ შორის, ჰეპატიტი, აივ-ინფექცია, ტუბერკულოზი და სხვა.

2.3.  სამუშაოები, რომლებიც მოიცავს სისხლმბადი ან ჰაერწვეთოვანი პათოგენების საფრთხეს ან პოტენციურ ზემოქმედებას.

3. ქიმიური ფაქტორები

3.1. ნივთიერებები და პროდუქცია, რომელიც კლასიფიცირდება, როგორც

ტოქსიკური (T),

ძლიერ ტოქსიკური (Tx),

კოროზიული (C) ან

ფეთქებადი (E).

3.2. ნივთიერებები და პროდუქცია, რომლებიც კლასიფიცირდება, როგორც მავნე ჯანმრთელობისათვის (Xn) და რომლებიც აღინიშნებიან ერთი ან მეტი რისკის R- ფრაზით:

ა) შეუქცევადი ეფექტის ძალიან სერიოზული საშიშროება (R39);

ბ) შეუქცევადი ეფექტის შესაძლო საშიშროება (R40);

გ) ჩასუნთქვამ შეიძლება გამოიწვიოს სენსიბილიზაცია  (R42);

დ) კანთან შეხებამ შეიძლება გამოიწვიოს სენსიბილიზაცია (R43);

ე) კანცეროგენული ნივთიერება (შეიძლება გამოიწვიოს ავთვისებიანი სიმსივნის განვითარება) (R45);

ვ) შეიძლება გამოიწვიოს მემკვიდრეობითი გენეტიკური ეფექტი (მუტაგენური ნივთიერება) (R46);

ზ) ხანგრძლივმა მოქმედებამ შეიძლება გამოიწვიოს ჯანმრთელობის დაზიანების სერიოზული პრობლემა (R 48);

თ) შეიძლება ზიანი მიაყენოს რეპროდუქციულ ჯანმრთელობას (R 60);

ი) შეიძლება მავნე იყოს ნაყოფის განვითარებისათვის (R 61).

3.3.  ნივთიერებები და ნარევები, რომლებიც აღინიშნებიან  საშიშროების მახასიათებელი სულ მცირე ერთი  H- ფრაზით: 

H300   ფატალურია გადაყლაპვისას

H301   ტოქსიკურია გადაყლაპვისას

H302   მავნეა გადაყლაპვისას

H303   შეიძლება იყოს მავნე გადაყლაპვისას

H304   შეიძლება იყოს ფატალური გადაყლაპვისას და საჰაერო გზებით შეღწევისას

H305   შეიძლება იყოს მავნე გადაყლაპვისას და საჰაერო გზებით შეღწევისას

H310   ფატალურია კანთან კონტაქტისას

H311   ტოქსიკურია კანთან კონტაქტისას

H312   მავნეა კანთან კონტაქტისას

H313   შეიძლება იყოს მავნე კანთან კონტაქტისას

H314   იწვევს კანის ძლიერ დამწვრობას და თვალების დაზიანებას

H315   იწვევს კანის გაღიზიანებას

H316   იწვევს კანის მსუბუქ გაღიზიანებას

H317   შეძლება გამოიწვიოს კანის ალერგიული რეაქცია

H318   იწვევს თვალების სერიოზულ დაზიანებას

H319   იწვევს თვალების სერიოზულ გაღიზიანებას

H320   იწვევს თვალების გაღიზიანებას

H330   ფატალურია ინჰალაციისას

H331   ტოქსიკურია ინჰალაციისას

H332   მავნეა ინჰალაციისას

H333   შეიძლება იყოს მავნე ინჰალაციისას

H334   შეიძლება გამოიწვიოს ალერგია ან ასთმური სიმპტომები ან სუნთქვის გაძნელება ჩასუნთქვისას

H335   შეიძლება გამოიწვიოს რესპირატორული სისტემის გაღიზიანება

H336   შეიძლება გამოიწვიოს ძილიანობა ან თავბრუსხვევა

H340   შეიძლება გამოიწვიოს გენეტიკური დეფექტები (თუ დამტკიცებულია, რომ ექსპოზიციის  არც ერთი  სხვა გზა არ წარმოადგენს საშიშროებას, მიუთითეთ ექსპოზიციის გზა)

H341   სავარაუდოდ შეუძლია გამოიწვიოს გენეტიკური დეფექტები (თუ დამტკიცებულია, რომ ექსპოზიციის  არც ერთი  სხვა გზა არ წარმოადგენს საშიშროებას, მიუთითეთ ექსპოზიციის გზა)

H350   შეიძლება გამოიწვიოს სიმსივნის განვითარება

H351   სავარაუდოდ შეიძლება გამოიწვიოს სიმსივნის განვითარება

H370   იწვევს ორგანოების დაზიანებას (ან თუ ცნობილია მიუთითეთ ყველა დაზიანებული ორგანო)

H371   შეიძლება იწვევდეს ორგანოების დაზიანებას (ან თუ ცნობილია მიუთითეთ ყველა დაზიანებული ორგანო)

H372   იწვევს ორგანოების დაზიანებას (თუ ცნობილია, მიუთითეთ დაზიანებული ორგანო) ხანგრძლივი ან განმეორებითი ექსპოზიციის დროს

H373   შეიძლება იწვევდეს ორგანოების დაზიანებას (თუ ცნობილია, მიუთითეთ დაზიანებული ორგანო) ხანგრძლივი ან განმეორებითი ექსპოზიციის დროს

4. რეკომენდაციები  არასრულწლოვნის მუშაობისას დამსაქმებელმა რეკომენდებულია გაითვალისწინოს შემდეგი ფსიქოსოციალური და ერგონომიული ფაქტორები:

4.1. ფსიქოსოციალური ფაქტორები:                       

  1. სამუშაო  უბანზე მარტო ყოფნა.
  2. შრომისა (ხანგრძლივი სამუშაო საათები)  და დასვენების (არასაკმარისი ხანგრძლივობა) არარაციონალური რეჟიმი.
  3. შრომის არაკომფორტული/არახელსაყრელი პირობები.
  4. შესაძლო აგრესია მომხმარებელთა მიერ.
  5. კონფლიქტური ურთიერთობა თანამშრომლებსა და ხელმძღვანელობასთან.
  6. სოციალური მხარდაჭერის (რჩევა, დახმარება, შესრულებული სამუშაოს მოწონება, აღიარება) ნაკლებობა.
  7. სამუშაოს შესრულებისათვის შეზღუდული რესურსები.
  8. არასაკმარისი გამოცდილება.
  9. სწრაფი ტემპით მუშაობა, განსაკუთრებით მაღალი სამუშაო რიტმი.
  10. ძალადობის შიში.
  11. განსხვავებული შეხედულებები და სამუშაო ეთიკა.
  12. დაღლილობის მაღალი რისკი.
  13. სამუშაოსთან დაკავშირებული ფსიქიკური სტრესი.
  14. სამუშაოს არაადეკვატურად აღქმა და შეფასება.

4.2. ერგონომიული ფაქტორები:

1. სიმძიმის აწევა და ტვირთის გადატანა ხელით.

2. მუდმივად განმეორებადი ან ერთფეროვანი (მონოტონური) სამუშაო.

3. მუშაობა მოუხერხებელ პოზაში (სხეულის დაჭიმვა, მოხრა, დახრა) არასწორად დაპროექტებული დანადგარების, მოწყობილობების და სამუშაო პროცესის გამო, ასევე მუშაობა მუდმივად „მჯდომარე“/„მდგომარე“ პოზაში ან შეზღუდულ სივრცეში.

4. სამუშაოს შესრულებისას  სხეულის რბილ ქსოვილებზე პირდაპირი ზეწოლა და კუნთების სტატიკური დაძაბვა.

5. არასაკმარისი  განათება და არაკომფორტული მიკროკლიმატი.

6. ხმაურის და ვიბრაციის მომეტებული დონე.

7. სამუშაო გარემოს დიზაინი.


ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.