„სამოქალაქო საჰაერო ხომალდების საწვავ-გასამართი საწარმოს სერტიფიცირების წესის“ დამტკიცების შესახებ“

„სამოქალაქო საჰაერო ხომალდების საწვავ-გასამართი საწარმოს სერტიფიცირების წესის“ დამტკიცების შესახებ“
დოკუმენტის ნომერი 176
დოკუმენტის მიმღები სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი
მიღების თარიღი 13/11/2020
დოკუმენტის ტიპი სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/11/2020
სარეგისტრაციო კოდი 310150000.54.066.016205
176
13/11/2020
ვებგვერდი, 19/11/2020
310150000.54.066.016205
„სამოქალაქო საჰაერო ხომალდების საწვავ-გასამართი საწარმოს სერტიფიცირების წესის“ დამტკიცების შესახებ“
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი
 

სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის

ბრძანება  №176

2020 წლის 13 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

„სამოქალაქო საჰაერო ხომალდების საწვავ-გასამართი საწარმოს სერტიფიცირების წესის“ დამტკიცების შესახებ

„საქართველოს საჰაერო კოდექსის“ მე-9 მუხლის პირველი ნაწილის, 56-ე მუხლის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
დამტკიცდეს თანდართული „სამოქალაქო საჰაერო ხომალდების საწვავ-გასამართი საწარმოს სერტიფიცირების წესი“.
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „სამოქალაქო საჰაერო ხომალდების საწვავ-გასამართი საწარმოების სერტიფიცირების წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2014 წლის 28 მაისი №81 ბრძანება.

 

მუხლი 3
ამ ბრძანების ამოქმედებამდე გაცემული საწვავ-გასამართი საწარმოების სერტიფიკატები ინარჩუნებს იურიდიულ ძალას მათი მოქმედების ვადით.
მუხლი 4
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 


სსიპ - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორილევან კარანაძე



სამოქალაქო საჰაერო ხომალდების საწვავ-გასამართი საწარმოს სერტიფიცირების წესი

მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. „სამოქალაქო საჰაერო ხომალდების საწვავ-გასამართი საწარმოს სერტიფიცირების წესის“ (შემდგომში – წესი) მიზანია სამოქალაქო საჰაერო ხომალდების საავიაციო საწვავით გამართვის უსაფრთხო მომსახურების სამართლებრივი მოწესრიგება და საავიაციო საწვავის მიღების, შენახვის, გაცემის და საჰაერო ხომალდების და საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის პირობების განსაზღვრა.

2. წესით განსაზღვრულია სამოქალაქო საჰაერო ხომალდების საწვავ-გასამართი საწარმოს (შემდგომში – საწარმო) სასერტიფიკაციო მოთხოვნები, სერტიფიცირების ჩატარების წესი და პირობები, სამოქალაქო საჰაერო ხომალდების საწვავ-გასამართ საწარმოზე სერტიფიკატის (შემდგომში – სერტიფიკატი) გაცემის, გაცემაზე უარის თქმის, სერტიფიკატის გაუქმების, მოქმედების ვადის შეჩერების, განახლების, გამოცვლის პირობები, საწარმოს მოწყობისა და ექსპლუატაციის მოთხოვნები, საავიაციო საწვავის ხარისხის კონტროლის პირობები, აგრეთვე სერტიფიკატის მფლობელის უფლებამოსილების საკითხები.

3. წესის მოქმედება არ ვრცელდება პირზე, თუ იგი ახორციელებს საავიაციო საწვავით საჰაერო ხომალდის გამართვას პირადი მიზნებისათვის.

4. საწვავ-გასამართი საწარმოები, რეზერვუარების საერთო მოცულობის მიხედვით,  იყოფა ორ კატეგორიად:

ა) პირველი კატეგორიის საწვავ-გასამართი საწარმო, რომლის რეზერვუარების საერთო მოცულობა არ აღემატება 50 ტონას;

ბ) მეორე კატეგორიის საწვავ-გასამართი საწარმო, რომლის რეზერვუარების საერთო მოცულობა აღემატება 50 ტონას.

5. დაუშვებელია, საავიაციო საწვავის მიღება, შენახვა და სამოქალაქო საჰაერო ხომალდების გასამართად გაცემა და/ან სამოქალაქო საჰაერო ხომალდების საავიაციო საწვავით გამართვა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს (შემდგომში -სააგენტო) მიერ გაცემული სერტიფიკატის გარეშე.

6. სერტიფიკატის მიღების უფლება აქვს საქართველოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრში რეგისტრირებულ საწარმოს, თუ ის აკმაყოფილებს ამ წესის მოთხოვნებს.

7. სერტიფიკატის გაცემას, გაცემაზე უარის თქმას, სერტიფიკატის მოქმედების ვადის შეჩერებას, განახლებას, სერტიფიკატის გაუქმებას, გამოცვლას, საწარმოს საქმიანობაზე ზედამხედველობასა და კონტროლს, ამ წესის შესაბამისად, ახორციელებს  სააგენტო.

8. სერტიფიკატი ადასტურებს მისი მფლობელის შესაძლებლობას, განახორციელოს საავიაციო საწვავის მიღება, შენახვა, გაცემა და/ან სამოქალაქო საჰაერო ხომალდის საავიაციო საწვავით გამართვის უსაფრთხო მომსახურება.

9. ტექნიკური პერსონალი, რომელიც თავისი სამსახურებრივი მდგომარეობით უშუალოდ დაკავშირებულია საავიაციო საწვავის მიღებასთან, შენახვასთან, გაცემასთან, სამოქალაქო საჰაერო ხომალდის საავიაციო საწვავით გამართვასთან, უნდა ფლობდეს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 08 ოქტომბრის №168 ბრძანებით დამტკიცებული „სამოქალაქო საჰაერო ხომალდების საწვავ-გასამართი საწარმოების ტექნიკური პერსონალის სერტიფიცირების წესის” შესაბამისად  გაცემულ  მოწმობას.

10. საწარმო, საავიაციო საწვავის მიღებასთან, შენახვასთან, გაცემასთან, აგრეთვე, სამოქალაქო საჰაერო ხომალდის საავიაციო საწვავით გამართვასთან დაკავშირებულ სამუშაოებს ახორციელებს შესაბამის პირთან (საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტთან, აეროდრომის ექსპუატანტთან, კანონმდებლობის შესაბამისად აკრედიტებული საავიაციო საწვავის ხარისხის ლაბორატორიასთან, თუ არ წარმოადგენს საწარმოს სტრუქტურულ     ერთეულს, საავიაციო საწვავის მომწოდებელთან და/ან სხვა პირთან) დადებული ხელშეკრულების/შეთანხმების საფუძველზე, სადაც ასახული უნდა იყოს  მხარეთა ვალდებულებები.

11. სააგენტოს მიერ სერტიფიკატის გაცემის ან გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება განცხადების წარდგენიდან 2 (ორი) თვის ვადაში.

12. საწარმოში საავიაციო საწვავის ხარისხთან, ტექნიკური მოწყობილობების და საშუალებების (შემდგომში – აღჭურვილობა) ექსპლუატაციასთან, მომსახურებასთან, რემონტთან, ხარისხის კონტროლის შესაბამის პროცედურებთან დაკავშირებული შემოწმების, აგრეთვე ტესტირებისა და/ან ანალიზის (შემდგომში – ტესტირება) შედეგები უნდა დაფიქსირდეს შესაბამისი ჩანაწერებით ან ელექტრონული მონაცემების სახით, რომელიც ხელმისაწვდომი უნდა იყოს საწარმოს პერსონალის და კანონმდებლობით დადგენილი მაკონტროლებელი და ზედამხედველი ორგანო(ები)ს უფლებამოსილი წარმომადგენლისათვის. ამ პუნქტით განსაზღვრული ჩანაწერის შენახვის ვადები განსაზღვრულია ამ წესის №2 და №3 დანართებით. შედეგების დაფიქსირების ელექტრონული ვერსიის გამოყენების შემთხვევაში, უნდა არსებობდეს ამ შედეგების დაფიქსირების სარეზერვო/დუბლირებული სისტემა.

13. საწარმოს მიერ, საავიაციო საწვავის მიღებასთან, შენახვასთან,  გაცემასთან და  სამოქალაქო საჰაერო ხომალდის  გამართვასთან დაკავშირებულ საქმიანობაზე ზედამხედველობასა და კონტროლს, კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებს სააგენტოს უფლებამოსილი წარმომადგენელი (ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორი), ზედამხედველობის ფარგლებში დგინდება საწარმოს შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობით და ამ წესით განსაზღვრულ მოთხოვნებთან.

14. საწარმოს   სამოქალაქო    პასუხისმგებლობის   დაზღვევის საკითხები (მესამე პირების მიმართ) რეგულირდება           საქართველოს კანონმდებლობით.

15. სააგენტო, ამ წესით გაცემული სერტიფიკატით განსაზღვრული მოთხოვნების შესრულების მდგომარეობის საინსპექციო შემოწმებას, კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ფარგლებში, ახორციელებს ამ წესის მე-12 მუხლის შესაბამისად.

16. საწარმოს სერტიფიცირებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება ხორციელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავით განსაზღვრული მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით.

17. რეაქტიული საწვავის ხელახალი/დამატებითი ტესტირებისას გამოყენებული მეთოდები უნდა შეესაბამებოდეს სახელმწიფოთაშორისო სტანდარტი (გოსტ), რომელიც საქართველოში გამოიყენება დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თნამეგობრობის ქვეყნების მთავრობათა მეთაურების 1995 წლის შეთანხმების „სტანდარტიზაციის, სერტიფიკაციის და მეტროლოგიის სფეროში შეთანხმებული პოლიტიკის გატარების შესახებ“ საფუძველზე ან ,,საქართველოს მიერ სხვა ქვეყნების ტექნიკური რეგლამენტების სამოქმედოდ დაშვების, შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტების აღიარების, შესაბამისი ნიშანდების მქონე პროდუქტის საქართველოში დამატებითი შესაბამისობის შეფასების პროცედურების გარეშე დაშვებისა და ასევე სხვა ქვეყნებში წარმოებული, რეგულირებული სფეროსათვის მიკუთვნებული პროდუქტის საქართველოს ბაზარზე შეზღუდვების გარეშე განთავსების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 მარტის №50 დადგენილების შესაბამისად ამერიკის შეერთებულ შტატებში ASTM–ის („მასალათა ტესტირების ამერიკის საზოგადოება“) და/ან დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში IP-ის („ნავთობის ინსტიტუტი“) მიერ განსაზღვრულ ტესტირების მეთოდებს.

 


მუხლი 2. ტერმინთა განმარტება
1. ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს და ცნებებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) ბუნიკი – საწვავის გასამართი მოწყობილობის ნაწილი, რომელიც განკუთვნილია სამოქალაქო საჰაერო ხომალდის ბორტზე საწვავის მისაწოდებლად.

შენიშვნა:

ბუნიკი შეიძლება იყოს 2 ტიპის – ქვემოდან წნევით მისაწოდებელი/შესაერთებელი და ზემოდან მისაწოდებელი, გრავიტაციული.

ბ) გრავიმეტრიული ტესტირება – საფილტრი მემბრანების წონით საწვავის ხარისხის ტესტირება;

გ) დისპენსერი – მოწყობილობა, რომელიც განკუთვნილია ჰიდრანტის გამოყენებით საწვავის გასამართავად;

დ) დიფერენციალური წნევა – ფილტრის შემავალ და გამომავალ მილგაყვანილობას შორის არსებულ წნევათა სხვაობა, რომელიც ახდენს ფილტროელემენტების დაბინძურების ინდიკაციას;

ე) კოალესერი – საფილტრი მოწყობილობა, რომელიც ახდენს საწვავიდან შეწონილი წყლის გამოყოფას წვეთების ერთად მოგროვების გზით. კოალესერით ხორციელდება აგრეთვე საწვავიდან ჭუჭყის და მექანიკური მინარევების გამოყოფა;

ვ) კოლორიმეტრული ტესტირება – საწვავის ტესტირება ფერზე, რომელიც გამოიყენება საწვავის სისუფთავის ინდიკაცისათვის;

ზ) მკვდარი ზონები – მილგაყვანილობებზე არსებული ჩიხისებრი ზონები, სადაც არ ხდება საწვავის მუდმივი/პერიოდული განახლება/გატარება;

თ) პერიოდული ტესტირება/ანალიზი – ტესტირება/ანალიზი, რომელიც ავიასაწვავს უტარდება გარკვეული პერიოდულობით;

ი) რეზერვუარი – საწარმოს ნავთობპროდუქტის შესანახად განკუთვნილი სტაციონალური ჭურჭელი;

კ) საავიაციო საწვავი (ავიასაწვავი) – საწვავი, რომელიც გამოიყენება სამოქალაქო საჰაერო ხომალდების გასამართავად (საავიაციო ბენზინი და/ან რეაქტიული საწვავი: TS-1, JET A-1 ან სხვა ტიპი. სამოქალაქო საჰაერო ხომალდის გასამართად გამოსაყენებელი საავიაციო საწვავის ტიპი განისაზღვრება ამ საჰაერო ხომალდზე დაყენებული ძრავის მწარმოებლის მიერ და აღინიშნება ძრავის ტიპობრივ საექსპლუატაციო საბუთებში;

ლ) საწვავ-გასამართი საწარმო – იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებს საავიაციო საწვავის მიღებას, შენახვას, გაცემას საჰაერო ხომალდის გამართვის მიზნით და/ან სამოქალაქო საჰაერო ხომალდების საავიაციო საწვავით გამართვას;

მ) სარკინიგზო ჩიხი – ჩიხი, რომელიც განკუთვნილია სარკინიგზო ცისტერნებით საავიაციო საწვავის მისაღებად და შესანახად;

ნ) სასუნთქი სარქველები – უსაფრთხოების მოწყობილობა, რომელიც რეზერვუარიდან ჰაერის გამოშვების ან შეშვების საშუალებას იძლევა, მისი ქმედება ორმხრივია, რეზერვუარის შევსების დროს ხდება ჰაერის გარეთ გამოშვება, რათა არ შეიქმნას ჭარბი წნევა, ხოლო რეზერვუარის დაცლის დროს კი ახდენს ჰაერის შიგნით შეშვებას, რათა არ შეიქმნას ვაკუუმი;

ო) საწვავით გამმართველი ავტომანქანა – სპეციალური ავტომობილი, რომელიც განკუთვნილია საავიაციო საწვავით საჰაერო ხომალდის საწვავით გასამართად;

პ) სტრეინერი – ლითონის წვრილი ბადურა, რომელიც განკუთვნილია მინი/მცირე ნაწილაკების გამოსაყოფად საწვავიდან;

ჟ) ტესტირებული (დაკალიბრებული) ხელსაწყოები – გამზომი ტექნიკური საშუალებები, რომლებსაც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გააჩნიათ მოქმედი დამღა, დამოწმების მოწმობა ან სხვა დოკუმენტი, რომელშიც დაფიქსირებულია ატესტაციის, დამოწმების, დაკალიბრების შედეგები;

რ) სარქველი – გამომავალი ან შემავალი ონკანი;

ს) შეწონილი წყალი – საავიაციო საწვავში გახსნილი წყალი, რომელიც საწვავს გამჭვირვალობას უკარგავს და ერთგვარ რძის მსგავს მასას წარმოქმნის;

ტ) ცისტერნა – საავიაციო საწვავის გადასაზიდად სატრანსპორტო საშუალებაზე დამონტაჟებული ავზი;

უ) წყლის დეტექტორი – საავიაციო საწვავში წყლის არსებობის აღმომჩენი ხელსაწყო;

ფ) ფილტრ-სეპარატორი – საავიაციო საწვავიდან წყლის გამომყოფი საფილტრი ელემენტი;

ქ) ჰიდრანტი – მიწისქვეშა მილგაყვანილობა, რომელიც საწვავგამმართველი ბაზიდან შეერთებულია პერონზე და მისი მეშვეობით ხდება საჰაერო ხომალდების გამართვა საავიაციო საწვავით;

ღ) „DEADMAN“ – უსაფრთხოების სისტემა, რომლის მეშვეობითაც ხდება საწვავგამმართველის ტუმბოს დისტანციური ჩართვა/გამორთვა. სისტემა აღჭურვილია აგრეთვე მოციმციმე სანათი სიგნალით, რომელიც ავტომატურად თიშავს ტუმბოს მოქმედებას, თუ საკონტროლო პერიოდის (როგორც წესი 30–90წმ) შემდეგ არ განხორციელდა საწვავგამმართველის ოპერატორის მიერ მასზე კონტროლის განხორციელების დადასტურება;

ყ) საწვავ-გასამართი მობილური მოდული - სამოქალაქო საჰაერო ხომალდების საწვავ-გასამართი საწარმოს არასტაციონარული, მობილური მოწყობილობა/აღჭურვილობა, რომელიც იძლევა სხვადასხვა ლოკაციაზე  საავიაციო საწვავით საჰაერო ხომალდების გამართვის შესაძლებლობას. 

2. ამ წესში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვთ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მნიშვნელობები.


მუხლი 3. სერტიფიცირების ეტაპები 
საწარმოს სერტიფიცირება სააგენტოს მიერ ხორციელდება ოთხ ეტაპად:

ა) I ეტაპი – წინასასერტიფიკაციო პროცედურა, რომელიც მოიცავს:

ა.ა) განცხადების და თანდართული საბუთების წარდგენას სააგენტოში;

ა.ბ) განცხადებისა და თანდართული საბუთების სააგენტოში წინასწარ განხილვას და შეფასებას;

ბ) II ეტაპი – განმცხადებლის სამუშაო ადგილზე ფაქტობრივი მდგომარეობის შემოწმება და შეფასება;

გ) III ეტაპი – სააგენტოს მიერ გადაწყვეტილების მიღება, სერტიფიკატის გაცემა;

დ) IV ეტაპი – მუდმივი ზედამხედველობა და კონტროლი.

 


მუხლი 4. განცხადება და თანდართული საბუთები
1. განმცხადებელი სერტიფიკატის მისაღებად სააგენტოში წარადგენს განცხადებას, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს ამ წესის №1 დანართის მოთხოვნებს.

2. განცხადებას უნდა დაერთოს შემდეგი საბუთები:

ა) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;

ბ) საწარმოს ტექნიკური პერსონალის კვალიფიკაციის დამადასტურებელი საბუთები;

გ) საჰაერო ხომალდის საავიაციო საწვავით გასამართი ტექნიკური აღჭურვილობის ასევე, საწარმოს ტერიტორიის, შენობა-ნაგებობების, რეზერვუარ(ებ)ის და სხვა ტექნიკური აღჭურვილობის დეტალური ჩამონათვალი და მათი ფლობის დამადასტურებელი საბუთი;

დ) სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის დამადასტურებელი პოლისები ან ექვივალენტური საბუთები იმ შესაძლო ზიანის საკომპენსაციოდ, რომელიც შეიძლება მიადგეს საწარმოს საქმიანობით მესამე პირებს;

ე) საავიაციო საწვავის დონის გაზომვის, გაწმენდის, ფილტრაციის და დოზირების საშუალებების ნუსხა და გაზომვის საშუალებების მეტროლოგიური შემოწმების დამადასტურებელი საბუთი;

ვ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად აკრედიტებული ლაბორატორიის მიერ საავიაციო საწვავის ხარისხის კონტროლთან დაკავშირებით საწარმოს მომსახურების ხელშეკრულებისა და აკრედიტაციის მოწმობის ასლი ან საწარმოს სტრუქტურული ერთეულის – საავიაციო საწვავის ხარისხის კონტროლის ლაბორატორიის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) აკრედიტაციის მოწმობის ასლი;

ზ) ამ წესის №2 და №3 დანართებით გათვალისწინებული „სამოქალაქო საჰაერო ხომალდის საწვავ-გასამართი საწარმოს მოწყობისა და ექსპლუატაციის სახელმძღვანელო“ (შემდგომში – ექსპლუატაციის სახელმძღვანელო) და „სამოქალაქო საჰაერო ხომალდების გასამართი საავიაციო საწვავის ხარისხის კონტროლის სახელმძღვანელო“ (შემდგომში – ხარისხის სახელმძღვანელო) ორ ეგზემპლარად, ქართულ ენაზე;

თ) საწარმოს საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის პროგრამა,  საქართველოს მთავრობის 2016 წლის 2 ივნისის №241 დადგენილებით დამტკიცებული ,,მართლსაწინააღმდეგო ქმედებისაგან სამოქალაქო ავიაციის უშიშროების დაცვის უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამის მოთხოვნების შესაბამისად;

ი) საავიაციო უშიშროებაზე პასუხისმგებელი პირის, საავიაციო უშიშროების ხარისხის კონტროლის განმხორციელებლი პირისა და საავიაციო უშიშროების უზრუნველმყოფი  პერსონალის კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი;

კ) საწარმოს გამართულ და უსაფრთხო ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ პირებთან/საწარმოებთან (აეროდრომის/ვერტოდრომის ექსპლუატანტი, საავიაციო უშიშროების განმახორციელებელი უწყება და სხვა) გაფორმებული ხელშეკრულების ასლები, სადაც მკაფიოდ უნდა იქნას მოცემული მხარეთა ვალდებულებები და პასუხისმგებლობები;

3. საწვავ-გასამართი საწარმოს საავიაციო უშიშროებაზე პასუხისმგებელმა პირმა შეიძლება განახორციელოს საავიაციო უშიშროების ხარისხის შიდა კონტროლი, სააგენტოსთან შეთანხმებით, თუ იგი სააგენტოში წარმოადგენს შესაბამისი სწავლების დამადასტურებელ დოკუმენტს.

 


მუხლი 5. განცხადებისა და თანდართული საბუთების განხილვა და შეფასება
1. სააგენტო 3 (სამი) დღის ვადაში ამოწმებს წარმოდგენილი განცხადებისა და თანდართული საბუთების სისრულეს ამ წესის მე-4 მუხლით დადგენილ მოთხოვნებთან. სასერტიფიკაციო საბუთების არასრულად წარმოდგენის შემთხვევაში, ადმინისტრაციული წარმოება ჩერდება, სანამ სრულად არ იქნება წარმოდგენილი ამ წესის მე-4 მუხლით დადგენილი საბუთები.

2. განცხადებისა და თანდართული საბუთების დეტალურ შეფასებას ამ წესით დადგენილ მოთხოვნებთან ახორციელებენ სააგენტოს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულები. შეუსაბამობის შემთხვევაში, სააგენტო განმცხადებელს მიუთითებს კონკრეტულ ნაკლოვანებებზე და განსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც განმცხადებელმა უნდა წარმოადგინოს მათი გამოსწორების წერილობითი სათანადო დოკუმენტი ან ინფორმაცია აღნიშნულთან დაკავშირებით.

3. იმ შემთხვევაში, თუ წარმოდგენილი საბუთები ან ინფორმაცია არასრულად ან არაზუსტად ასახავს წარმოდგენილი საბუთების და მათი შინაარსის შესაბამისობას ამ წესის მე-4 მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებთან, სააგენტო უფლებამოსილია განმცხადებლისაგან მოითხოვოს დამატებითი საბუთი ან წარმოდგენილი ინფორმაციის დაზუსტება.

4. განცხადების თანდართული საბუთებისა და სახელმძღვანელოების შეფასებაზე ფორმდება დასკვნა, რაც ეცნობება განმცხადებელს. დადებითი დასკვნის შემთხვევაში, სააგენტო გადადის სერტიფიცირების II ეტაპზე.


მუხლი 6. განმცხადებლის სამუშაო ადგილზე ფაქტობრივი მდგომარეობის შემოწმება (სერტიფიცირების II ეტაპი)
1. ამ წესის მე-5 მუხლში გათვალისწინებული განცხადებისა და თანდართული საბუთების განხილვის დადებითად შეფასების შემთხვევაში, სააგენტოს დირექტორი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილი სასერტიფიკაციო კომისია (შემდგომში – კომისია), სამუშაო ადგილზე ამოწმებს განმცხადებლის ფაქტობრივ მდგომარეობას. კომისია ახორციელებს საწარმოს ტექნიკური აღჭურვილობის, აგრეთვე, საექსპლუატაციო პროცედურების ადგილზე შემოწმებას და შეფასებას იმ მიზნით, რომ დარწმუნდეს საწარმოს მიერ სამოქალაქო საჰაერო ხომალდების საავიაციო საწვავით გამართვის უსაფრთხო მომსახურების შესაძლებლობაში. შემოწმების შედეგები აღირიცხება და ფორმდება  საწარმოს ტექნიკური საშუალებებისა და მოწყობილობების, საექსპლუატაციო პროცედურებისა და საავიაციო საწვავის ხარისხის კონტროლის სასერტიფიკაციო შემოწმების ოქმის სახით, ამ წესის №6 დანართით განსაზღვრული ფორმის შესაბამისად.

2. შემოწმებისას კომისია უნდა დარწმუნდეს, რომ:

ა) საწარმოს ფაქტობრივი მდგომარეობა შეესაბამება ამ წესის მე-4 მუხლის თანახმად წარმოდგენილ განცხადებასა და თანდართულ საბუთებში ასახულ ინფორმაციას;                                                 

ბ) საავიაციო საწვავის მიღების, შენახვის, გაცემის, სამოქალაქო საჰაერო ხომალდის გამართვის, საავიაციო საწვავის ხარისხის კონტროლის საკითხები, აგრეთვე, ტექნიკური პერსონალის კვალიფიკაცია შეესაბამება ამ წესის მე-4 მუხლით განსაზღვრულ, წარმოდგენილი საბუთებით გათვალისწინებულ მონაცემებს;

გ) საწარმოს ტექნიკური პერსონალი, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, იცნობენ სამოქალაქო საჰაერო ხომალდების საავიაციო საწვავით გამართვის სფეროში მოქმედი ნორმატიული აქტების, აგრეთვე საწარმოს ხელმძღვანელის მიერ გამოცემული წესების, ინსტრუქციების მოთხოვნებს;

დ) საწარმოში არსებობს ტექნიკური პერსონალის მომზადებისა და გადამზადების სისტემა (მომზადებისა და გადამზადების გრაფიკი, ამ გრაფიკის დაცვაზე ზედამხედველი პირი);

ე) საწარმოს საქმის წარმოება და ჩანაწერები, რომელიც ეხება ტექნიკური პერსონალის საქმიანობას, ტექნიკური აღჭურვილობის ექსპლუატაციას, მომსახურებას და რემონტს, საავიაციო საწვავის მიღებას, შენახვას, გაცემას, ხარისხის კონტროლს, სამოქალაქო საჰაერო ხომალდის საავიაციო საწვავით გამართვას, აგრეთვე, ამ ჩანაწერების სიზუსტე, დროულობა, სისტემატურობა და სისრულე ხორციელდება ამ წესით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად;

ვ) საწარმოს მიერ, საავიაციო საწვავის მიღებასთან, შენახვასთან, გაცემასთან, ხარისხის კონტროლთან, აგრეთვე, ტექნიკური პერსონალის სამუშაოზე მიღებასთან, სტაჟირებასთან დაკავშირებული შიდა ბრძანებები, წესები, ინსტრუქციები შეესაბამება საქართველოს საჰაერო კოდექსის, ამ წესისა და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს;

ზ) საწარმო აკმაყოფილებს:

ზ.ა) სამოქალაქო საჰაერო ხომალდის საწვავ-გასამართი საწარმოს მოწყობისა და ექსპლუატაციის სახელმძღვანელოს მოთხოვნებს;

ზ.ბ) სამოქალაქო საჰაერო ხომალდების გასამართი საავიაციო საწვავის ხარისხის კონტროლის სახელმძღვანელოს მოთხოვნებს;

თ) ავიასაწარმოს მიმართ „მართლსაწინააღმდეგო ქმედებისაგან სამოქალაქო ავიაციის უშიშროების დაცვის უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამით’’ დადგენილ მოთხოვნებს. მათ შორის: 

თ.ა)ახორციელებს  საავიაციო უშიშროების ხარისხის შიდა კონტროლის ღონისძიებებს საავიაციო უშიშროების ხარისხის კონტროლის სახელმწიფო პროგრამის შესაბამისად; 

თ.ბ) საკუთარი  ობიექტებისა და საშუალებების დაცვას;

თ.გ) შემუშავებული და დანერგილი აქვს  სასაშვო სისტემა და უზრუნველყოს ობიექტების კონტროლირებადი და შეზღუდული დაშვების დაცულ ზონებში  დაშვებაზე კონტროლს;

თ.დ) უზრუნველყოფს პერსონალის საავიაციო უშიშროების საკითხებში მომზადებას, ანკეტური  მონაცემების  შემოწმების  ორგანიზებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, კრიტიკული ინფორმაციის სისტემებისა და კიბერსაფრთხეებისაგან საკომუნიკაციო სისტემების დაცვას.

3. პირველი კატეგორიის  საწვავგასამართი საწარმოს, რომლიც მდებარეობს აეროპორტის/ვერტოდრომის მომიჯნავედ ან მის ტერიტორიაზე და მეორე კატეგორიის საწვავგასამართი საწარმოს, როგორც განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის, დაცვის ორგანიზება და უზრუნველყოფა ხორციელდება „მართლსაწინააღმდეგო ქმედებისაგან სამოქალაქო ავიაციის უშიშროების დაცვის უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამის’’ დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 2 ივნისის №241 დადგენილების შესაბამისად.

4. პირველი კატეგორიის  საწვავგასამართი საწარმოს, რომელიც არ მდებარეობს აეროპორტის/ვერტოდრომის მომიჯნავედ ან მის ტერიტორიაზე, უნდა ჰყავდეს საავიაციო უშიშროებაზე პასუხისმგებელი პირი და „სამოქალაქო ავიაციის სფეროში საავიაციო უშიშროების საკითხებში მომზადების პროგრამის დამტკიცების შესახებ“ სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2016 წლის 20 სექტემბრის №125 ბრძანების შესაბამისად მომზადებული პერსონალი, განახორციელოს ხარისხის შიდა კონტროლის ღონისძიებები, ანკეტური მონაცემების შემოწმება. ამ ტიპის საწარმოს დაცვის საშუალებები და ღონისძიებები განისაზღვრება ადგილობრივი საფრთხეების გათვალისწინებით, ავიასაწარმოს მიერ განხორციელებული ადგილობრივი რისკის შეფასების საფუძველზე, რომლის შედეგიც შესათანხმებლად წარედგინება სააგენტოს. აღნიშნული საწარმო სააგენტოს მიერ შეიძლება ნაწილობრივ გათავისუფლდეს ამ წესით გათვალისწინებული საავიაციო უშიშროების მოთხოვნების შესრულებისაგან და დაუწესდეს განსხვავებული მოთხოვნები, რომელიც უზრუნველყოფს საწარმოში საავიაციო უშიშროების ზომების ეფექტურად განხორციელებას.

4. საწვავ-გასამართი მობილური მოდული, რომელიც არ მდებარეობს ავიასაწარმოს ან აეროდრომის/ვერტოდრომის კონტროლირებად ტერიტორიაზე, უნდა იყოს დაცული.  ავიასაწარმომ უნდა უზრუნველყოს საწვავ-გასამართი მობილური მოდულის დაცვის მიზნით პასუხისმგებელი პირის გამოყოფა,  სტაციონალური  სადგურ/მოდულის გახსნა-დაკეტვის, მიღება-ჩაბარების აღრიცხვა, დალუქვის დროის, თარიღის, პასუხისმგებელი პირის სახელი-გვარის მითითებით, ხელმოწერის დაფიქსირებით. უნდა განხორციელდეს ლუქების ნუმერაციის  აღრიცხვიანობა.

5. კომისიის მიერ ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საკითხების შემოწმების მასალები აისახება ოქმში.

6. კომისიის ოქმი შეიცავს კომისიის დასკვნას, რომელიც შეიძლება იყოს:

ა) დადებითი, თუ განმცხადებლის ფაქტობრივი მდგომარეობა აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებს. დადებითი შეფასებისას დასაშვებია უმნიშვნელო ხარვეზების არსებობა, რომელთა გამოსასწორებლად განმცხადებელს ეძლევა ვადა იმის გათვალისწინებით, რომ ეს ხარვეზები არ მოქმედებს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების საავიაციო საწვავით გამართვის უსაფრთხო მომსახურებასა და საავიაციო უშიშროებაზე;

ბ) უარყოფითი, თუ განმცხადებლის ფაქტობრივი მდგომარეობა არ აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებს. ასეთ შემთხვევაში, კომისიის ოქმში დეტალურად აისახება ყველა ის ნაკლოვანება, რომელთა საფუძველზეც იქნა მიღებული უარყოფითი დასკვნა.

7. უარყოფითი დასკვნის შემთხვევაში სააგენტო წერილობით ატყობინებს განმცხადებელს კონკრეტულ ნაკლოვანებებზე და განსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაში განმცხადებელმა უნდა გამოასწოროს ნაკლოვანებები და წარმოადგინოს ნაკლოვანებების გამოსწორების წერილობითი სათანადო საბუთი ან ინფორმაცია. ამ პუნქტით განსაზღვრულ ვადაში ნაკლოვანებების გამოსწორების წერილობითი სათანადო საბუთის ან ინფორმაციის წარმოუდგენლობის შემთხვევაში კომისიას გამოაქვს უარყოფითი დასკვნა.

8. განმცხადებელს უფლება აქვს ამ მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში გამოასწოროს ნაკლოვანებები და წერილობით აცნობოს აღნიშნულის შესახებ სააგენტოს. კომისია განმცხადებლის წერილობითი შეტყობინების მიღებისთანავე, ამოწმებს ნაკლოვანებების გამოსწორების ფაქტობრივ მდგომარეობას და შემოწმების მასალებს შესაბამის დასკვნასთან (თუ ნაკლოვანებები გამოსწორებულია – დადებითი, თუ არა – უარყოფითი) ერთად ასახავს ოქმში.


მუხლი 7. სააგენტოს მიერ გადაწყვეტილების მიღება (სერტიფიცირების III ეტაპი), სერტიფიკატის გაცემა, გაცემაზე უარის თქმა, სერტიფიკატის მოქმედების ვადა
1. სააგენტო, ამ წესის მე-6 მუხლით განსაზღვრული კომისიის დასკვნის საფუძველზე, იღებს სერტიფიკატის გაცემის ან გაცემაზე უარის თქმის გადაწყვეტილებას.

2. სააგენტო, ამ წესის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით ან ამ წესის მე-6 მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული დადებითი დასკვნის გამოტანიდან 3 (სამი) დღის ვადაში განმცხადებელზე გასცემს სერტიფიკატს.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად გაცემული სერტიფიკატი რეგისტრირდება „სამოქალაქო საჰაერო ხომალდების საწვავ-გასამართი საწარმოების უწყებრივ სასერტიფიკაციო რეესტრში“ (შემდგომში – უწყებრივი რეესტრი), რომელსაც აწარმოებს სააგენტო. უწყებრივი რეესტრის (დანართი №5) მონაცემები საჯაროა.

4. სააგენტო სერტიფიკატით განსაზღვრული მოთხოვნების შესრულების მდგომარეობაზე ზედამხედველობასა და კონტროლს ახორციელებს ამ წესის მე-12 მუხლის შესაბამისად.

5. სააგენტო, ამ წესის მე-6 მუხლის მე-5 და/ან მე-6 პუნქტებით განსაზღვრული უარყოფითი დასკვნის გამოტანიდან 3 (სამი) დღის ვადაში იღებს სერტიფიკატის გაცემაზე უარის თქმის გადაწყვეტილებას. სერტიფიკატის გაცემაზე უარის თქმა უნდა იყოს დასაბუთებული.

6. სახელმწიფო ინტერესების გათვალისწინებით (საძებნ-სამაშველო სამუშაოები, საქართველოს მაღალმთიანი რეგიონის მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მოთხოვნების გადაჭრა სამოქალაქო საჰაერო ხომალდებით და სხვა), სააგენტო უფლებამოსილია გაათავისუფლოს საწარმო ამ წესის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ერთი ან რამდენიმე სასერტიფიკაციო მოთხოვნიდან და გასცეს მოკლევადიანი სერტიფიკატი, თუ სააგენტო დარწმუნდება, რომ ამ ვადის განმავლობაში უზრუნველყოფილი იქნება სამოქალაქო საჰაერო ხომალდების საავიაციო საწვავით გამართვის უსაფრთხო მომსახურება და საავიაციო უშიშროება.

 


მუხლი 8. სერტიფიკატი
1. სერტიფიკატის ფორმა და შინაარსი, ასევე სერტიფიკატის დანართის შინაარსი განსაზღვრულია ამ წესის №4 დანართით.

2. სერტიფიკატს აქვს სარეგისტრაციო ნომერი, რომელიც შედგება 8 არაბული ციფრისაგან, რომელთაგან პირველი ორი აღნიშნავს რეგისტრაციის რიგით ნომერს, შემდეგი ორი სერტიფიკატის გაცემის დღეს, მომდევნო ორი გაცემის თვეს, დანარჩენი ორი გაცემის წლის ბოლო ორ ციფრს. თუ სერტიფიკატის გაცემის რიგითი ნომერი, დღის, თვის ან წლის ბოლო ორი ციფრი 10-ზე ნაკლებია, მაშინ ციფრის წინ იწერება 0 (ნული).

3. საწვავ-გასამართი საწარმო სერტიფიკატის მოქმედების ვადად განისაზღვრება 3  (სამი) წელი, გარდა ამ წესის მე-7 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

4. სერტიფიკატის დანართი უნდა მოიცავდეს საწვავ-გასამართი საწარმოს მოქმედი ტექნიკური მოწყობილობების ჩამონათვალს/ნუსხას, რომელიც წარმოადგენს სერტიფიკატის განუყოფელ ნაწილს.

5. სერტიფიკატი ივსება ქართულ და ინგლისურ ენებზე.

 


მუხლი 9. სერტიფიკატის გაუქმება, მისი მოქმედების ვადის შეჩერება, განახლება, სერტიფიკატით განსაზღვრული უფლებების შეზღუდვა, დუბლიკატის გაცემა
1. სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას სერტიფიკატის მოქმედების ვადის შეჩერების თაობაზე:

ა) იმ შემთხვევაში, როცა ამ წესით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვაზე ზედამხედველობისა და კონტროლის განხორციელებისას დადგინდება, რომ:

ა.ა) სერტიფიკატის მფლობელი არღვევს საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, ამ წესით დადგენილ მოთხოვნებს, რამაც გამოიწვია ან შესაძლოა გამოიწვიოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების საავიაციო საწვავით გამართვის უსაფრთხო მომსახურების ან საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის დარღვევა ან საავიაციო შემთხვევა/ინცინდენტი;

ა.ბ) სერტიფიკატის მფლობელი არღვევს სერტიფიკატით დადგენილ მოთხოვნებს;

ბ) ამ წესის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში;

გ) კანონმდებლობით დადგენილ სხვა შემთხვევაში.

2. სერტიფიკატის მოქმედების ვადის შეჩერების თაობაზე სააგენტოს გადაწყვეტილება ეგზავნება საწარმოს. გადაწყვეტილებაში დეტალურად აისახება სერტიფიკატის მოქმედების ვადის შეჩერების მიზეზ(ებ)ი.

3. სერტიფიკატის მოქმედების ვადა შეჩერდება იმ დრომდე, ვიდრე არ გამოსწორდება სერტიფიკატის მოქმედების ვადის შეჩერების მიზეზ(ებ)ი, მაგრამ გადაწყვეტილების მიღებიდან არაუმეტეს 3 (სამი) თვით.

4. სერტიფიკატის მოქმედების ვადა განახლდება, თუ აღმოფხვრილი იქნება ის ნაკლოვანებები, რომლებიც გახდა მისი მოქმედების შეჩერების საფუძველი. ამ პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში სერტიფიკატის მფლობელი ვალდებულია წერილობით აცნობოს სააგენტოს ამ ნაკლოვანებების აღმოფხვრის თაობაზე და, ამასთან ერთად, სააგენტო უნდა დარწმუნდეს ამ ნაკლოვანებების გამოსწორებაში.

5. სერტიფიკატის გაუქმება ნიშნავს სერტიფიკატის გაცემის თაობაზე სააგენტოს გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადებას.

6. სერტიფიკატის გაუქმების საფუძველს წარმოადგენს:

ა) სერტიფიკატის მოქმედების შეჩერების ვადის გასვლა, თუ ამ ვადის განმავლობაში არ აღმოიფხვრა მისი შეჩერების საფუძველი;

ბ) სერტიფიკატის მფლობელის ლიკვიდაცია;

გ) სერტიფიკატის მფლობელის მოთხოვნა;

დ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძველი.

7. სერტიფიკატით განსაზღვრული უფლებების შეზღუდვა ხორციელდება საწარმოს განცხადების ან ამ წესის მე-12 მუხლით განსაზღვრული ზედამხედველობისა და კონტროლის მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურებით გამოვლენილი ნაკლოვანებების არსებობისას. ამ პუნქტით გათვალისწინებული სერტიფიკატით განსაზღვრული უფლებების შეზღუდვისას (რაც უნდა აისახოს სერტიფიკატში), სერტიფიკატი იცვლება.

8. სააგენტოს მიერ გაცემული სერტიფიკატის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში მისი დუბლიკატი გაიცემა სააგენტოს მიერ, სერტიფიკატის მფლობელის განცხადების სააგენტოში რეგისტრაციიდან 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში. დუბლიკატს, ზედა მარჯვენა კუთხეში, ქართულ და ინგლისურ ენებზე უკეთდება წარწერა – „დუბლიკატი“.

 


მუხლი 10. სერტიფიკატის ცვლილება
1. იმ პირობების შეცვლისას, რომელთა მიხედვით გაცემული იყო სერტიფიკატი, საწარმო ვალდებულია, ახალი პირობებით საწარმოს ფუნქციონირებამდე, სააგენტოში წარადგინოს განცხადება სერტიფიკატში საჭირო ცვლილებების შეტანის და შესაბამისად, სერტიფიკატის გამოცვლის თაობაზე.

2. სერტიფიკატის მფლობელი ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში, მიმართავს სააგენტოს წერილობითი განცხადებით, რომელშიც აღინიშნება სერტიფიკატის ცვლილების მიზეზ(ებ)ი. განცხადებას უნდა დაერთოს სერტიფიკატის ცვლილების მიზეზ(ებ)ის დამამტკიცებელი საბუთ(ებ)ი.

3. სააგენტო ცვლის სერტიფიკატს:

ა) სერტიფიკატით გათვალისწინებული რომელიმე მონაცემის ცვლილების შემთხვევაში;

ბ) ამ წესის მე-9 მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრული შეზღუდვისას;

გ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევაში.

4. სააგენტო, სერტიფიკატის ცვლილების შესახებ განცხადებას და თანდართულ საბუთებს ან ამ წესის მე-9 მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრულ შეზღუდვასთან დაკავშირებულ საბუთებს იხილავს სააგენტოში განცხადების რეგისტრაციიდან ან ამ წესის მე-12 მუხლით განსაზღვრული ზედამხედველობისა და კონტროლის მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურებით გამოვლენილი ნაკლოვანებების გამოვლენიდან 1 (ერთი) თვის ვადაში და იღებს გადაწყვეტილებას სერტიფიკატის ცვლილების ან ცვლილებაზე უარის თქმის შესახებ.

5. სააგენტო ცვლილების სერტიფიკატს გასცემს გადაწყვეტილების მიღებიდან 3 (სამი) დღის ვადაში და ამის თაობაზე აკეთებს შესაბამის ჩანაწერს უწყებრივ რეესტრში. 

6. სერტიფიკატის ცვლილებასთან დაკავშირებით, საწარმოს ფაქტობრივი მდგომარეობის ადგილზე შესწავლის/შეფასების მიზნით, სააგენტოს ფრენების უსაფრთხოების ინსპექტორების ტრანსპორტირებას და სამივლინებო ხარჯების უზრუნველყოფას ახორციელებს დაინტერესებული პირი, დადგენილი წესით.

 


მუხლი 11. სახელმძღვანელოები
1. ამ წესის №2 და №3 დანართებით გათვალისწინებული „სამოქალაქო საჰაერო ხომალდის საწვავ-გასამართი საწარმოს მოწყობისა და ექსპლუატაციის სახელმძღვანელო“ (შემდგომში – ექსპლუატაციის სახელმძღვანელო) და „სამოქალაქო საჰაერო ხომალდების გასამართი საავიაციო საწვავის ხარისხის კონტროლის სახელმძღვანელო“ (შემდგომში – ხარისხის სახელმძღვანელო):

ა) შეიმუშავება და მზადდება საწარმოს მიერ, ქართულ ენაზე;

ბ) დგება იმ ფორმატით, რომ შესაძლებელი გახდეს მასში ცვლილებების შეტანა;

გ)    უნდა   ითვალისწინებდეს   გვერდების   რეგისტრაციის    სისტემას, აგრეთვე ცვლილებების           

შესატან სარეგისტრაციო გვერდ(ებ)ს;

დ) დგება იმ სახით, რათა გამარტივდეს მისი განხილვის, შეთანხმებისა და დამტკიცების პროცესი;

ე) მტკიცდება საწარმოს ხელმძღვანელის მიერ.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სახელმძღვანელოები დამტკიცებამდე სავალდებულოდ თანხმდება სააგენტოსთან. სააგენტოსთან თანხმდება აგრეთვე მათში შესატანი ნებისმიერი ცვლილება და/ან დამატება.

3. საწარმო, ექსპლუატაციის სახელმძღვანელოს და ხარისხის სახელმძღვანელოს სრულ და დამტკიცებულ ეგზემპლარს ინახავს საწარმოს საქმიანობის განხორციელების ძირითად ადგილზე, ხოლო საკონტროლო ეგზემპლარები ინახება სააგენტოში.

4. იმ შემთხვევაში, როცა სააგენტო ამ წესის მე-7 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, საწარმოს ათავისუფლებს ამ წესით დადგენილი რომელიმე მოთხოვნ(ებ)ისგან, სააგენტო აცნობებს საწარმოს თავის გადაწყვეტილებას წერილობითი ფორმით, გათავისუფლების ძალაში შესვლის თარიღის და მოქმედების ვადის, აგრეთვე იმ პირობების და/ან პროცედურების ჩვენებით, რომლებიც უნდა იყოს დაცული. ამ პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია ასევე აისახება ექსპლუატაციის სახელმძღვანელოში და/ან ხარისხის სახელმძღვანელოში.

5. თუ ექსპლუატაციის სახელმძღვანელოში და/ან ხარისხის სახელმძღვანელოში განსაზღვრული რაიმე მონაცემი ან პროცედურა საწარმოს მიერ არ გამოიყენება, შესაბამის სახელმძღვანელოში სავალდებულოდ მიეთითება ამის თაობაზე, გამოუყენებლობის მიზეზის ჩვენებით.

6. ექსპლუატაციის სახელმძღვანელოში და ხარისხის სახელმძღვანელოში ასახული ინფორმაცია უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს კანონმდებლობის, ამ წესის, საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის (IATA) მიერ აღიარებულ, საერთაშორისო ნავთობკომპანიების (BP, Shell, chevron, Kuwait Petrolium და სხვა) მიერ შემუშავებულ „საავიაციო საწვავის ხარისხის კონტროლისა და ექსპლუატაციის საშუალებების სახელმძღვანელო თვითმფრინავის საერთო საწვავგასამართი მოწყობილობებისათვის“ მოთხოვნებს.

 


მუხლი 12. ზედამხედველობა და კონტროლი
1. ამ წესით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვაზე ზედამხედველობა და კონტროლი სერტიფიცირების განუყოფელი ნაწილია და მას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ფარგლებში, ახორციელებს სააგენტო.

2. საწარმოს გეგმური საინსპექციო შემოწმების პერიოდულობასა და ვადებს ადგენს სააგენტო.

3. საინსპექციო           შემოწმების     ფორმები         და       მეთოდები,     შემმოწმებლის უფლებები და            მოვალეობები განსაზღვრულია სსიპ - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს 2018 წლის 31 აგვისტოს №166 ბრძანებით დამტკიცებული „სამოქალაქო საავიაციო საქმიანობის ინსპექტირების წესით“. საწარმოს საინსპექციო შემოწმების საკონტროლო ფურცლის – „საწარმოს ტექნიკური საშუალებების და მოწყობილობების, საექსპლუატაციო პროცედურების, საწვავის ხარისხის კონტროლის საინსპექციო შემოწმების ფურცელი (CHECK LIST)“ ფორმა და შინაარსი განსაზღვრულია ამ წესის №7 დანართით.

4. სააგენტოს მიერ უფლებამოსილი პირი, კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ფარგლებში, ახორციელებს სერტიფიკატის მფლობელის საინსპექციო შემოწმებას, რომლის დროსაც მოწმდება, საწარმოს მიერ, ამ წესით დადგენილი მოთხოვნების შესრულების მდგომარეობა.


მუხლი 13. სააგენტოს უფლებამოსილი პირის დაშვება საწარმოში
1. სერტიფიკატის მფლობელი ვალდებულია უზრუნველყოს სააგენტოს უფლებამოსილი პირის დაშვება საწარმოში.

2. სერტიფიკატის მფლობელის მიერ, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში, სააგენტო უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს სერტიფიკატი.

 


მუხლი 14. შიდა შემოწმება
1. სერტიფიცირებული საწარმო, სამოქალაქო საჰაერო ხომალდის საავიაციო საწვავით უსაფრთხოდ გამართვის მიზნით, აწარმოებს საჰაერო ხომალდების საავიაციო საწვავით  გამართვის შიდა საინსპექციო შემოწმებას:

ა) დაუყოვნებლივ, საწარმოში და მის მიერ მომსახურებულ საჰაერო ხომალდზე მომხდარი ნებისმიერი საავიაციო მოვლენისას;

ბ) საწარმოს ტექნიკური აღჭურვილობის რემონტის, აგრეთვე საწარმოს რეკონსტრუქციის, გადაიარაღების ან მშენებლობის დროს;

გ) სხვა ნებისმიერ შემთხვევაში, როცა იქმნება ისეთი პირობები, რაც უარყოფითად მოქმედებს/იმოქმედებს სამოქალაქო საჰაერო ხომალდის საავიაციო საწვავით უსაფრთხოდ გამართვაზე, საავიაციო საწვავის ხარისხზე.

2. საწარმო, რომელიც საქმიანობას ახორციელებს სერტიფიცირებულ სამოქალაქო აეროდრომზე/ვერტოდრომზე, ვალდებულია უზრუნველყოს აეროდრომის/ვერტოდრომის ექსპლუატანტის მიერ დადგენილი უსაფრთხოების მართვის სისტემის მოთხოვნების დაცვა.

 


მუხლი 15. სერტიფიკატის მფლობელის უფლებამოსილებები და ვალდებულებები
სერტიფიკატის მფლობელი უფლებამოსილია:

ა) განახორციელოს საქმიანობა სერტიფიკატში მითითებული პირობებისა და შეზღუდვების შესაბამისად;

ბ) უზრუნველყოს ამ წესის და მოქმედი კანონმდებლობის დაცვა;

გ)   მოითხოვოს კონსულტაციები სააგენტოსგან სამოქალაქო საჰაერო ხომალდის უსაფრთხოდ გამართვის და საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის საკითხებზე, საჭიროების შემთხვევაში;

დ)  სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2014 წლის 5 თებერვლის №17 ბრძანებით დამტკიცებული „საავიაციო მოვლენათა შეტყობინების და საავიაციო მოვლენათა შესახებ ინფორმაციის გავრცელების წესის“ მოთხოვნების უზრუნველსაყოფად, დაუყოვნებლივ აცნობოს სააგენტოს საწარმოს საქმიანობით გამოწვეულ ისეთ შემთხვევაზე, რომელიც უარყოფითად მოქმედებს/იმოქმედებს სამოქალაქო საჰაერო ხომალდის უსაფრთხოდ გამართვაზე და/ან საავიაციო უშიშროებაზე;

ე)   უზრუნველყოს საწარმოს ტექნიკური პერსონალის საკვალიფიკაციო მოთხოვნების დაცვა, საწარმოს ტექნიკური აღჭურვილობის საექსპლუატაციო ვარგისობა, მათი პარამეტრების სისტემატური შემოწმება და ამ წესით დადგენილ ფარგლებში შენარჩუნება;

ვ)    საწარმოს შიდა შემოწმების ანგარიშები შეინახოს 7 (შვიდი) წლის განმავლობაში.