საქართველოს პროკურატურის სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღის შენახვის, აღრიცხვისა და გაცემის წესის განსაზღვრის შესახებ

საქართველოს პროკურატურის სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღის შენახვის, აღრიცხვისა და გაცემის წესის განსაზღვრის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 043
დოკუმენტის მიმღები საქართველოს გენერალური პროკურორი
მიღების თარიღი 17/11/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/11/2020
სარეგისტრაციო კოდი 120200010.70.082.016056
043
17/11/2020
ვებგვერდი, 17/11/2020
120200010.70.082.016056
საქართველოს პროკურატურის სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღის შენახვის, აღრიცხვისა და გაცემის წესის განსაზღვრის შესახებ
საქართველოს გენერალური პროკურორი
 

საქართველოს გენერალური პროკურორის

ბრძანება №043

2020 წლის 17 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

საქართველოს პროკურატურის სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღის შენახვის, აღრიცხვისა და გაცემის წესის განსაზღვრის შესახებ

„პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, მე-18 მუხლისა და 74-ე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
განისაზღვროს საქართველოს პროკურატურის სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღის შენახვის, აღრიცხვისა და გაცემის თანდართული წესი.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პროკურატურის სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღის შენახვის, აღრიცხვისა და გაცემის წესი

მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1.  ეს წესი „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად, განსაზღვრავს საქართველოს პროკურატურის (შემდგომში – პროკურატურა) სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღის შენახვის, აღრიცხვისა და გაცემის  წესს.

2.    ამ წესის  მიზანს წარმოადგენს  სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღის გაცემის ორგანიზების, შენახვისა და აღრიცხვიანობისათვის ხელშეწყობა.

3.  ეს წესი ვრცელდება პროკურატურის თანამშრომლებზე – პროკურორებზე, გამომძიებლებსა და საქართველოს გენერალური პროკურორის (შემდგომში – გენერალური პროკურორი) მიერ განსაზღვრულ პროფესიულ საჯარო მოხელეებზე.

4. პროკურატურის თანამშრომელს, რომელსაც გენერალური პროკურორის ბრძანებით უფლება აქვს შეინახოს და ატაროს სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღი, ეძლევა შესაბამისი ჩანაწერის მქონე სამსახურებრივი მოწმობა.

5. პროკურატურის სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღის შენახვას, აღრიცხვასა და გაცემას უზრუნველყოფს საქართველოს გენერალური პროკურატურის ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტი (შემდგომში – ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტი).

მუხლი 2. სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღის აღრიცხვა

1. პროკურატურის სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლ იარაღს განეკუთვნება პროკურატურის ბალანსზე არსებული ცეცხლსასროლი იარაღი.

2. პროკურატურის ბალანსზე არსებული, სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღი აღირიცხება შესაბამის რეესტრში (დანართი №1);

3. გენერალური პროკურორი უფლებამოსილია, სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღის სტატუსი მიანიჭოს პროკურატურის თანამშრომლის საკუთრებაში არსებულ ცეცხლსასროლ იარაღს და მისცეს მას შენახვისა და ტარების უფლება.

მუხლი 3. პროკურატურის ბალანსზე არსებული სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღის გაცემა/ჩაბარება

1. გენერალურ პროკურორს პროკურატურის ორგანოს/სტრუქტურული დანაყოფის ხელმძღვანელი წარუდგენს მოხსენებით ბარათს შესაბამისი დასაბუთებით პროკურატურის თანამშრომელზე სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღის გაცემის შესახებ. 

2. პროკურატურის თანამშრომელზე სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღის გაცემა ხდება  გენერალური პროკურორის შესაბამისი ბრძანების საფუძველზე.

3. სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღის ჩაბარების შემთხვევაში,  გენერალურ პროკურორს პროკურატურის შესაბამისი თანამშრომლის მიერ წარედგინება მოხსენებითი ბარათი მისთვის გადაცემული სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღის მოდელისა და ნომრის, ასევე ჩაბარების მიზეზის მითითებით; სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღის ჩაბარება ფორმდება  გენერალური პროკურორის შესაბამისი ბრძანებით.

4. პროკურატურის თანამშრომელი, პროკურატურიდან დათხოვნის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ აბარებს მასზე გადაცემულ სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლ იარაღს.

5. გენერალური პროკურორის ბრძანებით გათვალისწინებული სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღის პროკურატურის თანამშრომელზე გაცემა და პროკურატურის თანამშრომლისთვის გადაცემული სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღის ჩაბარება აღირიცხება შესაბამის ჟურნალში (დანართი №2).

6. სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღის მიღებისას  პროკურატურის თანამშრომელი ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტში წარადგენს ხელწერილს ცეცხლსასროლი იარაღის შენახვის, ტარებისა და გამოყენების წესების დაცვის თაობაზე (დანართი №3).

მუხლი 4. პროკურატურის თანამშრომლის საკუთრებაში არსებული იარაღისათვის სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღის სტატუსის მინიჭება

1. გენერალურ პროკურორს, პროკურატურის ორგანოს/სტრუქტურული დანაყოფის ხელმძღვანელი წარუდგენს მოხსენებით ბარათს შესაბამისი დასაბუთებით პროკურატურის თანამშრომლის საკუთრებაში არსებული ცეცხლსასროლი იარაღისათვის სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღის სტატუსის მინიჭების შესახებ. მოხსენებით ბარათში მიეთითება პროკურატურის თანამშრომლის საკუთრებაში არსებული ცეცხლსასროლი იარაღის მოდელი და ნომერი. მოხსენებით ბარათს თან უნდა ერთოდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გაცემული, პროკურატურის თანამშრომლის საკუთრებაში არსებული ცეცხლსასროლი იარაღის შენახვის უფლების დამადასტურებელი მოწმობის ასლი.

2. გენერალური პროკურორი უფლებამოსილია, შესაბამისი ბრძანების გამოცემით, პროკურატურის თანამშრომლის საკუთრებაში არსებულ ცეცხლსასროლ იარაღს მიანიჭოს სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღის სტატუსი  და  თანამშრომელს მიანიჭოს მისი ტარების უფლება.

3. პროკურატურის თანამშრომლის საკუთრებაში არსებული ცეცხლსასროლი იარაღისათვის სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღის სტატუსის მოხსნა ხდება პროკურატურის თანამშრომლის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე, ამავე იარაღისათვის სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღის სტატუსის მინიჭების შესახებ  გენერალური პროკურორის შესაბამისი ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადებით. პროკურატურის თანამშრომლის პროკურატურიდან დათხოვნის შემთხვევაში, მის საკუთრებაში არსებულ ცეცხლსასროლ იარაღს ავტომატურად ეხსნება სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღის სტატუსი და იგი კარგავს მისი ტარების უფლებას.

4. პროკურატურის თანამშრომლების საკუთრებაში არსებული ცეცხლსასროლი იარაღი, რომელსაც მინიჭებული აქვს სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღის სტატუსი, აღირიცხება შესაბამის რეესტრში (დანართი №4).

მუხლი 5. პროკურატურის ბალანსზე რიცხული სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღის შენახვა

1. პროკურატურის თანამშრომელი უზრუნველყოფს მასზე გაცემული, პროკურატურის ბალანსზე რიცხული, სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღის შენახვისა და გამოყენების წესების დაცვას, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

2. სამსახურებრივ-საშტატო ან/და სამსახურებრივ-საშტატო სტატუსმინიჭებული საკუთრებაში არსებული იარაღის დაკარგვის, მოპარვის ან მისი ნების საწინააღმდეგოდ მფლობელობიდან სხვაგვარად გასვლის შემთხვევაში, პროკურატურის თანამშრომელი ვალდებულია დაუყონებლივ აცნობოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოს, უშუალო ხელმძღვანელს, საქართველოს გენერალური პროკურატურის გენერალურ ინსპექციასა (შემდგომში – გენერალური ინსპექცია) და ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტს.

3. პროკურატურის ბალანსზე რიცხული, იმ სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღის შენახვას, რომელიც არ არის გაცემული თანამშრომლებზე, უზრუნველყოფს ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტი - სპეციალურად გამოყოფილ, დაცულ საცავში (საიარაღო ოთახში) არსებულ ლითონის კარადაში, სადაც გამოირიცხება იარაღთან და საბრძოლო მასალასთან გარეშე პირთა დაშვების შესაძლებლობა.

4. სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღი უნდა ინახებოდეს  განმუხტულ მდგომარეობაში და ისეთ პირობებში, სადაც უზრუნველყოფილი იქნება მისი დაცვა და უსაფრთხოება.

5. სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღის საცავზე (საიარაღო ოთახზე) ხორციელდება 24 საათიანი ვიდეო მონიტორინგი, რასაც უზრუნველყოფს გენერალური ინსპექცია.

6. იარაღის საცავში (საიარაღო ოთახში) შესვლის უფლება აქვს ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტისა და გენერალური ინსპექციის უფლებამოსილ თანამშრომლებს. სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღისა და შენახვის პირობების ყოველწლიური ინვენტარიზაციის ჩატარების დროს, ასევე ტექნიკური საჭიროების შემთხვევაში, იარაღის საცავში (საიარაღო ოთახში) შეიძლება დაშვებულ იქნან სხვა პირებიც, ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის უფლებამოსილი თანამშრომლის მეთვალყურეობის ქვეშ.

7. იარაღის საცავში (საიარაღო ოთახში) ყოველი შესვლა აღირიცხება შესაბამის ჟურნალში (დანართი №5)

მუხლი 6. პროკურატურის ბალანსზე რიცხული სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღისა და შენახვის პირობების შემოწმება - ინვენტარიზაცია

1. პროკურატურის ბალანსზე რიცხული სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღისა და შენახვის პირობების ყოველწლიური ინვენტარიზაციის ჩატარების ორგანიზაციულ უზრუნველყოფას ახორციელებს ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დერპარტამენტი.

2. ინვენტარიზაციის ჩატარების მიზნით, გენერალური პროკურორის ბრძანების საფუძველზე, განისაზღვრება პროკურატურის მუდმივმოქმედი საინვენტარიზაციო კომისიის სამუშაო ჯგუფის შემადგენლობა.

3. საინვენტარიზაციო კომისიის სამუშაო ჯგუფი  აღრიცხვიანობისა და შენახვის პირობების შემოწმების მიზნით, ატარებს სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღის ინვენტარიზაციას, რა დროსაც ხდება იარაღის საცავში არსებული  და პროკურატურის თანამშრომლებზე გაცემული სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღის აღწერა-დათვალიერება და იარაღის მდგომარეობის შემოწმება.

4. ინვენტარიზაციის მიმდინარეობისას, როგორც წესი, სამსახურებრივ-საშტატო იარაღის თანამშრომლებზე გაცემა და ჩაბარება შეჩერებულია, გარდა პროკურატურის თანამშრომლის პროკურატურიდან დათხოვნის შემთხვევისა.

5. ინვენტარიზაციის დასრულების შემდეგ სამუშაო ჯგუფი ადგენს ოქმს და ინვენტარიზაციის შედეგებს აცნობებს პროკურატურის მუდმივმოქმედ საინვენტარიზაციო კომისიას.

 


საქართველოს გენერალური პროკურორიირაკლი შოთაძე




დანართი №1

სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი

იარაღის რეესტრი

იარაღის საცავში (საიარაღო ოთახში) არსებული

ცეცხლსასროლი იარაღი

 

რიგითი ნომერი

იარაღის მოდელი

იარაღის ნომერი

შენიშვნა

 

სეიფი N1

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

პროკურატურის თანამშრომლებზე გაცემული

ცეცხლსასროლი იარაღი

 

რიგითი ნომერი

თანამშრომლის სახელი, გვარი

თანამდებობა

იარაღის მოდელი და ნომერი

შენიშვნა

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი №2

სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღის პროკურატურის თანამშრომელზე გაცემისა ან/და პროკურატურის თანამშრომლისათვის გადაცემული სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღის ჩაბარების (დაბრუნების) აღრიცხვის ჟურნალი

 

სახელი, გვარი

თანამდებობა

ცეცხლსასროლი იარაღის მოდელი და ნომერი №

გენერალური პროკურორის ბრძანების ნომერი და გამოცემის თარიღი

სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღის მიმღების  ხელმოწერა, მიღების თარიღი

სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღის ჩამბარებლის ხელმოწერა, ჩაბარების თარიღი

სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღის გაცემასა და ჩაბარებაზე უფლებამოსილი პირის ხელმოწერა და თარიღი

შენიშვნა

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 


დანართი №3

        

 

მე – __________________________________________________________

______________________________________________________________

გაცნობილი ვარ საქართველოში მოქმედ კანონმდებლობას ცეცხლსასროლი იარაღის შენახვის, ტარებისა და გამოყენების შესახებ.

ინდივიდუალური ცეცხლსასროლი საბრძოლო იარაღის მოხმარებისა და გამოყენების წესებს ვფლობ სრულყოფილად.

ჩემზე გაპიროვნებულ ცეცხლსასროლ იარაღს ვატარებ მხოლოდ სამსახურებრივი აუცილებლობით ნაკარნახევ შემთხვევაში და შევინახავ იარაღისათვის განკუთვნილ სათანადო სეიფში არასაბრძოლო მდგომარეობაში.

სრულად დავიცავ ცეცხლსასროლი იარაღის ტარების, შენახვისა და გამოყენების წესებს.

ზემოაღნიშნულს ვადასტურებ წინამდებარე ხელწერილით.

 

    ------------------------------------                                                                                                     

                    ხელმოწერა                                                                          / სახელი, გვარი   /

 

                                                                                 

თარიღი:

დანართი №4

პროკურატურის თანამშრომლების საკუთრებაში არსებული და სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღის სტატუსმინიჭებული იარაღის რეესტრი

 

სახელი, გვარი

თანამდებობა

ცეცხლსასროლი იარაღის მოდელი და ნომერი №

გენერალური პროკურორის ბრძანების ნომერი და გამოცემის თარიღი

შენიშვნა

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი №5

იარაღის საცავში (საიარაღო ოთახში) შესვლის აღრიცხვის

 ჟურნალი

 

სახელი, გვარი

თანამდებობა

შესვლის თარიღი, დრო და მიზეზი 

ხელმოწერა

შენიშვნა

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 


ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.