საქართველოს პროკურატურაში პრაქტიკის გავლის წესის დამტკიცების შესახებ

საქართველოს პროკურატურაში პრაქტიკის გავლის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 046
დოკუმენტის მიმღები საქართველოს გენერალური პროკურორი
მიღების თარიღი 17/11/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/11/2020
სარეგისტრაციო კოდი 110060080.70.082.016059
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
046
17/11/2020
ვებგვერდი, 17/11/2020
110060080.70.082.016059
საქართველოს პროკურატურაში პრაქტიკის გავლის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს გენერალური პროკურორი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (17/11/2020 - 15/01/2024)

 

საქართველოს გენერალური პროკურორის

ბრძანება №046

2020 წლის 17 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

საქართველოს პროკურატურაში პრაქტიკის გავლის წესის დამტკიცების შესახებ

„პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ და „ც“ ქვეპუნქტების, მე-18 მუხლის და 64-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
დამტკიცდეს საქართველოს პროკურატურაში პრაქტიკის გავლის თანდართული წესი. 
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

 

 

საქართველოს პროკურატურაში პრაქტიკის გავლის წესი

 

თავი I

ზოგადი დებულებანი

მუხლი 1

ეს წესი, „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად, განსაზღვრავს საქართველოს პროკურატურაში (შემდგომში – პროკურატურა) პრაქტიკის გავლის წესსა და პირობებს.

მუხლი 2

პრაქტიკის  მიზანია უმაღლესი იურიდიული განათლების მიმღები სტუდენტებისა და უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე პირებისათვის პროფესიული უნარ-ჩვევების ჩამოყალიბების და სრულყოფის ხელშეწყობა.

მუხლი 3

პროკურატურაში პრაქტიკაზე მიღებასთან დაკავშირებით უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან შესაძლოა გაფორმდეს შესაბამისი ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი.

 

თავი II

პრაქტიკაზე მიღება

მუხლი 4

1. პროკურატურაში პრაქტიკაზე მიღება წარმოებს კონკურსის ფორმით.

2. პროკურატურის პრაქტიკანტად შეიძლება მიღებულ იქნეს ნასამართლობის არმქონე საქართველოს მოქალაქე, რომელიც ფლობს სამართალწარმოების ენას და აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება ან იურიდიული განათლების მიმღები სტუდენტია.

მუხლი 5

1. პრაქტიკაზე კონკურსის წესით მიღების თაობაზე კონკურსის მონაწილეებს ეცნობებათ წინასწარ, გონივრულ ვადაში.

2. პრაქტიკანტთა ლიმიტი ყოველწლიურად განისაზღვრება  საქართველოს გენერალური პროკურორის (შემდგომში – გენერალური პროკურორი) მიერ.

მუხლი 6

პრაქტიკაზე მისაღებ პირთა კონკურსი ტარდება ორ ეტაპად: პირველი ეტაპი წერილობითი (ტესტირების), ხოლო მეორე – ზეპირი (გასაუბრების) ფორმით.

მუხლი 7

1. კონკურსის პირველი ეტაპის (ტესტირების) გავლის პირობებისა და პროგრამის თაობაზე პრაქტიკის გავლის მსურველებს ეცნობებათ წინასწარ, ტესტირებამდე გონივრულ ვადაში.

2. კონკურსის მეორე (გასაუბრების) ეტაპზე არ დაიშვება კანდიდატი, რომელიც ვერ გადალახავს წერილობითი კონკურსის (ტესტირების) პირველ ეტაპს (ვერ გადალახავს გამსვლელი სატესტო ქულების ბარიერს).

3. პრაქტიკის გავლის მსურველებთან გასაუბრებას ატარებენ გენერალური პროკურორის მიერ საამისოდ უფლებამოსილი თანამშრომლები.

მუხლი 8

პრაქტიკანტობის კანდიდატები, რომლებმაც წარმატებით გაიარეს  კონკურსი,  შესაბამისი თეორიული ან/და პრაქტიკული კურსის გავლის შემდეგ პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს ეუფლებიან პროკურატურის ორგანოებში.

 

თავი III

პრაქტიკის გავლის ვადა, პირობები და პროგრამა

მუხლი 9

1. პრაქტიკანტს ინდივიდუალურად განესაზღვრება პრაქტიკის გავლის ვადა და პროგრამა.

2. პრაქტიკანტს განესაზღვრება პრაქტიკის ხელმძღვანელი.

3. პრაქტიკანტის პოზიცია არ არის ანაზღაურებადი და პირს არ ეთვლება შრომით სტაჟში.

მუხლი 10

1. პრაქტიკანტს უფლება აქვს:

ა) პროკურატურის უფლებამოსილი თანამშრომლის მეთვალყურეობის ქვეშ გაეცნოს სამსახურებრივ დოკუმენტაციას, ისარგებლოს სათანადო ინფორმაციით, თუ აღნიშნული არ ეწინააღმდეგება კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს;

ბ) პროკურატურის უფლებამოსილი თანამშრომლის მეთვალყურეობის ქვეშ დაესწროს საგამოძიებო და საპროკურორო მოქმედებებისა და ღონისძიებების ჩატარებას, თუ აღნიშნული არ ეწინააღმდეგება კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს;

გ) გაეცნოს  პროკურატურის შესაბამისი ორგანოს მუშაობის სპეციფიკას, იმ საკითხების მომზადებასა და სათანადო დოკუმენტების შედგენას, რომელიც დანაყოფის კომპეტენციას მიეკუთვნება და გამოიყენოს მისი ცოდნა დაკისრებული დავალებების შესრულებისას.

2. პრაქტიკანტი ვალდებულია:

ა) შეასრულოს პრაქტიკის ხელმძღვანელისა ან/და პროკურატურის უფლებამოსილი თანამშრომლის მითითებები;

ბ) დაიცვას მისი საქმიანობის მარეგულირებელი სამართლებრივი აქტები;

გ) პრაქტიკის ხელმძღვანელის ან/და პროკურატურის უფლებამოსილი თანამშრომლის მითითებით და მეთვალყურეობით შეასრულოს პროკურატურის შესაბამისი დანაყოფის საქმიანობასთან დაკავშირებული ცალკეული დავალებები;

დ) უზრუნველყოს იმ ინფორმაციის საიდუმლოების დაცვა, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა პრაქტიკის გავლის პროცესში და რომლის გახმაურებამ შეიძლება ზიანი მიაყენოს გამოძიების, სახელმწიფო ბრალდებისა და მართლმსაჯულების ინტერესებს, ასევე ხელყოს ადამიანის უფლებები და თავისუფლებები.

მუხლი 11

პროკურატურა პრაქტიკანტს უქმნის სათანადო პირობებს პროფესიული უნარჩვევებისა და პრაქტიკული გამოცდილების შესაძენად.

მუხლი 12

პრაქტიკის ხელმძღვანელი პირადად ან პროკურატურის უფლებამოსილი თანამშრომლის მეშვეობით აკონტროლებს პრაქტიკანტის მიერ პროფესიული უნარ-ჩვევების შეძენის პროცესს, პრაქტიკანტს პერიოდულად აძლევს დავალებებს და შესაბამისად აკონტროლებს მათ შესრულებას.

მუხლი 13

პრაქტიკის გავლის პროცესს კოორდინაციას უწევს გენერალური პროკურატურის ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტი, რომელიც ვალდებულია უზრუნველყოს პრაქტიკის პროგრამის შესრულება.

 

თავი IV

თეორიული და პრაქტიკული გამოცდილების შეფასება

მუხლი 14

1. პრაქტიკის ვადის გასვლის შემდეგ პრაქტიკის ხელმძღვანელი აფასებს პრაქტიკანტს.

2. პრაქტიკანტის შეფასების პერიოდულობა და ფორმა შეიძლება განისაზღვროს ინდივიდუალურად.

3. პრაქტიკანტისათვის შეიძლება შეივსოს  შეფასების ფორმა (დანართი №1).

მუხლი 15

1. წარმატებულ პრაქტიკანტებს შესაძლებლობა ექნებათ მონაწილეობა მიიღონ პროკურატურის საზოგადოებრივ აქტივობებში.

2. წარმატებულ პრაქტიკანტებს შესაძლებელია გადაეცეთ  პრაქტიკის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატები.


საქართველოს გენერალური პროკურორიირაკლი შოთაძე



დანართი №1
პრაქტიკანტის შეფასების ფორმა

 

პრაქტიკანტის სახელი და გვარი:

 

 

პროკურატურის სტრუქტურული დანაყოფის /პროკურატურის ორგანოს დასახელება:

პრაქტიკის ხელმძღვანელი:

უშუალო ხელმძღვანელი პირები, რომლებთანაც იყო პრაქტიკანტი ანგარიშვალდებული:

 

გარემოებები, რომლებმაც შესაძლოა ზეგავლენა მოახდინოს შეფასებაზე:

 

 

 

ზოგადი კომპეტენციების შეფასება

1 – არაკომპეტენტური

2 – საშუალოზე დაბალი

3 – კომპეტენტური

4 – ძალიან კარგი

5 – აჭარბებს მოლოდინს

 

1

2

3

4

5

პასუხისმგებლობის გრძნობა
შენიშვნა:

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ადაპტაციის უნარი – მოქნილობა
შენიშვნა:

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ანალიტიკური აზროვნება
შენიშვნა:

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დროის მენეჯმენტი

შენიშვნა:

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ორგანიზებულობა
შენიშვნა:

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ინიციატივა
შენიშვნა:

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დაკვირვების უნარი
შენიშვნა:

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

გუნდური მუშაობის უნარი
შენიშვნა:

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

შესრულებული სამუშაოს ხარისხი
შენიშვნა:

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

არგუმენტაციის უნარი
შენიშვნა:

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

                         

                                                                                                                                                                                  

სტატისტიკური ინფორმაცია პრაქტიკანტის საქმიანობის შესახებ

კატეგორია

რაოდენობა

დასწრება საგამოძიებო მოქმედებებზე

 

სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის განხორციელებისას მონაწილეობა

 

დასწრება სასამართლო განხილვებზე

 

მონაწილეობა საპროცესო დოკუმენტების შედგენაში

 

 

 

პრაქტიკანტის ზოგადი შეფასება

1 – არაკომპეტენტური

2 – საშუალოზე დაბალი

3 – კომპეტენტური

4 – ძალიან კარგი

5 – აჭარბებს მოლოდინს

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

პრაქტიკის ხელმძღვანელის კომენტარი პრაქტიკანტის საქმიანობასთან დაკავშირებით

(სავალდებულო)

პრაქტიკის ხელმძღვანელის

ხელმოწერა:

თარიღი:

 

 

პრაქტიკანტის

ხელმოწერა:

თარიღი: