საქართველოს პროკურატურის იმ პროფესიულ საჯარო მოხელეთა ნუსხის განსაზღვრის შესახებ, რომელთაც აქვთ სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღის შენახვისა და ტარების უფლება

საქართველოს პროკურატურის იმ პროფესიულ საჯარო მოხელეთა ნუსხის განსაზღვრის შესახებ, რომელთაც აქვთ სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღის შენახვისა და ტარების უფლება
დოკუმენტის ნომერი 044
დოკუმენტის მიმღები საქართველოს გენერალური პროკურორი
მიღების თარიღი 17/11/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/11/2020
სარეგისტრაციო კოდი 120200010.70.082.016057
044
17/11/2020
ვებგვერდი, 17/11/2020
120200010.70.082.016057
საქართველოს პროკურატურის იმ პროფესიულ საჯარო მოხელეთა ნუსხის განსაზღვრის შესახებ, რომელთაც აქვთ სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღის შენახვისა და ტარების უფლება
საქართველოს გენერალური პროკურორი
 

საქართველოს გენერალური პროკურორის

ბრძანება №044

2020 წლის 17 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

საქართველოს პროკურატურის იმ პროფესიულ საჯარო მოხელეთა ნუსხის განსაზღვრის შესახებ, რომელთაც აქვთ სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღის შენახვისა და ტარების უფლება

„პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, მე-18 მუხლისა და 74-ე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად,  ვბრძანებ:

მუხლი 1
განისაზღვროს საქართველოს პროკურატურის იმ პროფესიულ საჯარო მოხელეთა თანდართული ნუსხა, რომელთაც აქვთ სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღის შენახვისა და ტარების უფლება.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პროკურატურის იმ პროფესიულ საჯარო მოხელეთა ნუსხა, რომელთაც აქვთ სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღის შენახვისა და ტარების უფლება

 

მუხლი 1.

საქართველოს პროკურატურის თანამშრომელები  პროფესიული საჯარო მოხელეები,  რომლებსაც აქვთ სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლება:

ა) საქართველოს გენერალური პროკურატურის დეპარტამენტის უფროსი  საჯარო დაწესებულების პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი;

ბ) საქართველოს გენერალური პროკურატურის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე – საჯარო დაწესებულების პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილე;

გ) საქართველოს გენერალური პროკურატურის სამმართველოს უფროსი – საჯარო დაწესებულების პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი;

დ) საქართველოს გენერალური პროკურატურის სამმართველოს უფროსი – საჯარო დაწესებულების მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი.

 

მუხლი 2.

1. პროკურატურის თანამშრომლებს – პროფესიულ საჯარო მოხელეებს, სამსახურებრივ-საშტატო იარაღის შენახვისა და ტარების უფლება ენიჭებათ საქართველოს გენერალური პროკურორის შესაბამისი ბრძანებით სამსახურებრივ-საშტატო იარაღის გადაცემასთან ერთად.

2. პროკურატურის თანამშრომლებს – პროფესიულ საჯარო მოხელეებს საქართველოს გენერალური პროკურორის შესაბამისი ბრძანების საფუძველზე, მათ საკუთრებაში არსებული ცეცხლსასროლი იარაღისათვის სამსახურებრივ-საშტატო იარაღის სტატუსის მინიჭებასთან ერთად ენიჭებათ ტარების უფლებაც.

3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, პროკურატურის თანამშრომლებზე გაიცემა თანამშრომლის სამსახურებრივი მოწმობა, იარაღის ტარების უფლების დამადასტურებელი აღნიშვნით.


საქართველოს გენერალური პროკურორიირაკლი შოთაძე