„ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით, 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებისთვის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციურ დაწესებულებებში საარჩევნო უბნების შექმნის, საუბნო საარჩევნო კომისიების/სპეცჯგუფების დაკომპლექტების, ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების/ვადის განსაზღვრისა და სანიტარულ-ჰიგიენური წესების დადგენის შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2020 წლის 9 ოქტომბრის №43/2020 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 56/2020
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი 15/11/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/11/2020
სარეგისტრაციო კოდი 010190020.15.008.016528
56/2020
15/11/2020
ვებგვერდი, 16/11/2020
010190020.15.008.016528
„ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით, 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებისთვის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციურ დაწესებულებებში საარჩევნო უბნების შექმნის, საუბნო საარჩევნო კომისიების/სპეცჯგუფების დაკომპლექტების, ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების/ვადის განსაზღვრისა და სანიტარულ-ჰიგიენური წესების დადგენის შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2020 წლის 9 ოქტომბრის №43/2020 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება  №56/2020

2020 წლის 15 ნოემბერი

ქ. თბილისი

„ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით, 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებისთვის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციურ დაწესებულებებში საარჩევნო უბნების შექმნის, საუბნო საარჩევნო კომისიების/სპეცჯგუფების დაკომპლექტების, ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების/ვადის განსაზღვრისა და სანიტარიულ-ჰიგიენური წესების დადგენის შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2020 წლის 9 ოქტომბრის №43/2020 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 77-ე მუხლის  მე-5 პუნქტისა და საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ” მე-20 მუხლის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

მუხლი 1
„ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით, 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებისთვის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციურ დაწესებულებებში საარჩევნო უბნების შექმნის, საუბნო საარჩევნო კომისიების/სპეცჯგუფების დაკომპლექტების, ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების/ვადის განსაზღვრისა და სანიტარიულ-ჰიგიენური წესების დადგენის შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2020 წლის 9 ოქტომბრის №43/2020 დადგენილებაში (სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე”, ვებგვერდი – www.matsne.gov.ge, 10/10/2020, 010190020.15.008.016515) შეტანილ იქნეს ცვლილება და 21-ე მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 211 მუხლი:

„მუხლი 211. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციურ დაწესებულებებში  საქართველოს პარლამენტის მორიგი/მერის რიგგარეშე 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების მეორე ტურის ჩატარებისთვის საჭირო ვადები და ღონისძიებები

1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციურ დაწესებულებებში საქართველოს პარლამენტის მორიგი/მერის რიგგარეშე 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების მეორე ტურის ჩატარებისთვის გამოიყენება საარჩევნო კოდექსის 761  მუხლით დადგენილი წესები და ვადები, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.

2. პენიტენციურ დაწესებულებაში შექმნილი საარჩევნო უბნის საუბნო საარჩევნო კომისიის/სპეცჯგუფის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, აგრეთვე საჭიროების შემთხვევაში, საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე არსებული ძირითადი საოლქო საარჩევნო კომისია უფლებამოსილია დანიშნოს საუბნო საარჩევნო კომისიის/ სპეცჯგუფის წევრი (წევრები).

3. უფლებამოსილ პოლიტიკურ პარტიებს უფლება აქვთ, საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” (შემდგომში „საარჩევნო კოდექსი”) და ამ დადგენილებით დადგენილი წესით, 2020 წლის 17 ნოემბრის 12 საათამდე დანიშნონ ან/და შეცვალონ საუბნო საარჩევნო კომისიის/სპეცჯგუფის წევრი/წევრები.

4. საარჩევნო კოდექსით განსაზღვრულ შემთხვევებში, პენიტენციურ დაწესებულებაში შექმნილი საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე არსებული ძირითადი საოლქო საარჩევნო კომისია უფლებამოსილია საუბნო საარჩევნო კომისიის/სპეცჯგუფის წევრს (წევრებს) ვადამდე შეუწყვიტოს უფლებამოსილება.

5. ამ დადგენილების მე-5 მუხლით განსაზღვრულ ორგანიზაციებს უფლება აქვთ, ცესკოს მდივანს 2020 წლის 17 ნოემბრის 12:00 საათამდე, საარჩევნო კოდექსითა და ამ დადგენილებით დადგენილი წესით წარუდგინონ დამკვირვებელთა/წარმომადგენელთა ახალი/დამატებითი სიები რეგისტრაციისთვის/აკრედიტაციისთვის.

6. ცესკო საარჩევნო კოდექსითა და ამ დადგენილების შესაბამისად არაუგვიანეს 19 ნოემბრისა ადგენს და განკარგულებით ამტკიცებს ამ დადგენილებით განსაზღვრულ ამომრჩევლების სპეციალურ სიას.

7. საუბნო საარჩევნო კომისიის/სპეცჯგუფის წევრები და ამ დადგენილების მე-5 მუხლში მითითებული პირები ვალდებული არიან ამ დადგენილების ამოქმედებიდან  არჩევნების მეორე ტურის დღემდე ჩაიტარონ ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციაზე (COVID-19) PCR ტესტი. ისინი პენიტენციურ დაწესებულებაში დაიშვებიან მხოლოდ PCR ტესტის ჩატარების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტის წარდგენის შემთხვევაში.

8. საუბნო საარჩევნო კომისიის/სპეცჯგუფის წევრების PCR ტესტის ჩატარების ხარჯები ანაზღაურდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან. პენიტენციური დაწესებულებაში შექმნილი საარჩევნო უბნის საუბნო საარჩევნო კომისიის/სპეცჯგუფის წევრად არჩევის/დანიშვნის შემდგომ, არასაპატიო მიზეზით წევრობაზე/წევრის ფუნქციის შესრულებაზე უარის თქმის შემთხვევაში, ბიუჯეტიდან მასზე გაწეული ხარჯები ანაზღაურდება ამ პირის მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამ დადგენილების მე-5 მუხლში მითითებული პირების სავალდებულო PCR ტესტის ჩატარების ხარჯები ანაზღაურდება თვით ამ  პირთა მიერ.

9. არჩევნების მეორე ტურისთვის არ გამოიყენება ცესკოს 2012 წლის 13 ივლისის №75/2012 განკარგულებით განსაზღვრული პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში ხმის მიცემის უფლების მქონე პატიმრების ინფორმირების პირობები და წესი.

10. დაევალოს ცესკოს საფინანსო დეპარტამენტს პენიტენციურ დაწესებულებებში არჩევნების მეორე ტურის მომზადებასა და ჩატარებასთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსება.

11. დაევალოს ცესკოს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტს არაუგვიანეს 2020 წლის 19 ნოემბრისა საუბნო საარჩევნო კომისიის/სპეცჯგუფის წევრთა/დამკვირვებელთა/წარმომადგენელთა ვინაობის შესახებ ინფორმაცია გადაუგზავნოს პენიტენციურ სამსახურს.”.

მუხლი 2
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 3
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარეთამარ ჟვანია
კომისიის მდივანიგიორგი ჯავახიშვილი