„საქართველოს საარჩევნო კოდექსის 199-ე მუხლის მიზნებისათვის, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩეველთა საარჩევნო უბანზე კენჭისყრაში მონაწილეობის მისაღებად ცნობის ფორმისა და მისი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 26 ოქტომბრის N01-112/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 01-118/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 16/11/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/11/2020
სარეგისტრაციო კოდი 470230000.22.035.016809
01-118/ნ
16/11/2020
ვებგვერდი, 16/11/2020
470230000.22.035.016809
„საქართველოს საარჩევნო კოდექსის 199-ე მუხლის მიზნებისათვის, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩეველთა საარჩევნო უბანზე კენჭისყრაში მონაწილეობის მისაღებად ცნობის ფორმისა და მისი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 26 ოქტომბრის N01-112/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
„საქართველოს საარჩევნო კოდექსის 199-ე მუხლის მიზნებისათვის, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩეველთა საარჩევნო უბანზე კენჭისყრაში მონაწილეობის მისაღებად ცნობის ფორმისა და მისი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 26 ოქტომბრის N01-112/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №01-118/ნ

2020 წლის 16 ნოემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს საარჩევნო კოდექსის 199-ე მუხლის მიზნებისათვის, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩეველთა საარჩევნო უბანზე კენჭისყრაში მონაწილეობის მისაღებად ცნობის ფორმისა და მისი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 26 ოქტომბრის N01-112/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს საარჩევნო კოდექსის 199-ე მუხლის მიზნებისათვის, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩეველთა საარჩევნო უბანზე კენჭისყრაში მონაწილეობის მისაღებად ცნობის ფორმისა და მისი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 26 ოქტომბრის N01-112/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 27/10/2020, 470230000.22.035.016804) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1.  ბრძანების პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების/საქართველოს პარლამენტის მორიგი/აჭარის  უმაღლესი საბჭოს მორიგი/მერის რიგგარეშე 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების მეორე ტურში ამომრჩეველთა საარჩევნო უბანზე კენჭისყრაში მონაწილების მისაღებად დამტკიცდეს სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებში მოთავსებული, ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციით (COVID-19) ინფიცირებული და საკარანტინე სივრცეებში მყოფი პირების მიერ მოცემული ადგილსამყოფლის (სტაციონარი, საკარანტინე სივრცე) დატოვების ფაქტის შესახებ ცნობა (შემდგომში – ცნობა), თანდართული დანართის შესაბამისად.

2. ამ ბრძანებით განსაზღვრული ცნობა გაიცემა პირზე, რომელიც ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციით (COVID-19) ინფიცირების ან პრევენციის გამო მოთავსებული იყო ამ ბრძანების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ სტაციონარში ან საკარანტინე სივრცეში და გამოჯანმრთელდა ან ამოეწურა საკარანტინე სივრცეში სავალდებულო ყოფნის ვადა:

ა) 2020 წლის 26 ოქტომბრიდან 2020 წლის 30 ოქტომბრის პერიოდში;

ბ) 2020 წლის 17 ნოემბრიდან 2020 წლის 20 ნოემბრის პერიოდში.”.

2. ბრძანებით დამტკიცებული დანართი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიეკატერინე ტიკარაძე