საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების მეორე ტურისთვის ზოგიერთი საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ საჭირო ფულადი სახსრების განაწილებისა და გამოყენების წესის განსაზღვრის თაობაზე

საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების მეორე ტურისთვის ზოგიერთი საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ საჭირო ფულადი სახსრების განაწილებისა და გამოყენების წესის განსაზღვრის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 52/2020
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი 13/11/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/11/2020
სარეგისტრაციო კოდი 010340000.15.008.016524
52/2020
13/11/2020
ვებგვერდი, 14/11/2020
010340000.15.008.016524
საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების მეორე ტურისთვის ზოგიერთი საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ საჭირო ფულადი სახსრების განაწილებისა და გამოყენების წესის განსაზღვრის თაობაზე
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
 

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება №52/2020

2020 წლის 13 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების მეორე ტურისთვის ზოგიერთი საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ საჭირო ფულადი სახსრების განაწილებისა და გამოყენების წესის განსაზღვრის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მე-14 მუხლის  პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის, 53-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 77-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და „საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების მეორე ტურისთვის სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხის განაწილებისა და გამოყენების წესის განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2020 წლის 13 ნოემბრის №51/2020 დადგენილების საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების მეორე ტურისთვის ზოგიერთი საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ საჭირო ფულადი სახსრების განაწილებისა და გამოყენების წესი (ხარჯთაღრიცხვა) დანართის სახით.
მუხლი 2
ცესკოს მიერ შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიებისათვის გამოყოფილი თანხები, არჩევნების პირველ ტურში აუთვისებელი ნაშთების გამოკლებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ჩაირიცხოს საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მე-19 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად გახსნილ საბანკო ანგარიშებზე.
მუხლი 3
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) მისი მიღებიდან  2 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 4
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარეთამარ ჟვანია
კომისიის მდივანიგიორგი ჯავახიშვილი



ცესკოს 2020 წლის 13 ნოემბრის
№52/2020 დადგენილების დანართი

ოლქის № საოლქო საარჩევნო კომისიის დასახელება საოლქო ხარჯები საუბნო ხარჯები დამხმარე და ტექნიკური პერსონალის ხარჯები სულ მთლიანი ჯამი
1 1 მთაწმინდა         6,307            3,436                    8,707         18,450
2 2 ვაკე         9,510          18,180                  16,158         43,848
3 3 საბურთალო         8,331          18,810                  20,437         47,578
4 4 კრწანისი       11,036            3,360                    9,429         23,825
5 5 ისანი         7,006          20,474                  16,973         44,453
6 6 სამგორი       10,301          10,259                  21,076         41,636
7 7 ჩუღურეთი         4,270            3,674                  12,351         20,295
8 8 დიდუბე         9,822          11,764                  18,761         40,347
9 9 ნაძალადევი       14,433          12,002                  19,840         46,275
10 10 გლდანი       12,275          20,066                  21,485         53,826
11 15 ლაგოდეხი         6,395            5,572                    7,828         19,795
12 16 ყვარელი         6,032            3,539                    7,885         17,456
13 17 თელავი         6,138            6,498                  12,402         25,038
14 18 ახმეტა         6,180            4,148                    9,554         19,882
15 19 თიანეთი         3,722            4,308                    5,450         13,480
16 20 რუსთავი         5,256            9,747                  16,170         31,173
17 21 გარდაბანი         5,514            4,010                  12,656         22,180
18 27 მცხეთა         4,697            4,688                    9,095         18,480
19 28 დუშეთი         8,115            8,154                    9,255         25,524
20 29 ყაზბეგი         2,683            1,796                    4,046           8,525
21 33 ქარელი         6,722            5,253                  10,840         22,815
22 35 ხაშური       14,340          14,418                  13,142         41,900
23 49 თერჯოლა         5,268            3,972                    8,878         18,118
24 51 ზესტაფონი         4,576            4,535                  11,727         20,838
25 52 ბაღდათი         7,815            6,468                  11,900         26,183
26 57 ტყიბული         3,880            3,970                    9,237         17,087
27 59 ქუთაისი         8,566          13,085                  22,625         44,276
28 67 ზუგდიდი         6,768          24,577                  17,558         48,903
29 79 ბათუმი       11,980          12,544                  20,631         45,155
30 80 ქედა         4,275            5,166                    8,425         17,866
31 82 შუახევი         7,386          10,027                  11,130         28,543
32 83 ხელვაჩაური         6,321          10,549                  12,675         29,545
33 84 ხულო         5,520            9,041                    9,264         23,825