„ბუნებრივი გაზის ქსელის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2018 წლის 31 აგვისტოს №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ბუნებრივი გაზის ქსელის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2018 წლის 31 აგვისტოს №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 56
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
მიღების თარიღი 12/11/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/11/2020
სარეგისტრაციო კოდი 300280000.16.009.016407
56
12/11/2020
ვებგვერდი, 18/11/2020
300280000.16.009.016407
„ბუნებრივი გაზის ქსელის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2018 წლის 31 აგვისტოს №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი

ეროვნული კომისიის

დადგენილება  №56

2020 წლის 12 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

„ბუნებრივი გაზის ქსელის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2018 წლის 31 აგვისტოს №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის 168-ე მუხლის საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ადგენს:

მუხლი 1
„ბუნებრივი გაზის ქსელის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2018 წლის 31 აგვისტოს №22 დადგენილებით დამტკიცებულ „ბუნებრივი გაზის ქსელის წესებში“ (სსმ, ვებგვერდი, 07/09/2018, სარეგისტრაციო კოდი: 300280000.16.009.016277) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 68-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა.ბ) სურს გახდეს პირდაპირი მომხმარებელი და მისაერთებელი ობიექტის, ბუნებრივი გაზის მომხმარებელი შესაბამისი დანადგარების ტექნიკური პარამეტრებიდან გამომდინარე (მოთხოვნილი სიმძლავრის, წნევისა და სხვა ტექნიკური პარამეტრების გათვალისწინებით), გამანაწილებელ ქსელზე მიერთება შეუძლებელია.“.

2. 69-ე მუხლის:

ა) მე-2 პუნქტის:

ა.ა) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) მოთხოვნილი ახალი მიერთების ან არსებული მიერთების ცვლილების, აგრეთვე მაძიებლის ობიექტზე არსებული ბუნებრივი გაზის მომხმარებელი მოწყობილობა‑დანადგარების ტექნიკურ აღწერილობას (მათ შორის, მოწყობილობა‑დანადგარის მწარმოებლის მიერ გაცემულ შესაბამის ტექნიკურ მონაცემებს - ტექნიკურ პასპორტსა და ინსტრუქციებს);“;

ა.ბ) „ი“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ“ ქვეპუნქტი:

„კ) მაძიებლის ობიექტის საქმიანობის ტიპის (სფეროს) შესახებ ინფორმაციას.“;

ბ) მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) მაძიებლის ობიექტის განთავსების მუნიციპალიტეტში არსებული ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზიატის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ტექნიკური ხასიათის დასაბუთებული უარი აღნიშნული ობიექტის გამანაწილებელ ქსელზე მიერთებასთან დაკავშირებით - ამ წესების 68-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტითა და 76‑ე მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში;“.

3. 72-ე მუხლის მე-7 პუნქტის:

ა) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) მაძიებლის ობიექტის  და ამ ობიექტზე არსებული ბუნებრივი გაზის მომხმარებელი დანადგარების ტექნიკური მახასიათებლები (სამუშაო წნევის, საათობრივი სიმძლავრის და დღიური სიმძლავრის მინიმალური და მაქსიმალური მნიშვნელობები ტექნიკური პასპორტის შესაბამისად);“.

ბ) „ზ.ბ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ“ ქვეპუნქტი:

„თ) მაძიებლის ობიექტის საქმიანობის ტიპი (სფერო).“.

4. 73-ე მუხლის პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მიერთების ცვლილების საფასურის გადახდის ვალდებულება არ ვრცელდება იმ შემთხვევებზე, როდესაც არსებული მიერთება განხორციელებულია ამ წესების მოთხოვნების შესაბამისად და მისი ცვლილება არ იწვევს მიერთების წერტილის რეკონსტრუქციას“.

5. 74-ე მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ამ წესების შესაბამისად შექმნილი მიერთების წერტილი   წარმოადგენს ტრანსპორტირების ლიცენზიატის საკუთრებას.“

6. 76-ე მუხლის მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 - მე-9 პუნქტები:

„5. ტრანსპორტირების სისტემაზე მიერთებული პირდაპირი მომხმარებული ვალდებულია,  მის ობიექტზე მიერთების განაცხადში, ან/და მიერთების ტექნიკური მახასიათებლების ამსახველ დოკუმენტში ასახული ამ წესების 69-ე მუხლის მე-2 პუნქტის „დ“, „ვ“, „ზ“ და „კ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული  მონაცემების დაგეგმილი ნებისმიერი ცვლილების შესახებ წინასწარ აცნობოს ტრანსპორტირების ლიცენზიატს.

6. ტრანსპორტირების ლიცენზიატი ვალდებულია, წინასწარ შემუშავებული გეგმის შესაბამისად, ყოველწლიურად განახორციელოს ტრანსპორტირების სისტემაზე მიერთებული პირდაპირი მომხმარებლების ობიექტების შემოწმება, რათა დადგინდეს მიერთების წერტილიდან პირდაპირი მომხმარებლის მფლობელობაში (მიერთების წერტილიდან მომხმარებლის მხარეს) არსებული ბუნებრივი გაზის მომხმარებელი ყველა დანადგარის შესაბამისობა მიერთების განაცხადსა და ხელშეკრულებაში ასახულ ინფორმაციასა და მონაცემებთან, ან მიერთების ტექნიკური მახასიათებლების ამსახველ დოკუმენტთან.

7. ტრანსპორტირების სისტემაზე მიერთებული პირდაპირი მომხმარებლების ობიექტების შემოწმება უნდა განხორციელდეს ტრანსპორტირების ლიცენზიატისა და შესაბამისი პირდაპირი მომხმარებლის თანდასწრებით, რომელსაც წერილობით უნდა ეცნობოს შემოწმების დრო და ადგილი გონივრული პერიოდით ადრე, მაგრამ არანაკლებ 10 სამუშაო დღისა. პირდაპირი მომხმარებელი ვალდებულია, დაუშვას ტრანსპორტირების ლიცენზიატის წარმომადგენელი მის მფლობელობაში არსებულ ქსელთან, დანადგარებსა და სხვა სახის ხელსაწყოებთან. პირდაპირი მომხმარებლის მიერ აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ტრანსპორტირების ლიცენზიატი უფლებამოსილია, პირდაპირ მომხმარებელს შეუწყვიტოს ტრანსპორტირების მომსახურება, რის შესახებაც პირდაპირი მომხმარებელი გაფრთხილებული უნდა იყოს არანაკლებ სამი სამუშაო დღით ადრე.

8. პირდაპირი მომხმარებლის ობიექტზე არსებული ბუნებრივი გაზის მომხმარებელი დანადგარების ან/და მიერთების განაცხადში, ან/და მიერთების ტექნიკური მახასიათებლების ამსახველ დოკუმენტში ასახული, ამ წესების 69-ე მუხლის მე-2 პუნქტის „დ“, „ვ“, „ზ“ და „კ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მონაცემების ცვლილება იწვევს მიერთების ცვლილების ვალდებულებას, რომელიც ტრანსპორტირების ლიცენზიატის მიერ განხილულ უნდა იქნეს ამ წესების 68-ე – 73-ე მუხლებით დადგენილი წესით.

9. ტრანსპორტირების სისტემაზე მიერთების უფლება მიერთების მსურველ პირდაპირ მომხმარებელს ენიჭება კონკრეტული გაზის მომხმარებელი დანადგარიდან გამომდინარე და დანადგარის შეცვლის შემთხვევაში, ტრანსპორტირების ლიცენზიატი ვალდებულია, იმოქმედოს ამ წესების 68-ე – 73-ე მუხლებით დადგენილი წესით, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ხდება დანადგარის ჩანაცვლება მსგავსი ტექნიკური მახასიათებლის მქონე დანადგარით.“.

7. 76-ე მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 761 მუხლი:

მუხლი 761. არსებული მიერთების გაუქმება

ტრანსპორტირების სისტემაზე არსებული მიერთება უქმდება, თუ:

ა) პირდაპირ მომხმარებელს ბუნებრივი გაზი აღარ მიეწოდება და ბოლო 3 წლის განმავლობაში ამ ობიექტს ტრანსპორტირების სისტემიდან, ამ წესებით დადგენილი პირობებით, არ მოუხმარია ბუნებრივი გაზი; ან/და

ბ) ამ წესების 68-ე–73-ე მუხლებით დადგენილი წესით მიერთების ცვლილების გარეშე განხორციელდა მიერთებულ ობიექტზე არსებული ბუნებრივი გაზის მომხმარებელი დანადგარების ან მიერთების განაცხადში, ან/და მიერთების ტექნიკური მახასიათებლების ამსახველ დოკუმენტში ასახული, ამ წესების 69-ე მუხლის მე-2 პუნქტის „დ“, „ვ“, „ზ“ და „კ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მონაცემების ცვლილება, გარდა ამ წესების 76-ე მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული ცვლილებისა.“.

8. 85-ე მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 851 მუხლი:

მუხლი 851. მიერთების ტექნიკური მახასიათებლების შესახებ დოკუმენტი

1. ტრანსპორტირების ლიცენზიატმა 2021 წლის 1 აპრილამდე უნდა აღწეროს არსებულ მიერთებებზე ამ წესების 69-ე მუხლის მე-2 პუნქტის „დ“, „ვ“, „ზ“ და „კ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული  ტექნიკური მონაცემები და შესაბამისი მხარის მონაწილეობით შექმნას ამ წესების 76-ე მუხლით გათვალისწინებული მიერთების ტექნიკური მახასიათებლების ამსახველი დოკუმენტი. აღნიშნული მონაცემების სისწორე უნდა დადასტურდეს ტრანსპორტირების ლიცენზიატისა და შესაბამისი მხარის მიერ.

2. მიერთების ტექნიკური მახასიათებლების ამსახველი დოკუმენტის შექმნის მიზნით, ტრანსპორტირების ლიცენზიატი ვალდებულია, დაინტერესებულ მხარეებს გონივრული პერიოდით ადრე, მაგრამ არანაკლებ 10 სამუშაო დღისა, წერილობით შეატყობინოს შემოწმების დრო და ადგილი. შესაბამისი მხარის უარი აღწერის პროცესში მონაწილეობის მიღებაზე ან/და მონაცემების სისწორის დადასტურებაზე ვერ დააბრკოლებს ტრანსპორტირების ლიცენზიატის მხრიდან მიერთების ტექნიკური მახასიათებლების ამსახველი დოკუმენტის შექმნას. ასეთ შემთხვევაში ტრანსპორტირების ლიცენზიატი ქმნის მიერთების ტექნიკური მახასიათებლების ამსახველი დოკუმენტს, უგზავნის შესაბამის მხარეს და წერილობით აცნობებს მას სადავო საკითხის განხილვის მიზნით კომისიისთვის მიმართვის უფლების შესახებ.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარედავით ნარმანია
კომისიის წევრიგიორგი ფანგანი
კომისიის წევრიგიორგი ფრუიძე