გორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის (M2 და M3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით) ნებართვის გაცემის ფასის განსაზღვრის, ნებართვის მაძიებელთა კონკურსში მონაწილეობის, მასში გამარჯვებულის გამოვლენის, ნებართვის მოქმედების ვადის, სანებართვო პირობების, ნებართვის გაცემისა და ფასის გადახდის წესის, სანებართვო მოწმობის, უწყებრივი სანებართვო რეესტრის (ჟურნალის) და კონკურსის წესით გამოვლენილ გამარჯვებულთან გასაფორმებელი ხელშეკრულების ფორმების და სანებართვო მოწმობის შევსებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ

გორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის (M2 და M3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით) ნებართვის გაცემის ფასის განსაზღვრის, ნებართვის მაძიებელთა კონკურსში მონაწილეობის, მასში გამარჯვებულის გამოვლენის, ნებართვის მოქმედების ვადის, სანებართვო პირობების, ნებართვის გაცემისა და ფასის გადახდის წესის, სანებართვო მოწმობის, უწყებრივი სანებართვო რეესტრის (ჟურნალის) და კონკურსის წესით გამოვლენილ გამარჯვებულთან გასაფორმებელი ხელშეკრულების ფორმების და სანებართვო მოწმობის შევსებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 48
დოკუმენტის მიმღები გორის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 13/11/2020
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/11/2020
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.148.016638
48
13/11/2020
ვებგვერდი, 16/11/2020
010250050.35.148.016638
გორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის (M2 და M3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით) ნებართვის გაცემის ფასის განსაზღვრის, ნებართვის მაძიებელთა კონკურსში მონაწილეობის, მასში გამარჯვებულის გამოვლენის, ნებართვის მოქმედების ვადის, სანებართვო პირობების, ნებართვის გაცემისა და ფასის გადახდის წესის, სანებართვო მოწმობის, უწყებრივი სანებართვო რეესტრის (ჟურნალის) და კონკურსის წესით გამოვლენილ გამარჯვებულთან გასაფორმებელი ხელშეკრულების ფორმების და სანებართვო მოწმობის შევსებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ
გორის მუნიციპალიტეტი
გორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის (M2 და M3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით) ნებართვის გაცემის ფასის განსაზღვრის, ნებართვის მაძიებელთა კონკურსში მონაწილეობის, მასში გამარჯვებულის გამოვლენის, ნებართვის მოქმედების ვადის, სანებართვო პირობების, ნებართვის გაცემისა და ფასის გადახდის წესის, სანებართვო მოწმობის, უწყებრივი სანებართვო რეესტრის (ჟურნალის) და კონკურსის წესით გამოვლენილ გამარჯვებულთან გასაფორმებელი ხელშეკრულების ფორმების და სანებართვო მოწმობის შევსებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ
 

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №48

2020 წლის 13 ნოემბერი

ქ. გორი

 

გორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის (M2 და M3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით) ნებართვის გაცემის ფასის განსაზღვრის, ნებართვის მაძიებელთა კონკურსში მონაწილეობის, მასში გამარჯვებულის გამოვლენის, ნებართვის მოქმედების ვადის, სანებართვო პირობების, ნებართვის გაცემისა და ფასის გადახდის წესის, სანებართვო მოწმობის, უწყებრივი სანებართვო რეესტრის (ჟურნალის) და კონკურსის წესით გამოვლენილ გამარჯვებულთან გასაფორმებელი ხელშეკრულების ფორმების და სანებართვო მოწმობის შევსებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 26​2 მუხლის მე-2 პუნქტის, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის 1-ლი პუნქტის და „მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2020 წლის 31 აგვისტოს №1-1/345 ბრძანებით დამტკიცებული №1 დანართის მე-14 პუნქტის შესაბამისად, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს:

ა) გორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის (M2 და M3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით) ნებართვის გაცემის ფასი დანართი №1-ის შესაბამისად.

ბ) გორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის (M2 და M3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით) ნებართვის მაძიებელთა კონკურსში მონაწილეობის, მასში გამარჯვებულის გამოვლენის, ნებართვის მოქმედების ვადის, სანებართვო პირობების, ნებართვის გაცემისა და ფასის გადახდის წესი, დანართი №2-ის შესაბამისად.

გ) გორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში M2 და M3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით გორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის სანებართვო მოწმობის შევსებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი, დანართი №3-ის შესაბამისად.

დ) გორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში M2 და M3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით რეგულარული სამგზავრო გადაყვანის უწყებრივი სანებართვო რეესტრის (ჟურნალის) ფორმა, დანართი №4-ის შესაბამისად.

ე)  გორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში M2 და M3 კატეგორიის ავტობუსებისათვის რეგულარული სამგზავრო გადაყვანის სანებართვო მოწმობის ფორმა, დანართი №5-ის შესაბამისად.

ვ) კონკურსის წესით გამოვლენილ გამარჯვებულთან გასაფორმებელი ხელშეკრულების ფორმა, დანართი №6-ის შესაბამისად.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით რაზმაძე



დანართი 1

 

გორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის (M2 და M3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით) ნებართვის გაცემის ფასი

მუხლი 1. ნებართვის გაცემის ფასი  M2 კატეგორიის ავტობუსებისათვის
განისაზღვროს გორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემის ფასი  M2 კატეგორიის ავტობუსებისათვის ყოველთვიურად 25 (ოცდახუთი) ლარის ოდენობით.

მუხლი 2. ნებართვის გაცემის ფასი  M3 კატეგორიის ავტობუსებისათვის
განისაზღვროს გორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემის ფასი  M3 კატეგორიის ავტობუსებისათვის ყოველთვიურად 35 (ოცდათხუთმეტი) ლარის ოდენობით.

 



დანართი 2

 

გორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის (M2 და M3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით) ნებართვის მაძიებელთა კონკურსში მონაწილეობის, მასში გამარჯვებულის გამოვლენის, ნებართვის მოქმედების ვადის, სანებართვო პირობების, ნებართვის გაცემისა და ფასის გადახდის წესი

თავი I
ზოგადი ნაწილი

მუხლი 1. რეგულირების სფერო
ეს წესი განსაზღვრავს გორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის (M2 და M3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით) ნებართვის მაძიებელთა კონკურსის (შემდგომში – კონკურსი) ჩატარების, კონკურსში მონაწილეობისა და მასში გამარჯვებულის გამოვლენის, ნებართვის გაცემის, ნებართვის გაცემის ფასის გადახდის და სანებართვო პირობების შესრულების პირობებს, აგრეთვე ნებართვის მოქმედების ვადას.

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება
წინამდებარე წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანა – მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ დადგენილი მარშრუტით მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მგზავრთა რეგულარული გადაყვანა;

ბ) ავტობუსი − ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელიც განკუთვნილია მგზავრთა გადასაყვანად და რომლის დასასხდომი ადგილების რაოდენობა, გარდა მძღოლის ადგილისა, 8-ს აღემატება;

გ) ავტობუსის გაჩერება – მგზავრთა ჩასხდომა-გადმოსხდომისათვის სპეციალურად მონიშნული ადგილი;

დ) M2 კატეგორია – გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ევროპის ეკონომიკური კომისიის შიგა ტრანსპორტის კომიტეტის მიერ მიღებული „სატრანსპორტო საშუალებების კონსტრუქციის შესახებ“ შემაჯამებელი რეზოლუციის შესაბამისად ავტოსატრანსპორტო საშუალების კატეგორია, რომლის სრული (ნებადართული მაქსიმალური) მასა 5 ტონამდეა;

ე) M3 კატეგორია – გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის შიდასატრანსპორტო კომიტეტის მიერ მიღებული „სატრანსპორტო საშუალებების კონსტრუქციის შესახებ“ შემაჯამებელი რეზოლუციის შესაბამისად დადგენილი ავტოსატრანსპორტო საშუალებათა კატეგორია, რომლის სრული (ნებადართული მაქსიმალური) მასა 5 ტონაზე მეტია;

ვ) ავტოსატრანსპორტო საშუალება – ძრავიანი სატრანსპორტო საშუალება ან სატრანსპორტო საშუალებათა შეწყვილებული კომბინაცია, რომელიც გამოიყენება გზაზე ტვირთის გადასაზიდად და მგზავრთა გადასაყვანად;

ზ) კონკურსში გამარჯვებული – კონკურსის მონაწილე ნებართვის მაძიებელი, რომელიც კომისიის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ოქმი) საფუძველზე გამოცხადდა გამარჯვებულად;

თ) მარშრუტი − პუნქტებს შორის (გაჩერების ადგილების მითითებით ან მათი მითითების გარეშე) ავტობუსის მიმოსვლისათვის უფლებამოსილი ორგანოს მიერ დამტკიცებული, წინასწარ დადგენილი გზასავალი;

ი) მძღოლი – პირი, რომელიც მართავს ავტობუსს საავტომობილო გზაზე დადგენილი წესით;

კ) GPS მონიტორინგის სისტემა – GPS მონიტორინგის სისტემის პროგრამული გამოყენება საშუალებას იძლევა გაკონტროლდეს გადაზიდვების სრული პროცესი რეალურ დროში შემდეგი პარამეტრებით: M2 და M3 კატეგორიის ავტობუსების მიმდინარე ადგილმდებარეობა, მოძრაობის არეალი და გაჩერებები, გადაადგილების სიჩქარე;

ლ) გადახდის ელექტრონული აღმრიცხველი საშუალება – მგზავრობის საფასურის გადახდის უნივერსალური საშუალება;

მ) ნებართვა – კონკურსში გამარჯვებული ნებართვის მაძიებლისათვის ნებართვის გამცემის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე მინიჭებული უფლება;

ნ) ნებართვის გამცემი – ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანო, რომელიც კანონმდებლობით დადგენილი წესით გასცემს ნებართვას;

ო) ნებართვის მაძიებელი – ნებართვის მიღების მსურველი პირი;

პ) ნებართვის მფლობელი – პირი, რომელსაც ნებართვის გამცემის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე მინიჭებული აქვს უფლება განახორციელოს ნებართვით განსაზღვრული ქმედება;

ჟ) ნებართვის გაცემის ფასი – ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ განსაზღვრული ფასი M2 და M3 კატეგორიის  ავტობუსზე, თვეზე გაანგარიშებით;

რ) პირი – ფიზიკური ან იურიდიული პირი;

ს) სანებართვო მოწმობა – ნებართვის ფლობის დამადასტურებელი საბუთი;

ტ) სანებართვო პირობები – კანონით ან კანონის საფუძველზე, წინამდებარე წესით დადგენილი მოთხოვნების და ინფორმაციის ამომწურავი ნუსხა, რომელთაც უნდა აკმაყოფილებდეს ნებართვის მაძიებელი ნებართვის მისაღებად და ნებართვით განსაზღვრული ქმედების განხორციელებისას;

უ) უწყებრივი სანებართვო რეესტრი – მონაცემთა სისტემური ერთობლიობა ნებართვების გაცემის, მათში ცვლილებების შეტანის და მათი გაუქმების თაობაზე;

ფ) ფორსმაჟორი – მოვლენები, რომლებიც ცდება მხარეთა გონივრულ კონტროლს, შეუძლებელია მისი თავიდან აცილება და ამასთან აფერხებს ან შეუძლებელს ხდის მხარის მიერ ვალდებულების შემდგომ შესრულებას და არ არის გამოწვეული იმ მხარის დაუდევარი მოქმედებით, რომლის ვალდებულების შესრულების უნარიც შეიზღუდა. ფორსმაჟორად ჩაითვლება: ხანძარი, წყალდიდობა, მიწისძვრა, ქარიშხალი, მასობრივი ეპიდემიები და სხვა მასობრივი სტიქიური კატაკლიზმები, ტერორიზმი, ბლოკადა, ემბარგო, აჯანყება, სამოქალაქო არეულობა, საგანგებო მდგომარეობა, ომი, სამოქალაქო ომი, ლოკაუტი, გაფიცვა;

ქ) ხელშეკრულება – დოკუმენტი, რომელიც ფორმდება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსა და კონკურსში გამარჯვებულს შორის და რომლითაც ზუსტდება მხარეთა გარკვეული უფლებები და მოვალეობები.

ღ) „ლოტი“ – გორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანა M2 ან/და M3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ცალკეული ან რამდენიმე მარშრუტის შესაბამისად;

ყ) პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება – ტექნიკური ოპერაციებისა და პროცედურების ერთობლიობა, რომლის მეშვეობითაც დაწესებული პერიოდულობით დგინდება ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ძირითადი ელემენტების ტექნიკური მდგომარეობა და ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვეულ გამონაბოლქვში მავნე ნივთიერებათა შემადგენლობა.


მუხლი 3. ნებართვის გაცემის პირობები და წესები
1. გორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მომსახურების განსახორციელებლად აუცილებელია ნებართვის მიღება წინამდებარე წესის შესაბამისად.

2. ნებართვა გაიცემა გორის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ დადგენილებით დამტკიცებული მარშრუტის/მარშრუტების შესაბამისად გორის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს მიერ განსაზღვრულ ლოტზე.

3. კონკურსი ცხადდება M2 და M3 კატეგორიის ავტობუსებით მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის განხორციელებისათვის ნებართვის გასაცემად ცალკეულ სამარშრუტო ხაზზე ან რამდენიმე სამარშრუტო ხაზზე ერთ ლოტად.

4. ერთ ლოტზე გაიცემა ერთი ნებართვა.


თავი II
კონკურსის ორგანიზება, კომისია, კონკურსში მონაწილეობის პირობები

მუხლი 4. კონკურსის ორგანიზება
1. კონკურსის მიზანია ნებართვა გაიცეს ნებართვის იმ მაძიებელზე, რომელიც კონკურსის შედეგების შეჯამების შედეგად მიიღებს ყველაზე მაღალ ქულას და აიღებს ვალდებულებას დააკმაყოფილოს საკონკურსო ყველა სხვა დანარჩენი პირობა.

2. მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო.

3. კონკურსის ორგანიზატორია მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო.

4. კონკურსის ჩატარების შესახებ მიღებულ აქტში მითითებული უნდა იყოს:

ა) ნებართვის სახეობა;

ბ) ნებართვის გამცემის დასახელება;

გ) ნებართვის მაძიებლის განცხადების მიღების დაწყებისა და დამთავრების თარიღი, დრო და ადგილი;

დ) კონკურსის ჩატარების თარიღი, დრო და ადგილი;

ე) კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის ვადა;

ვ) ინფორმაცია ლოტის (სამარშრუტო ხაზის/ხაზების) შესახებ;

ზ) მომსახურების განხორციელებისათვის აუცილებელი ავტობუსების მინიმალური რაოდენობა;

თ) ნებართვის მოქმედების ვადა;

ი) ნებართვის გაცემის ფასი;

კ) სანებართვო პირობები;

ლ) კონკურსში გამარჯვებულთან გასაფორმებელი ხელშეკრულების პროექტი;

მ) განცხადების მიმღები პასუხისმგებელი პირის კოორდინატები;

ნ) ყველა სხვა ინფორმაცია, რომელსაც გორის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო ჩათვლის მიზანშეწონილად.

5. ინფორმაციას კონკურსის ჩატარების შესახებ მის ჩატარებამდე არაუგვიანეს 20 (ოცი) დღისა მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო აქვეყნებს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში და ავრცელებს ინტერნეტის ქსელით.


მუხლი 5. კომისია
1. კონკურსის ჩატარების უზრუნველსაყოფად მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო სამართლებრივი აქტის საფუძველზე ქმნის კომისიას.

2. კომისიის უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება წინამდებარე წესით.

3. კომისიის პერსონალურ შემადგენლობას ამტკიცებს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო.

4. კომისია დამოუკიდებელია. არავის არ აქვს უფლება მოახდინოს რაიმე ზეგავლენა ან/და ჩაერიოს მის საქმიანობაში.

5. კომისია, საქართველოს ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით და ამ წესის შესაბამისად, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, ადგენს ოქმს, რომელიც არის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

6. ოქმი შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში.


მუხლი 6. საკონკურსო პირობები
1. კონკურსის ყველა მონაწილე  სარგებლობს თანაბარი უფლებით.

2. მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს მიერ კონკურსის ჩატარების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ, ყველა დაინტერესებულ პირს უფლება აქვს წინასწარ გაეცნოს ნებართვის გაცემასთან დაკავშირებულ ნებართვის გამცემის ხელთ არსებულ, საქართველოს ნორმატიული აქტებით  დაშვებულ ნებისმიერ ინფორმაციას.

3. კონკურსში მონაწილეობაზე განცხადებები მიიღება კონკურსის ჩატარების შესახებ მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს მიერ მიღებულ აქტში მითითებულ მისამართზე და ვადებში.

4. ნებართვის მაძიებელმა კონკურსში მონაწილეობის მიღების მიზნით წერილობითი განცხადება უნდა წარადგინოს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს ხელმძღვანელის სახელზე, რომელიც დაუყონებლივ წარედგინება კომისიას. განცხადება უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლითა და წინამდებარე  წესის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შესაბამის მოთხოვნებს.

5. განცხადებას თან უნდა დაერთოს:                                                               

ა) კერძო სამართლის იურიდიული პირისათვის – პარტნიორების თანხმობა კონკურსში მონაწილეობის მიღებაზე, განცხადების წარმოდგენის დღემდე არაუმეტეს 5 (ხუთი) სამუშაო დღის განმავლობაში განახლებული ამონაწერი სახელმწიფო რეესტრიდან და წესდების დამოწმებული ასლი, განცხადების წარმომდგენი პირის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი და იდენტიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; ინდივიდუალური მეწარმისათვის – სახელმწიფო რეესტრიდან ამონაწერი და იდენტიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; ფიზიკური პირისათვის – იდენტიფიკაციის დამადასტურებელი საბუთების ასლები; საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის – სადამფუძნებლო დოკუმენტების დამოწმებული ასლები;

ბ) ცნობა სასამართლოდან იმის თაობაზე, რომ ნებართვის მაძიებლის მიმართ არ მიმდინარეობს გადახდისუუნარობის საქმისწარმოება;

გ) ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან იურიდიული პირის ქონებაზე საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის (ყადაღის) არარსებობის შესახებ;

დ) ნებართვის მაძიებლისათვის საგადასახადო ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტი საერთო სახელმწიფოებრივი და ადგილობრივი საგადასახადო დავალიანების  შესახებ;

ე) დოკუმენტაცია ლოტის ფარგლებში სამარშრუტო ხაზზე/ხაზებზე განსახორციელებელი საქმიანობის ტექნიკურ-საექსპლუატაციო და სხვა მაჩვენებლების შესახებ, რომელიც წარდგენილი უნდა იყოს ნებართვის გამცემის მიერ დადგენილი ფორმით, როგორც ნაბეჭდი, ასევე ელექტრონული ვერსიით და მასში ასახული უნდა იყოს:

ე.ა) მგზავრთა გადაყვანის განსახორციელებლად აუცილებელი ავტობუსების ჩამონათვალი (რაოდენობა, კატეგორია, მარკა, მოდელი, ტევადობა); ამასთან მითითებული უნდა იყოს თითოეული ავტობუსის გამოშვების წელი, EURO სტანდარტთან შესაბამისობა და კონდიცირების სისტემის არსებობა;

ე.ბ) ნებართვის მაძიებლის საკუთრებაში/სარგებლობაში ავტობუსების არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტები ან ნებართვის მაძიებლის საკუთრებაში/სარგებლობაში ავტობუსების მომავალში გადასვლაზე გაფორმებული ოფიციალურად დამოწმებული წინასწარი შეთანხმება ავტობუსების მწარმოებელთან ან ოფიციალურ გაყიდვების აგენტთან ან ნებისმიერ სხვა პირთან ამ უკანასკნელის საკუთრებაში ავტობუსის არსებობის დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად;

ე.გ) საკონკურსო განცხადებით განსაზღვრული ავტობუსებით მომსახურების განხორციელების დაწყების და დასრულების გრაფიკი;

ვ) ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობა, თუ კონკურსის  მონაწილე მოქმედებს ნებართვის მაძიებლის სახელით;

ზ) ყველა სხვა დოკუმენტი, რომლებიც წინამდებარე წესის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის შესაბამისად მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს სამართლებრივი აქტით იქნება განსაზღვრული;

თ) თუ ნებართვის მაძიებელი უცხოური კომპანიაა ან უცხო ქვეყნის მოქალაქეა, ამ მუხლის მე–5 პუნქტის „ა“-„ე“ ქვეპუნქტებში განსაზღვრული ცნობები გაცემული უნდა იყოს შესაბამისი ქვეყნის უფლებამოსილი ორგანოების მიერ, ამასთან მითითებული ცნობები ნებართვის გამცემს უნდა წარედგინოს სათანადო წესით აპოსტილით დამოწმებული ან ლეგალიზებული სახით, რომელსაც თან უნდა ერთვოდეს ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი ქართულ ენაზე.

ი) იმის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომ ნებართვის მაძიებელს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენით ჩამორთმეული არ აქვს შესაბამის სანებართვო სფეროში საქმიანობის უფლება.

6. ამ მუხლის მე-5 პუნქტში ჩამოთვლილი დოკუმენტები, განცხადების გარდა, წარმოდგენილი უნდა იყოს დალუქული კონვერტით იმდაგვარად, რომ დოკუმენტების ნახვა ლუქის დაზიანების გარეშე იყოს შეუძლებელი. კომისია არ ჩაიბარებს დაულუქავი კონვერტით წარდგენილ დოკუმენტაციას და მას წარდგენისთანავე უკან დაუბრუნებს წარმომდგენს.

7. დაუშვებელია კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დოკუმენტების მიწოდება საფოსტო გზავნილის სახით. საფოსტო გზავნილის სახით მიღებული განცხადება კომისიის მიერ არ განიხილება და გამომგზავნს უბრუნდება გზავნილზე მითითებულ მისამართზე  გაუხსნელად.

8. კომისია განცხადების წარდგენიდან 3 სამუშაო დღის ვადაში ამოწმებს ნებართვის მაძიებლის განცხადების შესაბამისობას საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლის მოთხოვნებთან და ამ მუხლის მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტებთან მიმართებაში და  მოქმედებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის შესაბამისად.

9. ნებართვის მაძიებელი ვალდებულია ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში კომისიის მიერ მითითებულ ვადაში წარადგინოს მოთხოვნილი დოკუმენტი ან მიაწოდოს კომისიას მოთხოვნილი ინფორმაცია, ასევე მოახდინოს წარდგენილ განცხადებაში დაშვებული ტექნიკური შეცდომების გასწორება.

10. მონაწილეს უფლება აქვს წერილობითი ფორმით უარი განაცხადოს კონკურსში  მონაწილეობაზე, განცხადებების მიღებისათვის ნებართვის გამცემის მიერ განსაზღვრული ვადის ამოწურვამდე ნებისმიერ დროს.

11. იმ შემთხვევაში, თუ კონკურსის პირობებით დადგენილ ვადაში არ იქნა წარდგენილი განცხადება ლოტზე გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, კონკურსი ითვლება ჩაშლილად. მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო ასეთ შემთხვევაში იღებს გადაწყვეტილებას კონკურსის ჩაშლილად გამოცხადების შესახებ, რის თაობაზეც ინფორმაცია ქვეყნდება მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში, აგრეთვე ვრცელდება ინტერნეტის ქსელით. განმეორებითი კონკურსი ჩატარდება მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს გადაწყვეტილებით, წინამდებარე წესის შესაბამისად.

12. მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო უფლებამოსილია გადაავადოს  განცხადების მიღების, კონკურსის ჩატარების ან/და გამარჯვებულის გამოვლენის თარიღი, რის შესახებაც ინფორმაცია ვრცელდება საჯაროდ.


მუხლი 7. საკონკურსო განცხადების განხილვაზე უარის თქმის საფუძვლები
საკონკურსო განცხადების განხილვაზე უარის თქმის საფუძვლებია:

ა) ნებართვის მაძიებლის მიერ წინამდებარე წესის მე-6 მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნების შეუსრულებლობა და ამავე მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა;

ბ) ნებართვის მაძიებლის მიერ წარმოდგენილი მონაცემების და/ან მათი დამადასტურებელი დოკუმენტაციის სიყალბე.


მუხლი 8. M2 და M3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებების შეფასების კრიტერიუმები:
1. გამარჯვებულის გამოვლენა ხდება ნებართვის მაძიებლების მიერ წარმოდგენილი M2 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალების შეფასებით, შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:

 

საკონკურსო შეფასების კრიტერიუმები

ქულა

M2 კატეგორიის ავტობუსის ტექნიკური მახასიათებლები

  1. M2 კატეგორიის ავტობუსის გამოშვების წელი

)

2013-2020წწ.

10

)

2006-2012წწ.

7

)

2000-2005წწ.

4

  1. წლამდე გამოშვებულ M2 კატეგორიის ავტობუსებზე ნებართვა არ გაიცემა
  1. კონდიცირებისა და ვენტილაციის სისტემები

)

 მგზავრთა სალონის გამართული კონდიცირების სისტემა და ლუქი სახურავზე

4

)

4 (ოთხი) და მეტი გასაღები ფანჯარა და ლუქი სახურავზე

1

M2 კატეგორიის ავტობუსზე , რომელსაც არ ექნება კონდიცირების /გათბობის ან /და ვენტილიაციის გამართული სისტემები, ნებართვა არ გაიცემა

  1.   M2 კატეგორიის ავტობუსის ძარას ვარგისიანობა

)

ძარას არ გააჩნია მექანიკური დაზიანება და კოროზია

3

M2 კატეგორიის ავტობუსზე, რომელსაც ექნება ძარაზე მექანიკური დაზიანება ან /და კოროზია. ნებართვა არ გაიცემა

  1. M2 კატეგორიის ავტობუსის სიმაღლე

)

2700 მმ და მეტი;

7

)

2570 – 2700 მმ -მდე;

4

M2 კატეგორიის ავტობუსი, რომელიც იქნება 2570 მმ დაბალი ნებართვა არ გაიცემა

  1. M2 კატეგორიის ავტობუსის სამგზავრო სალონი

)

მგზავრთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით სალონი გაწყობილი უნდა იყოს რბილი და ხმაურჩამხმშობი გადასაკრავით და არ უნდა იყოს ტრავმასაშიში შვერილები და სხვა კონსტრუქციული ელემენტები , განათების სისტემა სრულყოფილია , იატაკი სწორი დაზიანების გარეშე.

7

)

კარების საკეტი , ლუქი და ფანჯრების ჩამკეტები გამართულია , იკეტება და იღება თავისუფლად , საქარე და გვერდითი მინები არ არის დაზიანებული.

7

)

სავარძლის პარამეტრები და განლაგება შეესაბამება სტანდარტებს

 

  

სავარძლების რაოდენობა

K

H

J

 

17 დასაჯდომ ადგილამდე

35სმ;

65სმ;

35სმ;

7

17 და მეტი დასაჯდომი ადგილით

35სმ;

65სმ;

40-50სმ;

M2 კატეგორიის ავტობუსზე , რომელიც ვერ დააკმაყოფილებს შეფასების კრიტერიუმის მე -5 პუნქტის - - ქვეპუნქტებს, ნებართვა არ გაიცემა

  1. M2 კატეგორიის ავტობუსის უსაფრთხოება

ა)

ხანძარსაწინააღმდეგო მოწყობილობების, სამედიცინო სააფთიაქო ყუთების, საავარიო გაჩერების ნიშნების, მინის გასატეხი ჩაქუჩების კომპლექტის, დაგორების საწინააღმდეგო სოლების ან დაგორების საწინააღმდეგო სხვა მოწყობილობების არსებობა. (მარკირებული)

M2 კატეგორიის ავტობუსი, რომელიც ვერ დააკმაყოფილებს უსაფრთხოების ნორმებს, ნებართვა არ გაიცემა

  1.  M2 კატეგორიის ავტობუს უნდა გააჩნდეს პერიოდული ტექნიკური დათვალიერება

M2 კატეგორიის ავტობუსი, რომელსაც არ გააჩნია პერიოდული ტექნიკური დათვალიერება, ნებართვა არ გაიცემა

 

2. გამარჯვებულის გამოვლენა ხდება ნებართვის მაძიებლების მიერ წარმოდგენილი M3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალების შეფასებით, შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:

 

საკონკურსო შეფასების კრიტერიუმები

ქულა

M3 კატეგორიის ავტობუსის ტექნიკური მახასიათებლები

  1. M3კატეგორიის ავტობუსის გამოშვების წელი

)

2013-2020წწ .

10

)

2006-2012წწ .

7

)

2000-2005წწ .

4

  1. წლამდე გამოშვებულ M3 კატეგორიის ავტობუსებზე ნებართვა არ გაიცემა
  1. კონდიცირებისა და ვენტილაციის სისტემები

)

მგზავრთა სალონის გამართული კონდიცირების სისტემა და 2ლუქი სახურავზე

4

)

6 (ექვსი) და მეტი გასაღები ფანჯარა და ლუქი სახურავზე

1

M2 კატეგორიის ავტობუსზე , რომელსაც არ ექნება კონდიცირების /გათბობის ან /და ვენტილიაციის გამართული სისტემები, ნებართვა არ გაიცემა

  1.   M3 კატეგორიის ავტობუსის ძარას ვარგისიანობა

)

ძარას არ გააჩნია მექანიკური დაზიანება და კოროზია

3

M3კატეგორიის ავტობუსზე , რომელსაც ექნება ძარაზე მექანიკური დაზიანება ან /და კოროზია. ნებართვა არ გაიცემა

  1. M3 კატეგორიის ავტობუსის სიმაღლე

)

2740 მმ და მეტი ;

7

)

2610 – 2740 მმ -მდე ;

4

M2 კატეგორიის ავტობუსი , რომელიც იქნება 2610მმ დაბალი ნებართვა არ გაიცემა

  1. M3კატეგორიის ავტობუსის სამგზავრო სალონი

)

მგზავრთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით სალონი გაწყობილი უნდა იყოს რბილი და ხმაურჩამხმშობი გადასაკრავით და არ უნდა იყოს ტრავმასაშიში შვერილები და სხვა კონსტრუქციული ელემენტები , განათების სისტემა სრულყოფილია , იატაკი სწორი დაზიანების გარეშე .

7

)

კარების საკეტი , ლუქი და ფანჯრების ჩამკეტები გამართულია , იკეტება და იღება თავისუფლად , საქარე და გვერდითი მინები არ არის დაზიანებული .

7

გ)

სავარძლის პარამეტრები და განლაგება შეესაბამება სტანდარტებს

 

  

სავარძლების რაოდენობა

K

H

J

 

17 დასაჯდომ ადგილამდე

35სმ;

65სმ;

35სმ;

7

17 და მეტი დასაჯდომი ადგილით

35სმ;

65სმ;

40-50სმ;

M3 კატეგორიის ავტობუსზე , რომელიც ვერ დააკმაყოფილებს შეფასების კრიტერიუმის მე -5 პუნქტის - - ქვეპუნქტებს, ნებართვა არ გაიცემა

  1. M3 კატეგორიის ავტობუსის უსაფრთხოება

ა)

ხანძარსაწინააღმდეგო მოწყობილობების, სამედიცინო სააფთიაქო ყუთების , საავარიო გაჩერების ნიშნების, მინის გასატეხი ჩაქუჩების კომპლექტის, დაგორების საწინააღმდეგო სოლების ან დაგორების საწინააღმდეგო სხვა მოწყობილობების არსებობა. (მარკირებული )

M3კატეგორიის ავტობუსი , რომელიც ვერ დააკმაყოფილებს უსაფრთხოების ნორმებს , ნებართვა არ გაიცემა

  1.  M3 კატეგორიის ავტობუს უნდა გააჩნდეს პერიოდული ტექნიკური დათვალიერება

M3 კატეგორიის ავტობუსი , რომელსაც არ გააჩნია პერიოდული ტექნიკური დათვალიერება , ნებართვა არ გაიცემა

 

3. საერთო შეფასებაში თითეულ კრიტერიუმს აქვს თავისი ქულა.

4. გამარჯვებულად ითვლება ის ნებართვის მაძიებელი, რომელიც შეფასების შედეგად მიიღებს ყველაზე მაღალ საბოლოო ქულათა ჯამს.

5. M2 და M3კატეგორიის ავტობუსის ტექნიკური მახასიათებლების შეფასების ქულა იანგარიშება შემდეგნაირად:

ა) ამ მუხლის „საკონკურსო შეფასების კრიტერიუმებით“ გამარჯვებული ნებართვის მაძიებლის გამოსავლენად მინიმალურ ბარიერად განისაზღვროს 36 ქულა.

ბ) თანაბარი ქულის დაგროვების შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება იმ ავტოსატრანსპორტო საშუალებას, რომელიც აკმაყოფილებს M2 ან M3 კატეგორიის ავტობუსის საკონკურსო შეფასების კრიტერიუმებს შემდეგი თანმიმდევრობით, კერძოდ: საკონკურსო შეფასების კრიტერიუმების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტს, მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტს და მე-4 პუნქტის „ა “ ქვეპუნქტს.


მუხლი 9. ნებართვის მაძიებლის გამარჯვებულად გამოცხადების ან/და მის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის შეფასების გამომრიცხველი გარემოებები
 ნებართვის მაძიებლის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია არ ფასდება და ნებართვის მაძიებელი არ შეიძლება გამოცხადდეს გამარჯვებულად, თუ:

ა ) წარმოდგენილი საკონკურსო განცხადება არ შეესაბამება სანებართვო პირობებს;

ბ ) ნებართვის მაძიებელს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენით ჩამორთმეული აქვს შესაბამის სანებართვო სფეროში საქმიანობის უფლება.


თავი III
კონკურსის ეტაპები

მუხლი 10. კონკურსის ეტაპები
1. კონკურსის ეტაპებია:

ა) ნებართვის მაძიებლის მიერ კონკურსში მონაწილეობისათვის წარდგენილი განცხადების და თანდართული დოკუმენტაციის ძირითად ფორმალურ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა;

ბ) ნებართვის მაძიებლების მიერ საკონკურსოდ წარმოდგენილი M2 და M3 კატეგორიის ავტობუსების შეფასება;

გ) კონკურსის შედეგების შეჯამება.

2. კონკურსის ჩატარების გრაფიკს განსაზღვრავს კომისია.


მუხლი 11. არშემდგარი კონკურსი
კონკურსი ითვლება არშემდგარად და კომისიის მიერ ფორმდება სათანადო ოქმი თუ:

ა) კონკურსის მოწყობის თაობაზე ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ დადგენილ ვადაში არ იქნა წარდგენილი არცერთი განცხადება, ან წინამდებარე წესის შესაბამისად ვერ გამოვლინდა გამარჯვებული;

ბ) ყველა წარდგენილი განცხადება დატოვებულ იქნა განუხილველად.


მუხლი 12. კონკურსის შედეგების შეჯამება
1. კონკურსში გამარჯვებული გამოვლინდება საკონკურსოდ გამოტანილ ლოტზე.

2. კომისიის გადაწყვეტილება კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ ფორმდება ოქმით.

3. კომისიის ოქმი კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ დასამტკიცებლად ეგზავნება მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოს, ცხადდება საჯაროდ და ეგზავნება კონკურსის ყველა მონაწილეს. კონკურსში გამარჯვებულს ნებართვის მიღებამდე უფლება არა აქვს განახორციელოს აღნიშნული საქმიანობა.


მუხლი 13. განმეორებითი კონკურსი
1. მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო ნიშნავს განმეორებით კონკურსს იმ შემთხვევაში, თუ პირველი კონკურსის დროს არ მოხდება ლოტზე გამარჯვებულის გამოვლენა.

2. განმეორებითი კონკურსი ცხადდება წინამდებარე წესის შესაბამისად.


მუხლი 14. სადავო საკითხების გადაწყვეტა
კონკურსთან დაკავშირებული ყველა სადავო საკითხი რეგულირდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

თავი IV
ნებართვის გაცემა

მუხლი 15. ნებართვის გაცემა
1. ნებართვა გაიცემა კონკურსში გამარჯვებულ ნებართვის მაძიებელზე, მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს მიერ კონკურსში გამარჯვებულებად გამოცხადების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილებისა და ნებართვის გამცემსა და კონკურსში გამარჯვებულს შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე.

2. თუ კონკურსში გამარჯვებული უცხო ქვეყანაში რეგისტრირებული იურიდიული პირი ან უცხო ქვეყნის მოქალაქეა, მაშინ კონკურსში გამარჯვებულმა იურიდიულმა ან ფიზიკურმა პირმა ხელშეკრულების გაფორმებამდე საქართველოში მისი 100% წილობრივი მონაწილეობით უნდა დააფუძნოს საწარმო, რომელზეც გაიცემა ნებართვა.

3. კონკურსში გამარჯვებულად გამოცხადების შესახებ მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს გადაწყვეტილების მიღებიდან 30 სამუშაო დღის განმავლობაში კონკურსში გამარჯვებულს ან ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად საქართველოში დაფუძნებულ საწარმოსა და მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოს შორის ფორმდება  ხელშეკრულება.

4. სახელშეკრულებო პირობები განისაზღვრება ამ დადგენილებისა და მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს მიერ და ქვეყნდება წინასწარ.

5. ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ ნებართვის მფლობელს გადაეცემა სანებართვო მოწმობა და იგი უფლებამოსილია განახორციელოს მომსახურება.

6. კონკურსში გამარჯვებული ნებართვის მაძიებლის მიერ დადგენილ ვადაში საკონკურსო პირობების შეუსრულებლობა, ხელშეკრულების გაუფორმებლობის ან ნებართვის მიღებაზე უარის თქმის შემთხვევაში, გამარჯვებულს არ მიეცემა ნებართვა.

7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში კონკურსი ითვლება ჩაშლილად. მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო ასეთ შემთხვევაში იღებს გადაწყვეტილებას კონკურსის ჩაშლილად გამოცხადების შესახებ, რის თაობაზეც ინფორმაცია ქვეყნდება მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში, აგრეთვე ვრცელდება ინტერნეტის ქსელით. განმეორებითი კონკურსი ჩატარდება მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს გადაწყვეტილებით, წინამდებარე წესის შესაბამისად, არაუგვიანეს ექვსი თვის ვადაში. 


მუხლი 16. ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლები
1. ნებართვის გაცემაზე უარის თქმა შეუძლია ნებართვის გამცემს.

2. ნებართვის გამცემი არ გასცემს ნებართვას, თუ:

ა) ნებართვის მაძიებელი არ არის საკონკურსო კომისიის შესაბამისი ოქმით კონკურსში გამარჯვებულად გამოცხადებული;

ბ) ნებართვის მაძიებლის მიერ წარდგენილი განცხადება დატოვებული იქნა განუხილველად;

გ) წინამდებარე წესის მე-6 მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში.

3. უარი ნებართვის გაცემაზე უნდა იყოს დასაბუთებული და ეცნობოს ნებართვის მაძიებელს.


მუხლი 17. ნებართვის გაცემაზე უარის გასაჩივრება
ნებართვის გამცემის გადაწყვეტილება ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესახებ შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში.

მუხლი 18. სანებართვო პირობები და ნებართვის მფლობელის უფლება-მოვალეობები
1. ნებართვის მფლობელი ვალდებულია დაიცვას შემდეგი სანებართვო პირობები:

ა) ნებართვის მოქმედების მთელი ვადის განმავლობაში უზრუნველყოს მომსახურების გაწევა დადგენილი მარშრუტებით;

ბ) მარშრუტების შეცვლის (სამარშრუტო სქემის შეცვლის, მარშრუტის გაუქმების, მარშრუტის დამატების) შემთხვევაში, თუ ეს არ იწვევს ავტობუსების საკონკურსო განცხადებით განსაზღვრული საერთო რაოდენობის გაზრდას, ცვლილების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლის დღიდან უზრუნველყოს მომსახურების განხორციელება შეცვლილი მარშრუტების შესაბამისად;

გ) წინამდებარე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში მითითებულ შემთხვევაში, ასევე მარშრუტების შეცვლის გარეშე მარშრუტებისთვის დადგენილი ავტობუსების საკონკურსო განცხადებით განსაზღვრული რაოდენობის გაზრდის შემთხვევაში, მომსახურების განხორციელება უზრუნველყოს ცვლილების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლის დღიდან არაუგვიანეს 1 თვის ვადაში, ხოლო მარშრუტების შეცვლის გარეშე მარშრუტებისთვის დადგენილი ავტობუსების საკონკურსო განცხადებით განსაზღვრული რაოდენობის შემცირების შემთხვევაში, მომსახურების განხორციელება უზრუნველყოს ცვლილების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლის დღიდან;

დ) კონკურსში გამარჯვებულმა ნებართვის მაძიებელმა მომსახურების განხორციელება დაიწყოს და ნებართვის მოქმედების მთელი ვადის განმავლობაში განაგრძოს მხოლოდ იმ M2 კატეგორიის ავტობუსებით, რომლებმაც დააკმაყოფილეს ამ წესის მე-8 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული შეფასების კრიტერიუმები და მოაგროვეს 36 ან მეტი ქულა;

ე) კონკურსში გამარჯვებულმა ნებართვის მაძიებელმა ნებართვის მოქმედების მთელი ვადის განმავლობაში საკუთრებაში ან/და ავტობუსის მესაკუთრესთან წერილობითი ხელშეკრულების საფუძველზე დროებით სარგებლობაში იყოლიოს ის ავტობუსები, რომლებმაც დააკმაყოფილეს ამ წესის მე-8 მუხლის პირველი ან/და მე-2 პუნქტით განსაზღვრული შეფასების კრიტერიუმები და მოაგროვეს 36 ან მეტი ქულა;

ვ) უზრუნველყოს ხაზზე გაშვებისას თითოეული ავტობუსის სანიტარიულ-ჰიგიენური მდგომარეობა;

ზ) დაიცვას მგზავრთა გადაყვანის და ბარგის გადაზიდვის საქართველოს ნორმატიული აქტებით დადგენილი წესები;

თ) თანამშრომელთა (მძღოლების) სამუშაოზე მიღებისას დაიცვას მათი პროფესიული შესატყვისობის მოთხოვნები;

ი) უზრუნველყოს ნებართვის გამცემთან შეთანხმებული უნიფორმით მომსახურების განმახორციელებელი ყველა მძღოლის შემოსვა;

კ) არ დაუშვას უშუალოდ მარშრუტზე მოძრაობისას მძღოლის მიერ თამბაქოს მოხმარება;

ლ) აანაზღაუროს მომსახურების განხორციელებისას მგზავრისთვის მიყენებული ზიანი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ზიანი გამოწვეულია მგზავრის მართლსაწინააღმდეგო ქმედებით;

მ) უზრუნველყოს მარშრუტზე მომუშავე ავტობუსების აღჭურვა დადგენილი ნიმუშების სვლაგეზის მაჩვენებელი, მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან შეთანხმებული ფირნიშნებით (ან ელექტრონული ტაბლოებით).

ნ) მგზავრისთვის თვალსაჩინო ადგილას განათავსოს ინფორმაცია, სადაც მძღოლის სახელი, გვარი, ფოტოსურათი, ნებართვის მფლობელის დასახელება, ცხელი ხაზის სატელეფონო ნომრები და მგზავრობის ღირებულებაა აღნიშნული, აგრეთვე გამოაკრას იმ მგზავრთა ჩამონათვალი, რომელთა უფასოდ გადაყვანაც სავალდებულოა.

ო) აწარმოოს ავტობუსების ყოველდღიური სადისპეტჩერო აღრიცხვა-რეგულირება;

პ) დაიცვას მარშრუტის საწყის, საბოლოო და მგზავრთა ჩასხდომა-გადმოსხდომის ადგილებში დგომის წესები, სისუფთავის და ჰიგიენური ნორმები, ნებართვის გამცემის მოთხოვნით, ასევე საჭიროების შემთხვევაში ნებართვის გამცემთან შეთანხმებით საქართველოს ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით განათავსოს ბიოტუალეტები;

ჟ) უზრუნველყოს მარშრუტის მუშაობის დაწყება-დამთავრების დროისა და ინტერვალის დაცვა;

რ) არ დაუშვას ავტოსატრანსპორტო საშუალების დამამზადებლის მიერ დადგენილ მგზავრთტევადობაზე მეტი მგზავრის გადაყვანა;

ს) გადამზიდავი (M2 და M3 კატეგორიის ავტობუსის მძღოლი) ვალდებულია მგზავრთა ჩასხდომა–გადმოსხდომა აწარმოოს გაჩერებისათვის სპეციალურად მონიშნულ ადგილებში;

ტ) მომსახურების გაწევა განახორციელოს დადგენილი ტარიფის შესაბამისად;

უ) წინამდებარე წესის მე-8 მუხლის „საკონკურსო შეფასების კრიტერიუმების“ საფუძველზე გამოვლენილი გამარჯვებული ნებართვის მაძიებლის ავტობუსებში, ზაფხულის ცხელ დღეებში (+30 ​0C) სავალდებულო იქნება კონდიცირების სისტემის ჩართვა.

ფ) წინამდებარე წესის მე-8 მუხლის „საკონკურსო შეფასების კრიტერიუმების“ საფუძველზე გამოვლენილი გამარჯვებული ნებართვის მაძიებლის ავტობუსები, კონკურსის დასრულებს შემდეგ ნებართვის გამცემის მიერ მითითებულ ვადაში აღიჭურვოს GPS მონიტორინგის იმ სისტემით, რომელსაც განუსაზღვრავს ნებართვის გამცემი. ავტობუსების GPS მონიტორინგის სისტემით აღჭურვისათვის და შემდგომი პროგრამული მომსახურების მიზნით გორის მუნიციპალიტეტის მერია უზრუნველყოფს მოქმედი კანონმდებლობის თანახმად შესაბამისი კვალიფიკაციის კომპანიის შერჩევას.

ქ) წინამდებარე წესის მე-8 მუხლის „საკონკურსო შეფასების კრიტერიუმების“ საფუძველზე გამოვლენილი გამარჯვებული ნებართვის მაძიებლის ავტობუსებში, რომელთაც დადგენილი გრაფიკის შესაბამისად მოუწევთ სამარშრუტო ხაზზე მუშაობა, ვალდებული იქნებიან, ჩართული ჰქონდეთ GPS მონიტორინგის სისტემა. სამარშრუტო ხაზზე გამორთული GPS მონიტორინგის სისტემით მომსახურების გაწევა კი იქნება მკაცრად კონტროლირებადი და ჩაითვლება სანებართვო პირობების დარღვევად;

ღ) ნებართვის გამცემის მოთხოვნის შემთხვევაში უზრუნველყოს მარშრუტზე მომუშავე M2 და M3 კატეგორიის ავტობუსებში (მგზავრობის საფასურის გადახდის უნივერსალური საშუალება) გადახდის ელექტრონული აღმრიცხველი საშუალებების დამონტაჟება საქართველოს ნორმატიული აქტების შესაბამისად, რომელიც მგზავრისთვის უნდა იძლეოდეს დადგენილი შეღავათიანი ტარიფით/ფასით სარგებლობის შესაძლებლობას და ახდენდეს მათ აღრიცხვას;

ყ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნტით დადგენილი მოთხოვნის შესრულების შემდგომ მომსახურების გაწევა განახორციელოს ნებართვის გამცემის მიერ დადგენილი შეღავათების გათვალისწინებით;

შ) აწარმოოს მგზავრის საჩივრების აღრიცხვა, მოაწყოს ცხელი ხაზი;

ჩ) M2 და M3 კატეგორიის ავტობუსზე რეკლამა განათავსოს მხოლოდ ნებართვის გამცემის წერილობითი თანხმობის შემთხვევაში, საქართველოს ნორმატიული აქტების შესაბამისად;

ც) გადაიხადოს ნებართვის გაცემის ფასი;

ძ) ნებართვის მფლობელის (მძღოლების) ან სხვა ტექნიკური პერსონალის გაფიცვის ან ადმინისტრაციის ლოკაუტის შემთხვევაში არ დაუშვას მომსახურების სრული შეწყვეტა რომელიმე მარშრუტზე 3 კალენდარულ დღეზე მეტ ხანს, ხოლო მომსახურების შეზღუდვა 5 დღეზე მეტ ხანს, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ნებართვის გამცემს წინასწარ 2 დღით ადრე წერილობით შეატყობინებს მოსალოდნელი გაფიცვის ან ლოკაუტის შესახებ;

ც) ნებართვის გამცემს ნებართვის გაუქმების შესახებ მოთხოვნა წარუდგინოს მინიმუმ სამი თვით ადრე;

წ) არ დაუშვას ნებართვის გამცემის წინასწარი წერილობითი თანხმობისა და ნებართვის გამცემის მიერ დადგენილი პირობების გარეშე ნებართვის სხვა პირისათვის ნებისმიერი ფორმით გადაცემა;

ჭ) ხელი შეუწყოს უფლებამოსილ შემმოწმებელს მუშაობაში;

ხ) სრულად შეასრულოს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები.

2. ნებართვის მფლობელს უფლება აქვს:

ა) ფორსმაჟორის ან სხვა შემთხვევაში, როდესაც შეუძლებელია მარშრუტის დაცვა, ნებართვის გამცემის თანხმობით და მის მიერ დადგენილი სქემით, დროებით შეცვალოს მუშაობის რეჟიმი, მოძრაობის განრიგი, შეწყვიტოს ან გარკვეულ მონაკვეთზე შეცვალოს დადგენილი მარშრუტი; თუ შეუძლებელია ნებართვის გამცემის თანხმობის მიღება, მომსახურებაში განხორციელებული ცვლილების შესახებ აცნობოს ნებართვის გამცემს დაუყოვნებლივ;

ბ) ნებართვის გამცემს წარუდგინოს წინადადებები მუნიციპალიტეტის ადმინიტრაციულ საზღვრებში სამგზავრო გადაყვანის უკეთესად ორგანიზების შესახებ;

გ) ისარგებლოს საქართველოს ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებებით.

3. ნებართვის მფლობელი ვალდებულია:

ა) მძღოლად დასაქმება შესთავაზოს ნებართვის გაცემამდე მომსახურების განმახორციელებელ მძღოლებს იმავე პირობებით, რასაც შესთავაზებს მესამე პირებს. მათი თანხმობის შემთხვევაში, ნებართვის მფლობელი ვალდებულია უპირატესად დაასაქმოს ისინი;

ბ) იმ შემთხვევაში თუ მძღოლი მის მიერ მართული ავტობუსით მოხვდება ავარიაში (ავტო­საგზაო შემთხვევა) და არ იკვეთება ამ ავარიაში მისი ბრალეულობა, ნებართვის მფლობელს შეუძლია წარმოადგინოს სხვა ავტობუსი, რომელიც აკმაყოფილებს ამ წესით მოთხოვნილ სავალდებულო ტექნიკურ კრიტერიუმებს და კომისიის დასკვნის შემდგომ მიეცემა უფლება მომსახურების გაგრძელების შესახებ;

გ) კონკურსში გამარჯვებული ნებართვის მაძიებლის მიერ ნებართვის მიღებისთანავე და შემდგომში პერიოდულად ავტობუსების შეცვლის შემთხვევაში, თუ ნებართვის მფლობელს გააჩნია საკმარისი რაოდენობის ავტობუსების რეზერვი, მათი ჩანაცვლება არ მოხდება, იმ შემთხვევაში თუკი აღმოჩნდება, რომ ავტობუსების რეზერვი არასაკმარისია და ამით პრობლემა იქმნება სამარშრუტო ხაზზე მომსახურების გაწევაში, მაშინ ნებართვის მფლობელი ვალდებული იქნება გამონთავისუფლებულ ადგილზე წარმოადგინოს ისეთი ავტობუსი ან ავტობუსები, რომელთა ასაკი იქნება არაუმეტეს 10 წლისა.

 დ) კონკურსში გამარჯვებულ ნებართვის მაძიებელს ნებართვის ამოქმედებიდან პირველი სამი თვის განმავლობაში უფლება არ აქვს შეცვალოს ის კონკურსგავლილი ავტობუსი, რომელმაც გადალახა ამ წესის მე-8 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული შეფასების კრიტერიუმებით დადგენილი მინიმალური ბარიერი, გარდა იმ შემთხვევისა, რასაც გულისხმობს ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი.

ე) სარეგისტრაციო მონაცემების ცვლილების შემთხვევაში, ნებართვის მფლობელი ვალდებულია ნებართვის გამცემს წერილობით აცნობოს ამის თაობაზე და წარუდგინოს სათანადო დოკუმენტები შესაბამისი ცვლილების განხორციელებიდან შვიდი დღის განმავლობაში.


მუხლი 19. ნებართვის გამცემის უფლება-მოვალეობები
ნებართვის გამცემი:

ა) კანონით დადგენილ შემთხვევებში და დადგენილი წესით გასცემს ნებართვას, შეაქვს მასში ცვლილება ან აუქმებს მას;

ბ) აწარმოებს უწყებრივ სანებართვო რეესტრს;

გ) გადაწყვეტილების მიღებიდან 10 დღის ვადაში აქვეყნებს ინფორმაციას ნებართვის გაცემის, მასში ცვლილების შეტანის ან მისი გაუქმების შესახებ;

დ) ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით ინახავს ნებართვის მაძიებლის მიერ წარდგენილ დოკუმენტაციას;

ე) კანონით დადგენილი წესით და წინამდებარე წესის შესაბამისად, ახორციელებს კონტროლს ნებართვის მფლობელის მიერ სახელშეკრულებო და სანებართვო პირობების შესრულებაზე;

ვ) ნებართვის გამცემის მოვალეობაა ან/და ნებართვის გამცემის მიერ განსაზღვრული პირის მოვალეობაა, ყოველდღიურ რეჟიმში განახორციელოს GPS მონიტორინგის სისტემის პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებით სადისპეჩერო საქმიანობის მონიტორინგი რეალურ დროში;

ზ) კანონით დადგენილი წესით და წინამდებარე წესის შესაბამისად 6 (ექვსი) თვეში ერთხელ მაინც ახორციელებს კონკურსის წესის თანახმად გამარჯვებული გადამზიდავი კომპანიების (ნებართვის მფლობელების) ავტოპარკის ტექნიკურ დათვალიერებას;

თ) ნებართვის მფლობელს ერთი თვით ადრე უგზავნის გაფრთხილებას მოსალოდნელი დათვალიერების შესახებ;

ი) უფლებამოსილია დათვალიერების შედეგად გამოვლენილი ექსპლუატაციისათვის უვარგისი ავტობუსები მოხსნას სამარშრუტო ხაზიდან (გადამზიდავებს არ ექნებათ უფლება ამ ავტობუსებით განახორციელონ მომსახურება);

კ) ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო და სახელშეკრულებო პირობების დარღვევისას მოქმედებს წინამდებარე წესისა და მოქმედი ნორმატიული აქტების  შესაბამისად;

ლ) ფორსმაჟორის შემთხვევაში, მარშრუტზე საგზაო მოძრაობის პირობების გაუარესების, მგზავრთნაკადის მნიშვნელოვანი შემცირების ან/და სხვა გაუთვალისწინებელი, მარშრუტისათვის ნორმალური ფუნქციონირებისათვის ხელის შემშლელი პირობების შემთხვევაში, ნებართვის მფლობელის შეტყობინების საფუძველზე განიხილავს და საჭიროების შემთხვევაში ოფიციალურად გასცემს თანხმობას მარშრუტის ცვლილებისა და/ან მასზე ყოველდღიურად მომუშავე სატრანსპორტო საშუალებათა რაოდენობის დროებით შემცირების თაობაზე;

მ) ვალდებულია განსაზღვროს ავტობუსების მინიმალური რაოდენობა, რომლითაც ნებართვის მფლობელს ნებართვის მოქმედების მთელი ვადის განმავლობაში ექნება მომსახურების განხორციელების შესაძლებლობა.


მუხლი 20. ნებართვის ამოქმედება და მოქმედების ვადა
1. ნებართვის გამცემი ვალდებულია კონკურსში გამარჯვებულის  მიერ წინამდებარე წესით  დადგენილი ყველა პირობის შესრულების შემთხვევაში გასცეს შესაბამისი სანებართვო მოწმობა.

2. ნებართვა გაიცემა ერთჯერადად, 1 (ერთი) წლის ვადით. ნებართვა ძალაშია მის გაუქმებამდე.

3. ნებართვის მაძიებელს შეუძლია განახორციელოს ნებართვით გათვალისწინებული ქმედება მხოლოდ ხელშეკრულების გაფორმებისა და სანებართვო მოწმობის მიღების შემდეგ.

4. ნებართვის მფლობელი უფლებამოსილია სანებართვო მოწმობის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში მოწმობის აღდგენამდე განახორციელოს სანებართვო ქმედება შესაბამისი ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე.


მუხლი 21. სანებართვო მოწმობის ფორმა და რეკვიზიტები, მათი გამოყენება და  აღრიცხვა-ანგარიშგება
სანებართვო მოწმობის ფორმა და რეკვიზიტები,  მათი გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი მტკიცდება მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ.

მუხლი 22. სანებართვო მოწმობის დაკარგვა ან დაზიანება
1. სანებართვო მოწმობის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში ნებართვის მფლობელი ნებართვის გამცემს მიმართავს წერილობითი განცხადებით სანებართვო მოწმობის დუბლიკატის გაცემის თაობაზე.

2. განცხადების მიღებიდან 2 დღის ვადაში ნებართვის გამცემი გასცემს სანებართვო მოწმობის დუბლიკატს და შესაბამისი ინფორმაცია შეაქვს უწყებრივ სანებართვო რეესტრში.

3. სანებართვო მოწმობის დუბლიკატს აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორიც მის დედანს.

4. სანებართვო მოწმობის დუბლიკატის გაცემის ფასის ოდენობაა 20 (ოცი) ლარი.

5. ნებართვის მოწმობის დუბლიკატის მიმღები პირი ვალდებულია სანებართვო მოწმობის დუბლიკატის ფასის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი წერილობით განცხადებასთან ერთად წარუდგინოს ნებართვის გამცემს.


თავი V
ნებართვის გაცემის ფასის გადახდის წესი

მუხლი 23. ნებართვის გაცემის ფასის გადამხდელი
ნებართვის გაცემის ფასის გადამხდელია ნებართვის მფლობელი.

მუხლი 24.  ნებართვის გაცემის ფასის გამოანგარიშების წესი
ნებართვის გაცემის ფასი გამოიანგარიშება ყოველთვიურად კონკრეტულ სამარშრუტო ხაზზე განსაზღვრული M2 და M3 კატეგორიის ავტობუსების რაოდენობის გადამრავლებით ნებართვის გაცემის ფასის განაკვეთზე სამარშრუტო ხაზების მიხედვით.

მუხლი 25. ნებართვის გაცემის ფასის გადახდის წესი და ვადები
1. ნებართვის გაცემის ფასი გადაიხდევინება ყოველთვიურად, წინამდებარე წესის 24-ე მუხლის შესაბამისად, გადახდის თვის 25 რიცხვიდან 30 რიცხვამდე პერიოდში.

2. ნებართვის გაცემის ფასის ამ მუხლში მითითებულ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში, ნებართვის მფლობელს დაეკისრება პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, გადაუხდელი თანხის 0.01%-ის ოდენობით.

3. ნებართვის გაცემის ფასის/პირგასამტეხლოს გადახდა ნებართვის მფლობელის მიერ წარმოებს საბანკო დაწესებულებაში და მთლიანად ჩაირიცხება ნებართვის გამცემის მიერ მითითებული მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესაბამის ანგარიშზე.

4. საბანკო მომსახურების ხარჯებს გადაიხდის ნებართვის მფლობელი.

5. ნებართვის ფასი სრულად გადაიხდევინება, მიუხედავად იმისა, საანგარიშო თვის განმავლობაში ნებართვის მფლობელმა განახორციელა თუ არა მომსახურება.


მუხლი 26. ნებართვის გაცემის ფასის შეცვლა
1. ნებართვის გაცემის ფასი არ შეიძლება გაიზარდოს ნებართვის ამოქმედებიდან ექვსი თვის განმავლობაში.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ, ნებართვის გაცემის ფასი შეიძლება გაიზარდოს, თუ ინფლაციის საშუალო დონე ბოლო 3 (სამი) წლიანი დროის მონაკვეთში აღემატება 6 (ექვსი) პროცენტს.


მუხლი 27. ნებართვის გაცემის ფასის გადამხდელის პასუხისმგებლობა
ამ თავის შესაბამისად, ნებართვის გაცემის ფასის გადამხდელი ვალდებულია დაიცვას საქართველოს ნორმატიული აქტებითა და წინამდებარე წესით განსაზღვრული მოთხოვნები.

მუხლი 28. ნებართვის გაცემის ფასთან დაკავშირებულ სადავო საკითხთა გადაწყვეტის წესი
1. ნებართვის გაცემის ფასთან დაკავშირებულ დავას წყვეტს სასამართლო საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

2. სასამართლოში სარჩელის შეტანა არ ათავისუფლებს ნებართვის მფლობელს  ნებართვის გაცემის ფასის გადახდისაგან.


თავი VI
კონტროლი სანებართვო პირობების შესრულებაზე და ნებართვის გაუქმება

მუხლი 29. კონტროლი სანებართვო პირობების შესრულებაზე
1. ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო პირობების შესრულებას აკონტროლებს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო ან მის მიერ უფლებამოსილი პირი საქართველოს ნორმატიული აქტებისა და წინამდებარე წესის შესაბამისად.

2. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 135-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენის მიზნით კონტროლის განმახორციელებელი უფლებამოსილი პირი, უფლებამოსილია კალენდარული წლის განმავლობაში, ნებისმიერ დროს, შეუზღუდავად განახორციელოს შემოწმება.


მუხლი 30. პასუხისმგებლობა სანებართვო პირობების დარღვევისათვის. ნებართვის გაუქმება
1. ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო პირობების შეუსრულებლობა და ნებართვის ფასის გადახდის ვადების დარღვევა გამოიწვევს პასუხისმგებლობას მოქმედი ნორმატიული აქტებისა და ნებართვის მფლობელთან გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად.

2.  ნებართვა შეიძლება ვადის გასვლამდე გაუქმებულ იქნეს:

ა) ნებართვის მფლობელის მოთხოვნის შემთხვევაში, მოთხოვნის წარდგენიდან სამითვის შემდეგ;

ბ) ნებართვის მფლობელის ლიკვიდაციისას, ფიზიკური პირის შემთხვევაში მისი გარდაცვალებისას;

გ) ამ წესის მე-18 მუხლით განსაზღვრული სანებართვო პირობების ნებისმიერი პუნქტის/ქვეპუნქტის შეუსრულებლობა (სამი ან მეტი დარღვევის შემთხვევაში) გამოიწვევს ამ წესის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად გაცემული ნებართვის გაუქმებას;

დ) ამ წესის 25-ე მუხლით განსაზღვრული ნებართვის ფასის გადახდის წესის და ვადების დარღვევა (იმ შემთხვევაში თუ ნებართვის მფლობელი გაფრთხილებიდან 10 კალენდარულ დღეში არ დაფარავს დავალიანებას და არ შეასრულებს დაკისრებულ ვალდებულებას) გამოიწვევს ამ წესის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად გაცემული ნებართვის გაუქმებას;

ე) ნებართვის მფლობელი, რომელსაც ამავე პუნქტის „გ“ და “დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ნებართვის მოქმედების ვადაში გაუუქმდება მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გადაყვანის ნებართვა, ჩაითვლება არასანდო პარტნიორად და მომავალში არ ექნება უფლება მონაწილეობა მიიღოს ანალოგიური სახის კონკურსებში მინიმუმ 3 წლის განმავლობაში;

ვ) საქმიანობის უფლების  ჩამორთმევის თაობაზე სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემთხვევაში;

ზ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სხვა შემთხვევებში.

3. ნებართვის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს  საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად. გასაჩივრება არ აჩერებს ნებართვის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების მოქმედებას.

4. ნებართვის გაუქმება ფორმდება მისი გამცემის მიერ, რაც  ეცნობება ნებართვის მფლობელს.

5. ნებართვის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ სანებართვო მოწმობა უბრუნდება ნებართვის გამცემს.

6. სანებართვო მოწმობის ნებართვის გამცემისათვის დადგენილ ვადაში ჩაუბარებლობისას მომსახურების განხორციელების შემთხვევაში მისი მფლობელი პასუხს აგებს უნებართვო საქმიანობისთვის.


თავი VII
უწყებრივი სანებართვო რეესტრი და ინფორმაციის ხელმისაწვდომობა

მუხლი 31. უწყებრივი სანებართვო რეესტრი. ინფორმაციის ხელმისაწვდომობა
1. უწყებრივ სანებართვო რეესტრს აწარმოებს ნებართვის გამცემი.

2. ნებართვის გამცემს ნებართვის გაცემის, მასში ცვლილებების შეტანის, მისი გაუქმების ან/და დუბლიკატის გაცემის შესახებ მონაცემები გადაწყვეტილების მიღებიდან 2 დღის ვადაში შეაქვს უწყებრივ სანებართვო რეესტრში.

3. უწყებრივ სანებართვო რეესტრში ასევე შეიტანება:

ა) მონაცემები ნებართვის მფლობელის შესახებ: ინდივიდუალური მეწარმისათვის ან იურიდიული პირისათვის – მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის თაობაზე; ფიზიკური პირისათვის – სახელი, გვარი, საცხოვრებელი და სამუშაო ადგილების თაობაზე;

ბ) ნებართვის მფლობელის საფირმო სახელწოდების (სახელის, გვარის), ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის, ადგილსამყოფლის შეცვლის ან რეორგანიზაციის შესახებ მონაცემები;

გ) სანებართვო მოწმობის ნომერი და გაცემის თარიღი;

დ) ნებართვის სახე.

4. ყველას აქვს უფლება, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით გაეცნოს სანებართვო რეესტრის მონაცემებს და მიიღოს ნებართვებთან დაკავშირებული საჯარო ინფორმაცია.


თავი VIII
პასუხისმგებლობა უნებართვო საქმიანობისთვის

მუხლი 32. პასუხისმგებლობა უნებართვო საქმიანობისთვის
გორის მუნიციპალიტეტის  ადმინისტრაციულ საზღვრებში გადაყვანის მომსახურების განხორციელება შესაბამისი ნებართვის გარეშე გამოიწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 135-ე მუხლის შესაბამისად.

 



დანართი 3

 

გორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში M2 და M3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით გორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის სანებართვო მოწმობის შევსებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი

მუხლი 1. სანებართვო მოწმობა
1. სანებართვო მოწმობის ფორმები მზადდება გორის მუნიციპალიტეტის მერიის შეკვეთით „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად.

2. სანებართვო მოწმობის ფორმების შეკვეთას გორის მუნიციპალიტეტის მერია აწარმოებს „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შერჩეულ პროლიგრაფიულ საწარმოში და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების დაცვით.

3. დამზადებული სანებართვო მოწმობების გამოტანის უფლება პოლიგრაფიული საწარმოდან აქვს პირს, რომელსაც გააჩნია გორის მუნიციპალიტეტის მერის მიერ გაცემული სათანადო მინდობილობა.

4. სანებართვო მოწმობის შესაბამისი ფორმა (ერთი ეგზემპლარი) შევსებული სახით ნებართვის მფლობელს ნებართვის გამცემის მიერ გადაეცემა მოქმედი საკანონმდებლო აქტებით და წინამდებარე დადგენილებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების შემდგომ, ხოლო სანებართვო მოწმობის მეორე ეგზემპლარი ინახება გორის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულში.


მუხლი 2. მოწმობის შევსების წესი
1. სანებართვო მოწმობა ივსება ლურჯი ან შავი ბურთულიანი საწერი კალმით.

2. მოწმობაში აღინიშნება:

ა) ნებართვის სახე (სახეობა);

ბ) სამარშრუტო ხაზის ნომერი;

გ) ნებართვის მოქმედების ვადა;

დ) ნებართვის გაცემის თარიღი;

ე) ნებართვის მფლობელის სახელი და გვარი/სახელწოდება;

ვ) სანებართვო პირობები

ზ) სანებართვო მოწმობით გათვალისწინებული სატრანსპორტო საშუალებებისა და მძღოლების მონაცემები

3. სანებართვო მოწმობას ხელს აწერს გორის მუნიციპალიტეტის მერი.


მუხლი 3. მოწმობის წარმოება, შენახვა, აღრიცხვა-ანგარიშგება
1. სანებართვო მოწმობების წარმოება ხორციელდება „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონისა და ამ წესის შესაბამისად.

2. სანებართვო მოწმობების შენახვა ხორციელდება „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტებით დადგენილი წესით. სანებართვო მოწმობების ფორმები უნდა ინახებოდეს ცეცხლგამძლე სეიფში.

3. სათავსო, სადაც ინახება სანებართვო მოწმობის ფორმები, ხელშეუხებელი უნდა იყოს გარეშე პირთათვის და სათანადოდ დაცული დაზიანებისაგან.

4. სანებართვო მოწმობის ფორმების გაცემას და შენახვას უზრუნველყოფს და პასუხისმგებელია ამ საქმიანობაზე გორის მუნიციპალიტეტის მერის მიერ უფლებამოსილი საჯარო მოხელე.

5. სანებართვო მოწმობის ფორმების გაცემა აღირიცხება ზონარგაყრილ, ბეჭედდასმულ, დანომრილ და მერიის მიერ უფლებამოსილი პირის ხელმოწერით დადასტურებულ სპეციალურ ჟურნალში.

6. სანებართვო მოწმობა მისი გაცემიდან არაუგვიანეს მეორე სამუშაო დღისა, აღირიცხება ჟურნალში. თუ მეორე დღე უქმე ან დასვენების დღეს დაემთხვა, მაშინ აღრიცხვა მოხდება მომდევნო სამუშაო დღეს.

7. ჟურნალში ჩანაწერები კეთდება ლურჯი ან შავი ბურთულიანი კალმით.

8. დაუშვებელია ჟურნალში ჩანაწერის ჩასწორება, გადაფხეკა ან კორექტორის გამოყენება. აუცილებლობისას, უზუსტო ჩანაწერი გადაიხაზება ერთი ხაზით იმგვარად, რომ ნათლად ჩანდეს ადრე დაწერილი ტექსტი. ახალი ჩანაწერი კეთდება ჟურნალის იმავე გრაფაში, ხოლო გრაფაში „შენიშვნა“ კეთდება ჟურნალის წარმოებაზე პასუხისმგებელი საჯარო მოხელის შესაბამისი ჩანაწერი (მაგალითად: „შესწორებულია მე-2 და მე-4 გრაფები. სახელი, გვარი და ხელმოწერა).

9. ჟურნალი ინახება გორის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულში და დადგენილი ვადის შემდგომ გადაეცემა არქივს. შენახვის პირობებმა უნდა უზრუნველყონ ჟურნალის დაცულობა.

10. ჟურნალი შიდა გამოყენების დოკუმენტია და იგი არ შეიძლება გაიცეს მესამე პირებზე, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.


მუხლი 4. სანებართვო მოწმობის დაკარგვა ან დაზიანება
1. სანებართვო მოწმობის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში, ნებართვის მფლობელი წერილობითი განცხადებით მიმართავს ნებართვის გამცემს სანებართვო მოწმობის დუბლიკატის გაცემის თხოვნით.

2. განცხადების მიღებიდან 2 დღის ვადაში უნდა გაიცეს დუბლიკატი და გაკეთდეს შესაბამისი ჩანაწერი უწყებრივ სანებართვო რეესტრში.

3. დუბლიკატს დაესმება შტამპი აღნიშვნით – „დუბლიკატი“. დუბლიკატს გააჩნია ისეთივე იურიდიული ძალა, როგორიც მის დედანს.


მუხლი 5. ჩამოწერა
1. გამოსაყენებლად უვარგისი სანებართვო მოწმობის ჩამოწერა შესაძლებელია:

ა) შევსებისას დაშვებული შეცდომის გამო;

ბ) სანებართვო მოწმობის დაზიანების გამო;

გ) მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

2. უვარგისი სანებართვო მოწმობის ჩამოწერა უნდა მოხდეს ჩამოწერის აქტის საფუძველზე, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

3. უვარგისი მოწმობის უტილიზაცია ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 



დანართი 4

 

გორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში M2 და M3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით რეგულარული სამგზავრო გადაყვანის უწყებრივი სანებართვო რეესტრის (ჟურნალის) ფორმა

სანებართვო მოწმობის სახეობა

სანებართვო მოწმობის გაცემის თარიღი

სანებართვო მოწმობის გამცემი

ორგანო

ნებართვის მფლობელის 

დასახელება და ხელმოწერა

მიღებაზე

ჩანაწერი სანებართვო მოწმობის დუბლიკატის გაცემის შესახებ

ჩანაწერი სანებართვო მოწმობის 

გაუქმების ან მასში ცვლილების შეტანის შესახებ

სანებართვო მოწმობის

რეგისტრაციაზე პასუხისმგებელი პირის სახელი, გვარი და უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი

შენიშვნა

1

2

3

4

5

6

7

8

9

 


დანართი 5

 

გორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში M2 და M3 კატეგორიის ავტობუსებისათვის რეგულარული სამგზავრო გადაყვანის სანებართვო მოწმობის ფორმა

                                                                                                                       

გორის მუნიციპალიტეტი

გორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვა

 

მოწმობა   № -------------------

გაცემის თარიღი: --------  --------------------------------- 20 ----  წელი

 

გაცემულია გორის მუნიციპალიტეტის მიერ.

ნებართვა გაცემულია ---- კატეგორიის ავტობუსებისათვის რეგულარული სამგზავრო გადაყვანისთვის

ნებართვის მოწმობა უფლებას აძლევს მის მფლობელს გადაიყვანოს მგზავრი შემდეგი რეგულარული მარშრიტით/მარშრუტებით: ------------------

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------                                                 

ნებართვის მფლობელია გადამყვანი:  --------------------------------------------------------------------------

-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

(სრული დასახელება, ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა, მისამართი, საიდენტიფიკაციო მონაცემები)

 

სანებართვო პირობები:

-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

 

სანებართვო მოწმობით გათვალისწინებული სატრანსპორტო საშუალებებისა და

მძღოლების მონაცემები

მარშრუტის

მძღოლის სახელი და გვარი

ავტოსატრანსპორტო საშუალების მოდელი

სახელმწიფო

სარეგისტრაციო მოწმობის  №

მძღოლის მართვის მოწმობის  №

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

                                                                                                         

სანებართვო მოწმობა გაცემულია გორის  მუნიციპალიტეტის მერის 20---  წლის --------- ----------------------  № ----------------------------- ბრძანების საფუძველზე.

სანებართვო მოწმობის მოქმედების ვადაა 20---  წლის --- ---------- დან  20----   წლის --- --------- მდე.

გორის მუნიციპალიტეტის მერი: -----------------------   ------------------------

                                                             (ხელმოწერა)                 (სახელი,გვარი)

                   

 

სფს-ს რეგისტრაციის   №----------------------------

დამკვეთი:  გორის მუნიციპალიტეტის მერია

შემსრულებელი: „------------------------------“

 


დანართი 6

 

კონკურსის წესით გამოვლენილ გამარჯვებულთან გასაფორმებელი ხელშეკრულების ფორმა

ხელშეკრულება №

გორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის განხორციელების შესახებ

 

 . გორი                                                                    „---„ „-----------------„  20-- წელი     

                    

ერთი მხრივ, გორის მუნიციპალიტეტის მერია, წარმოდგენილი გორის მუნიციპალიტეტის მერის --------------------------------- სახით და მეორეს მხრივ, გადამზიდავის  „------------------------------------------------------„ (შემდგომში – „გადამზიდავი“) მისი  ----------------------- სახით, ვდებთ წინამდებარე ხელშეკრულებას შემდეგზე:

 

1. ხელშეკრულების საგანი

გადამზიდავი კისრულობს ვალდებულებას გორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანისთვის მომსახურების განხორციელებაზე, ამ ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობებითა და ვადით.

 2. ხელშეკრულების პირობები

2.1. ხელშეკრულების ძირითადი მიზანია № ----------------------------- სამარშრუტო ხაზებზე ----- კატეგორიის ავტობუსებით რეგულარული სამგზავრო გადაყვანის უზრუნველყოფა შემდეგი პირობებით:

2.2.  მუშაობის დაწყება:

ზამთრის პერიოდში სამუშაო დღის დასაწყისი:

სამუშაო დღეებში - „--:--„ საათზე;

გამოსასვლელ დღეებში - „--:--„ საათზე;

ზამთრის გარდა სხვა დანარჩენ პერიოდში სამუშაო დღის დასაწყისი:

სამუშაო დღეებში - „--:--„ საათზე;

გამოსასვლელ დღეებში - „--:--„ საათზე.

 

2.3. მუშაობის დამთავრება:

ზამთრის პერიოდში სამუშაო დღის დასასრული:

სამუშაო დღეებში - „--:--„ საათზე;

გამოსასვლელ დღეებში - „--:--„ საათზე;

ზამთრის გარდა სხვა დანარჩენ პერიოდში სამუშაო დღის დასასრული:

სამუშაო დღეებში - „--:--„ საათზე;

გამოსასვლელ დღეებში - „--:--„ საათზე.

2.4. სამუშაო დღის განმავლობაში სამუშაო საათების დაწყებამდე ან მისი დასრულების შემდგომ, ნებართვის მფლობელს შეუძლია მისი შეხედულებისამებრ იმუშაოს ნებართვაში აღნიშნული მარშრუტით.

2.5. ლოტში შემავალ მარშრუტზე/მარშრუტებზე არსებული სატრანსპორტო საშუალებების საერთო რაოდენობა შეადგენს ----ერთეულს, თანახმად გორის მუნიციპალიტეტის მერის გადაწყვეტილებისა;

2.6. ყოველდღიურად მომუშავე ავტოსატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა შეადგენს ---ერთეულს.

2.7. მოძრაობის ინტერვალი განისაზღვრება ინდივიდუალურად თითოეული სამარშრუტო ხაზისათვის თანახმად გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ან გორის მუნიციპალიტეტის მერის გადაწყვეტილებისა;

2.8. სამუშაო დღის განმავლობაში 20:00 საათის შემდეგ დასაშვებია სამარშრუტო ხაზზე მოძრაობის ინტერვალის გაზრდა 60 წუთამდე.

3. მხარეთა უფლება-მოვალეობები

3.1. ნებართვის მფლობელის უფლება-მოვალეობები:

3.2. ნებართვის მფლობელი ვალდებულია დაიცვას შემდეგი სანებართვო პირობები:

3.2.1. ნებართვის მოქმედების მთელი ვადის განმავლობაში უზრუნველყოს მომსახურების გაწევა დადგენილი მარშრუტებით;

3.2.2 მარშრუტების შეცვლის (სამარშრუტო სქემის შეცვლის, მარშრუტის გაუქმების, მარშრუტის დამატების) შემთხვევაში, თუ ეს არ იწვევს ავტობუსების საკონკურსო განცხადებით განსაზღვრული საერთო რაოდენობის გაზრდას,  ცვლილების შესახებ ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლის დღიდან უზრუნველყოს მომსახურების განხორციელება შეცვლილი მარშრუტების შესაბამისად;

3.2.3. „3.2.2“ ქვეპუნქტში მითითებულ შემთხვევაში, ასევე მარშრუტების შეცვლის გარეშე მარშრუტებისთვის დადგენილი ავტობუსების საკონკურსო განცხადებით განსაზღვრული რაოდენობის გაზრდის შემთხვევაში, მომსახურების განხორციელება უზრუნველყოს ცვლილების შესახებ ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლის დღიდან არაუგვიანეს 1 თვის ვადაში, ხოლო მარშრუტების შეცვლის გარეშე მარშრუტებისთვის დადგენილი ავტობუსების საკონკურსო განცხადებით განსაზღვრული  რაოდენობის შემცირების შემთხვევაში, მომსახურების განხორციელება უზრუნველყოს ცვლილების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლის დღიდან;

3.2.4 კონკურსში გამარჯვებულად გამოცხადების დღიდან საკონკურსო განაცხადით წარმოდგენილი გრაფიკის შესაბამისად, მაგრამ არაუგვიანეს 1 წლის განმავლობაში მომსახურების განხორციელება დაიწყოს და ნებართვის მოქმედების მთელი ვადის განმავლობაში განაგრძოს მხოლოდ მისი საკონკურსო განცხადებით განსაზღვრული ტექნიკური მონაცემების ავტობუსებით. საკონკურსო განცხადებით განსაზღვრულ ტექნიკურ პირობებთან შესაბამისობის შენარჩუნების მიზნით შეცვალოს ავტობუსი, მისი კატეგორიის, სახეობის, სტანდარტების, ამ წესისა და მოქმედი ნორმატიული აქტების შესაბამისად, საკონკურსო განცხადებით განსაზღვრული ტექნიკური მონაცემების შეუცვლელად და ეს ცვლილებები დაუყოვნებლივ აცნობოს ნებართვის გამცემს; ავტობუსის შეცვლის დროს შეცვალოს ის უკეთესი ხნოვანების ავტობუსით, ვიდრე იყო შესაცვლელი ავტობუსი კონკურსის ჩატარების დღისთვის;

3.2.5 კონკურსში გამარჯვებულმა ნებართვის მაძიებელმა ნებართვის მოქმედების მთელი ვადის განმავლობაში საკუთრებაში ან/და --- კატეგორიის ავტობუსის მეპატრონესთან წერილობითი ხელშეკრულების საფუძველზე დროებით სარგებლობაში იყოლიოს ის ---- კატეგორიის ავტობუსები, რომლებმაც დააკმაყოფილეს „გორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის (M2 და M3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით) ნებართვის მაძიებელთა კონკურსში მონაწილეობის, მასში გამარჯვებულის გამოვლენის, ნებართვის მოქმედების ვადის, სანებართვო პირობების, ნებართვის გაცემისა და ფასის გადახდის წესი“-ს მე------ მუხლის განსაზღვრული შეფასების კრიტერიუმები და მოაგროვეს 36 ან მეტი ქულა.

3.2.6 მომსახურების განხორციელებისას ავტობუსების შენახვა-ექსპლუატაციის წესების, უსაფრთხოების ტექნიკის და გარემოს დაცვის მოთხოვნების შესრულების მიზნით უზრუნველყოს „საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-10, მე-11, მე-12 და მე-13 მუხლებით, მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის ,,ბ“, ,,გ“  ქვეპუნქტებით, 21-ე მუხლის მე-3 პუნქტით, მე-13 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, 41-ე მუხლის მე-7 პუნქტით და მე-8 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით, ასევე ავტობუსების ტექნიკური მდგომარეობის საქართველოს ნორმატიული აქტებით მიღებულ ნორმებთან სტაბილური შესაბამისობის შენარჩუნების მიზნით დაიცვას საქართველოს მთავრობის 2014 წლის 03 იანვრის №12 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტი „ავტოსტრანსპოტო საშუალების სერვისის წესი“; ნორმატიულ აქტებში განხორციელებული ცვლილებების შემთხვევაში უზრუნველყოს ამ პუნქტში მითითებული მოთხოვნების დაცვა, მიუხედავად ნორმატიული აქტის დასახელებისა და მუხლისა, სადაც იქნება გათვალისწინებული აღნიშნული პირობები;

3.2.7 უზრუნველყოს ხაზზე გაშვებისას თითოეული ავტობუსის სანიტარიულ-ჰიგიენური მდგომარეობა;

3.2.8 დაიცვას მგზავრთა გადაყვანის და ბარგის გადაზიდვის საქართველოს ნორმატიული აქტებით დადგენილი წესები;

3.2.9 თანამშრომელთა სამუშაოზე მიღებისას დაიცვას მათი პროფესიული შესატყვისობის მოთხოვნები;

3.2.10 უზრუნველყოს ნებართვის გამცემთან შეთანხმებული უნიფორმით მომსახურების განმახორციელებელი ყველა მძღოლის შემოსვა;

3.2.11 არ დაუშვას უშუალოდ მარშრუტზე მოძრაობისას მძღოლის მიერ თამბაქოს მოხმარება;

3.2.12. აანაზღაუროს მომსახურების განხორციელებისას მგზავრისთვის მიყენებული ზიანი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ზიანი გამოწვეულია მგზავრის მართლსაწინააღმდეგო ქმედებით;

3.2.13. უზრუნველყოს მარშრუტზე მომუშავე ავტობუსების აღჭურვა გორის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან შეთანხმებული ნიმუშების სვლაგეზის მაჩვენებელი ფირნიშნებით (ან ელექტრონული ტაბლოებით).

3.2.14. შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობით, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ნორმატიული აქტებით ან/და მათ საფუძველზე მიღებული სხვა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული მოთხოვნები.

 


ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.