საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) დამტკიცების თაობაზე

საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 275
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 18/11/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/11/2020
ძალაში შესვლის თარიღი 01/12/2020
ძალის დაკარგვის თარიღი 26/01/2024
სარეგისტრაციო კოდი 190040000.22.033.017394
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
275
18/11/2020
ვებგვერდი, 19/11/2020
190040000.22.033.017394
საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) დამტკიცების თაობაზე
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (19/11/2020 - 27/01/2021)

 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება  №275

2020 წლის 18 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) დამტკიცების თაობაზე

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-3 ნაწილის, საქართველოს საბაჟო კოდექსის 35-ე მუხლის პირველი ნაწილისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
დამტკიცდეს:

ა) „საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურა (სეს ესნ)“ თანდართული რედაქციით (დანართი №1);

ბ) „საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული რიგი საქონლის „საქონლის აღწერის და კოდირების ჰარმონიზებული სისტემის შესახებ“ საერთაშორისო კონვენციის 2017 წლის რედაქციის საფუძველზე მომზადებულ „საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნულ სასაქონლო ნომენკლატურასთან (სეს ესნ)“ კორელაციის ცხრილი“ თანდართული რედაქციით (დანართი №2).

მუხლი 2
ამ ბრძანების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 11 ივლისის №241 ბრძანება.
მუხლი 3
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2020 წლის 1 დეკემბრიდან.

საქართველოს ფინანსთა მინისტრიივანე მაჭავარიანი