„2020 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 დეკემბრის №674 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„2020 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 დეკემბრის №674 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 652
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 29/10/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/10/2020
სარეგისტრაციო კოდი 470000000.10.003.022372
652
29/10/2020
ვებგვერდი, 29/10/2020
470000000.10.003.022372
„2020 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 დეკემბრის №674 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №652

2020 წლის 29 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

„2020 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 დეკემბრის №674 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „2020 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 დეკემბრის №674 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 31/12/2019, 470000000.10.003.021688) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებულ „2020 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამებში“:       

1. დანართ №1-ის  („დაავადებათა ადრეული გამოვლენა და სკრინინგი“  −  პროგრამული კოდი − 27 03 02 01):

ა) მე-3 მუხლიდან ამოღებულ იქნეს „ზ“ ქვეპუნქტი;

ბ) მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მე-3 მუხლის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“ და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მომსახურების ანაზღაურება ხორციელდება გაწეული მომსახურების მიხედვით, განსაზღვრული ბიუჯეტის ფარგლებში.“;

გ) მე-5 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2.  მე-3 მუხლის „ბ“, „გ“, „დ“ და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მომსახურების შესყიდვა ხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

3. მე-3 მუხლით გათვალისწინებული ღონისძიებების განმახორციელებელია ცენტრი.“;

) მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 8. პროგრამის ბიუჯეტი

პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 3,254.0 ათასი ლარით, შემდეგი ცხრილის შესაბამისად:

 

კომპონენტის დასახელება

ბიუჯეტი

(ათასი ლარი)

1

კიბოს სკრინინგის კომპონენტი

1 026.0

2

1-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვთა  მსუბუქი და საშუალო ხარისხის მენტალური განვითარების დარღვევების პრევენცია

84.0

3

ეპილეფსიის დიაგნოსტიკა და ზედამხედველობა

346.0

4

დღენაკლულთა რეტინოპათიის სკრინინგი

117.0

5

საინფორმაციო რეგისტრებისა და ელექტრონული მოდულების განვითარება

181.0

6

ბავშვთა სისხლში ტყვიის შემცველობის ბიომონიტორინგი

1,500.0

 

სულ:

    3 254.0.“.

 

2. დანართ №2-ის („იმუნიზაცია“ −  პროგრამული კოდი 27 03 02 02):

) მე-3 მუხლიდან ამოღებულ იქნეს „ზ“ ქვეპუნქტი;

ბ) მე-5 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. მე-3 მუხლის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ღონისძიებებს ახორციელებს ცენტრი.“;

გ) მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 8. პროგრამის ბიუჯეტი

პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 23,601.0 ათასი ლარით, შემდეგი ცხრილის შესაბამისად:

 

კომპონენტის დასახელება

ბიუჯეტი

(ათასი ლარი)

1

ვაქცინებისა და ასაცრელი მასალების შესყიდვა

18,632.0

2

სპეციფიკური შრატებისა და ვაქცინების შესყიდვა

57.0

3

პოსტექსპოზიციური ანტირაბიული პროფილაქტიკისათვის ანტირაბიული სამკურნალო საშუალებებით უზრუნველყოფა

402.0

4

გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის შესყიდვა

4,340.0

5

საინფორმაციო-საგანმანათლებლო ღონისძიებები 

(მ. შ., იმუნიზაციისა და მარაგების მართვის ერთიანი ელექტრონული სისტემების მართვა და ადმინისტრირება)

110.0

6

აცრა-ვიზიტისა და ექიმის კონსულტაციის მომსახურება

60.0

 

სულ:

  23 601.0.“.

           

3. დანართ 3-ის („ეპიდზედამხედველობა“ − პროგრამული კოდი −       27 03 02 03):

ა)  მე-3 მუხლის „ი.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი.ა) საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურებში კორონავირუსისა და სხვა განსაკუთრებით საშიში ინფექციების მართვის საკითხებში სპეციალურად გადამზადებული სპეციალისტების დამატებას − ეპიდემიოლოგიური მიმართულებით 46 და ლაბორატორიული მიმართულებით არაუმეტეს 6 სპეციალისტის;“;

ბ) მე-4 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. მე-3 მუხლის „ი.ა“ და „ი.ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული სწრაფი რეაგირების მუდმივმოქმედი ჯგუფების მომსახურების ანაზღაურება მუნიციპალური/საქალაქო სჯდ ცენტრებისთვის განხორციელდება გლობალური ბიუჯეტის პრინციპით, ჯგუფის თითოეულ წევრზე,  2020 წლის 1 ოქტომბრიდან ყოველთვიურად, 650 ლარის ოდენობით.“;

გ) მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 8. პროგრამის ბიუჯეტი

პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 2,728.0 ათასი ლარით, შემდეგი ცხრილის შესაბამისად:

 

კომპონენტის დასახელება

ბიუჯეტი

(ათასი ლარი)

1

რეგიონულ და მუნიციპალურ დონეზე არსებული სჯდ ცენტრებისთვის ეპიდზედამხედველობის, იმუნიზაციისა და სამედიცინო სტატისტიკის ღონისძიებათა ფარგლებში მომსახურების დაფინანსებისთვის

650.0

 

მ. შ. საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სისტემის განმტკიცება, არსებულ საფრთხეებზე რეაგირებისა და მზადყოფნის გაძლიერება

80.0

2

მალარიისა და სხვა ტრანსმისიური (დენგე, ზიკა, ჩიკუნგუნია, ყირიმ-კონგო, ლეიშმანიოზი და სხვა) დაავადებების პრევენციისა და კონტროლის გაუმჯობესება

920.0

3

ნოზოკომური ინფექციების ეპიდზედამხედველობა

20.0

4

ვირუსული დიარეების კვლევა

3.0

5

B და C ჰეპატიტებზე ეპიდზედამხედველობა

35.0

6

გრიპზე, გრიპისმაგვარ დაავადებებსა და მძიმე მწვავე რესპირაციულ დაავადებებზე ეპიდზედამხედველობის ქსელის მდგრადობის შენარჩუნება და სეზონურ/პანდემიურ გრიპზე რეაგირება (მ. შ., საყრდენი ბაზების მომსახურება თვეში არაუმეტეს 9.000 ლარისა)

1 100.0

სულ:

2,728.0.“;

 

დ) მე-9 მუხლის:

დ.ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. მე-3 მუხლის „ი.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული არაუმეტეს 46 პირის შერჩევა და გადამზადება ეპიდემიოლოგიაში, ხოლო არაუმეტეს 6 პირის შერჩევა და გადამზადება განსაკუთრებით საშიშ დააავადებებზე საკვლევი მასალის დამუშავებასა და ლაბორატორიულ დიაგნოსტიკაში განხორციელდეს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით და შესარჩევ კომისიებში აუცილებელ წარმომადგენლად განისაზღვრონ ცენტრის შესაბამისი კვალიფიკაციის თანამშრომლები.“;

დ.ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. გადამზადებული სპეციალისტი ვალდებულია, შრომით ურთიერთობაში იმყოფებოდეს შესაბამის მუნიციპლიტეტში არაუმცირეს 3 წლისა, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ცენტრთან შეთანხმებით საკვლევი მასალის დამუშავებასა და ლაბორატორიულ დიაგნოსტიკაში გადამზადებული 6 სპეციალისტი, ლაბორატორიული სიმძლავრეების გაფართოების მიზნით, ამავე ვადით იმუშავებს სახელმწიფო პროგრამის ლაბორატორიული დიაგნოსტიკის მიმწოდებელ დაწესებულებებში.“.

4. დანართ №4-ის („ უსაფრთხო სისხლი პროგრამული კოდი −  27 03 02 04) მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 8. პროგრამის ბიუჯეტი

პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 4,077.0 ათასი ლარით, შემდეგი ცხრილის შესაბამისად:

 

კომპონენტის დასახელება

ბიუჯეტი

(ათასი ლარი)

1

დონორული სისხლის კვლევა В და С ჰეპატიტებზე, აივ-ინფექციასა/შიდსა და სიფილისზე

1 596.0

2

ხარისხის გარე კონტროლისა და მონიტორინგის უზრუნველყოფა

96.0

3

ხარისხის გარე კონტროლისა და მონიტორინგის უზრუნველყოფა, მათ შორის, NAT (ნუკლეინის მჟავას ტესტირების) მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით, დონორთა სისხლის ცენტრალიზებული კვლევის პილოტური პროექტი

2 310.0

4

სისხლის უანგარო რეგულარული დონორობის მხარდაჭერისა და მოზიდვის ეროვნული კამპანიის განხორციელების მიზნით გასატარებელი ღონისძიებები (მ. შ. „უანგარო დონორთა მსოფლიო დღესთან“ დაკავშირებული ღონისძიებების მხარდაჭერა)

20.0

5

სისხლის დონორთა ერთიანი ელექტრონული ბაზის ადმინისტრირება

55.0

 

სულ:

4 077.0.“.

 

5. დანართ №5-ის („საზოგადოებრივი ჯანდაცვის, გარემოსა და პროფესიულ დაავადებათა ჯანმრთელობის სფეროში არსებული ვალდებულებების ხელშეწყობა პროგრამული კოდი − 27 03 02 05) მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 8. პროგრამის ბიუჯეტი

პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 235.0 ათასი ლარით, შემდეგი ცხრილის შესაბამისად:

 

კომპონენტის დასახელება

ბიუჯეტი

(ათასი ლარი)

1

სხვადასხვა ტიპის საწარმოში დასაქმებულთა პროფესიულ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საკითხების კვლევის კომპონენტი

150.0

2

საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვისა და გარემოს ჯანმრთელობის სფეროში აღებული ვალდებულებების განხორციელების ხელშეწყობის კომპონენტი

85.0

სულ:

235.0.“.

 

6. დანართ №6-ის („ტუბერკულოზის მართვა  პროგრამული კოდი   27 03 02 06) მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 8. პროგრამის ბიუჯეტი

პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 14,722.0 ათასი ლარით, შემდეგი ცხრილის შესაბამისად:

 

კომპონენტის დასახელება

ბიუჯეტი

(ათასი ლარი)

1

ამბულატორიული მომსახურება (მათ შორის, პენიტენციურ დაწესებულებებში ტუბსაწინააღმდეგო ამბულატორიული ღონისძიებების დაფინანსება − 12 500 ლარი თვეში)

3 020.0

2

ლაბორატორიული კონტროლი და ნახველისა და სხვა საკვლევი მასალის ლოჯისტიკა, მ. შ.:

1 700.0

 

2.1

სს „ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის“ ლაბორატორიებისათვის პროგრამის მე-3 მუხლის „გ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქონლის შესყიდვა

545.0

3

სტაციონარული მომსახურება

7 630.0

4

პენიტენციური დაწესებულებებისათვის ტუბერკულოზის მართვისთვის მედიკამენტების, სხვა სახარჯი და დამხმარე მასალების შესყიდვა

39.2

5

ტუბერკულოზის პროგრამის რეგიონული მართვა და მონიტორინგი

37.8

6

ტუბერკულოზის სამკურნალო პირველი რიგის მედიკამენტების სრულად და მეორე რიგის მედიკამენტების სრული ღირებულების არაუმეტეს 80%-ის შესყიდვა

2 050.0

7

სენსიტიური და რეზისტენტული ფორმის ტუბერკულოზით დაავადებულ პაციენტთა მკურნალობაზე დამყოლობის გაუმჯობესების მიზნით, რეზისტენტული ფორმის ტუბერკულოზით დაავადებულთა  ფულადი წახალისების დაფინანსება

245.0

 

სულ:

14 722.0.“.

 

7. დანართ №7-ის („ აივ-ინფექციის/შიდსის მართვა პროგრამული კოდი 27 03 02 07)

ა) მე-3 მუხლის „თ.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ.ა) მაღალი რისკის ჯგუფის პირების მოძიებასა და ნებაყოფლობით სკრინინგს აივ-ინფექციაზე/შიდსზე, ასევე ბენეფიციარის ინფორმირებული თანხმობის საფუძველზე დამატებით სკრინინგს B და C ჰეპატიტებზე, სიფილისსა და ტუბერკულოზზე საეჭვო შემთხვევის იდენტიფიცირებას;“;

ბ) მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 8. პროგრამის ბიუჯეტი

პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 12,271.0 ათასი ლარით, შემდეგი ცხრილის შესაბამისად:

 

კომპონენტის დასახელება

ბიუჯეტი

(ათასი ლარი)

1

აივ-ინფექციაზე/შიდსზე ნებაყოფლობითი კონსულტირება და ტესტირება

1 541.0

2

აივ-ინფექციით/შიდსით დაავადებულთა ამბულატორიული მომსახურებით უზრუნველყოფა

4 543.0

3

აივ-ინფექციით/შიდსით დაავადებულთა სტაციონარული მომსახურებით უზრუნველყოფა

2 930.0

4

აივ-ინფექციის/შიდსის სამკურნალო პირველი რიგის (სრულად) და მეორე რიგის (სრული ღირებულების არაუმეტეს 80%-ისა) მედიკამენტების შესყიდვა

2 570.0

5

სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების დიაგნოსტიკა და მკურნალობა აივ-ინფექციის/შიდსის მაღალი რისკის პირებში

352.0

6

პილოტი-აივ-ინფექციის/შიდსის პრევენცია ნარკოტიკების ინექციურ მომხმარებლებში (ნიმ) (2020 წლის 1 ივლისიდან)

335.0

 

სულ:

12 271.0.“.

 

8. დანართ №8-ის („დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობა“ პროგრამული კოდი − 27 03 02 08)   მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 8. პროგრამის ბიუჯეტი

პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 7,644.0 ათასი ლარით, შემდეგი ცხრილის შესაბამისად:

 

კომპონენტის დასახელება

ბიუჯეტი

(ათასი ლარი)

1

ანტენატალური მეთვალყურეობა, მათ შორის:

5 813.0

1.1

 სამედიცინო მომსახურება სიფილისზე ეჭვის შემთხვევაში

45.0

2

გენეტიკური პათოლოგიების ადრეული გამოვლენა

413.0

3

ორსულებში B და C ჰეპატიტების, აივ-ინფექციისა/ შიდსისა და სიფილისის განსაზღვრისათვის საჭირო ტესტებითა და სახარჯი მასალებით (B ჰეპატიტის საწინააღმდეგო იმუნოგლობულინით) უზრუნველყოფა

200.0

4

ახალშობილთა და ბავშვთა სკრინინგი ჰიპოთირეოზზე, ფენილკეტონურიაზე, ჰიპერფენილალანინემიასა და მუკოვისციდოზზე

900.0

5

ახალშობილთა სმენის სკრინინგული გამოკვლევა

68.0

6

მედიკამენტებით უზრუნველყოფა, მათ შორის:

250.0

6.1

სამკურნალო საშუალებების ტრანსპორტირება, შენახვა და გაცემა (საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გაფორმების ხარჯები, მიღება, შენახვა, ტრანსპორტირება და ბენეფიციარებზე გაცემა სამედიცინო დაწესებულებების/აფთიაქების მეშვეობით)

81.0

        სულ:

7 644.0.“.

 

9. დანართ №10-ის („ჯანმრთელობის ხელშეწყობა“ − პროგრამული კოდი 27 03 02 10):

) მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 3. პროგრამის კომპონენტები

პროგრამის კომპონენტებია:

ა) თამბაქოს მოხმარების კონტროლის გაძლიერება;

ბ) ნივთიერებადამოკიდებულებისა და აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების პრევენცია;

გ) ჯანმრთელობის ხელშეწყობის პოპულარიზაცია და გაძლიერება (მათ შორის, მასმედიასთან ურთიერთობა, სატელეკომუნიკაციო და/ან საეთერო დროის (მ.შ. სამედიცინო პროფილის) შესყიდვა ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ სხვადასხვა თემაზე).‘‘;

ბ) მე-5, მე-6, მე-7, მე-8, მე-9 და მე-11 მუხლები ამოღებულ იქნეს;

გ) მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 13. პროგრამის ბიუჯეტი

პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 529.0 ათასი ლარით, შემდეგი ცხრილის შესაბამისად:

 

კომპონენტის დასახელება

ბიუჯეტი

(ათასი ლარი)

1

თამბაქოს მოხმარების კონტროლის გაძლიერება

392.0

2

ნივთიერებადამოკიდებულებისა და აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების პრევენცია

20.0

3

ჯანმრთელობის ხელშეწყობის პოპულარიზაცია და გაძლიერება (მათ შორის, მასმედიასთან ურთიერთობა, სატელეკომუნიკაციო და/ან საეთერო დროის (მ. შ. სამედიცინო პროფილის) შესყიდვა ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ სხვადასხვა თემაზე)

117.0

 

სულ:

529.0.“.

 

10. დანართ №14-ის („დიალიზი და თირკმლის ტრანსპლანტაცია“ − პროგრამული კოდი − 27 03 03 04) მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 8. პროგრამის ბიუჯეტი

პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 38,176.0 ათასი ლარით, შემდეგი ცხრილის შესაბამისად:

 

 

კომპონენტის დასახელება

ბიუჯეტი

(ათასი ლარი)

1

ჰემოდიალიზით უზრუნველყოფა

16 238.0

2

პერიტონეული დიალიზით უზრუნველყოფა

110.0

3

ჰემო და პერიტონეული დიალიზისათვის საჭირო სადიალიზე საშუალებების,

მასალისა და მედიკამენტების შესყიდვა და მიწოდება

20 642.0

 

4

თირკმლის ტრანსპლანტაცია

500.0

5

ორგანოგადანერგილთა იმუნოსუპრესული მედიკამენტებით უზრუნველყოფა

650.0

6

სამკურნალო საშუალებათა ტრანსპორტირება, შენახვა და გაცემა

36.0

 

სულ:

38 176.0.“.

 

11. დანართ 17-ის („პირველადი და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფა“ − პროგრამული კოდი − 27 03 03 07), დანართ №17.1-ის („პირველადი და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფის ქვეპროგრამა“ − პროგრამული კოდი − 27 03 03 07 01) მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 8. პროგრამის ბიუჯეტი

პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 109,260.0 ათასი ლარით, შემდეგი ცხრილის შესაბამისად:

 

კომპონენტის დასახელება

ბიუჯეტი

(ათასი ლარი)

1

სასწრაფო სამედიცინო დახმარება და სამედიცინო ტრანსპორტირება

88,807.0

2

სოფლის ექიმი

20,453.0

2.1

პირველადი ჯანდაცვის მომსახურება სოფლად

20,125.1

2.2

შიდა ქართლის სოფლების ამბულატორიული ქსელის ხელშეწყობა და განვითარება

327.9

 

სულ:

109,260.0.“.

 

12. დანართ №20-ის („ახალი კორონავირუსული დაავადების COVID-19-ის მართვა“ − პროგრამული კოდი − 27 03 03 11):

ა) მე-3 მუხლის:

ა.ა) „ა.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა.ბ) საკარანტინე სივრცეების ა(ა)იპ – საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგის მეშვეობით მართვასა და სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფას, მათ შორის: პერსონალით,  სამედიცინო დანიშნულების საგნებით, პირადი დაცვის საშუალებებით, მედიკამენტებით, ასევე კოვიდსასტუმროებში განთავსებული პირების ადგილზე ლაბორატორიული კვლევებით (სისხლის საერთო ანალიზი და D-დიმერი) უზრუნველყოფას (გარდა აჭარის ა/რ ტერიტორიაზე არსებული საკარანტინე სივრცეებისა, რომელთა სამედიცინო პერსონალითა და  სამედიცინო დანიშნულების საგნებით, მედიკამენტებით, ასევე კოვიდსასტუმროებში განთავსებული პირების ლაბორატორიული კვლევებით (სისხლის საერთო ანალიზი და D-დიმერი) უზრუნველყოფა განხორციელდება „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2020 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონით გათვალისწინებული ასიგნებებიდან);“;

ა.ბ) „გ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ1“ ქვეპუნქტი:

„გ1) COVID-19-ის საეჭვო და/ან დადასტურებულ შემთხვევათა იდენტიფიცირების, სწორი რეფერალის,  ბინაზე მეთვალყურეობისა და პროცესის მონიტორინგის უზრუნველყოფას, ცენტრალური ონლაინკლინიკის  მეშვეობით მომსახურება მოიცავს სააგენტოს მიერ შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირების (სულ − 150 ერთეული) შრომის ანაზღაურებას;“;

ა.გ) „ე1“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე2“ და „ე3“ ქვეპუნქტები:

„ე2) ამ მუხლის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სამედიცინო დაწესებულებებისთვის, საჭიროების შემთხვევაში, დამატებითი პერსონალის (რეანიმატოლოგი, ინფექციონისტი, ექთანი, უმცროსი ექიმი, კლინიკური მენეჯერი, ჰოსპიტალური მენეჯერი და სხვა) მობილიზებას, ა(ა)იპ – საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგის მეშვეობით;

3) ამ მუხლის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ სამედიცინო დაწესებულებებში დასაქმებული იმ პერსონალის (რეანიმატოლოგი, ინფექციონისტი, თერაპევტი და სხვა ექიმი სპეციალისტი, უმცროსი ექიმი, ექთანი, სანიტარი) დამატებით  ანაზღაურებას, რომელიც ჩართულია  ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) საეჭვო და/ან დადასტურებული შემთხვევების მართვაში;“;

ა.დ) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) მართვისთვის საჭირო საშუალებების (მ. შ.: იდს, ტესტები, მედიკამენტები, ავეჯი, ტექნიკა, ტრანსპორტი და სხვა)/მომსახურების შესყიდვას,  „ახალი კორონავირუსის შესაძლო შემოტანისა და გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 24 იანვრის №01-18/ო ბრძანებით შექმნილი საკოორდინაციო კომისიის (შემდგომში − საკოორდინაციო კომისია) გადაწყვეტილების შესაბამისად;“;

ა.ე) „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) დამხმარე ამოცანების შესრულების მიზნით, ცენტრის მიერ შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირის (სულ − 184 ერთეული) შრომის ანაზღაურებას 2020 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით;“;

ა.ვ) „ლ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „მ“ ქვეპუნქტი:

„მ) ჯანმოს მიერ ორგანიზებული სოლიდარობის კვლევის განხორციელების მიზნით, ანტივირუსული მედიკამენტის − რემდესივირის შესყიდვისათვის, სს „ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის“ საჭირო თანხის სუბსიდიით უზრუნველყოფას − 370 000 ლარით.“;

ბ) მე-4 მუხლის:

ბ.ა) „ა“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა1“ ქვეპუნქტი:  

„ა1) „ა.ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურება ანაზღაურდება ფაქტობრივი ხარჯით, ამასთან, „ა.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მართვის ღონისძიებებისთვის − არაუმეტეს თვეში 20000 ლარისა, ხოლო ლაბორატორიული კვლევებისათვის (სისხლის საერთო და D-დიმერი) − არაუმეტეს 60 ლარისა;“;

ბ.ბ) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) „ა.გ“ და „ა.დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მომსახურება ანაზღაურდება ფაქტობრივი ხარჯით;“;

ბ.გ) „ვ.გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ.გ) ამ პუნქტის „ვ.ა“ და „ვ.ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული თანხა ანაზღაურდება განმახორციელებელთან დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადებისა და საწოლების რაოდენობის მიხედვით და მოიცავს სამედიცინო პერსონალის ხელფასებს (გარდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული მოწვეული კონსულტანტებისა), ასევე ეპიდემიოლოგისა და COVID-19-ის დიაგნოსტიკასთან დაკავშირებული ლაბორატორიული პერსონალის დამატებით ანაზღაურებას (საშუალო ხელფასის არანაკლებ 50%-ისა), კომუნალურ და ასევე საკანცელარიო/სამეურნეო ხარჯებს. ამასთან, აღნიშნული დაწესებულებების მიერ მომსახურების გაწევის (მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურება)  შემთხვევაში, ფაქტობრივი ხარჯით წარდგენილი უნდა იქნეს მხოლოდ პაციენტის მკურნალობასთან ან/და დიაგნოსტიკასთან დაკავშირებული ხარჯები (მ. შ., კვების ჩათვლითა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული მოწვეული კონსულტანტების შრომის ანაზღაურება (ასეთის არსებობის შემთხვევაში));“;

ბ.დ)  „ვ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის  „ვ1“ და „ვ2“ ქვეპუნქტები:

„ვ1) „ე2“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურება ანაზღაურდება განმახორციელებელთან დადებული ხელშეკრულების  გათვალისწინებით და მოიცავს პერსონალის ხელფასს, მგზავრობისა და სამივლინებო ხარჯებს, საცხოვრებლით უზრუნველყოფას (საჭიროების შემთხვევაში);

2) „ე3“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურება ანაზღაურდება „საქართველოში ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) შესაძლო შემთხვევების გავრცელების (ეპიდემია, პანდემია, ეპიდემიური აფეთქება) პრევენციისა და საეჭვო და/ან დადასტურებულ შემთხვევებზე რეაგირების მზადყოფნისათვის, სამედიცინო დაწესებულებების მობილიზების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 19 სექტემბრის №01-467/ო ბრძანებისა და ამავე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის მიხედვით განმახორციელებელთან დადებული ხელშეკრულების გათვალისწინებით:

2.ა) რეანიმაციული საწოლი − თითოეულ საწოლზე დღიურად  დამატებით 68 ლარი;

2.ბ) თერაპიული საწოლი − თითოეულ საწოლზე დღიურად  დამატებით 27 ლარი;

2.გ) ამავე ქვეპუნქტის „ვ2.ა“ და „ვ2.ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული თანხა მოიცავს სამედიცინო პერსონალის, კერძოდ: რეანიმატოლოგის, ინფექციონისტის/თერაპევტის/და სხვ., ასევე უმცროსი ექიმის, ექთნის, სანიტრის დამატებით ანაზღაურებას (გარდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული მოწვეული კონსულტანტებისა და მე-3  მუხლის „ე2“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პერსონალისა), ამასთან, დანამატის ოდენობა განისაზღვრება სთ-ში:

● ინფექციონისტი, თერაპევტი და სხვა − არანაკლებ 5 ლარისა;

● რეანიმატოლოგი − არანაკლებ 8 ლარისა;

● უმცროსი ექიმი − არანაკლებ 4 ლარისა;

● ექთანი − არანაკლებ 3 ლარისა;

● სანიტარი − არანაკლებ 1,5 ლარისა.“;

გ) მე-5 მუხლის:

გ.ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პროგრამის მე-3 მუხლის „ა.ა“ და „ა.ბ“ ქვეპუნქტებით, ასევე  „ე“ და „ე2“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მომსახურების შესყიდვა ხორციელდება გადაუდებელი აუცილებლობით ან/და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101  მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით,  სსიპ – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თანხმობით.

2. პროგრამის მე-3 მუხლის „ბ“ და „ე3“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მომსახურება ხორციელდება არამატერიალიზებული ვაუჩერის მეშვეობით.“;

გ.ბ) მე-4, მე-5 და მე-6  პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. პროგრამის მე-3 მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების შესყიდვა ხორციელდება  გადაუდებელი აუცილებლობით ან/და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101  მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, სსიპ – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თანხმობით.“.

„5. პროგრამის მე-3 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების/საქონლის შესყიდვა ხორციელდება გადაუდებელი აუცილებლობით ან/და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, სსიპ – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თანხმობით, „საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებებისა და ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 28 იანვრის №164 განკარგულების მე-4 და მე-6 პუნქტების შესაბამისად. 

6. პროგრამის მე-3 მუხლის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების/საქონლის შესყიდვა ხორციელდება გადაუდებელი აუცილებლობით ან/და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის 3პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის ან/და 101  მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, სსიპ – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თანხმობით, მათ შორის, გაეროს ბავშვთა ფონდისა (UNICEF) და აივ ინფექციასთან/შიდსთან, ტუბერკულოზსა და მალარიასთან ბრძოლის გლობალური ფონდის მიერ განსაზღვრული გაერთიანებული საერთაშორისო შესყიდვის აგენტებისა და მექანიზმების (მათ შორის, შესყიდვის ელექტრონული პლატფორმა) მეშვეობით, მათ მიერ დადგენილი პროცედურების შესაბამისად, ასევე ჯინექსპერტ აპარატებზე და ინფექციების სადიაგნოსტიკო კარტრიჯების ან აპარატების ფუნქციონირებისთვის საჭირო მასალისა და საგარანტიო მომსახურების შესყიდვა უშუალოდ მწარმოებელი კომპანიისგან და „საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებებისა და ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 28 იანვრის №164 განკარგულების მე-4 და მე-6 პუნქტების შესაბამისად.“;

დ) მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი:

„ვ) მე-3 მუხლის „ე3“ ქვეპუნქტის მიმწოდებლებად ავტომატურად ითვლებიან ამავე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის მიმწოდებელი ის სამედიცინო დაწესებულებები, რომლებიც ამავდროულად განსაზღვრულია „საქართველოში ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) შესაძლო შემთხვევების გავრცელების (ეპიდემია, პანდემია, ეპიდემიური აფეთქება) პრევენციისა და საეჭვო და/ან დადასტურებულ შემთხვევებზე რეაგირების მზადყოფნისათვის, სამედიცინო დაწესებულებების მობილიზების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 19 სექტემბრის №01-467/ო ბრძანებით.“;

ე) მე-7 მუხლის:

ე.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პროგრამის მე-3 მუხლის „ა“, „გ“, „გ1“, „დ“, „ე“, „ე1“, „ე2“ და „ე3“ ქვეპუნქტების განმახორციელებელია სააგენტო.“;

ე.ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. პროგრამის მე-3 მუხლის „ვ“, „ზ“, „ზ​1“, „კ“, „ლ“ და „მ“  ქვეპუნქტების განმახორციელებელია სამინისტრო.“;

ვ) მე-8 მუხლის პრეამბულა და „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 236440 ათასი ლარით, მათ შორის:

ა)  პროგრამული კოდი: 27 03 03 11 01 − ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) მართვის ხელშეწყობისთვის სამინისტროს მიერ განსახორციელებელი ღონისძიებები − 107,090.0 ათასი ლარი  (განმახორციელებელი − სამინისტრო);“;

ზ) მე-9 მუხლის:

ზ.ა)  11 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 12 პუნქტი:

„12. მე-3 მუხლის „ე2“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სერვისის მიწოდების კოორდინაციას/შერჩევას უზრუნველყოფს ა(ა)იპ – საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგი.“;

ზ.ბ) მე-13 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-14 პუნქტი:

„14. მე-3 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) მართვისთვის საჭირო საშუალებების (მ. შ.: იდს, ტესტები, მედიკამენტები, ავეჯი, ტექნიკა, ტრანსპორტი და სხვა)/მომსახურების შესყიდვა ასევე ხორციელდება მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული „COVID-19-ზე რეაგირების საგანგებო ღონისძიებების მართვის (WB)“  განმახორციელებელი ჯგუფის (PIU) მიერ.“.

მუხლი 2
დადგენილება, გარდა პირველი მუხლის მე-12 პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტისა, „ა.გ“ ქვეპუნქტით დამატებული „ე2“ ქვეპუნქტისა, „ბ.დ“ ქვეპუნქტით დამატებული „ვ1“ ქვეპუნქტისა, „ზ.ა“ და „ზ.ბ“ ქვეპუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ამასთან, პირველი მუხლის მე-12 პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტი გავრცელდეს 2020 წლის 19 ოქტომბრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე, პირველი მუხლის მე-12 პუნქტის „ა.გ“ ქვეპუნქტით დამატებული „ე2“ ქვეპუნქტი, „ბ.დ“ ქვეპუნქტით დამატებული „ვ1“ ქვეპუნქტი და „ზ.ა“ ქვეპუნქტი გავრცელდეს 2020 წლის 12 ოქტომბრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე, ხოლო მე-12 პუნქტის „ზ.ბ“ ქვეპუნქტი გავრცელდეს 2020 წლის 1 ივლისიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.

 

 


პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია