სათესლე კარტოფილის ბაზარზე განთავსების პირობების დამტკიცების თაობაზე

სათესლე კარტოფილის ბაზარზე განთავსების პირობების დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 649
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 28/10/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/10/2020
ძალაში შესვლის თარიღი 01/06/2024
სარეგისტრაციო კოდი 340020000.10.003.022369
649
28/10/2020
ვებგვერდი, 29/10/2020
340020000.10.003.022369
სათესლე კარტოფილის ბაზარზე განთავსების პირობების დამტკიცების თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №649

2020 წლის 28 ოქტომბერი

ქ. თბილისი

სათესლე კარტოფილის ბაზარზე განთავსების პირობების დამტკიცების თაობაზე

მუხლი 1
სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 75-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და „სავალდებულო სერტიფიცირებისადმი დაქვემდებარებული სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების გასავრცელებლად დაშვებისა და მეთესლეობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „სათესლე კარტოფილის ბაზარზე განთავსების პირობები“.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2024 წლის პირველი  ივნისიდან.

პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია



სათესლე კარტოფილის ბაზარზე განთავსების პირობები

 


მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. სათესლე კარტოფილის  ბაზარზე განთავსების პირობები (შემდგომში – წესი) არეგულირებს სათესლე კარტოფილის (შემდგომში – თესლი) ბაზარზე განთავსებასთან დაკავშირებულ საკითხებს მცენარეთა სიჯანსაღისადმი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად.

2. ამ წესის მიზანია  ბაზარზე განთავსებისათვის  განკუთვნილი თესლისთვის შესაბამისი პირობების  დადგენა.

3. ეს წესი ვრცელდება   ბაზარზე განთავსებისთვის განკუთვნილ  თესლზე.

4.  ეს წესი არ ვრცელდება   ექსპორტისთვის განკუთვნილ თესლზე.

 

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

1.   ამ წესის მიზნებისთვის გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა)  ბაზარზე განთავსება – კომერციული მიზნებისათვის, თესლის მიწოდება, გაყიდვის მიზნით განთავსება და გასაყიდად შეთავაზება, ან გადაცემის სხვა ფორმები, გარდა მიწოდების ისეთი ფორმებისა, როგორიც არის მაკონტროლებელი  ორგანოებისთვის გადაცემა, დამუშავების ან შეფუთვის მომსახურებების მიმწოდებლებისთვის გადაცემა;

ბ) „საბაზისო თესლი“ − თესლი, რომელიც დამზადებულია სელექციონერის/შემნარჩუნებლის პასუხისმგებლობით, განკუთვნილია „სერტიფიცირებული თესლის“ მისაღებად, აკმაყოფილებს „საბაზისო თესლის“ მიმართ ამ წესის დანართი №1-ით „მინიმალური პირობები, რომელიც წარმოების პროცესში უნდა დააკმაყოფილოს  სათესლე მცენარეებმა მავნე ორგანიზმებთან მიმართებაში“ და დანართი №2-ით „თესლის პარტიის ხარისხის მინიმალური მოთხოვნები“ დადგენილ  მოთხოვნებს;

გ) „სერტიფიცირებული თესლი“ – თესლი,  რომელიც:

გ.ა) წარმოებულია პირდაპირ „საბაზისო თესლიდან“ ან „სერტიფიცირებული თესლიდან“, ან „საბაზისო თესლის“ წინა თაობის თესლიდან  და აკმაყოფილებს „საბაზისო თესლისათვის“ ამ წესით დადგენილ მოთხოვნებს;

გ.ბ)  უმთავრესად განკუთვნილია სასურსათე კარტოფილის და არა თესლის წარმოებისათვის;

გ.გ) აკმაყოფილებს „სერტიფიცირებული თესლისადმი“ ამ წესის დანართი №1-ით  და დანართი №2-ით დადგენილ  მოთხოვნებს;

გ.დ) გამოკვლევების შედეგად მიჩნეულია, რომ აკმაყოფილებს ამ წესით დადგენილ მინიმალურ მოთხოვნებს.

2. ამ წესის მიზნებისთვის, ასევე გამოიყენება: სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსით და  „სავალდებულო სერტიფიცირებისადმი დაქვემდებარებული სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების გასავრცელებლად დაშვებისა და მეთესლეობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ტერმინები, თუ ამ წესით სხვაგვარად არ არის დადგენილი.

 

მუხლი  3. პირობები, რომელთაც უნდა აკმაყოფილებდეს ბაზარზე განთავსებისთვის განკუთვნილი თესლი 

1. თესლი შეიძლება განთავსდეს ბაზარზე, თუ ის  არის სერტიფიცირებული როგორც „საბაზისო თესლი“, ან „სერტიფიცირებული  თესლი“ და წარმოების პროცესში  აკმაყოფილებს ამ წესის  დანართი №1-ით და დანართი №2-ით დადგენილ  მოთხოვნებს.

2. ბაზარზე განთავსებისთვის განკუთვნილი თესლი, მავნე ორგანიზმებთან ან/და მათ ვექტორებთან მიმართებაში, ადამიანის ჯანმრთელობისათვის, ცხოველთა კეთილდღეობის და მცენარის სიჯანსაღისათვის ზიანის მიყენების გარეშე, წარმოების პროცესში უნდა აკმაყოფილებდეს ამ წესის დანართი №1-ით, დანართი №2-ით და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს.

 3. თუ ბაზარზე განთავსებული თესლი არ აკმაყოფილებს ამ წესის დანართი №2-ით დადგენილ მოთხოვნებს, ის უნდა იქნეს დახარისხებული. დახარისხებული ტუბერები, რომლებიც არ იქნა დაწუნებული, ექვემდებარებიან ხელმეორედ შემოწმებას.

4. ბაზარზე არ შეიძლება განთავსდეს ისეთი თესლი, რომელიც დამუშავებულია ღივის/ყლორტის ზრდის ინჰიბიტორების გამოყენებით.

5. ბაზარზე დასაშვებია განთავსდეს „საბაზისო თესლის“ წინა თაობების თესლიდან მიღებული თესლი.

 6. ბაზარზე განთავსებული   თესლის მინიმალური ზომა უნდა იყოს ისეთი, რომ    არ გადიოდეს 25X25 მმ-ზე ზომის კვადრატულ ჭრილში. იმ შემთხვევაში, როდესაც ტუბერები ძალიან  დიდია და არ გადიან 35X35 მმ სიდიდის  ჭრილში, განსხვავება მაქსიმალურ და მინიმალურ ზღვრებს შორის უნდა გამოისახებოდეს 5-ის ჯერადი რიცხვით.  პარტიაში ტუბერის ზომებში   მაქსიმალური  ცვალებადობა  უნდა იყოს ისეთი, რომ განსხვავება გამოყენებულ კვადრატულ ჭრილებს შორის არ აღემატებოდეს 25 მმ-ს. 

7. პარტია არ შეიძლება შეიცავდეს  ტუბერების მასის მიხედვით მითითებულ მინიმალურ ზომაზე ნაკლები ზომის, 3%-ზე მეტი ზომის  ტუბერებს ან მითითებულ მაქსიმალურ ზომაზე    3%-ზე  მეტი ზომის   ტუბერებს.

 

მუხლი 4.  სერტიფიცირებისთვის განკუთვნილი თესლი

1. სერტიფიცირებისთვის განკუთვნილი თესლის  ნიმუშები აღებული უნდა იქნეს  ნიმუშის აღების შესაბამისი მეთოდების გამოყენებით.

2. სხვადასხვა ნაკვეთზე მოყვანილი თესლი, ფიტოსანიტარიული მოთხოვნებიდან გამომდინარე, უნდა განთავსდეს ერთმანეთისგან მოშორებით. შესაძლებელია განხორციელდეს:

ა) თესლის და სხვა კარტოფილის  განცალკევება;

ბ) თესლის და სხვა კარტოფილის დახარისხება, შენახვა, ტრანსპორტირება და დამუშავება ერთმანეთისაგან განცალკევებით.

 

მუხლი  5. „საბაზისო თესლის წინა თაობიდან“ გამოყვანილი თესლის ბაზარზე განთავსების პირობები 

ამ წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად, „საბაზისო თესლის წინა თაობიდან“ გამოყვანილი თესლი  განთავსდება ბაზარზე, თუ ის:

ა)  წარმოებულია  ჯიშისა და სიჯანსაღის შენარჩუნებისადმი მიღებული პრაქტიკის შესაბამისად;

ბ)  უმთავრესად განკუთვნილია  „საბაზისო თესლის“ საწარმოებლად;

გ)   შეფუთულია, კონტეინერში განთავსებულია და/ან ეტიკეტირებულია  საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

მუხლი  6.  სახელმწიფო კონტროლი

სერტიფიცირებისთვის განკუთვნილი თესლის, ბაზარზე განთავსებისთვის განკუთვნილი თესლის   და ბაზარზე განთავსებული  თესლის მავნე ორგანიზმების ქვეყანაში შემოჭრისა  და გავრცელების სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს  საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სურსათის ეროვნული სააგენტო, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი  წესის შესაბამისად.

 

დანართი №1

 

მინიმალური პირობები, რომელიც წარმოების პროცესში  უნდა დააკმაყოფილოს სათესლე მცენარეებმა მავნე ორგანიზმებთან მიმართებაში

 

1. „საბაზისო თესლის“ შემთხვევაში ჯიშისთვის შეუსაბამო ვეგეტაციაში მყოფი მცენარეთა რაოდენობა და სხვა ჯიშის მცენარეთა ერთად აღებული რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 0,1%-ს, ხოლო პირდაპირ შთამომავლობაში ერთად აღებული რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 0,25%-ს.

2. „სერტიფიცირებული თესლის“ შემთხვევაში, ჯიშისთვის შუსაბამო მცენარეთა რაოდენობა და სხვა  ჯიშის მცენარეთა ერთად აღებული რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 0,5%-ს,  ხოლო პირდაპირ შთამომავლობაში ერთად აღებული რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 0,5%-ს.

3. „საბაზისო თესლი“ და „სერტიფიცირებული თესლი“ რეგულირებადი არასაკარანტინო მავნე ორგანიზმებით ან  რეგულირებადი არასაკარანტინო მავნე ორგანიზმებით გამოწვეული დაავადებების სიმპტომების არსებობისას უნდა აკმაყოფილებდეს ცხრილ №1-ში და ცხრილ №2-ში მითითებულ მოთხოვნებს:

ცხრილი №1

რეგულირებადი არასაკარანტინო მავნე ორგანიზმები ან რეგულირებადი არასაკარანტინო მავნე ორგანიზმებით გამოწვეული სიმპტომები

ვეგეტაციაში მყოფი „საბაზისო თესლის“ მოყვანის დასაშვები ზღვარი

ვეგეტაციაში მყოფი „სერტიფიცირებული თესლის“ მოყვანის დასაშვები ზღვარი

შავფეხა (Dickeya Samson et al. spp. [1DICKG]; Pectobacterium Waldee emend. Hauben et al. spp. [1PECBG])

1,0%

4,0%

Candidatus Liberibacter solanacearum Liefting et al. [LIBEPS]

0%

0%

Candidatus Phytoplasma solani Quaglino et al. [PHYPSO]

0%

0%

ვირუსებით გამოწვეული მოზაიკის სიმპტომები და კარტოფილის ფოთოლხვევიას ვირუსით [PLRV00] გამოწვეული სიმპტომები

0,8%

6,0%

კარტოფილის ტუბერების თითისტარისებურობის ვიროიდი [PSTVD0]

0%

0%

 

ცხრილი №2

რეგულირებადი არასაკარანტინო მავნე ორგანიზმები ან რეგულირებადი არასაკარანტინო მავნე ორგანიზმებით გამოწვეული სიმპტომები

„საბაზისო თესლის“ პირდაპირი შთამომავლობის დასაშვები ზღვარი

„სერტიფიცირებული თესლის“ პირდაპირი შთამომავლობის დასაშვები ზღვარი

ვირუსული ინფექციის სიმპტომები

4,0%

10,0%

 

4. „საბაზისო თესლის“ თაობათა მაქსიმალური რაოდენობა უნდა იყოს ოთხი და ნაკვეთში „წინასაბაზისო თესლის“ და „საბაზისო თესლის“ კომბინირებული თაობების რაოდენობა უნდა იყოს შვიდი.

5. „სერტიფიცირებული თესლის“ თაობათა მაქსიმალური რაოდენობა უნდა იყოს ორი.

6. თუ არ არის მითითებული თაობა ეტიკეტზე, სათესლე კარტოფილი უნდა ჩაითვალოს, რომ მიეკუთვნება მაქსიმალურ რაოდენობას, რომელიც ნებადართულია შესაბამის კატეგორიაში.

 

დანართი №2

თესლის პარტიის ხარისხის მინიმალური მოთხოვნები

 

თესლის  უსუფთაობის, დაზიანების და რეგულირებადი არასაკარანტინო მავნე ორგანიზმების ან რეგულირებადი არასაკარანტინო მავნე ორგანიზმების სიმპტომებისას დასაშვებია შემდეგი  თანაფარდობა:

1. ნიადაგის და უცხო ნივთიერებების არსებობა:  1,0% მასის მიხედვით  „საბაზისო თესლისთვის“ და 2,0% მასის მიხედვით „სერტიფიცირებული თესლისთვის“.

2. მშრალი და სველი ანუ ბაქტერიული სიდამპლის ერთად არსებობა, გარდა იმ შემთხვევისა, თუ 0,5% მასის მიხედვით  გამოწვეულია: Synchytrium endobioticum-ით,  Clavibacter michiganensis subsp. Sepedonicus ან  Ralstonia solanacearum-ით, რომლის 0.2% მასის მიხედვით არის სველი სიდამპლე.

3. გარეგანი დეფექტები, მაგ.: დეფორმირებული ან დაზიანებული ტუბერები: 3,0% მასის მიხედვით.

4. ქეცის გავრცელება, რომელიც აზიანებს ტუბერების ზედაპირის ერთ მესამედზე მეტს: 5,0%- მასის მიხედვით.

5. ზედმეტი დეჰიდრატაციით ან ვერცხლისფერი ქეცით გამოწვეული დეჰიდრატაციით დამჭკნარი ტუბერები, 1,0% მასის მიხედვით.

6. თესლის პარტიაში  რეგულირებადი არასაკარანტინო მავნე ორგანიზმებით ან რეგულირებადი არასაკარანტინო მავნე ორგანიზმებით გამოწვეული სიმპტომები უნდა შეესაბამებოდეს ცხრილ №3-ში მოცემულ მონაცემებს:

ცხრილი №3

რეგულირებადი არასაკარანტინო მავნე ორგანიზმები ან რეგულირებადი არასაკარანტინო მავნე ორგანიზმებით გამოწვეული სიმპტომები

„საბაზისო თესლზე“ რეგულირებადი არასაკარანტინო მავნე ორგანიზმების არსებობის დასაშვები ზღვარი

„სერტიფიცირებულ თესლზე“ რეგულირებადი არასაკარანტინო მავნე ორგანიზმების არსებობის დასაშვები ზღვარი

Candidatus Liberibacter solanacearum Liefting et al.

0%

0%

Ditylenchus destructor Thorne [DITYDE]

0%

0%

ტუბერების ზედაპირის 10%-ზე მეტი დაზიანებულია  შავი ქეცით, რაც გამოწვეულია Thanatephorus cucumeris (A.B. Frank) Donk [RHIZSO] -ით

 

5,0%

5,0%

ტუბერების ზედაპირის 10 %-ზე მეტი დაზიანებულია ფხვიერი ქეცით, რაც გამოწვეულია Spongospora subterranea (Wallr.) Lagerh. [SPONSU]-ით

3,0%

3,0%

 

7. საერთო დასაშვები ოდენობა ამ დანართის მე-2–მე-6 პუნქტების შემთხვევაში „საბაზისო თესლისთვის“ შეადგენს 6,0%-ს მასის მიხედვით და  „სერტიფიცირებული თესლისთვის“ 8,0%-ს მასის მიხედვით.