საზეთე და საბოჭკოე კულტურების თესლის ბაზარზე განთავსების პირობების დამტკიცების თაობაზე

საზეთე და საბოჭკოე კულტურების თესლის ბაზარზე განთავსების პირობების დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 648
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 28/10/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/10/2020
ძალაში შესვლის თარიღი 01/06/2024
სარეგისტრაციო კოდი 340020000.10.003.022368
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
648
28/10/2020
ვებგვერდი, 29/10/2020
340020000.10.003.022368
საზეთე და საბოჭკოე კულტურების თესლის ბაზარზე განთავსების პირობების დამტკიცების თაობაზე
საქართველოს მთავრობა
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (29/10/2020 - 15/08/2023)

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №648

2020 წლის 28 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

საზეთე და საბოჭკოე კულტურების თესლის ბაზარზე განთავსების პირობების დამტკიცების თაობაზე

მუხლი 1
სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 75-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და „სავალდებულო სერტიფიცირებისადმი დაქვემდებარებული სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების გასავრცელებლად დაშვებისა და მეთესლეობის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, დამტკიცდეს თანდართული – „საზეთე და საბოჭკოე კულტურების თესლის ბაზარზე განთავსების პირობები“.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2024 წლის პირველი  ივნისიდან.

 


პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია



საზეთე და საბოჭკოე კულტურების თესლის ბაზარზე განთავსების პირობები

მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. საზეთე და საბოჭკოე კულტურების თესლის ბაზარზე განთავსების პირობები (შემდგომში – წესი) არეგულირებს საზეთე და საბოჭკოე კულტურების  თესლის (შემდგომში  კულტურების თესლი) ბაზარზე განთავსების პირობებს.

2. ამ წესის მიზანია  ბაზარზე განთავსებისათვის  განკუთვნილი კულტურების თესლისთვის შესაბამისი პირობების  დადგენა.

3. ეს წესი ვრცელდება   ბაზარზე განთავსებისთვის განკუთვნილ კულტურების თესლზე, რომელიც გამიზნულია სასოფლო-სამეურნეო წარმოებისთვის და არა დეკორატიული მიზნებისათვის.

4. ეს წესი არ ვრცელდება ექსპორტისთვის განკუთვნილი კულტურების თესლზე.

5. დაინტერესებული პირის მოთხოვნის შემთხვევაში, ეს წესი შეიძლება გავრცელდეს ექსპორტისთვის განკუთვნილი კულტურების თესლზე.

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

1. ამ წესის მიზნებისთვის გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა)  ბაზარზე განთავსება – კომერციული მიზნებისათვის, კულტურების თესლის მიწოდება, გაყიდვის მიზნით განთავსება და გასაყიდად შეთავაზება, ან გადაცემის სხვა ფორმები, გარდა მიწოდების ისეთი ფორმებისა, როგორიც არის კონტროლის ორგანოებისთვის გადაცემა, დამუშავების, ან შეფუთვის მომსახურებების მიმწოდებლებისთვის გადაცემა;

ბ) საზეთე და საბოჭკოე კულტურები – იმ გვარებისა და სახეობების მცენარეები, რომელიც განსაზღვრულია „სავალდებულო სერტიფიცირებისადმი დაქვემდებარებული სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 9 აგვისტოს №411 დადგენილებით დამტკიცებულ ნუსხაში;

გ) „საბაზისო თესლი“ (ჯიშები, გარდა ჰიბრიდებისა) – თესლი, რომელიც იწარმოება სელექციონერის/შემნარჩუნებლის პასუხისმგებლობით „სერტიფიცირებული თესლის“ ან „პირველი თაობის სერტიფიცირებული თესლის“ ან „მეორე თაობის სერტიფიცირებული თესლის“  ან საჭიროების შემთხვევაში „მესამე თაობის სერტიფიცირებული თესლის“ მისაღებად, აკმაყოფილებს „საბაზისო თესლისადმი“ ამ წესის „პირობები, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს სათესლე ნაკვეთი“ დანართი №1-ით და „მოთხოვნები, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს კულტურების თესლი“ დანართი №2-ით  დადგენილ მოთხოვნებს;

დ) „საბაზისო თესლი“ (ჰიბრიდები) თესლი, რომელიც მოიცავს: ინბრედ ხაზების „საბაზისო თესლს“, რომელიც აკმაყოფილებს „საბაზისო თესლისათვის“ ამ წესის დანართი №1-ით და დანართი №2-ით დადგენილ პირობებს;  „მარტივი  ხაზთაშორისი ჰიბრიდების  საბაზისო თესლს“, რომელიც განკუთნილია სამმაგი ხაზთაშორისი ჰიბრიდების ან ორმაგი ხაზთაშორისი ჰიბრიდების წარმოებისათვის; აკმაყოფილებს „საბაზისო თესლისადმი“ ამ წესის დანართი №1-ით და   №2-ით დადგენილ მოთხოვნებს;

ე) „სერტიფიცირებული თესლი“ – Brassica rapa L. var. silvestris (Lam.) Briggs, Brassica juncea (L.) and Czernj and Cosson, Brassica Napus L., Carthamus tinctorius L., Brassica Nigra (L.) W.D.J. Koch, Carum carvi L., Helianthus annuus L., Sinapis alba L.-ის  თესლი, რომელიც  მიღებულია „საბაზისო თესლის“ ან სელექციონერის/შემნარჩუნებლის მოთხოვნის შემთხვევაში „საბაზისო თესლის“ წინა თაობების თესლისგან, რომლებიც აკმაყოფილებენ „საბაზისო თესლისადმი“ ამ წესით დადგენილ პირობებს, არ არის განკუთვნილი საზეთე ან საბოჭკოე კულტურების მეთესლეობისათვის, აკმაყოფილებს „სერტიფიცირებული თესლისადმი“ ამ წესის დანართი №1-ით და დანართი №2-ით დადგენილ მოთხოვნებს;

ვ) „სერტიფიცირებული თესლი, პირველი თაობა“Arachis hypogaea L., Linum usitatissimum L.; Glycine max (L.) Merr.; Gossypium spp. მცენარეთა თესლი, რომლებიც წარმოებულია უშუალოდ „საბაზისო თესლიდან“, ან სელექციონერის/შემნარჩუნებლის მოთხოვნის შემთხვევაში, „საბაზისო თესლის წინა თაობის თესლიდან“ და აკმაყოფილებს „საბაზისო თესლისადმი“ ამ წესის დანართი №1 -ით და დანართი №2-ით დადგენილ მოთხოვნებს, ასევე განკუთვნილია „სერტიფიცირებული თესლი, მეორე თაობა“ კატეგორიის თელის, ან  „სერტიფიცირებული თესლი, მესამე თაობა“  საწარმოებლად, ან სხვა მიზნებისათვის, გარდა მცენარეების თესლის წარმოებისა, აკმაყოფილებენ „სერტიფიცირებული თესლისდმი“ ამ წესის დანართი №1-ით და დანართი №2-ით დადგენილ მოთხოვნებს;

ზ) „სერტიფიცირებული თესლი, მეორე თაობა“Arachis hypogaea L., Linum usitatissimum L.; Glycine max (L.) Merr.; Gossypium spp.-ის თესლი, რომელიც მიღებულია  „საბაზისო თესლის“, ან „სერტიფიცირებული  თესლი, პირველი თაობის“,  ან სელექციონერის/შემნარჩუნებლის მოთხოვნის შემთხვევაში, „საბაზისო თესლის“  წინა თაობების თესლისგან, რომელიც აკმაყოფილებს „საბაზისო თესლისადმი“ ამ წესის დანართი №1 -ით და დანართი №2-ით დადგენილ მოთხოვნებს; განკუთვნილია სხვა მიზნებისათვის, გარდა  საზეთე და საბოჭკოე კულტურების მეთესლეობისა, ან საჭიროების შემთხვევაში, „სერტიფიცირებული თესლი, მესამე თაობა“ მისაღებად; აკმაყოფილებს „სერტიფიცირებული თესლისდმი“ ამ წესის დანართი №1-ით და დანართი №2-ით დადგენილ მოთხოვნებს;

თ) „სერტიფიცირებული თესლი, მესამე თაობა“ – Linum usitatissimum L.-ის თესლი, რომელიც მიღებულია პირდაპირ „საბაზისო თესლისგან“, ან „სერტიფიცირებული თესლი, პირელი თაობა“ ან „სერტიფიცირებული თესლი, მეორე თაობა“, ან სელექციონერის/შემნარჩუნებლის მოთხოვნის შემთხვევაში, „საბაზისო თესლის წინა თაობის თესლისგან“, რომლებიც  აკმაყოფილებენ „საბაზისო თესლისადმი“  ამ წესის დანართი №1-ით და დანართი №2-ით დადგენილ მოთხოვნებს; განკუთვნილია სხვა მიზნებისათვის, გარდა  საზეთე და საბჭკოე კულტურების   მეთესლეობისა, აკმაყოფილებს „სერტიფიცირებული თესლისადმი“ ამ წესის დანართი №1-ით და დანართი №2-ით დადგენილ მოთხოვნებს;

ი) კომერციული თესლი – თესლი, რომელიც იდენტიფიცირდება, როგორც სახეობის კუთვნილება, აკმაყოფილებს კომერციული თესლისადმი ამ წესის დანართი №2-ის ნაწილი II-ით კომერციული თესლი  დადგენილ მოთხოვნებს;

კ) ჯიშობრივი ასოციაცია  საქართველოს ტერიტორიაზე გასავრცელებლად დაშვებული სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების ეროვნულ კატალოგში შესული, სპეციფიკური დამამტვერიანებელ-დამოკიდებული ჰიბრიდისა და ერთი ან რამდენიმე დამამტვერიანებელის თესლის ნარევისაგან შემდგარი სერტიფიცირებული კატეგორიის თესლი. ნარევის პროპორცია დგინდება  მისი კომპონენტების შენარჩუნებაზე პასუხისმგებელი პირ(ებ)ის მიერ, რომელიც ეცნობება სერტიფიცირების სამსახურს;

ლ) დამამტვერიანებელ-დამოკიდებული ჰიბრიდი, ჰიბრიდი  ჯიშობრივი ასოციაციის მამრობითი სტერილური კომპონენტი (მდედრობითი კომპონენტი);

მ) დამამტვერიანებელი – ჯიშობრივი ასოციაციის შემადგენელი დამამტვერიანებელი კომპონენტი (მამრობითი კომპონენტი).

2. ამ წესის მიზნებისთვის, ასევე გამოიყენება სურსათის/ცხოველის საკვების, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსით და „სავალდებულო სერტიფიცირებისადმი დაქვემდებარებული სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების გასავრცელებლად დაშვებისა და მეთესლეობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ტერმინები, თუ ამ წესით სხვაგვარად არ არის დადგენილი.

მუხლი  3. კულტურების თესლის ბაზარზე განთავსების პირობები

1. კულტურების: Brassica Napus L. (partim); Brassica rapa L. var. silvestris (Lam.) Briggs; Carthamus tinctorius L.; Carum carvi L.; Gossypium spp.; Helianthus annuus L.; Linum usitatissimum L. (partim) თესლი შეიძლება ბაზარზე განთავსდეს, თუ ისინი სერტიფიცირებულია, როგორც „საბაზისო თესლი“ ან „სერტიფიცირებული თესლი“.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კულტურების გარდა სხვა ზეთოვანი და ბოჭკოვანი კულტურები შეიძლება ასევე განთავსდეს როგორც „კომერციული თესლი“.

3. მიუხედავად ამ მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებში მითითებული პირობებისა, ბაზარზე შეიძლება განთავსდეს: 

ა) „საბაზისო თესლის წინა თაობის გასამრავლებელი მცენარეების თესლი“ და

ბ) გადამუშავებისთვის განკუთვნილი მცენარეების თესლი, რომლის იდენტურობა შენარჩუნებულია.

4. ბაზარზე განთავსებისთვის განკუთვნილი კულტურების თესლის გენეალოგიური კომპონენტების აღწერა, ჯიშის გამომყვანის მოთხოვნის შემთხვევაში, კონფიდენციალურია.

5. ბაზარზე განსათავსებლად, საბოლოო მიმწოდებლისათვის, დაიშვება კულტურების თესლი მცირე ზომის ტარით.

6. შესაძლებელია, დაიშვას სერტიფიცირებისათვის და ბაზარზე განსათავსებლად საბაზისო კატეგორიის თესლი, რომელიც არ აკმაყოფილებს აღმოცენების უნარის მიმართ ამ წესის დანართი №2-ით დადგენილ მოთხოვნებს. ასეთ შემთხვევაში, ბიზნესოპერატორმა სპეციალურ ეტიკეტზე უნდა მიუთითოს კულტურების  თესლის აღმოცენების უნარი და თესლის პარტიის საიდენტიფიკაციო ნომერი.

7. თუ სათესლე ნაკვეთმა გაიარა საველე ინსპექტირება და ამ შემოწმებამ აჩვენა, რომ ის აკმაყოფილებს ამ წესით დადგენილ მოთხოვნებს, ასეთი ნაკვეთიდან აღებული თესლი შეიძლება იქნეს  სერტიფიცირებული და განთავსდეს ბაზარზე, როგორც „არასრულად სერტიფიცირებული თესლი“.

8. კულტურების თესლის სახეობები დასაშვებია განთავსდეს ბაზარზე ჯიშობრივი ასოციაციის სახით.

9. მდედრობითი კომპონენტების და მამრობითი კომპონენტების ბაზარზე განთავსებისთვის განკუთვნილი კულტურების თესლი დაფარული უნდა იყოს სხვადასხვა ფერის შემავსებელით.

მუხლი 4.  კულტურების თესლზე მავნე ორგანიზმების დასაშვები რაოდენობა და მათი ფიტოსანიტარიული სახელმწიფო კონტროლი

1. კულტურების თესლზე მავნე ორგანიზმების დასაშვები რაოდენობა შესაბამისობაში უნდა იყოს ამ წესის დანართი №2-ის მე-6 პუნქტში მითითებულ მოთხოვნებთან.

2. კულტურების თესლის მავნე ორგანიზმებით დასნებოვნების ფიტოსანიტარიულ სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სურსათის ეროვნული სააგენტო, ფიტოსანიტარიული მოთხოვნებისადმი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

                                  დანართი №1

პირობები, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს სათესლე ნაკვეთი

1. წინამორბედი კულტურა  არ უნდა იყოს  შეუსაბამო ამ წესში მოყვანილი კულტურების ჯიშების სათესლე ნაკვეთებისათვის. სათესლე ნაკვეთები არ უნდა იყოს  დასარევლიანებული წინამორბედი კულტურებით.  Brassica Napus-ის ჰიბრიდების შემთხვევაში, სათესლე მცენარეები უნდა იქნეს მოყვანილი მიწის ნაკვეთზე, სადაც ბოლო 5 წლის განმავლობაში არ იყო Brassicaceae (Cruciferae)-ს ნათესები.

2. სათესლე ნაკვეთებისათვის, არასასურველი გადამტვერავი წყაროდან, მინიმალური საიზოლაციო მანძილები  უნდა შეესაბამებოდეს ამ დანართის ცხრილი №1-ში მითითებულ მოთხოვნებს:                                                                                           

 

ცხრილი №1

კულტურა

მინიმალური მანძილი (მეტრი)

Brassica spp. გარდა Brassica Napus, Carthamus tinctorius, Carum carvi, Sinapis alba:

 

- „საბაზისო თესლის“ წარმოებისთვის

400

- „სერტიფიცირებული თესლის“ წარმოებისთვის

200

Brassica Napus:

 

- ჯიშების საბაზისო თესლის წარმოებისთვის, გარდა ჰიბრიდებისა

200

- ჰიბრიდების საბაზისო თესლის წარმოებისთვის

500

- ჯიშების სერტიფიცირებული თესლის წარმოებისთვის, გადა ჰიბრიდებისა

100

- ჰიბრიდების სერტიფიცირებული  თესლის წარმოებისთვის

300

Helianthus annuus:

 

- ჰიბრიდების საბაზისო თესლის წარმოებისთვის

1 500

- ჯიშების საბაზისო თესლის  წარმოებისთვის, გარდა ჰიბრიდებისა

750

- სერტიფიცირებული  თესლის წარმოებისთვის

500

Gossypium hirsutum და/ან Gossypium barbadense:

 

Gossypium hirsutum-ის საბაზისო თესლის წარმოებისთვის

100

Gossypium barbadense -ის საბაზისო თესლის წარმოებისთვის

200

ციტოპლაზმური მამრობითი სტერილობის (ცმს) გარეშე მიღებული Gossypium hirsutum-ის  ჯიშების და შიდასახეობრივი ჰიბრიდების სერტიფიცირებული თესლის

 წარმოებისთვის

30

ციტოპლაზმური მამრობითი სტერილობით (ცმს) მიღებული Gossypium hirsutum-ის შიდასახეობრივი ჰიბრიდების სერტიფიცირებული თესლის  წარმოებისთვის

800

ციტოპლაზმური მამრობითი სტერილობით (ცმს)  მიღებული Gossypium barbadense – ის ჯიშების და შიდასახეობრივი ჰიბრიდების სერტიფიცირებული თესლის  წარმოებისთვის

150

ციტოპლაზმური მამრობითი სტერილობით (ცმს) მიღებული Gossypium barbadense-ის შიდასახეობრივი ჰიბრიდების სერტიფიცირებული თესლის  წარმოებისთვის

800

Gossypium hirsutum-ის და Gossypium barbadense-ის ფიქსირებული შიდასახეობრივი ჰიბრიდების საბაზისო თესლის წარმოებისთვის

200

Gossypium hirsutum-ის და Gossypium barbadense-ის ფიქსირებული შიდასახეობრივი ჰიბრიდების სერტიფიცირებული თესლის და ციტოპლაზმური მამრობითი სტერილობის (ცმს)-ის გარეშე ჰიბრიდების  წარმოებისთვის

150

ციტოპლაზმური მამრობითი სტერილობის (ცმს) გამოყენებით Gossypium hirsutum-ის და Gossypium barbadense-ის ჰიბრიდების სერტიფიცირებული თესლის წარმოებისთვის

800

 

მინიმალური საიზოლაციო მანძილი შეიძლება მხედველობაში არ იქნეს  მიღებული, თუ სათესლე ნაკვეთი დაცული იქნება არასასურველი დამამტვერიანებელისგან.

 

3. სათესლე ნაკვეთს უნდა ჰქონდეს საკმარისი ჯიშობრივი იდენტურობა და ჯიშობრივი სიწმინდე ან,  ინბრედ ხაზის სათესლე ნაკვეთის შემთხვევაში, საკმარისი იდენტურობა და სიწმინდე მისი მახასიათებლების შესაბამისად.

4. ჰიბრიდების თესლის წარმოებისთვის, აღნიშნული დებულებები ასევე ვრცელდება კომპონენტების მახასიათებლებზე, მათ შორის მამრობითი სტერილურობის ან  ფერტილობის აღმდგენ კომპონენტებზე. კერძოდ, Brassica juncea, Brassica Nigra, Carthamus tinctorius, Carum carvi, Gossypium spp. და Helianthus annuus და Brassica Napus ჰიბრიდები უნდა შეესაბამებოდეს შემდეგ  მოთხოვნებს:

ა)  Brassica juncea, Brassica Nigra, Carthamus tinctorius, Carum carvi და Gossypium spp. გარდა ჰიბრიდებისა: იმავე კულტურის არატიპური მცენარეთა ჯიშობრივი მინარევების  რაოდენობა, არ უნდა არემატებოდეს:

ა.ა)  ერთ მცენარეს  30 კვ. მ. ფართობზე საბაზისო თესლის მისაღებ სათესლე ნაკვეთზე;

ა.ბ) ერთ მცენარეს  10 კვ.მ. ფართობზე  სერტიფიცირებული  თესლის მისაღებ სათესლე ნაკვეთზე;

ბ)  Helianthus annus-ის ჰიბრიდები:

ბ.ა) ინბრედ ხაზების ან კომპონენტების არატიპიურ მცენართა  ჯიშობრივი მინარევების  პროცენტული რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ამ დანართის ცხრილი №2-ში მითითებულ მოთხოვნებს;

ცხრილი №2

საბაზისო თესლის საწარმოებლად:

მცენარეთა %-ული რაოდენობა

1. ინბრედ ხაზები

0,2%

2. მარტივი ჰიბრიდები:

 

-მამრობითი მშობელი ფორმები, რომლებიც ავრცელებენ მტვრის მარცვლებს, როდესაც მდედრობითი ფორმების მცენარეთა 2%-ს  ან მეტს აქვთ მიმღები ყვავილები.

0,2%

-მდედრობითი ფორმა

0,5%

3. სერტიფიცირებული თესლის საწარმოებლად:

 

-მამრობითი კომპონენტი, მცენარეები, რომლებიც ავრცელებენ მტვერს, მაშინ როცა მდედრობით მცენარეებს აქვთ 5% ან მეტი მიმღები ყვავილები

0,5%

-მდედრობითი კომპონენტი

1,0%

 

ბ.ბ) ჰიბრიდების თესლის წარმოებისას უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი დამატებითი მოთხოვნები:

ბ.ბ.ა) მამრობითი კომპონენტი საკმარისი რაოდენობის მტვრის მარცლებს უნდა ავრცელებდეს მდედრობითი კომპონენტის ყვავილობის ფაზაში;

ბ.ბ.ბ) სადაც მდედრობითი კომპონენტის მცენარეებს აქვთ მიმღები ბუტკოს დინგი, მცენარეების პროცენტული რაოდენობა, რომლებიც წარმოქმნიან მტვრის მარცვლებს, არ უნდა აღემატებოდეს 0,5%-ს; 

ბ.ბ.გ) საბაზისო თესლის“ წარმოებისას, ჯიშობრივი მინარევების პროცენტული რაოდენობა, რომლებმაც გაავრცელეს ან ავრცელებენ მტვრის მარცვლებს, არ უნდა აღემატებოდეს 0,5%-ს;

ბ.ბ.დ) თუ ამ წესის დანართი №2-ის პირველი ნაწილის  მე-2 პუნქტში    მითითებული მოთხოვნები ვერ კმაყოფილდება, მაშინ „სერტიფიცირებული თესლის“ წარმოებისთვის გამოყენებული უნდა იყოს  მამრობითი სტერილური კომპონენტი, რომელიც მოიცავს კონკრეტულ   აღმდგენელ ხაზს ან ხაზებს ისე, რომ შედეგად  მიღებული  ჰიბრიდის სულ მცირე ერთი მესამედი წარმოქმნიდეს ნორმალურ მტვრის მარცვლებს;

გ) მამარობითი სტერილობის გამოყენებით მიღებული Brassica Napus-ის ჰიბრიდების:

გ.ა) მცენარეთა პროცენტული რაოდენობა, რომლებიც არ შეესაბამება ინბრედ ხაზებს ან კომპონენტებს, არ უნდა აღემატებოდეს ამ დანართის ცხრილი №3-ში მითითებულ მოთხოვნებს;

 

ცხრილი №3

საბაზისო თესლის წარმოებისთვის

 

-ინბრედ ხაზები

0,1%

-მარტივი ჰიბრიდები

 

-მამრობითი კომპონენტი

0,1%

-მდედრობითი კომპონენტი   

0,2%

-სერტიფიცირებული თესლის წარმოებისთვის

 

-მამრობითი კომპონენტი

0,3%

-მდედრობითი კომპონენტი                                             

1,0%

 

გ.ბ) მამრობითი სტერილობა უნდა იყოს სულ მცირე 99%  საბაზისო თესლის წარმოებისთვის და 98% სერტიფიცირებული თესლის წარმოებისთვის.  მამრობითი სტერილობის დონე უნდა შეფასდეს ყვავილების გამოკვლევით   ფერტილური სამტვრეების არარსებობაზე;

დ) Gossypium hirsutum და Gossypium barbadense-ის ჰიბრიდები:

დ.ა) Gossypium hirsutum და Gossypium barbadense-ის მშობელი ხაზების „საბაზისო თესლის“ მისაღები სათესლე ნაკვეთებისათვის, მდედრობითი და მამრობითი ხაზების მინიმალური ჯიშობრივი სიწმინდე უნდა იყოს 99,8%, როდესაც სათესლე მცენარეების 5%-ს ან მეტს აქვთ მტვრის მიმღები ყვავილები. მამრობითი სტერილური სათესლე მცენარეების მამრობითი სტერილურობის დონე უნდა შეფასდეს ყვავილების გამოკვლევით  სტერილური სამტვრეების არსებობაზე, ის უნდა იყოს არანაკლებ 99,9%;

დ.ბ) Gossypium hirsutum და Gossypium barbadense-ის ჰიბრიდების სერტიფიცირებული თესლის მისაღები  სათესლე ნაკვეთებისათვის, სათესლე მშობელი ფორმის და დამამტვერიანებელი ხაზების მინიმალური ჯიშობრივი სიწმინდე უნდა უნდა იყოს 99,5%, როდესაც სათესლე მცენარეების 5%-ს ან მეტს აქვთ მტვრის მიმღები ყვავილები. სათესლე მცენარეების მამრობითი სტერილურობის დონე უნდა შეფასდეს ყვავილების გამოკვლევით  სტერილური სამტვრეების არსებობაზე; ის უნდა იყოს არანაკლებ 99,7%.

5. სათესლე ნაკვეთი პრაქტიკულად თავისუფალი უნდა იყოს ყოველგვარი მავნე ორგანიზმებისაგან, რომლებიც ამცირებენ თესლის ვარგისიანობას და ხარისხს. სათესლე ნაკვეთი  ასევე უნდა პასუხობდეს საკარანტინო მავნე ორგანიზმებისადმი დაწესებულ მოთხოვნებს, დაცულ ზონაში საკარანტინო მავნე ორგანიზმებისადმი და არასაკარანტინო რეგულირებადი მავნე ორგანიზმებისადმი დაწესებულ მოთხოვნებს. რეგულირებადი არასაკარანტინო მავნე ორგანიზმების არსებობა სათესლე ნაკვეთზე უნდა შესაბამებოდეს ამ დანართის ცხრილი №4-ში მითითებულ მოთხოვნებს:

ცხრილი №4

რეგულირებადი არასაკარანტინო მავნე ორგანიზმები ან მათ მიერ გამოწვეული სიმპტომები

დასარგავი მცენარეები (გვარები ან სახეობები)

წინასაბაზისო თესლის წარმოების ფარგლები

საბაზისო თესლის წარმოების ფარგლები

სერტიფიცირებული თესლის წარმოების ფარგლები

Plasmopara halstedii (Farlow) Berlese & d Toni(Plasha)

Helianthus annus L.

0%

0%

0%

 

6. ზემოაღნიშნული  სტანდარტების ან პირობების დაკმაყოფილება, საბაზისო თესლის შემთხვევაში, უნდა შემოწმდეს ოფიციალური საველე ინსპექტირებისას და, სერტიფიცირებული თესლის შემთხვევაში, ოფიციალური საველე ინსპექტირებისას ან ოფიციალური ზედამხედველობის ქვეშ განხორციელებული ინსპექტირებისას. ეს საველე ინსპექტირება ხორციელდება შემდეგი პირობების შესაბამისად:

ა)  სათესლე ნაკვეთში, გარდა Helianthus annuus, Brassica Napus, Gossypium hirsutum და  Gossypium barbadense-ის ჰიბრიდებისა უნდა ჩატარდეს სულ მცირე ერთი საველე ინსპექტირება;

ა.ა)   Helianthus annuus-ის ჰიბრიდბის სათესლე ნაკვეთებში – ორი  საველე ინსპექტირება;

ა.ბ) Brassica Napus-ის ჰიბრიდბის შემთხვევაში – სამი ინსპექტირება: პირველი – ყვავილობამდე ფაზაში; მეორე – ადრეული ყვავილობის ფაზაში და მესამე – ყვავილობის ფაზის ბოლოს;

ა.გ) Gossypium hirsutum და Gossypium barbadense-ის ჰიბრიდების შემთხვევაში სულ მცირე სამი ინსპექტირება: პირველი – ადრეული ყვავილობის ფაზში; მეორე – ყვავილობის დასრულებამდე ფაზაში და მესამე – ყვავილობის ფაზის ბოლოს, საჭიროების შემთხვევაში მამრობითი დამამტვერინებელი მცენარეების მოცილების შემდგომ.

 

დანართი №2

მოთხოვნები, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს კულტურების თესლი

 

ნაწილი I. საბაზისო და სერტიფიცირებული თესლი

1. მცენარეთა თესლს უნდა ჰქონდეს საკმარისი ჯიშობრივი იდენტურობა და ჯიშობრივი სიწმინდე. თესლი უნდა შეესაბამებოდეს ამ დანართის ცხრილი №1-ში  მითითებულ  მოთხოვნებს:

 

ცხრილი №1

სახეობები და კატეგორია

მინიმალური ჯიშობრივი სიწმინდე (%)

Arachis hypogaea

 

-საბაზისო თესლი

99,7

-სერტიფიცირებული თესლი

99,5

Brassica Napus, გარდა ჰიბრიდებისა,   ჯიშები, რომლებიც გამოიყენება მხოლოდ ცხოველის საკვები მიზნით;

Brassica rapa, გარდა ჯიშებისა, რომელიც გამოიყენება მხოლოდ ცხოველის საკვები მიზნით:

 

-საბაზისო თესლი

99,9

-სერტიფიცირებული თესლი

99,7

Brassica Napus spp. გარდა ჰიბრიდებისა, ჯიშები, რომლებიც გამოიყენება მხოლოდ ცხოველის საკვები მიზნით;

Brassica rapa, ჯიშები, რომლებიც გამოიყენება მხოლოდ ცხოველის საკვები მიზნით;

Helianthus annus, გარდა ჰიბრიდებისა, მათი კომპონენტების ჩათვლით;

 

 

Sinapis alba:

 

-საბაზისო თესლი

99,7

-სერტიფიცირებული თესლი

99,0

Glycine max:

 

-საბაზისო თესლი

99,5

-სერტიფიცირებული თესლი

99,0

Linum usitatissimum:

 

-საბაზისო თესლი

99,7

-სეტიფიცირებული თესლი, პირველი თაობა

98,0

-სერტიფიცირებული თესლი, მე-2 და მე-3 თაობები

97,5

 

შენიშვნა: მინიმალური ჯიშობრივი სიწმინდე უნდა შემოწმდეს  დანართი №1-ში მოცემული პირობების შესაბამისად განხორციელებული საველე ინსპექტირებისას.

2. Brassica Napus ჰიბრიდების შემთხვევაში, რომლებიც მიღებულია   მამრობითი სტერილობის გამოყენებით, თესლი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ  პირობებსა და სტანდარტებს:

ა) თესლს უნდა ჰქონდეს საკმარისი ჯიშობრივი იდენტურობა და ჯიშობრივი სიწმინდე, რომელიც ეხება  მისი კომპონენტების ჯიშობრივ  მახასიათებლებს, მათ შორის მამრობით სტერილურობას ან ფერტილობის აღდგენას;

ბ) თესლის მინიმალური ჯიშობრივი სიწმინდე უნდა იყოს:

ბ.ა) საბაზისო თესლი, მდედრობითი კომპონენტი – 99,0%;

ბ.ბ) საბაზისო თესლი, მამრობითი კომპონენტი – 99,9%;

ბ.გ) Brassica Napus -ის საშემოდგომო ჯიშების სერტიფიცირებული თესლი – 90,0%;

ბ.დ) Brassica Napus -ის საგაზაფხულო ჯიშების სერტიფიცირებული თესლი – 85,0%;

გ) თესლი არ უნდა იყოს  სერტიფიცირებული, როგორც  „სერტიფიცირებული თესლი“, თუ საბაზისო თესლს არ ექნება გავლილი საკონტროლო გამოცდა იმ სავეგეტაციო სეზონზე, რომელზეც სერტიფიცირებისათვის განკუთვნილი „სერტიფიცირებული თესლი“ უნდა იქნეს მიღებული და დადასტურდება, რომ კომპონენტის „საბაზისო თესლი“ აკმაყოფილებს იდენტურობისადმი დადგენილ მოთხოვნებს კომპონენტების მახასიათებლების შესაბამისად, რომელიც მოიცავს ასევე მამრობით სტერილობას და საბაზისო თესლისათვის ჯიშობრივი სიწმინდისადმი ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით   დაგენილ ნორმებს;

დ) ჰიბრიდების საბაზისო თესლის შემთხვევაში, ჯიშობრივი სიწმინდე შეიძლება შეფასდეს შესაბამისი ბიოქიმიური მეთოდებით;

ე) ჰიბრიდების „სერტიფიცირებული თესლის“ ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში მოცემული მინიმალური ჯიშობრივი სიწმინდის ნორმებთან შესაბამისობა უნდა შემოწმდეს საკონტროლო გამოცდაში.  შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს შესაბამისი ბიოქიმიური მეთოდები.

3. თუ  ამ წესის დანართი №1-ის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ბ.დ“ ქვეპუნქტში მითითებული მოთხოვნები ვერ დაკმაყოფილდება, მაშინ Helianthus annuus ჰიბრიდების „სერტიფიცირებული თესლის“ მისაღებად გამოიყენება მამრობითი სტერილური მდედრობითი კომპონენტი და მამრობითი კომპონენტი რომელიც არ აღადგენს მამრობით ფერტილობას, მამრობითი სტერილური მშობელი ფორმის თესლი უნდა შეერიოს მამრობითი სრულად ფერტილური მშობელი ფორმის თესლს, მათი თანაფარდობა არ უნდა აღემატებოდეს ორი ერთთან.

4. ამ დანართის ცხრილი №2-ის მიხედვით, თესლი უნდა  შეესაბამებოდეს დამატებით მოთხოვნებს აღმოცენების უნარის, ანალიზური სიწმინდის და სხვა სახეობის მცენარეთა თესლის, მათ შორის Orobanche spp.-ს თესლის შემცველობით:

ცხრილი №2

 

სახეობები და კატეგორიები

მინიმალური აღმოცენების უნარი

(სუფთა თესლის %)

ანალიზური სიწმინდე

დანართი №3-ის მე-4 სვეტში მითითებული  წონის ნიმუშში  სხვა სახეობის მცენარეთა თესლების მაქსიმალური შემცველობა

 

პირობები, რომელიც ეხება 

Orobanche-ს თესლის შემცველობას

მინიმალური ანალიზური სიწმინდე

(% წონის მიხედვით)

სხვა მცენარეთა სახეობების თესლის მაქსიმალური რაოდენობა

(% წონის მიხედვით)

სხვა მცენარეთა სახეობები (ა)

Avena fatua, Avena sterilis

Cuscuta spp.

Raphanus raphanistrum

Rumex spp. გარდა Rumex acetosella

Alopecurus myosuroides

Lolium remotum

1

2

3

4

5

6

7

8

9

10

11

12

Arachis hypogaea

70

99

-

5

0

0 (გ)

 

 

 

 

 

Brassica spp.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

-საბაზისო თესლი

85

       98

     0,3

      -

       0

 0 (გ)(დ)

     10

      2

 

 

 

-სერტიფიცირებული თესლი

85

98

0,3

-

0

 

0 (გ)(დ)

10

5

 

 

 

Carthamus tinctorius

    75

      98

     -

     5

       0

 0  (გ)

 

 

 

 

 (ე)

Carum carvi

70

97

    -

25 (ბ)

0

0 (გ)(დ)

10

 

3

 

 

Glycine max

80

98

-

5

0

0 (გ)

 

 

 

 

 

Gossypium spp.

80

98

-

15

0

0 (გ)

 

 

 

 

 

Helianthus annuus

85

98

-

5

0

0 (გ)

 

 

 

 

 

1

2

3

4

5

6

7

8

9

10

11

12

Linum usitatissimum:

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

მცენარე

 

 

92

 

 

99

 

 

-

 

 

15

 

 

0

 

 

0 (გ) (დ)

 

 

 

 

 

 

 

 

 

4

 

 

2

 

 

 

 

 

თესლი

85

99

-

15

0

0 (გ)(დ)

 

 

 

4

2

 

Sinapis alba:

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

-საბაზისო თესლი

85

98

0,3

-

0

0 (გ)(დ)

10

2

 

 

 

-სერტიფიცირებული თესლი

85

98

0,3

-

0

0 (გ) (დ)

10

5

 

 

 

 

5. სხვა სტანდარტები  ან პირობები, გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც  მითითება კეთდება ამ დანართის ცხრილი №2-ზე:

ა) ცხრილი №2-ის მე-5 სვეტში მითითებული სხვა მცენარეთა სახეობების თესლის მაქსიმალური შემცველობა ასევე მოიცავს მე-6-დან  მე-11  სვეტამდე მითითებული სახეობების  თესლებს;

ბ)  სავალდებულო არ არის განისაზღვროს  სხვა მცენარეთა სახეობების  თესლის რაოდენობის საერთო შემცველობა; თუ არ არსებობს ეჭვი რომ  მე-5 სვეტში მითითებული პირობები დაკმაყოფილებულია;

გ) Cuscuta spp.-ს თესლის რაოდენობის განსაზღვრა საჭირო არ არის, თუ არ არსებობს ეჭვი, რომ მე-7 სვეტში მითითებული პირობები იყო დაკმაყოფილებული;

დ) Cuscuta spp.-ს ერთი თესლის არსებობა დადგენილი წონის ნიმუშში არ უნდა იქნეს განხილული, როგორც მინარევი მაშინ, როდესაც ასეთივე წონის მეორე ნიმუში არ შეიცავს Cuscuta spp.-ს თესლს;

ე) თესლი თავისუფალი უნდა იყოს  Orobanche spp-გან, თუმცა      Orobanche spp-ს ერთი თესლის არსებობა 100 გრამ ნიმუშში არ უნდა იქნეს მიჩნეული მინარევებად, როდესაც მეორე ნიმუშის 200 გრამი  თავისუფალია Orobanche spp-ს  ნებისმიერი თესლისგან.

6. კულტურათა თესლი პრაქტიკულად თავისუფალი უნდა იყოს საკარანტინო მავნე ორგანიზმებისაგან. კულტურათა თესლზე სოკოების (ოომიცეტები) დასაშვები რაოდენობა  უნდა აკმაყოფილებდეს ამ დანართის ცხრილი №3-ში მითითებულ მოთხოვნებს.

 

ცხრილი №3

ფიტოსანიტარიული რეგულირებადი არასაკარანტინო მავნე ორგანიზმი ან მათი სიმპტომები

დასარგავი მცენარეები

(გვარები და სახეობები)

წინასაბაზისო თესლისთვის ფარგლები

საბაზისო თესლისთვის ფარგლები

სერტიფიცირებული თესლისთვის ფარგლები

1

2

3

4

5

Alterneria linikola

Groves & Skolko

[Alteli]

Linum usitatissimum L.

5%

5% დაზიანდა

Alternaria linicola, Boeremia exigua var. linicola, Colletotrichium lini და Fusarium spp

5%

5% დაზიანდა

Alternaria linicola, Boeremia exigua var. linicola, Colletotrichium lini და Fusarium spp

5%

5% დაზიანდა

Alternaria linicola, Boeremia exigua var. linicola, Colletotrichium lini და Fusarium spp

Boeremia exigua var. linicola (Naumov & Vassiljevsky) Aveskamp, Gruyter & Verkley [PHOMEL

Linum usitatissimum L. – სელი

 

1%

5% დაზიანდა

Alternaria linicola, Boeremia exigua var. linicola, Colletotrichium lini და Fusarium spp

1%

5% დაზიანდა

Alternaria linicola, Boeremia exigua var. linicola, Colletotrichium lini და Fusarium spp

1%

5% დაზიანდა

Alternaria linicola, Boeremia exigua var. linicola, Colletotrichium lini და Fusarium spp

Boeremia exigua var. linicola (Naumov & Vassiljevsky) Aveskamp, Gruyter & Verkley [PHOMEL

Linum usitatissimum L. – სელის თსლი

 

5%

5% დაზიანდა

Alternaria linicola, Boeremia exigua var. linicola, Colletotrichium lini და Fusarium

5%

5% დაზიანდა

Alternaria linicola, Boeremia exigua var. linicola, Colletotrichium lini და Fusarium

5%

5% დაზიანდა

Alternaria linicola, Boeremia exigua var. linicola, Colletotrichium lini და Fusarium

Botrytis cinerea de Bary [BOTRCI]

Helianthus annuus L., Linum usitatissimum L.

5%

5%

5%

Colletotrichum lini Westerdijk [COLLLI]

Linum usitatissimum L.

5%

5% დაზიანდა

Alternaria linicola, Boeremia exigua var. linicola, Colletotrichium lini და Fusarium spp

5%

5% დაზიანდა

Alternaria linicola, Boeremia exigua var. linicola, Colletotrichium lini და Fusarium spp

5%

5%

დაზიანდა

Alternaria linicola, Boeremia exigua var. linicola, Colletotrichium lini და Fusarium spp

Diaporthe caulivora (Athow & Caldwell) J.M. Santos, Vrandecic & A.J.L. Phillips [DIAPPC] Diaporthe phaseolorum var. sojae Lehman [DIAPPS]

 

Glycine max (L.) Merr

დასნებოვნების 15%

გამოწვეულია ფომოფსისის კომპლექსით

დასნებოვნების 15%

გამოწვეულია ფომოფსისის კომპლექსით

დასნებოვნების 15%

გამოწვეულია ფომოფსისის კომპლექსით

Fusarium (anamorphic genus) Link [1FUSAG]

 

გარდა Fusarium oxysporum f. sp. albedinis (Kill. & Maire) W.L. Gordon [FUSAAL] და Fusarium circinatum №irenberg & O’Donnell [GIBBCI]

Linum usitatissimum L.

5%

5% დაზიანდა

Alternaria linicola, Boeremia exigua var. linicola, Colletotrichium lini და Fusarium spp

5%

5% დაზიანდა

Alternaria linicola, Boeremia exigua var. linicola, Colletotrichium lini და Fusarium spp

5%

5% დაზიანდა

Alternaria linicola, Boeremia exigua var. linicola, Colletotrichium lini და Fusarium spp

Plasmopara halstedii (Farlow) Berlese & de Toni [PLASHA]

Helianthus annuus L.

0%

0%

0%

Sclerotinia sclerotiorum (Libert) de Bary [SCLESC]

Brassica rapa L. var. silvestris (Lam.) Briggs,

არაუმეტეს 5 სკლეროციუმი ან სკლეროციუმის ფრაგმენტი ნაპოვნია ყოველი პარტიის რეპრეზენტატიული ნიმუშის ლაბორატორიული გამოკვლევისას, ზომებში შეესაბამება ამ წესის დანართი №3-ის მე-4 სვეტს

 

არაუმეტეს 5 სკლეროციუმი ან სკლეროციუმის ფრაგმენტი ნაპოვნია ყოველი პარტიის რეპრეზენტატიული ნიმუშის ლაბორატორიული გამოკვლევისას, ზომებში შეესაბამება ამ წესის დანართი №3-ის მე-4 სვეტს

 

არაუმეტეს 5 სკლეროციუმი ან სკლეროციუმის ფრაგმენტი ნაპოვნია ყოველი პარტიის რეპრეზენტატიული ნიმუშის ლაბორატორიული გამოკვლევისას, ზომებში შეესაბამება ამ წესის დანართი №3-ის მე-4 სვეტს

 

Sclerotinia sclerotiorum (Libert) de Bary [SCLESC]

Brassica Napus L. (partim), Helianthus annuus L.

არაუმეტეს 10 სკლეროციუმი ან სკლეროციუმის ფრაგმენტი ნაპოვნია ყოველი პარტიის რეპრეზენტატიული ნიმუშის ლაბორატორიული გამოკვლევისას, ზომებში შეესაბამება ამ წესის დანართი №3-ის მე-4 სვეტს

 

არაუმეტეს 10 სკლეროციუმი ან სკლეროციუმის ფრაგმენტი ნაპოვნია ყოველი პარტიის რეპრეზენტატიული ნიმუშის ლაბორატორიული გამოკვლევისას, ზომებში შეესაბამება ამ წესის დანართი №3-ის მე-4 სვეტს

 

არაუმეტეს 10 სკლეროციუმი ან სკლეროციუმის ფრაგმენტი ნაპოვნია ყოველი პარტიის რეპრეზენტატიული ნიმუშის ლაბორატორიული გამოკვლევისას, ზომებში შეესაბამება ამ წესის დანართი №3-ის მე-4 სვეტს

 

Sclerotinia sclerotiorum (Libert) de Bary [SCLESC]

Sinapis alba L.

არაუმეტეს 5 სკლეროციუმი ან სკლეროციუმის ფრაგმენტი ნაპოვნია ყოველი პარტიის რეპრეზენტატიული ნიმუშის ლაბორატორიული გამოკვლევისას, ზომებში შეესაბამება ამ წესის დანართი №3-ის მე-4 სვეტს

 

არაუმეტეს 5 სკლეროციუმი ან სკლეროციუმის ფრაგმენტი ნაპოვნია ყოველი პარტიის რეპრეზენტატიული ნიმუშის ლაბორატორიული გამოკვლევისას, ზომებში შეესაბამება ამ წესის დანართი №3-ის მე-4 სვეტს

 

არაუმეტეს 5 სკლეროციუმი ან სკლეროციუმის ფრაგმენტი ნაპოვნია ყოველი პარტიის რეპრეზენტატიული ნიმუშის ლაბორატორიული გამოკვლევისას, ზომებში შეესაბამება ამ წესის დანართი №3-ის მე-4 სვეტს

 

 

ნაწილი II. კომერციული თესლი

კომერციული თესლისთვის გამოყენებული უნდა იქნეს ამ წესის დანართი №2-ის ნაწილი I – „საბაზისო და სერტიფიცირებული თესლი“, გარდა ნაწილი I-ის პირველი პუნქტისა.

 

დანართი3

კულტურათა თესლის პარტია და ნიმუშის წონა

 

სახეობები

პარტიის მაქსიმალური წონა (ტონა)

პარტიის რაოდენობის მიხედვით გათვალისწინებული ნიმუშის მინიმალური წონა

(გრამი)

ნიმუშის წონა (რაოდენობის

განსაზღვრისათვის მოცემულია დანართი №2-ის ცხრილი №2-ის მე-5 – 11-მდე სვეტებში  და დანართი №2-ის ცხრილი №3-ის  მე-5 სვეტში)

(გრამი)

1

2

3

4

Arachis hypogaea

30

1000

1000

Brassica juncea

10

100

40

Brassica Napus

10

200

100

Brassica Nigra

10

100

40

Brassica rapa

10

200

70

Carthamus tinctorius

25

900

900

Carum carvi

10

200

80

Glycine max

30

1000

1000

Gossypium spp.

25

1000

1000

Helianthus annuus

25

1000

1000

Linum usitatissimum

10

300

150

Sinapis alba

10

 

400

200

პარტიის მაქსიმალური წონა არ  უნდა აღემატებოდეს 5%-ს.