„საქართველოში ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №375 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოში ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №375 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 641
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 22/10/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/10/2020
სარეგისტრაციო კოდი 330000000.10.003.022361
641
22/10/2020
ვებგვერდი, 23/10/2020
330000000.10.003.022361
„საქართველოში ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №375 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №641

2020 წლის 22 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

„საქართველოში ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №375 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოში ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №375 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 29/07/2016, 330000000.10.003.019436) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებულ საქართველოში ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო პროგრამის 31 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობიდან გამომდინარე, პროგრამის საპილოტე ნაწილის შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად განხორციელებასა (მათ შორის, სამშენებლო სამუშაოების, საპროექტო, საზედამხედველო, საკონსულტაციო და სხვა მომსახურებების/საქონლის სახელმწიფო შესყიდვას) და აშენებული ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის ექსპლუატაციაში გაშვებას უზრუნველყოფს ოუფენ ნეტი საკუთარი სახსრებით, არაუგვიანეს 2021 წლის  28 თებერვლისა.“.

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია