„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შემოსავლების სამსახურის სისტემაში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2014 წლის 10 აპრილის №20440 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შემოსავლების სამსახურის სისტემაში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2014 წლის 10 აპრილის №20440 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 31307
დოკუმენტის მიმღები შემოსავლების სამსახური
მიღების თარიღი 19/10/2020
დოკუმენტის ტიპი შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/10/2020
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.016591
31307
19/10/2020
ვებგვერდი, 20/10/2020
000000000.00.00.016591
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შემოსავლების სამსახურის სისტემაში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2014 წლის 10 აპრილის №20440 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
შემოსავლების სამსახური
 

შემოსავლების სამსახურის უფროსის

ბრძანება №31307

2020 წლის 19 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

საჯარო  სამართლის  იურიდიული  პირის  შემოსავლების  სამსახურის  სისტემაში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2014 წლის 10 აპრილის №20440 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შემოსავლების სამსახურის სისტემაში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2014 წლის 10 აპრილის №20440 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შემოსავლების სამსახურის სისტემაში სტაჟირების გავლის წესის“:

ა) პირველი მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. სტაჟირების პროცესის კოორდინაციასა და საორგანიზაციო საკითხების უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელია ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტი.“;

ბ) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სამსახურის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელების მიერ მოწოდებული ინფორმაციის შეკრების/გაანალიზების შემდგომ (წინა წლების სტატისტიკური მონაცემებზე დაყრდნობით საჭიროების კვლევის შემდგომ) ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტი ამზადებს თემატიკის შესაბამისად სასწავლო პროგრამებს და სამსახურის უფროსს წარუდგენს წინადადებებს სტაჟიორთა კონკურსის წესით მიღების პროცესის შესახებ.“;

გ) მე-4 მუხლის:

გ.ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სტაჟიორთა კონკურსის ორგანიზაციულ უზრუნველყოფას (კონკურსის მოსამზადებელი სამუშაოები, წინასწარ დადგენილი დამატებითი მოთხოვნების შესაბამისად, კანდიდატთა აპლიკაციების გადარჩევა, საბუთების შემოწმება და კომისიისათვის წარდგენა) ახორციელებს ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტი.“;

გ.ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. კანდიდატების აპლიკაციების შეფასება/გადარჩევა ხორციელდება ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის მიერ, საკონკურსო ინფორმაციით განსაზღვრულ პირობებთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის გზით.“;

გ.გ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. სტაჟირების კონკურსის წარმატებით გავლის შემდგომ, შერჩეულმა კანდიდატებმა ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტში უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) პირადობის მოწმობის ასლი;

ბ) ფოტოსურათი (ერთი დაბეჭდილი და ციფრული ფორმით დისკზე);

გ) დიპლომის ასლი ან ცნობა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან;

დ) ცნობა ნასამართლეობის შესახებ;

ე) ცნობა სამდიცინო-ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ.“;

დ) მე-5 მუხლის:

დ.ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სტაჟირება ხორციელდება ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის მიერ შემუშავებული სასწავლო პროგრამით თეორიული სწავლების ან/და პრაქტიკული მეცადინეობის ფორმით.“;

დ.ბ) მე-5 – მე-7 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. თეორიული სწავლების პროცესის კოორდინაციას უზრუნველყოფს ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტი.

6. სტაჟიორის უშუალო ხელმძღვანელს განსაზღვრავს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის უფროსი, რომელიც ვალდებულია ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტს წერილობით მიაწოდოს ინფორმაცია მის დაქვემდებარებაში მყოფი სტაჟიორის ვინაობისა და მისი უშუალო ხელმძღვანელის შესახებ.

7. პრაქტიკული სწავლების პროცესის კოორდინაციას უზრუნველყოფს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსი, რომელიც ვალდებულია ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტს პერიოდულად მიაწოდოს სტაჟიორის პრაქტიკული სწავლების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია.“;

ე) მე-6 მუხლის მე-6 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

ვ) მე-7 მუხლის:

ვ.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სტაჟირების პერიოდში თეორიული სწავლების ან/და პრაქტიკული მეცადინეობისას მიღებული შეფასების, შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის რეკომენდაციისა და სტაჟიორის მიერ მომზადებული რეფერატის/პრეზენტაციის შედეგის გათვალისწინებით მიიღება გადაწყვეტილება:

ა) სტაჟირების შედეგების დადებითად შეფასების შესახებ;

ბ) სტაჟირების შედეგების უარყოფითად შეფასების შესახებ.“;

ვ.ბ) მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

ვ.გ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

4. სტაჟიორები, რომლებიც მიიღებენ დადებით შეფასებას, აღირიცხებიან სამსახურის მონაცემთა ბაზაში (რეზერვში) და უფლება ენიჭებათ მიიღონ მონაწილეობა სამსახურის სისტემაში ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნად გამოცხადებულ კონკურსში (ასეთის არსებობის შემთხვევაში) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“;

ზ) მე-8 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სამსახურის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით, სამსახურის თანამშრომლის ზედამხედველობით, სტაჟიორი შესაძლებელია უშუალოდ იქნეს ჩართული საქართველოს საგადასახადო/საბაჟო კანონმდებლობით გათვალისწინებულ საგადასახადო/საბაჟო ორგანოს კომპეტენციას მიკუთვნებული პროცედურების განხორციელებაში.“.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

 

სამსახურის უფროსი                                                                               ლევან კაკავა