დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
ტექნიკური რეგლამენტის − ციტრუსოვანთა ჩინური ხარაბუზას Anoplophora chinensis (Forster) წინააღმდეგ ბრძოლის წესის დამტკიცების თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 630 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 16/10/2020 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 19/10/2020 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/10/2026 |
სარეგისტრაციო კოდი | 300160070.10.003.022350 |
|
ტექნიკური რეგლამენტის − ციტრუსოვანთა ჩინური ხარაბუზას Anoplophora chinensis (Forster) წინააღმდეგ ბრძოლის წესის დამტკიცების თაობაზე
|
მუხლი 1 |
სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 75-ე მუხლის მე-2 ნაწილის, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 56-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 58-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „ტექნიკური რეგლამენტი − ციტრუსოვანთა ჩინური ხარაბუზას Anoplophora chinensis (Forster) წინააღმდეგ ბრძოლის წესი“.
|
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2026 წლის 1 იანვრიდან.
|
|
ტექნიკური რეგლამენტი − ციტრუსოვანთა ჩინური ხარაბუზას Anoplophora chinensis (Forster) წინააღმდეგ ბრძოლის წესი
|
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
„ტექნიკური რეგლამენტი − ციტრუსოვანთა ჩინური ხარაბუზას Anoplophora chinensis (Forster) წინააღმდეგ ბრძოლის წესი“ (შემდგომში − წესი) ადგენს ფიტოსანიტარიულ ზომებს საქართველოსთვის საკარანტინო მავნე ორგანიზმის ციტრუსოვანთა ჩინური ხარაბუზას Anoplophora chinensis (Frster) (შემდგომში − მავნე ორგანიზმი) ქვეყნის ტერიტორიაზე ინტროდუქციისა და გავრცელების პრევენციის მიზნით. მუხლი 2. ტერმინთა განმარტება 1. ამ წესის მიზნებისთვის გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) სპეციფიკური მცენარეები − Acer spp., Aesculus hippocastanum, Alnus spp., Betula spp., Carpinus spp., Citrus spp., Cornus spp., Corylus spp., Cotoneaster spp., Crataegus spp., Fagus spp., Lagerstroemia spp., Malus spp., Platanus spp., Populus spp., Prunus laurocerasus, Pyrus spp., Rosa spp., Salix spp. და Ulmus spp.-ის დასარგავი მცენარეები, რომელთა ღეროს ან ფესვის ყელის დიამეტრი ყველაზე გამსხვილებულ ადგილას არის 1 სმ ან მეტი, გარდა ამ მცენარეების თესლებისა; ბ) დემარკაცია − დასნებოვნებისა და ბუფერული ზონების საზღვრების დადგენა სხვადასხვა ბარიერით (საძოვარი, ტყე, გზა, მდინარე და სხვ.) შემოღობვით ან გადახვნით და მავნე ორგანიზმის შესახებ ინფორმაციის თვალსაჩინო ადგილზე განთავსებით; გ) დასნებოვნებული ზონა − ტერიტორია, სადაც დადგენილია მავნე ორგანიზმის არსებობა. ის მოიცავს ყველა მცენარეს, რომელსაც გამოუვლინდა მავნე ორგანიზმის მიერ გამოწვეული სიმპტომები და ყველა ეს მცენარე მიეკუთვნება ერთსა და იმავე დროს დარგულ პარტიას; დ) ბუფერული ზონა − ტერიტორია, რომელიც სულ მცირე 2 კმ-ის რადიუსით დაშორებულია დასნებოვნების ზონის საზღვრიდან; ე) სააგენტო − საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სურსათის ეროვნული სააგენტო; ვ) ცენტრი − საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი; ზ) სამსახური − საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − შემოსავლების სამსახური. 2. ამ წესის მიზნებისათვის ასევე გამოიყენება სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსით განსაზღვრული ტერმინები, თუ ამ წესით სხვაგვარად არ არის დადგენილი. მუხლი 3. სპეციფიკური მცენარეების იმპორტი (გარდა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკისა) სპეციფიკური მცენარეები შეიძლება, იმპორტირებულ იქნეს სხვა ქვეყნებიდან, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის გარდა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ: ა) ისინი აკმაყოფილებენ ამ წესის დანართ №1-ის − „იმპორტის სპეციფიკური მოთხოვნების“ პირველ პუნქტში მოცემულ იმპორტის სპეციფიკურ მოთხოვნებს; ბ) სამსახურის ან/და სააგენტოს მიერ, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, მავნე ორგანიზმის არსებობაზე (დანართ №1-ის მე-2 პუნქტის შესაბამისად) ჩატარებული შემოწმების შედეგად მავნე ორგანიზმის დამახასიათებელი ნიშნები არ იქნება გამოვლენილი. მუხლი 4. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში წარმოებული სპეციფიკური მცენარეების იმპორტი 1. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში წარმოებული სპეციფიკური მცენარეები შესაძლებელია, იმპორტირებულ იქნეს, თუ: ა) ისინი აკმაყოფილებენ ამ წესის დანართ №2-ით − „ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან სპეციფიკური მცენარეების იმპორტით“ დაწესებულ სპეციალურ მოთხოვნებს; ბ) ქვეყანაში იმპორტისას მათი შემოწმება მოხდა სამსახურის მიერ ამ წესითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და მავნე ორგანიზმის ნიშნები არ იქნა გამოვლენილი; გ) სპეციფიკური მცენარეების წარმოების ადგილი აღნიშნულია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის შესაბამისი უფლებამოსილების მქონე ორგანოს მიერ უნიკალური სარეგისტრაციო ნომრით. 2. თუ სპეციფიკური მცენარეების წარმოების ადგილის შემოწმებისას ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის შესაბამისი უფლებამოსილების მქონე ორგანო აღმოაჩენს მავნე ორგანიზმის არსებობას, ეს ინფორმაცია ხელმისაწვდომი უნდა იყოს დაინტერესებული პირისათვის/იმპორტიორი მხარისათვის. 3. თუ რეესტრში ჩამოთვლილი სპეციფიკური მცენარეების წარმოების ადგილი არ შეესაბამება ამ წესის დანართ №2-ში მითითებულ მოთხოვნებს ან თუ მავნე ორგანიზმი აღმოჩენილია სპეციფიკურ მცენარეებში, რომლებიც იმპორტირებულია მათი წარმოების ადგილიდან, ეს ინფორმაცია ხელმისაწვდომი უნდა იყოს დაინტერესებული პირისათვის/იმპორტიორი მხარისათვის. მუხლი 5. სპეციფიკური მცენარეების გადაადგილება 1. სპეციფიკური მცენარეები, რომლებიც წარმოებულია დემარკირებულ ტერიტორიაზე ამ წესის მე-7 მუხლის შესაბამისად, დასაშვებია, ქვეყანაში გადაადგილებულ იქნენ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაკმაყოფილდება ამ წესის დანართ №3-ის − „სპეციფიკური მცენარეების გადაადგილების პირობების“ პირველ პუნქტში მითითებული პირობები. 2. სპეციფიკური მცენარეები, რომლებიც არ არის წარმოებული, მაგრამ შემოტანილია დემარკირებულ ტერიტორიაზე, დასაშვებია, ქვეყნის ტერიტორიაზე გადაადგილებულ იქნენ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაკმაყოფილდება ამ წესის დანართ №3-ის მე-2 პუნქტში მითითებული პირობები. 3. სპეციფიკურ მცენარეებს, რომლებიც იმპორტირებულია მავნე ორგანიზმის გავრცელების ადგილიდან, თან უნდა ახლდეს მცენარის პასპორტი. მუხლი 6. მავნე ორგანიზმის გამოკვლევა და შეტყობინება 1. მავნე ორგანიზმის გამოვლენის მიზნით, სააგენტოს მიერ ყოველწლიურად უნდა ჩატარდეს გამოკვლევა კონკრეტულ ტერიტორიაზე მავნე ორგანიზმის არსებობისა და მის მიერ მასპინძელი მცენარეების დასნებოვნების თაობაზე. 2. იმ ადგილას, სადაც ადრე მავნე ორგანიზმი არ იყო გავრცელებული ან მიჩნეული იყო, რომ მავნე ორგანიზმი ლიკვიდირებულია, ან თუ დასნებოვნებული აღმოჩნდა იმ მცენარეთა სახეობები, რომლებიც ადრე არ იყვნენ ცნობილი როგორც მავნე ორგანიზმის მასპინძელი მცენარეები, აღნიშნულის თაობაზე ფიზიკურმა ან იურიდიულმა პირმა უნდა აცნობოს სააგენტოს. მუხლი 7. ტერიტორიის დემარკაცია 1. თუ გამოკვლევით ან სხვა საშუალებებით დასტურდება ქვეყნის კონკრეტულ ტერიტორიაზე მავნე ორგანიზმის არსებობა, ცენტრის მიერ გაკეთებული სამეცნიერო დასკვნის საფუძველზე, სააგენტოს მიერ დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს ამ კონკრეტული ტერიტორიის დემარკაცია, რომელიც ამ წესის დანართ №4-ის ნაწილი I-ის − „დემარკირებული ტერიტორიისა და მასზე გასატარებელი ზომების დადგენის“ შესაბამისად უნდა შედგებოდეს დასნებოვნებული ზონისა და ბუფერული ზონისაგან. 2. ტერიტორიის დემარკაცია არ არის საჭირო, თუ დაკმაყოფილებულია ამ წესის დანართ №4-ის ნაწილი II-ის − „პირობები, რომელთა დაკმაყოფილების შემთხვევაში საჭირო არ არის ტერიტორიის დემარკაცია“ პირველ პუნქტში მითითებული პირობები. ამ შემთხვევაში უნდა შესრულდეს დანართ №4-ის ნაწილი II-ის მე-2 პუნქტში მითითებული პირობები. 3. დემარკირებულ ტერიტორიაზე სააგენტოს მიერ გაცემული რეკომენდაციების საფუძველზე, სააგენტოს ზედამხედველობის ქვეშ, ნაკვეთის მფლობელი ფიზიკური ან/და იურიდიული პირის მიერ უნდა გატარდეს ამ წესის დანართ №4-ის ნაწილი III-ში − „დემარკირებულ ტერიტორიაზე გასატარებელი ზომები“ მითითებული ზომები. დანართი №1 იმპორტის სპეციფიკური მოთხოვნები 1. სხვა ქვეყნებში (გარდა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკისა) წარმოშობილი სპეციფიკური მცენარეების იმპორტი დასაშვებია, თუ ისინი წარმოშობილია ამ ქვეყნებში და ამავე ქვეყნებში ცნობილია მავნე ორგანიზმის არსებობის თაობაზე. ასეთ შემთხვევაში სპეციფიკურ მცენარეებს თან უნდა ახლდეს ფიტოსანიტარიული სერტიფიკატი, რომლის შესაბამის პუნქტში − „დამატებითი დეკლარაცია“ მითითებული უნდა იყოს შემდეგი ერთ-ერთი ინფორმაცია: ა) სპეციფიკური მცენარეები, მთელი თავისი არსებობის განმავლობაში, იზრდებოდნენ მათი წარმოების ადგილას, რომელიც რეგისტრირებული და შემოწმებულია მათი წარმოშობის ქვეყნის მცენარეთა დაცვის ეროვნული ორგანიზაციის მიერ და მდებარეობს მავნე ორგანიზმისაგან თავისუფალ ტერიტორიაზე. მავნე ორგანიზმისაგან თავისუფალი ტერიტორიის სახელწოდება უნდა მიეთითოს შესაბამის პუნქტში − „წარმოშობის ადგილი“; ბ) სპეციფიკური მცენარეები ექსპორტის განხორციელებამდე ორი წლის განმავლობაში იზრდებოდნენ წარმოების ადგილზე ან ორ წელზე ნაკლები ასაკის სპეციფიკური მცენარეები ამავე დროის განმავლობაში იზრდებოდნენ ტერიტორიაზე, რომელიც ფიტოსანიტარიული ღონისძიებების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად განსაზღვრულია როგორც მავნე ორგანიზმისგან თავისუფალი, რომლებიც: ბ.ა) რეგისტრირებული და შემოწმებულია მათი წარმოშობის ქვეყნის მცენარეთა დაცვის ეროვნული ორგანიზაციის მიერ; ბ.ბ) ყოველწლიურად შემოწმდა წლის შესაბამის პერიოდში, სულ მცირე, ორჯერ მავნე ორგანიზმის ან მისი არსებობის ნიშნების გამოვლენის მიზნით და არ იქნა აღმოჩენილი ორგანიზმის არსებობის ნიშნები; ბ.გ) გაიზარდნენ იმ ადგილას, სადაც: ბ.გ.ა) ყველა პირობა იყო შექმნილი მავნე ორგანიზმის ფიზიკური შემოჭრისგან დასაცავად; ბ.გ.ბ) განხორციელდა შესაბამისი პროფილაქტიკური დამუშავება ბუფერული ზონის არანაკლებ 2 კმ-ის რადიუსში წლის შესაბამის პერიოდში, ჩატარდა შემოწმება მავნე ორგანიზმის ან მისი არსებობის ნიშნების გამოსავლენად, მავნე ორგანიზმის არსებობის ნიშნების გამოვლენისთანავე, დაუყოვნებლივ გატარდა ზომები მის სალიკვიდაციოდ, მავნე ორგანიზმისგან თავისუფალი ბუფერული ზონის აღსადგენად; ბ.დ) მცენარეთა ტვირთი ექსპორტამდე დაუყოვნებლივ დაექვემდებარა მავნე ორგანიზმის არსებობაზე, კერძოდ, მცენარეთა ფესვებსა და ღეროებზე მიზანმიმართულ შემოწმებას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ნიმუშის აღების ჩათვლით. გამოსაკვლევი ნიმუშის ზომა უნდა უზრუნველყოფდეს დასნებოვნების ზუსტი გამოვლენის შესაძლებლობას; გ) მცენარეები გაიზარდნენ საძირეებიდან, რომლებიც აკმაყოფილებენ ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მოთხოვნებს და დამყნობილ იქნენ სანამყენეზე, რომელიც აკმაყოფილებდა შემდეგ მოთხოვნებს: გ.ა) ექსპორტის დროისათვის ნამყენის ნაზარდის ყველაზე გამსხვილებული ადგილი იყო არა უმეტეს 1 სმ დიამეტრის; გ.ბ) ნამყენი მცენარეები შემოწმდნენ ამ პუნქტის „ბ.დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად. 2. ამ დანართის პირველი პუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად, იმპორტირებული სპეციფიკური მცენარეები ზედმიწევნით უნდა შემოწმდნენ სასაზღვრო ინსპექციის პუნქტში შესვლის ადგილას ან დანიშნულების ადგილამდე, ამ წესისა და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად. გამოყენებული შემოწმების მეთოდები უზრუნველყოფენ მცენარეთა ფესვებსა და ღეროებში მავნე ორგანიზმის ნებისმიერი ნიშნის გამოვლენას. ეს მიზანმიმართული შემოწმება უნდა მოიცავდეს მერქნიდან ნიმუშის აღებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. გამოსაკვლევი ნიმუშის ზომა უნდა უზრუნველყოფდეს დასნებოვნების ზუსტი გამოვლენის შესაძლებლობას.
დანართი №2 ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან სპეციფიკური მცენარეების იმპორტი 1. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში წარმოებულ სპეციფიკურ მცენარეებს თან უნდა ახლდეს ფიტოსანიტარიული სერტიფიკატი, რომლის შესაბამის პუნქტში − „დამატებითი დეკლარაცია“ მითითებული უნდა იყოს შემდეგი ერთ-ერთი ინფორმაცია: ა) სპეციფიკური მცენარეები მთელი მათი არსებობის მანძილზე იზრდებოდნენ წარმოების ადგილას, რომელიც რეგისტრირებული და შემოწმებულია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის შესაბამისი უფლებამოსილების მქონე ორგანოს მიერ და მდებარეობს მავნე ორგანიზმისაგან თავისუფალ ტერიტორიაზე, რომელიც ფიტოსანიტარიული ღონისძიებების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ამავე ორგანოს მიერ განსაზღვრულია როგორც მავნე ორგანიზმისაგან თავისუფალი ტერიტორია. მავნე ორგანიზმისაგან თავისუფალი ტერიტორიის სახელწოდება მითითებული უნდა იყოს ფიტოსანიტარიული სერტიფიკატის შესაბამის პუნქტში − „წარმოშობის ადგილი“; ბ) სპეციფიკური მცენარეები ექსპორტამდე, სულ მცირე, ორი წლის განმავლობაში ან ორ წელზე ნაკლები ასაკის სპეციფიკური მცენარეები თავისი არსებობის მანძილზე იზრდებოდნენ წარმოების ადგილზე, რომელიც ფიტოსანიტარიული ღონისძიებების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად დადგენილია როგორც მავნე ორგანიზმისაგან თავისუფალი: ბ.ა) რომელიც რეგისტრირებული და შემოწმებულია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის შესაბამისი უფლებამოსილების მქონე ორგანოს მიერ; ბ.ბ) რომელიც ყოველწლიურად, სულ მცირე, ორჯერ შესაბამის პერიოდში ოფიციალურად იქნა შემოწმებული მავნე ორგანიზმის ნებისმიერი ნიშნის არსებობაზე და მავნე ორგანიზმის არსებობის არანაირი ნიშნები არ იქნა გამოვლენილი; ბ.გ) მცენარეები გაიზარდნენ: ბ.გ.ა) მავნე ორგანიზმის ინტროდუქციისაგან ფიზიკურად სრულად დაცულ ადგილზე; ან ბ.გ.ბ) პროფილაქტიკურად შესაბამისად დამუშავებულ და, სულ მცირე, 2 კმ რადიუსით გარშემორტყმულ ბუფერულ ზონაში, სადაც ყოველწლიურად სათანადო პერიოდში ტარდება ოფიციალური გამოკვლევა მავნე ორგანიზმის ან მისი ნიშნების არსებობაზე. მავნე ორგანიზმის ნიშნების აღმოჩენისთანავე დაუყოვნებლივ გატარდა ზომები მისი განადგურების მიზნით, მავნე ორგანიზმისგან თავისუფალი ბუფერული ზონის აღსადგენად; ბ.გ.გ) მცენარეთა ტვირთის ყოველი პარტია ექსპორტამდე დაუყოვნებლივ დაექვემდებარა მავნე ორგანიზმის არსებობაზე ზედმიწევნით შემოწმებას, მცენარეთა ფესვებიდან და ღეროებიდან მიზნობრივი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ნიმუშის აღების ჩათვლით. გამოსაკვლევი ნიმუშის ზომა უნდა უზრუნველყოფდეს დასნებოვნების ზუსტი გამოვლენის შესაძლებლობას; გ) მცენარეები გაიზარდნენ საძირეებიდან, რომლებიც აკმაყოფილებდნენ ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მოთხოვნებს და დამყნობილი იყვნენ სანამყენეებზე, რომლებიც აკმაყოფილებდნენ შემდეგ მოთხოვნებს: გ.ა) ექსპორტისას სანამყენეების დიამეტრი მის ყველაზე მსხვილ წერტილში არ აღემატებოდა 1 სმ-ს; გ.ბ) ნამყენი მცენარეები შემოწმდა ამ პუნქტის „ბ.გ.გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად; დ) მითითებულია წარმოების ადგილის სარეგისტრაციო ნომერი. 2. ამ დანართის პირველი პუნქტის შესაბამისად, იმპორტირებული სპეციფიკური მცენარეები უნდა შემოწმდეს სასაზღვრო ინსპექციის პუნქტში შესვლის ადგილზე ან დანიშნულების ადგილზე, ამ წესისა და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად. გამოყენებული შემოწმების მეთოდმა უნდა უზრუნველყოს მცენარეთა ფესვებსა და ღეროებში მავნე ორგანიზმის ნებისმიერი ნიშნის გამოვლენა. ეს მიზანმიმართული შემოწმება უნდა მოიცავდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მერქნიდან ნიმუშის აღებას. გამოსაკვლევი ნიმუშის ზომა უნდა უზრუნველყოფდეს დასნებოვნების ზუსტი გამოვლენის შესაძლებლობას. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ნიმუშის აღება უნდა ჩატარდეს ქვემოთ მითითებული ცხრილის შესაბამისად:
დანართი №3 სპეციფიკური მცენარეების გადაადგილების პირობები 1. დემარკირებულ ზონაში მოყვანილი სპეციფიკური მცენარეები შეიძლება, გადაადგილებულ იქნენ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მათ თან ახლავს მცენარის პასპორტი და გადაადგილებამდე, სულ მცირე, ორი წლის განმავლობაში იზრდებოდნენ მავნე ორგანიზმისაგან დაცულ ზონაში ან ორ წელზე ნაკლები ასაკის მცენარეები იზრდებოდნენ წარმოების ადგილზე, რომლებიც: ა) რეგისტრირებული არიან ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში; ბ) ყოველწლიურად, განსაზღვრულ პერიოდში ექვემდებარებოდნენ, სულ მცირე, ორ შემოწმებას მავნე ორგანიზმის ნებისმიერი ნიშნის არსებობაზე და მათში მავნე ორგანიზმის ნიშნები არ იქნა გამოვლენილი, საჭიროების შემთხვევაში, ეს შემოწმება უნდა შეიცავდეს მცენარეთა ფესვებიდან და ღეროებიდან მიზანმიმართულ ნიმუშის აღებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. გამოსაკვლევი ნიმუშის ზომა უნდა უზრუნველყოფდეს დასნებოვნების ზუსტი გამოვლენის შესაძლებლობას; გ) მდებარეობდნენ სადემარკაციო ზონაში, სადაც: გ.ა) მცენარეები გაიზარდნენ მავნე ორგანიზმის ინტროდუქციისაგან ფიზიკურად დაცულ ადგილზე; გ.ბ) სათანადო პროფილაქტიკური დამუშავების გამოყენების ან გადაადგილების წინ სპეციფიკური მცენარეების ყოველი პარტიიდან ნიმუშის აღება განხორციელდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ამ წესის დანართ №2-ის მე-2 პუნქტში მოცემული ცხრილის შესაბამისად, სადაც ყოველწლიურად, სულ მცირე, 1 კმ რადიუსში სათანადო დროს ჩატარდა გამოკვლევა მავნე ორგანიზმის ან მისი ნიშნების არსებობაზე და ისინი ვერ იქნა აღმოჩენილი; გ.გ) საძირე, რომელიც აკმაყოფილებს ამ პუნქტის მოთხოვნებს, შეიძლება, დაიმყნოს სანამყენეზე, რომელიც არ გაზრდილა ამ პირობებში, მაგრამ მისი ყველაზე მსხვილი წერტილის დიამეტრი არის 1 სმ. 2. სპეციფიკური მცენარეები, რომლებიც არ არიან წარმოშობილი სადემარკაციო ზონაში, მაგრამ შემოტანილი არიან ამავე სადემარკაციო ზონაში მდებარე წარმოების ადგილზე, შეიძლება, გადაადგილებულ იქნენ იმ პირობით, რომ ეს ადგილი შესაბამისობაში იქნება ამ დანართის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტში მითითებულ მოთხოვნებთან და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სპეციფიკურ მცენარეებს თან ახლავს მცენარის პასპორტი. 3. სპეციფიკურ მცენარეებს, რომლებიც იმპორტირებულია მავნე ორგანიზმის გავრცელების ადგილიდან, თან უნდა ახლდეს მცენარის პასპორტი.
დანართი №4 დემარკირებული ტერიტორიისა და მასზე გასატარებელი ზომების დადგენა. პირობები, რომელთა დაკმაყოფილების შემთხვევაში საჭირო არ არის ტერიტორიის დემარკაცია. დემარკირებულ ტერიტორიაზე გასატარებელი ზომები ნაწილი I დემარკირებული ტერიტორიისა და მასზე გასატარებელი ზომების დადგენა 1. დემარკირებული ტერიტორია უნდა შედგებოდეს დასნებოვნებული ზონისა და ბუფერული ზონისაგან. 2. ზონების ზუსტი საზღვრების დადგენა უნდა ეფუძნებოდეს ცენტრის მიერ გაკეთებულ სამეცნიერო დასკვნებს, მავნე ორგანიზმის ბიოლოგიას, დასნებოვნების დონეს, დემარკირებულ ტერიტორიაზე მასპინძელი მცენარეების განაწილებასა და მავნე ორგანიზმის არსებობის მტკიცებულებას. იმ შემთხვევაში, როდესაც მომზადდება სააგენტოს მიერ დასკვნა იმის შესახებ, რომ მავნე ორგანიზმის ლიკვიდაცია შესაძლებელია, მავნე ორგანიზმის მავნეობის კონკრეტული გამოკვლევის შედეგების ან სალიკვიდაციო ღონისძიებების დაუყოვნებლივ გამოყენების გათვალისწინებით, დასნებოვნებული ზონის საზღვრიდან ბუფერული ზონის რადიუსი შეიძლება, შემცირდეს არანაკლებ 1 კმ-ით. იმ შემთხვევაში, როდესაც მავნე ორგანიზმის ლიკვიდაცია მეტად აღარ არის შესაძლებელი, ბუფერული ზონის რადიუსი არ შეიძლება, შემცირდეს 2 კმ-ზე ქვემოთ. 3. თუ მავნე ორგანიზმის არსებობა დადასტურებულია დასნებოვნებული ზონის გარეთ, უნდა გადაიხედოს და შესაბამისად შეიცვალოს დასნებოვნებული ზონისა და ბუფერული ზონის საზღვრები. 4. დემარკირებულ ტერიტორიაზე დემარკაცია შეიძლება, გაუქმდეს, თუ სააგენტოს მიერ მასზე ჩატარებული გამოკვლევისა და მონიტორინგის საფუძველზე მავნე ორგანიზმი არ არის გამოვლენილი, სულ მცირე, ერთი სასიცოცხლო ციკლისა და ერთი დამატებითი წლის, მაგრამ ზედიზედ არანაკლებ 4 წლის განმავლობაში. მავნე ორგანიზმის სასიცოცხლო ციკლის ზუსტი ხანგრძლივობა განისაზღვრება ტერიტორიის ან მსგავსი კლიმატური ზონის თაობაზე არსებული მონაცემების გათვალისწინებით. 5. დემარკაცია შეიძლება, გაუქმდეს, თუ ხანგრძლივი გამოკვლევების შემდგომ დაკმაყოფილებული იქნება ამ დანართის ნაწილი II-ით დადგენილი პირობები. ნაწილი II პირობები, რომელთა დაკმაყოფილების შემთხვევაში საჭირო არ არის ტერიტორიის დემარკაცია 1. ტერიტორიის დემარკაცია არ არის საჭირო, თუ დაკმაყოფილებულია შემდეგი პირობები: ა) არსებობს მტკიცებულება, რომ მავნე ორგანიზმი შემოტანილია მცენარეებთან ერთად და არსებობს იმის ნიშანი, რომ ეს მცენარეები დასნებოვნებულია აღნიშნულ ტერიტორიაზე შემოტანამდე ან რომ ეს არის სპეციფიკური მცენარის მავნე ორგანიზმით დასნებოვნების ერთეული შემთხვევა და არ არის მოსალოდნელი მავნე ორგანიზმის გავრცელება; ბ) დადგენილია, რომ მავნე ორგანიზმი არ არის და ამ მავნე ორგანიზმის გავრცელება და გამრავლება შეუძლებელია მისი ბიოლოგიის, კონკრეტული გამოკვლევების შედეგებისა და სალიკვიდაციო ღონისძიებების გამო, რომელიც თავის მხრივ შეიძლება, მოიცავდეს სპეციფიკური მცენარეების გამაფრთხილებელ ჭრასა და უტილიზაციას, მათ შორის, დათვალიერების შემდგომ, მათი ფესვების ამოძირკვასა და უტილიზაციას. 2. ტერიტორიის დემარკაცია არ არის საჭირო, თუ დაკმაყოფილებულია ამ ნაწილის პირველი პუნქტით დადგენილი პირობები და მიღებული იქნება შემდეგი ზომები: ა) დაუყოვნებლივ გატარდება მავნე ორგანიზმის სალიკვიდაციო ზომები, მისი დაუყოვნებლივ განადგურებისა და გავრცელების შესაძლებლობის გამორიცხვის მიზნით; ბ) ჩატარდება მონიტორინგი იმ პერიოდში, რომელიც მოიცავს მავნე ორგანიზმის, სულ მცირე, ერთ სასიცოცხლო ციკლსა და ერთ დამატებით წელს, სულ მცირე, მომდევნო 4 წლის მანძილზე დასნებოვნებული მცენარეების ირგვლივ 1 კმ-ის რადიუსში ან იმ ადგილას, სადაც მავნე ორგანიზმი იქნა ნაპოვნი. სულ მცირე, ერთი წლის განმავლობაში მონიტორინგი უნდა ჩატარდეს რეგულარულად და ინტენსიურად; გ) ნებისმიერი დასნებოვნებული მასალის განადგურება; დ) თუ შესაძლებელია დასნებოვნების წარმოშობისა და დასნებოვნებული მცენარეების მიკვლევადობა, ასეთი მცენარეებიდან ნიმუშის აღება უნდა მოხდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; ე) აქტივობები მავნე ორგანიზმის მავნეობით გამოწვეული საფრთხეების თაობაზე მოსახლეობის ცნობიერების დონის ასამაღლებლად; ვ) საერთაშორისო სტანდარტებით (ISPM 9; ISPM 14) დადგენილი ნებისმიერი სხვა ზომა, რომლითაც შეიძლება მავნე ორგანიზმის ლიკვიდაცია. ნაწილი III დემარკირებულ ტერიტორიაზე გასატარებელი ზომები 1. დემარკირებულ ტერიტორიაზე მავნე ორგანიზმის ლიკვიდაციის მიზნით სააგენტოს მიერ გაცემული რეკომენდაციების საფუძველზე, სააგენტოს ზედამხედველობის ქვეშ, ნაკვეთის მფლობელი ფიზიკური ან/და იურიდიული პირის მიერ უნდა გატარდეს შემდეგი ზომები: ა) მავნე ორგანიზმით დასნებოვნებული ან მისი სიმპტომების მქონე მცენარეების დაუყოვნებლივ გაჩეხვა და მათი ფესვების სრულად ამოძირკვა; თუ დასნებოვნებული მცენარეები ნაპოვნი იქნება მავნე ორგანიზმის გამრავლების პერიოდის შემდგომ, მათი გაჩეხვა და ტერიტორიიდან გატანა უნდა განხორციელდეს მავნე ორგანიზმის მომდევნო გამრავლების პერიოდის დაწყებამდე; გამონაკლის შემთხვევაში, თუ სააგენტო ჩათვლის, რომ ასეთი გაჩეხვა მიუღებელია, მიღებული უნდა იქნეს მავნე ორგანიზმის ალტერნატიული სალიკვიდაციო ზომები; ბ) 100 მ-ის რადიუსში, დასნებოვნებული მცენარეების გარშემო ყველა სპეციფიკური მცენარის გაჩეხვა და მათი შემოწმება მავნე ორგანიზმის არსებობაზე. თუ სააგენტო დაასკვნის, რომ ასეთი გაჩეხვა არ შეიძლება, ამ რადიუსის ფარგლებში წარმოებს ყველა იმ მითითებული მცენარის ინდივიდუალური, დეტალური გამოკვლევა, რომელიც არ ექვემდებარება გაჩეხვას და, საჭიროების შემთხვევაში, ტარდება ამ მცენარეთა მავნე ორგანიზმის ნებისმიერი შესაძლო გავრცელების აღკვეთის ზომები; გ) გაჩეხილი მცენარეებისა და მათი ფესვების გატანა, შემოწმება და უტილიზაცია ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების შესაბამისად. მავნე ორგანიზმის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, მოჭრამდე და მოჭრის შემდგომ უსაფრთხოების ყველა ზომის გამოყენება; დ) დემარკირებული ტერიტორიიდან პოტენციურად დასნებოვნებული მასალის ნებისმიერი გადაადგილების თავიდან აცილება; ე) თუ შესაძლებელია დასნებოვნების წყაროსა და დასნებოვნებული მცენარეების მიკვლევადობა, დასნებოვნების ნებისმიერი ნიშნის გამოკვლევა, გამოკვლევა უნდა მოიცავდეს მიზანმიმართულ შემოწმებას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ნიმუშის აღების ჩათვლით; ვ) საჭიროების შემთხვევაში, სპეციფიკური მცენარეების სხვა მცენარეებით ჩანაცვლება; ზ) ღია გრუნტში სპეციფიკური მცენარეების დარგვის აკრძალვა ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში მითითებულ ადგილზე, გარდა წარმოების იმ ადგილებისა, რომლებიც მითითებულია ამ წესის დანართ №3-ში; თ) მავნე ორგანიზმის არსებობაზე ინტენსიური მონიტორინგი, შესაბამის დროს მასპინძელი მცენარეების ყოველწლიური ინსპექტირების ჩატარება, ბუფერულ ზონაზე განსაკუთრებული ყურადღების გამახვილება, მიზანმიმართული შემოწმება, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ნიმუშის აღების ჩათვლით; ი) საზოგადოების ცნობიერების ამაღლების ღონისძიებები მავნე ორგანიზმით გამოწვეული საფრთხეებისა და მიღებული ზომების თაობაზე, რომელიც დაკავშირებულია ქვეყანაში მავნე ორგანიზმის შემოტანისა და გავრცელების პრევენციასთან, ამ წესის მე-7 მუხლის შესაბამისად, დემარკირებული ტერიტორიებიდან მისი გადაადგილების პირობების ჩათვლით; კ) საჭიროების შემთხვევაში, ნებისმიერი გართულების თავიდან აცილების მიზნით, კონკრეტული ზომების გატარება, რამაც შეიძლება, ხელი შეუშალოს ყველა დასნებოვნებული ან დასნებოვნებაზე ეჭვის მქონე მცენარის ლიკვიდაციას, მიუხედავად მათი ადგილმდებარეობისა, სახელმწიფო თუ კერძო კუთვნილებისა ან მათზე პასუხისმგებელი პირისა ან ორგანიზაციისა; ლ) ნებისმიერი სხვა ზომა, რომელიც შეიძლება, გამოყენებულ იქნეს მავნე ორგანიზმის ლიკვიდაციისათვის, შესაბამისობაში უნდა იყოს ფიტოსანიტარიული ზომების საერთაშორისო სტანდარტებით დადგენილ მოთხოვნებთან. 2. როდესაც ამ წესის მე-6 მუხლში მითითებული გამოკვლევის შედეგებმა ოთხზე მეტი წლის განმავლობაში დაადასტურა კონკრეტულ ტერიტორიაზე მავნე ორგანიზმის არსებობა და თუ არსებობს მტკიცებულება, რომ აღნიშნული მავნე ორგანიზმის ლიკვიდაცია შეუძლებელია, აღნიშნულ კონკრეტულ ტერიტორიაზე სააგენტოს მიერ გაცემული რეკომენდაციების საფუძველზე, სააგენტოს ზედამხედველობის ქვეშ, ნაკვეთის მფლობელი ფიზიკური ან/და იურიდიული პირის მიერ უნდა გატარდეს, სულ მცირე, შემდეგი ზომები: ა) მავნე ორგანიზმით დასნებოვნებული და დასნებოვნების სიმპტომების მქონე მცენარეები დაუყოვნებლივ უნდა გაიჩეხოს და მათი ფესვები ამოიძირკვოს. გაჩეხვა უნდა განხორციელდეს დაუყოვნებლივ. იმ შემთხვევაში, თუ დასნებოვნებული მცენარეები აღმოჩენილი იქნება იმ პერიოდში, რომელიც არ ემთხვევა მავნე ორგანიზმის გამრავლების პერიოდს, ასეთი მცენარეები უნდა გაიჩეხოს და ამოიძირკვოს შემდგომი გამრავლების პერიოდის დაწყებამდე. თუ სააგენტოს მიერ გაცემული რეკომენდაციების საფუძველზე დადგინდება, რომ ასეთი გაჩეხვა უშედეგოა, გამოყენებული უნდა იქნეს სხვა ალტერნატიული ზომა; ბ) უნდა განხორციელდეს გაჩეხილი მცენარეებისა და მათი ფესვების ამოძირკვა, შემოწმება და განადგურება; ყველა აუცილებელი ზომის მიღება, რათა თავიდან იქნეს აცილებული მავნე ორგანიზმის გავრცელება გაჩეხვამდე და გაჩეხვის შემდეგ; გ) სადემარკაციო ტერიტორიიდან პოტენციურად დასნებოვნებული მასალის ნებისმიერი გადაადგილების პრევენცია; დ) საჭიროების შემთხვევაში, სპეციფიკური მცენარეების სხვა მცენარეებით ჩანაცვლება; ე) ამ დანართის ნაწილ II-ის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში მითითებული დასნებოვნებული ტერიტორიის ღია გრუნტში ახალი სპეციფიკური მცენარეების დარგვა შესაძლებელია, აიკრძალოს, გარდა ამ წესის დანართ №3-ის მე-2 პუნქტში მითითებული წარმოების ადგილებისა; ვ) უნდა მოხდეს სათანადო დროს მავნე ორგანიზმის არსებობაზე მასპინძელი მცენარეების მონიტორინგი ყოველწლიური ინსპექტირების გზით, მათ შორის, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ნიმუშის აღების ჩათვლით; ზ) მავნე ორგანიზმის მავნეობით გამოწვეული საფრთხეების თაობაზე მოსახლეობის ცნობიერების დონის ამაღლება, რომელიც დაკავშირებულია ქვეყანაში მავნე ორგანიზმის ინტროდუქციასა და გავრცელების პრევენციასთან, დემარკირებული ტერიტორიიდან მათი გადაადგილების პირობების ჩათვლით, ამ წესის მე-7 მუხლში მითითებული პირობების გათვალისწინებით; თ) საჭიროების შემთხვევაში, კონკრეტული ღონისძიებების გატარების აუცილებლობა, რომელიც შეიძლება, იყოს მოსალოდნელი სალიკვიდაციო ღონისძიებების ხელის შეშლის, შეფერხების ან დაყოვნების თავიდან ასაცილებლად. კერძოდ, ყველა იმ მცენარის ხელმისაწვდომობა და განადგურება, რომლებიც დასნებოვნებულია ან საეჭვოა, რომ დასნებოვნებულია, მიუხედავად მათი ადგილმდებარეობისა, საჯარო ან კერძო საკუთრებისა ან მათზე პასუხისმგებელი პირისა; ი) ნებისმიერი სხვა ზომა, რომელმაც შეიძლება, ხელი შეუწყოს მავნე ორგანიზმის შეჩერებას. |
დოკუმენტის კომენტარები