„ანგარიშვალდებული პირის მიერ კლიენტის იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2020 წლის 5 ივნისის №2 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ანგარიშვალდებული პირის მიერ კლიენტის იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2020 წლის 5 ივნისის №2 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 5
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური
მიღების თარიღი 16/10/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/10/2020
სარეგისტრაციო კოდი 080090020.19.012.016078
5
16/10/2020
ვებგვერდი, 16/10/2020
080090020.19.012.016078
„ანგარიშვალდებული პირის მიერ კლიენტის იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2020 წლის 5 ივნისის №2 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური
 

საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის

ბრძანება  №5

2020 წლის 16 ოქტომბერი

ქ.თბილისი

 

„ანგარიშვალდებული პირის მიერ კლიენტის იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2020 წლის 5 ივნისის №2 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-5 პუნქტის, მე-12 მუხლის მე-5 პუნქტის, 32-ე მუხლის პირველი პუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

 


მუხლი 1
„ანგარიშვალდებული პირის მიერ კლიენტის იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2020 წლის 5 ივნისის №2 ბრძანებაში (სსმ, ვებგვერდი, 08/06/2020, 080090020.19.012.016075) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. ამოღებულ იქნეს ბრძანების პირველი მუხლის მე-3 პუნქტი.

2. ბრძანებით დამტკიცებული დანართის პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

„21. ამ წესის მოქმედება ლატარიის ორგანიზატორზე ვრცელდება „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში.“.

3. ბრძანებით დამტკიცებული დანართის პირველი მუხლის მე-4 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი:

„გ) ანგარიშვალდებული პირის მიერ მომსახურების გადახდის აპარატის მეშვეობით კლიენტის იდენტიფიკაციასა და ვერიფიკაციაზე.“.

4. ბრძანებით დამტკიცებული დანართის პირველი მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში ელექტრონულად კლიენტის იდენტიფიკაცია და ვერიფიკაცია, კლიენტის ბენეფიციარი მესაკუთრის იდენტიფიკაცია და ვერიფიკაცია, აგრეთვე, კლიენტის მფლობელობის და კონტროლის სტრუქტურის შესწავლა საზედამხედველო ორგანოს მიერ დადგენილი წესით ხორციელდება.“.

5. ბრძანებით დამტკიცებული დანართის პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 პუნქტი:

„51. ამ მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მომსახურების გადახდის აპარატის მეშვეობით კლიენტის იდენტიფიკაცია და ვერიფიკაცია ხორციელდება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული წესით.“.

6. ბრძანებით დამტკიცებული დანართის პირველი მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. ანგარიშვალდებული პირი უფლებამოსილია, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონული ბაზიდან, მონაცემთა სუბიექტის თანხმობის გარეშე, ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა“-„გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირების ვერიფიკაციის მიზნით მოიპოვოს ამ წესის მე-4 მუხლით განსაზღვრული საიდენტიფიკაციო მონაცემები.“.

7. ბრძანებით დამტკიცებული დანართის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი:

„გ) სადაზღვევო ორგანიზაციის ან სადაზღვევო ბროკერის  მიერ სადაზღვევო მომსახურების გაწევისას, კალენდარული წლის განმავლობაში, კლიენტზე გაცემული სადაზღვევო პოლის(ებ)ის  მიხედვით ჯამური სადაზღვევო პრემია არ აღემატება 1000 ლარს (გარდა, სიცოცხლის დაზღვევის მომსახურებისა).“.

8. ბრძანებით დამტკიცებული დანართის მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:

„31. ფიზიკური პირის ამ მუხლით გათვალისწინებული ვერიფიკაცია არ არის სავალდებულო:

ა) ნაღდი ფულით უცხოური ვალუტის ყიდვა-გაყიდვასას, თუ ოპერაციის (გარიგების) თანხა არ აღემატება 1500 ლარს და ოპერაცია არ სრულდება საქმიანი ურთიერთობის ფარგლებში;

ბ) კომუნალური (ელექტროენერგიის, ბუნებრივი აირის, წყლის, დასუფთავების, სატელეკომუნიკაციო) მომსახურების და საბიუჯეტო (ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტის სასარგებლოდ გადასახდელი) გადასახადების/მოსაკრებლების გადახდის შემთხვევაში, თუ ოპერაციის თანხა არ აღემატება 3000 ლარს;

გ)  სადაზღვევო ორგანიზაცია ან სადაზღვევო ბროკერი უფლებამოსილია არ განახორციელოს ფიზიკური პირის ვერიფიკაცია, თუ სადაზღვევო მომსახურების გაწევისას, კალენდარული წლის განმავლობაში, კლიენტზე გაცემული სადაზღვევო პოლის(ებ)ის  მიხედვით ჯამური სადაზღვევო პრემიის ოდენობა არ აღემატება 3000 ლარს (გარდა, სიცოცხლის დაზღვევის მომსახურებისა).“.

9. ბრძანებით დამტკიცებული დანართის მე-7 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 პუნქტი:

„61. იურიდიული პირის ამ მუხლით გათვალისწინებული ვერიფიკაცია არ არის სავალდებულო:

ა) კომუნალური (ელექტროენერგიის, ბუნებრივი აირის, წყლის, დასუფთავების, სატელეკომუნიკაციო) მომსახურების და საბიუჯეტო (ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტის სასარგებლოდ გადასახდელი) გადასახადების/მოსაკრებლების გადახდის შემთხვევაში, თუ ოპერაციის თანხა არ აღემატება 3000 ლარს;

ბ) სადაზღვევო მომსახურების გაწევისას, თუ კალენდარული წლის განმავლობაში, კლიენტზე გაცემული სადაზღვევო პოლის(ებ)ის  მიხედვით ჯამური სადაზღვევო პრემიის ოდენობა არ აღემატება 5000 ლარს (გარდა, სიცოცხლის დაზღვევის მომსახურებისა).“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

სსიპ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსივალერიან ხასაშვილი