დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 256 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
მიღების თარიღი | 15/10/2020 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 16/10/2020 |
სარეგისტრაციო კოდი | 200090000.22.033.017385 |
|
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
მუხლი 1 |
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 060111, 03/01/2011, 200090000.22.033.016112) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 38-ე მუხლის მე-7 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) მე-5 სვეტში აისახება შემოსავლების მიმღებ პირთა კატეგორია. კერძოდ, რეზიდენტი ფიზიკური პირები – დაქირავებით მომუშავე ფიზიკური პირები, საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მქონე საწარმოში დაქირავებით მომუშავე ფიზიკური პირები, რომელთა საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მქონე საწარმოში დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ხელფასი იბეგრება 5%-ით, ფიზიკური პირები, გარდა ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრირებული ფიზიკური პირებისა, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული ფიზიკური პირებისა, ნოტარიუსებისა, კერძო აღმასრულებლებისა, მიკრობიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირებისა და ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე ფიზიკური პირებისა, შესაბამისი საქმიანობის ნაწილში, რომლებიც ეწევიან მომსახურებას და რომელთა შემოსავალი იბეგრება 20%-ით, ფიზიკური პირები, გარდა ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრირებული ფიზიკური პირებისა, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული ფიზიკური პირებისა, ნოტარიუსებისა, კერძო აღმასრულებლებისა, მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირებისა და ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე ფიზიკური პირებისა, შესაბამისი საქმიანობის ნაწილში, რომლებიც ეწევიან მომსახურებას და რომელთა შემოსავალი იბეგრება 5%-ით, ფიზიკური პირები, რომელთა მიერ საქონლის მიწოდებით მიღებული შემოსავალი საქონლის შემძენი პირის მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 1333 მუხლის შესაბამისად იბეგრება გადახდის წყაროსთან 3-პროცენტიანი განაკვეთით, სასტუმროს აქტივების/მათი ნაწილის მესაკუთრე ფიზიკური პირი, სხვა ფიზიკური პირები; რეზიდენტი ორგანიზაციები; არარეზიდენტები – შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყნებში რეგისტრირებული იურიდიული პირები, შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყნებში რეგისტრირებული ფიზიკური პირები, საქართველოში მუდმივი დაწესებულების არმქონე სხვა არარეზიდენტი იურიდიული პირები, საქართველოში მუდმივი დაწესებულების არმქონე არარეზიდენტი ფიზიკური პირები; ფიზიკური პირი – „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ნავთობისა და გაზის ოპერაციების განმახორციელებელი არარეზიდენტი ქვეკონტრაქტორი; მეწარმე ფიზიკური პირის მიერ საერთაშორისო კავშირგაბმულობის ტელესაკომუნიკაციო მომსახურებისათვის და საერთაშორისო გადაზიდვების სატრანსპორტო მომსახურებისათვის გადახდილი თანხების მიმღები პირი; იურიდიული პირი – „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ნავთობისა და გაზის ოპერაციების განმახორციელებელი არარეზიდენტი ქვეკონტრაქტორი; საწარმოს, ორგანიზაციის მიერ საერთაშორისო კავშირგაბმულობის ტელესაკომუნიკაციო მომსახურებისათვის და საერთაშორისო გადაზიდვების სატრანსპორტო მომსახურებისათვის გადახდილი თანხების მიმღები პირი;“. 2. VII3 კარის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის VII4 კარი: „კარი VII4 საერთაშორისო კომპანიის სტატუსი მუხლი 1117. საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მინიჭება საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მისაღებად დაინტერესებული პირი შემოსავლების სამსახურს მიმართავს №VII4-01 დანართით გათვალისწინებული ფორმის განცხადებით. მუხლი 1118. საერთაშორისო კომპანიაში დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული შემოსავლის დაბეგვრის წესი 1. საერთაშორისო კომპანიაში დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული შემოსავალი 5 პროცენტით იბეგრება. 2. საერთაშორისო კომპანიის მიერ დაქირავებით მომუშავე ფიზიკურ პირებზე ხელფასის/სარგებლის (ფულადი ან ნატურალური) სახით გაცემული ანაზღაურება აისახება ამ ინსტრუქციის 37-ე მუხლით გათვალისწინებულ გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადების დეკლარაციაში, რომელიც ივსება ამავე ინსტრუქციის 38-ე მუხლის შესაბამისად. 3. საერთაშორისო კომპანიის მიერ დაქირავებულების შესახებ ინფორმაცია აისახება ამ ინსტრუქციის 37-ე მუხლით გათვალისწინებულ გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადების დეკლარაციის „ა“ დანართში, რომელიც ივსება ამავე ინსტრუქციის 38-ე მუხლის შესაბამისად.“. 3. ინსტრუქციას დაემატოს თანდართული რედაქციის №VII4-01 დანართი. |
მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი №VII4-01
განცხადება საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მინიჭების მოთხოვნის თაობაზე
საწარმოს ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირი: ____________________________________________________________________________ უფლებამოსილი პირის ხელმოწერა: ___________________________ თარიღი: _______________
|
დოკუმენტის კომენტარები