„ვანის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 15 ნოემბრის №29 დადგენილების დანართში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ვანის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 15 ნოემბრის №29 დადგენილების დანართში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 25
დოკუმენტის მიმღები ვანის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 15/10/2020
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/10/2020
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.121.016410
25
15/10/2020
ვებგვერდი, 16/10/2020
010250050.35.121.016410
„ვანის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 15 ნოემბრის №29 დადგენილების დანართში ცვლილების შეტანის თაობაზე
ვანის მუნიციპალიტეტი
 

ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №25

2020 წლის 15 ოქტომბერი

ქ. ვანი

 

„ვანის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 15 ნოემბრის №29 დადგენილების დანართში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,გ.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტებისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მეოთხე პუნქტის საფუძველზე, ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
,,ვანის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 15 ნოემბრის №29 დადგენილებით (www.matsne.gov.ge, 20.11.2017 წელი, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.121.016257) დამტკიცებულ დანართი №1-ში („ვანის მუნიციპალიტეტის მერიის დებულება“) შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილება:

1. დანართის მე-6 თავს  დაემატოს შემდეგი შინაარსის 37 1 მუხლი:

„მუხლი 371. ვანის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ პერსონალურ მონაცემთა დამუშავება კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელებისას

1. ვანის მუნიციპალიტეტის მერია უფლებამოსილია ერთიანი საქმისწარმოების პროგრამაში სრულფასოვანი მუშაობისა და ფუნქციონირებისათვის, მათ შორის: სოციალური დახმარების, ჯანმრთელობის დაცვის, სკოლამდელი აღზრდის ხელშეწყობის, სატრანსპორტო პოლიტიკის განხორციელების, ადამიანური რესურსების მართვის და სხვა მიზნით საჯარო სამართლის იურიდიული პირის  სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთან გაფორმებული სათანადო ხელშეკრულების საფუძველზე ელექტრონული სისტემის მეშვეობით მიიღოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან პერსონალური მონაცემები.

 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემებში იგულისხმება:

ა) სახელი;

ბ) გვარი;

გ) პირადი ნომერი;

დ) დაბადების თარიღი;

 ე) სქესი;

 ვ) მოქალაქეობა;

ზ) ინფორმაცია საქართველოში კანონიერად ყოფნის საფუძვლის შესახებ;

თ) ინფორმაცია პირის მისამართზე რეგისტრაციის შესახებ;

ი) ფოტოსურათი.

3. ამ მუხლის მეორე პუნქტით გათვალისწინებული მონაცემები შეიძლება დამუშავდეს მხოლოდ იმ მოცულობით, რაც აუცილებელია შესაბამისი უფლებამოსილების განსახორციელებლად.

4. ამ მუხლის მიზნებისთვის ვანის მუნიციპალიტეტის მერია მონაცემთა დამუშავებას ახორციელებს უშუალოდ ან უფლებამოსილი პირის მეშვეობით.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეალექსანდრე ლილუაშვილი