„ახალი კორონავირუსით (SARS-COV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) შედეგად მიყენებული ზიანის შემსუბუქების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 4 მაისის №286 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ახალი კორონავირუსით (SARS-COV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) შედეგად მიყენებული ზიანის შემსუბუქების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 4 მაისის №286 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 623
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 13/10/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/10/2020
სარეგისტრაციო კოდი 280120000.10.003.022343
623
13/10/2020
ვებგვერდი, 13/10/2020
280120000.10.003.022343
„ახალი კორონავირუსით (SARS-COV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) შედეგად მიყენებული ზიანის შემსუბუქების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 4 მაისის №286 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №623

2020 წლის 13 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

„ახალი კორონავირუსით (SARS-COV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) შედეგად მიყენებული ზიანის შემსუბუქების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 4 მაისის №286 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ახალი კორონავირუსით (SARS-COV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) შედეგად მიყენებული ზიანის შემსუბუქების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 4 მაისის №286 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge; 04/05/2020, 280120000.10.003.021998) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის („ახალი კორონავირუსით  (SARS-COV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) შედეგად მიყენებული ზიანის შემსუბუქების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამა“) მე-2 მუხლის მე-5 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის შენიშვნა: 

„შენიშვნა:

ა) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე კომპენსაციის მიღების უფლების მქონე პირის შემთხვევაში, კომპენსაციის გაცემა არ შეწყდება, თუ:

ა.ა) ამ პირზე, როგორც საარჩევნო პერიოდში ამავე პერიოდისთვის დაქირავებულ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრზე, დაფიქსირდა ხელფასის გაცემა;

ა.ბ)  ამ პირზე, როგორც საარჩევნო პერიოდში ამავე პერიოდისთვის საოლქო ან/და საუბნო საარჩევნო კომისიაში საარჩევნო სუბიექტთა წარმომადგენელზე, დაფიქსირდა ხელფასის გაცემა;

ბ) ამ შენიშვნის „ა.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პირებზე იმავე ქვეპუნქტით გათვალისწინებული ხელფასის გაცემის შესახებ ინფორმაციის დამუშავებას/კონსოლიდაციასა და შემოსავლების სამსახურისთვის მიწოდებას, ხელფასის მიმღები პირების საიდენტიფიკაციო მონაცემების (სახელი, გვარი, პირადი ნომერი), გაცემული ხელფასის ოდენობის, ხელფასის გამცემის საიდენტიფიკაციო მონაცემების (დასახელება, საიდენტიფიკაციო ნომერი), ხელფასის გაცემის საანგარიშო პერიოდის მითითებით, უზრუნველყოფს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია, ამ შენიშვნის „ა.ა“ ქვეპუნქტით  გათვალისწინებულ პირებზე ხელფასის გაცემის შესაბამისი საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის არაუგვიანეს 20 რიცხვისა, ელექტრონული ფორმით, შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ პორტალზე განაცხადის შევსების გზით;

გ) ამ შენიშვნის „ა.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პირებზე იმავე ქვეპუნქტით გათვალისწინებული ხელფასის გაცემის შესახებ ინფორმაციის დამუშავებას/კონსოლიდაციასა და შემოსავლების სამსახურისთვის მიწოდებას, ხელფასის მიმღები პირების საიდენტიფიკაციო მონაცემების (სახელი, გვარი, პირადი ნომერი), გაცემული ხელფასის ოდენობის, ხელფასის გამცემის საიდენტიფიკაციო მონაცემების (დასახელება, საიდენტიფიკაციო ნომერი), ხელფასის გაცემის საანგარიშო პერიოდის მითითებით, უზრუნველყოფს შესაბამისი პოლიტიკური გაერთიანება (პარტია)/საარჩევნო სუბიექტი, ამ შენიშვნის „ა.ბ“ ქვეპუნქტით  გათვალისწინებულ პირებზე ხელფასის გაცემის შესაბამისი საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის არაუგვიანეს 20 რიცხვისა, ელექტრონული ფორმით, შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ პორტალზე განაცხადის შევსების გზით;

დ) საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისის მიერ ამ შენიშვნის „ა.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირებისთვის (საოლქო ან/და საუბნო საარჩევნო კომისიაში საარჩევნო სუბიექტთა წარმომადგენლები) გადასახდელი ხელფასის/დაფინანსების თანხის შესაბამისი პოლიტიკური გაერთიანების (პარტიის)/საარჩევნო სუბიექტის ანგარიშზე გადარიცხვიდან არაუგვიანეს 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია უზრუნველყოფს აღნიშნული ინცორმაციის შემოსავლების სამსახურისთვის მიწოდებას ელექტრონული ფორმით, შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ პორტალზე განაცხადის შევსების გზით, დაფინანსების თანხის მიმღები პოლიტიკური გაერთიანების (პარტიის)/საარჩევნო სუბიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემების (დასახელება, საიდენტიფიკაციო ნომერი),  გაცემული დაფინანსების ოდენობის, დაფინანსების გაცემის საანგარიშო პერიოდის მითითებით;

ე) საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია და შესაბამისი პოლიტიკური გაერთიანება (პარტია)/საარჩევნო სუბიექტი უფლებამოსილნი არიან, 2020 წლის 25 დეკემბრამდე დააზუსტონ ამ შენიშვნის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების შესაბამისად შემოსავლების სამსახურში წარდგენილი ინფორმაცია, თუ ამ ინფორმაციაში მონაცემები არასწორად/შეცდომით არის მითითებული და აღნიშნული იწვევს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე კომპენსაციის მიღების უფლების მქონე პირისთვის  კომპენსაციის გაცემის შეწყვეტას.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია