„სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 21 დეკემბრის N2 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

„სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 21 დეკემბრის N2 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 12
დოკუმენტის მიმღები სიღნაღის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 13/10/2020
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/10/2020
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.168.016318
12
13/10/2020
ვებგვერდი, 15/10/2020
010260020.35.168.016318
„სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 21 დეკემბრის N2 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
სიღნაღის მუნიციპალიტეტი
 

სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №12

2020 წლის 13 ოქტომბერი

ქ. სიღნაღი

 

„სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 21 დეკემბრის N2 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“  საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს,

მუხლი 1
„სიღნაღის  მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 21 დეკემბრის N2 დადგენილებაში  (www.matsne.gov.ge, 25/12/2017, 010260020.35.168.016228) შევიდეს  ცვლილება და  დანართს დაემატოს   V1   თავი შემდეგი რედაქციით:

,,V1 თავი

 სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ პერსონალურ მონაცემთა დამუშავება კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელებისას

 

მუხლი 201.  სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ პერსონალურ მონაცემთა დამუშავება

1. სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერია უფლებამოსილია ერთიანი საქმისწარმოების პროგრამაში სწორი და უტყუარი მონაცემების აღრიცხვისა და თავისი ფუნქციების შესრულების, მათ შორის:  სოციალური დახმარების, ჯანმრთელობის დაცვის, სკოლამდელი აღზრდის ხელშეწყობის, სატრანსპორტო პოლიტიკის განხორციელების, ადამიანური რესურსების მართვის და სხვა მიზნით საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთან გაფორმებული სათანადო ხელშეკრულების საფუძველზე ელექტრონული სისტემის მეშვეობით მიიღოს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან პერსონალური მონაცემები.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემებში იგულისხმება:

ა) სახელი;

ბ) გვარი;

გ) პირადი ნომერი;

დ) დაბადების თარიღი;

ე) სქესი;

ვ) მოქალაქეობა;

ზ) ინფორმაცია პირის მისამართზე რეგისტრაციის შესახებ;

თ ინფორმაცია საქართველოში კანონიერად  ყოფნის  საფუძვლის  შესახებ;

ი) ფოტოსურათი.

3. ამ მუხლის მეორე პუნქტით გათვალისწინებული მონაცემები შეიძლება დამუშავდეს მხოლოდ იმ მოცულობით, რაც აუცილებელია შესაბამისი უფლებამოსილების განსახორციელებლად. სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერია ვალდებულია საქმისწარმოების პროგრამაში ცალკეული ფუნქციების გათვალისწინებით განსაზღვროს მონაცემთა კონკრეტული მოცულობა.

4. ამ მუხლის მიზნებისთვის სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერია მონაცემთა დამუშავებას ახორციელებს უშუალოდ ან უფლებამოსილი პირის მეშვეობით.“

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეილია ხატიაშვილი