„სესხის გამცემი სუბიექტის (მეწარმე სუბიექტის) ფულადი მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად მიღებული მოძრავი ნივთების აღრიცხვის სპეციალური ელექტრონული პროგრამის ქონასთან და წარმოებასთან დაკავშირებული მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 13 აგვისტოს №119 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 142
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 13/10/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/10/2020
სარეგისტრაციო კოდი 220060000.22.034.017071
142
13/10/2020
ვებგვერდი, 15/10/2020
220060000.22.034.017071
„სესხის გამცემი სუბიექტის (მეწარმე სუბიექტის) ფულადი მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად მიღებული მოძრავი ნივთების აღრიცხვის სპეციალური ელექტრონული პროგრამის ქონასთან და წარმოებასთან დაკავშირებული მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 13 აგვისტოს №119 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
„სესხის გამცემი სუბიექტის (მეწარმე სუბიექტის) ფულადი მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად მიღებული მოძრავი ნივთების აღრიცხვის სპეციალური ელექტრონული პროგრამის ქონასთან და წარმოებასთან დაკავშირებული მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 13 აგვისტოს №119 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება  №142

2020 წლის 13 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„სესხის გამცემი სუბიექტის (მეწარმე სუბიექტის) ფულადი მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად მიღებული მოძრავი ნივთების აღრიცხვის სპეციალური ელექტრონული პროგრამის ქონასთან და წარმოებასთან დაკავშირებული მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 13 აგვისტოს №119 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„სესხის გამცემი სუბიექტის (მეწარმე სუბიექტის) ფულადი მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად მიღებული მოძრავი ნივთების აღრიცხვის სპეციალური ელექტრონული პროგრამის ქონასთან და წარმოებასთან დაკავშირებული მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 13 აგვისტოს №119 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 14/08/2020, 220060000.22.034.017048) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული წესის:
1. მე-6 მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სპეციალურ პორტალზე დარეგისტრირებიდან 15 (თხუთმეტი) სამუშაო დღის ვადაში, სუბიექტი ვალდებულია სპეციალურ ელექტრონულ პროგრამაში უზრუნველყოს სამინისტროს ელექტრონული სერვისის ინტეგრაცია.“;
ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. იმ შემთხვევაში, თუ სუბიექტის სპეციალური ელექტრონული პროგრამა აკმაყოფილებს წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს, საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო ახდენს სამინისტროს სპეციალური პორტალის სამინისტროს მონაცემთა ბაზასთან კავშირისათვის აუცილებელი კომპიუტერული ქსელის აპარატურულ უზრუნველყოფას და კონფიგურირებას, რის შემდგომაც სუბიექტს სამინისტროს ელექტრონული სერვისის გამოყენებით ეძლევა შესაძლებლობა სატესტო რეჟიმში განახორციელოს ფულადი მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად მიღებული მოძრავი ნივთების შესახებ ინფორმაციის ატვირთვა, ხოლო ტესტირების პროცესის წარმატებით გავლის შემდგომ, გადაერთოს სპეციალური ელექტრონული პროგრამის მუშაობის რეალურ რეჟიმზე.“.
2. მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. სპეციალურ ელექტრონულ პროგრამაზე წვდომა განისაზღვრება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთიანი საინფორმაციო-ანალიტიკური ბანკის ინფორმაციულ რესურსებთან დაშვების ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 11 აგვისტოს №1/322 ბრძანებით დადგენილი წესით დანაშაულის გამოვლენასა და პრევენციაზე პასუხისმგებელი პირებისათვის.“.
 
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრივახტანგ გომელაური
ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.