„სარგებლობაში ან საკუთრებაში არსებული იარაღისა და საბრძოლო მასალის ტარების, შენახვისა და გადაადგილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 28 თებერვლის №164 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სარგებლობაში ან საკუთრებაში არსებული იარაღისა და საბრძოლო მასალის ტარების, შენახვისა და გადაადგილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 28 თებერვლის №164 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 143
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 13/10/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/10/2020
ძალაში შესვლის თარიღი 27/10/2020
სარეგისტრაციო კოდი 140120000.22.034.017072
143
13/10/2020
ვებგვერდი, 13/10/2020
140120000.22.034.017072
„სარგებლობაში ან საკუთრებაში არსებული იარაღისა და საბრძოლო მასალის ტარების, შენახვისა და გადაადგილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 28 თებერვლის №164 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №143

2020 წლის 13 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

„სარგებლობაში ან საკუთრებაში არსებული იარაღისა და საბრძოლო მასალის ტარების, შენახვისა და გადაადგილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 28 თებერვლის №164 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის  საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის „ჩ1“ ქვეპუნქტისა და მე-8 მუხლის შენიშვნის, ასევე „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების  საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„სარგებლობაში ან საკუთრებაში არსებული იარაღისა და საბრძოლო მასალის ტარების, შენახვისა და გადაადგილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 28 თებერვლის №164 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 28/02/2014, 140120000.22.034.016290) დამტკიცებულ „სარგებლობაში ან საკუთრებაში არსებული იარაღისა და საბრძოლო მასალის ტარების, შენახვისა და გადაადგილების წესში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლის:

ა) „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) ხელახალი რეგისტრაცია – საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული გარემოებების არსებობისას სარეგისტრაციო მონაცემების ცვლილება/დამატება (გარდა მესაკუთრის ან მოსარგებლის შეცვლის შემთხვევისა) ან იმავე მესაკუთრეზე ან მოსარგებლეზე გაუქმებული რეგისტრაციის აღდგენა, სარეგისტრაციო სისტემასა და დოკუმენტებში შესაბამისი ინფორმაციის აღრიცხვა;“;

ბ) „ნ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ო“, „პ“ და „ჟ“ ქვეპუნქტები:

„ო)  იარაღითა და საბრძოლო მასალით ვაჭრობის ლიცენზიის მქონე პირისამოქალაქო იარაღით, ცეცხლსასროლი იარაღის ძირითადი ელემენტებით, საბრძოლო მასალით და საბრძოლო მასალის ძირითადი ელემენტებით ვაჭრობის ლიცენზიის მქონე პირი;

პ) ავტორიზებული პირი ან ავტორიზებული იარაღით ვაჭრობაზე ლიცენზირებული პირი – იარაღითა და საბრძოლო მასალით ვაჭრობის ლიცენზიის მქონე პირი, რომელსაც ამ წესის შესაბამისად მინიჭებული აქვს ავტორიზებული პირის სტატუსი;

ჟ) დაინტერესებული პირი – საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პირი, რომელსაც გააჩნია სამართლებრივი უფლება, მოსთხოვოს სააგენტოს ამ წესით გათვალისწინებული მომსახურების გაწევა.“.

2. მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. პირს იარაღის ხელახალი რეგისტრაციის ვალდებულება წარმოეშობა:

ა) ამ წესის მე–4 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული რეგისტრირებული მონაცემების შეცვლისას (გარდა მესაკუთრის ან მოსარგებლის შეცვლის შემთხვევისა);

ბ) გაუქმებული რეგისტრაციის აღდგენის საფუძვლის წარმოშობისას (მესაკუთრის ან მოსარგებლის შეცვლის გარეშე);

გ)  ამ წესით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.“.

3. მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) იარაღითა და საბრძოლო მასალით ვაჭრობის ლიცენზიის მქონე პირის  სარეალიზაციოდ განკუთვნილ იარაღზე (გარდა სპორტული გრძელლულიანი ცეცხლსასროლი, სპორტული მოკლე გლუვლულიანი და და გაზის (აირის) იარაღებისა);“.

4. მე-8 მუხლის:

ა) პირველი  პუნქტის:

ა.ა)ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) განახორციელონ სარეალიზაციოდ განკუთვნილი იარაღის ბალისტიკური შემოწმება (გარდა ამ წესითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გამონაკლისებისა);“;

ა.ბ) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) იარაღი შემძენ ფიზიკურ პირს გადასცენ მხოლოდ იარაღის რეგისტრაციის მოწმობისა და სააგენტოს მიერ დამოწმებული შეძენის ყუის წარმოდგენის ან სააგენტოს მიერ კომპიუტერულ პროგრამაში „იარაღის რეგისტრაციის ბარათის“ ატვირთვის შემთხვევაში, ხოლო იარაღის შენახვის უფლებით რეგისტრაციისას – დამატებით იარაღის დროებითი მოწმობის მატერიალური ფორმით წარდგენის ან კომპიუტერულ პროგრამაში ელექტრონული ფორმით ატვირთვის შემთხვევაში;“;

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. იარაღის რეალიზაციის შემთხვევაში იარაღითა და საბრძოლო მასალით ვაჭრობის ლიცენზიის მქონე პირი ავსებს იარაღის შეძენის ყუის I ნაწილს სამ ეგზემპლარად და გადასცემს იარაღის შემძენ პირს სააგენტოში წარსადგენად. სააგენტოს მიერ ამ წესის I1 თავით დადგენილი წესით მომსახურების გაწევისას სააგენტოში იარაღის შეძენის ყუის წარდგენა ხორციელდება კომპიუტერული პროგრამის მეშვეობით.“;

გ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული იარაღის რეგისტრაციის შემთხვევაში, სააგენტო ავსებს შეძენის ყუის II ნაწილს, რის შემდეგაც ორ ეგზემპლარს იარაღის სარეგისტრაციო მოწმობასთან ერთად უბრუნებს იარაღის შემძენს. იარაღის შემძენი ვალდებულია 10 დღის განმავლობაში წარადგინოს შეძენის ყუა იარაღითა და საბრძოლო მასალით ვაჭრობის ლიცენზიის მქონე პირთან და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განახორციელოს შეძენილი იარაღის შენახვის ადგილზე გადატანა. ამ პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება სააგენტოს მიერ ამ წესის I1 თავით დადგენილი წესით მომსახურების გაწევის შემთხვევაზე.“.

5. მე-12 მუხლის მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:

„31. მემკვიდრის სურვილის შემთხვევაში დასაშვებია მემკვიდრეობით მიღებული იარაღის/დამატებითი ძირითადი ელემენტის მემკვიდრეზე დაურეგისტრირებლად მესამე პირზე რეგისტრაცია ან იარაღის ჩამოწერა ან იარაღის საკომისიო წესით ჩაბარება. აღნიშნული წესი არ ვრცელდება იმ იარაღზე/დამატებით ძირითად ელემენტზე, რომელზეც მოთხოვნის მომენტისათვის აღრიცხულია უფლებრივი შეზღუდვა ან/და სამართლებრივი დატვირთვა.“.

6. თავი შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის თავი I1:

თავი I1

იარაღითა და საბრძოლო მასალით ვაჭრობის ლიცენზიის მქონე პირის ავტორიზაციის, დაინტერესებული პირის მიერ სააგენტოსთვის მომსახურების გაწევის თაობაზე მიმართვის და მომსახურების გაწევისათვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული დოკუმენტების ავტორიზებული პირის მეშვეობით ელექტრონული სახით წარდგენის წესი

„მუხლი 121

1. ავტორიზაციის მსურველი იარაღით და საბრძოლო მასალით ვაჭრობის ლიცენზიის მქონე პირი სააგენტოს მიმართავს წერილობითი განცხადებით, რომელიც უნდა შეიცავდეს იარაღითა და საბრძოლო მასალით ვაჭრობის ლიცენზიის მქონე პირის შესახებ შემდეგ ინფორმაციას:

ა) სახელწოდება, სამართლებრივი ფორმა, საიდენტიფიკაციო ნომერი, იურიდიული მისამართი, საკონტაქტო ინფორმაცია, წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის სახელი, გვარი, პირადი ნომერი;

ბ) მფლობელობაში არსებული ტექნიკური აღჭურვილობის (კომპიუტერი, ვებკამერა, პრინტერი, სკანერი, ხელმოწერის ელექტრონული დაფა)  მახასიათებლები;

გ) ელექტრონულ დოკუმენტზე კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის შესრულების ან/და კვალიფიციური ელექტრონული შტამპის დასმის შესაძლებლობა;

დ) ავტორიზაციის მოთხოვნა.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ განცხადებასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნეს სამოქალაქო იარაღით, ცეცხლსასროლი იარაღის ძირითადი ელემენტებით, საბრძოლო მასალით და საბრძოლო მასალის ძირითადი ელემენტებით ვაჭრობის ლიცენზიის ასლი.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ტექნიკური აღჭურვილობა თავსებადი უნდა იყოს სააგენტოს კომპიუტერულ პროგრამასთან და სააგენტოს უნდა აძლევდეს შესაძლებლობას, შეუფერხებლად განახორციელოს ამ წესის 125 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მომსახურება.

4. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით წარდგენილი ავტორიზაციის მოთხოვნა არ მოიცავს ავტორიზაციისთვის საჭირო სრულყოფილ მონაცემებს, სააგენტოს უფლება აქვს დაზუსტების მიზნით იარაღითა და საბრძოლო მასალით ვაჭრობის ლიცენზიის მქონე პირს მოსთხოვოს დამატებითი დოკუმენტის ან/და ინფორმაციის წარდგენა, რისთვისაც მას განესაზღვრება ვადა. თუ  შესაბამისი პირი დადგენილ ვადაში არ წარადგენს სათანადო დოკუმენტს ან ინფორმაციას, სააგენტო უფლებამოსილია, ავტორიზაციის მინიჭების თაობაზე მიღებული განცხადება დატოვოს განუხილველად.

5. ავტორიზაციის შესახებ განცხადების მიღებიდან 1 თვის განმავლობაში სააგენტო სწავლობს წარდგენილ დოკუმენტებს და ადგენს მათ შესაბამისობას საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან.  თუ იარაღითა და საბრძოლო მასალით ვაჭრობის ლიცენზიის მქონე პირის მიერ წარმოდგენილი ავტორიზაციის მინიჭების მოთხოვნა აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, სააგენტო იარაღითა და საბრძოლო მასალით ვაჭრობის ლიცენზიის მქონე პირს ანიჭებს ავტორიზაციის სტატუსს და გადასცემს კომპიუტერულ პროგრამაში დაშვების მომხმარებლის სახელს და პაროლს.

6. ამ თავით განსაზღვრული ცალკეული საკითხების (მათ შორის, ინფორმაციის გაცვლასთან, მატერიალური ფორმის დოკუმენტაციის მიღება-ჩაბარებასთან, მომსახურების გაწევის პროცესში მიღებული პერსონალური ინფორმაციის დაცვასთან, მომსახურების საფასურის გადახდასთან დაკავშირებული და სხვა საკითხები) დეტალურად მოწესრიგების მიზნით ავტორიზებულ პირსა და სააგენტოს შორის შესაძლებელია გაფორმდეს ხელშეკრულება. ხელშეკრულების პირობები უნდა შეესაბამებოდეს ამ წესისა და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს.

7. იარაღითა და საბრძოლო მასალით ვაჭრობის ლიცენზიის მქონე პირს ავტორიზებული პირის სტატუსი ენიჭება და ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულება იდება ავტორიზებულ პირზე გაცემული სამოქალაქო იარაღით, ცეცხლსასროლი იარაღის ძირითადი ელემენტებით, საბრძოლო მასალით და საბრძოლო მასალის ძირითადი ელემენტებით ვაჭრობის ლიცენზიის მოქმედების ვადით.

8. სააგენტოს მიერ ავტორიზაციის თაობაზე იარაღითა და საბრძოლო მასალით ვაჭრობის ლიცენზიის მქონე პირის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, თუ:

ა) იარაღით და საბრძოლო მასალით ვაჭრობის ლიცენზიის მქონე პირის მიერ არ იქნა ან არასრულყოფილად იქნა წარმოდგენილი ამ მუხლის პირველი, მე-2 ან/და მე-4 პუნქტით  განსაზღვრული ინფორმაცია/დოკუმენტაცია;

ბ) შეჩერებულია ან გაუქმებულია (მათ შორის, ვადის გასვლის გამო) მის სახელზე გაცემული სამოქალაქო იარაღით, ცეცხლსასროლი იარაღის ძირითადი ელემენტებით, საბრძოლო მასალით და საბრძოლო მასალის ძირითადი ელემენტებით ვაჭრობის ლიცენზია;

გ) იარაღითა და საბრძოლო მასალით ვაჭრობის ლიცენზიის მქონე პირის მფლობელობაში არსებული ტექნიკური აღჭურვილობა არ არის თავსებადი სააგენტოს კომპიუტერულ პროგრამასთან;

დ) იარაღითა და საბრძოლო მასალით ვაჭრობის ლიცენზიის მქონე პირი ვერ უზრუნველყოფს სააგენტოსათვის წარსადგენ ელექტრონულ დოკუმენტზე კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის შესრულებას ან/და კვალიფიციური ელექტრონული შტამპის დასმას;

ე) არსებობს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა გარემოება.

9. სააგენტოს მიერ ავტორიზაცია უქმდება შემდეგ შემთხვევებში:

ა) გამოვლინდა, რომ იარაღითა და საბრძოლო მასალით ვაჭრობის ლიცენზიის მქონე პირის მიერ ავტორიზაციის მიზნით წარმოდგენილი ინფორმაცია არის არაზუსტი ან არასრული;

ბ) გამოვლინდა გარემოება, რომლის არსებობის შემთხვევაშიც არ განხორციელდებოდა  იარაღითა და საბრძოლო მასალით ვაჭრობის ლიცენზიის მქონე პირის ავტორიზაცია;

გ) წარდგენილია ავტორიზებული პირის მოთხოვნა ავტორიზაციის გაუქმების შესახებ;

დ) მხარეთა შორის არსებული უთანხმოების გამო ვერ ხდება ამ მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრული ხელშეკრულების დადება;

ე) ავტორიზებული პირი არ ასრულებს ან არაჯეროვნად ასრულებს ამ წესით ან ამ მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრული ხელშეკრულებით დაკისრებულ ვალდებულებებს;

ვ) სააგენტოს ან ავტორიზებული პირის ლიკვიდაციისას/გაუქმებისას, თუ არ არსებობს უფლებამონაცვლე სუბიექტი;

ზ) კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა შემთხვევებში.

მუხლი 122

1. ამ თავით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად, ავტორიზებულ პირსა და სააგენტოს შორის კავშირი ხორციელდება ამ მიზნით შექმნილი სპეციალური კომპიუტერული პროგრამის (შემდგომში – კომპიუტერული პროგრამა) საშუალებით. ზემოაღნიშნული მიზნით ავტორიზებულ პირსა და სააგენტოს შორის კავშირი კომპიუტერული პროგრამის გარდა შესაძლებელია განხორციელდეს ელექტრონული კომუნიკაციის სხვა საშუალებით (შემდგომში – ელექტრონული კომუნიკაციის სხვა საშუალება).

2. ავტორიზებული პირი უფლებამოსილია ე.წ „პირადი ხელმოწერისა“ და „ბეჭდის“ დატანის გზით დაამოწმოს ან/და დაადასტუროს დაინტერესებული პირისათვის გასაცნობად სააგენტოს მიერ მისთვის კომპიუტერული პროგრამით ან/და ელექტრონული კომუნიკაციის სხვა საშუალებით მიწოდებული ელექტრონული დოკუმენტის ამონაბეჭდი. ავტორიზებული პირის მიერ დამოწმებული ან/და დადასტურებული ელექტრონული დოკუმენტის ამონაბეჭდი არის ელექტრონული დოკუმენტის ასლი და მას ელექტრონული დოკუმენტის თანაბარი იურიდიული ძალა აქვს.

3. დაინტერესებული პირის მიერ მომსახურების გაწევისათვის ავტორიზებული პირის მეშვეობით წარდგენილ მატერიალური დოკუმენტის ელექტრონულ ასლს ორიგინალის თანაბარი იურიდიული ძალა აქვს, თუ ის ავტორიზებული პირის მიერ დამოწმებული ან/და დადასტურებულია კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით ან/და კვალიფიციური ელექტრონული შტამპით.

4. ამ თავით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელების მიზნით ავტორიზებული პირი უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და მოცულობით დაამუშავოს (შეაგროვოს, გამოიყენოს, შეინახოს, გაანადგუროს და ა.შ) დაინტერესებული პირის პერსონალური მონაცემები.

მუხლი 123

1. დაინტერესებული პირის მიერ ამ წესის 125 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მომსახურების გაწევის თაობაზე სააგენტოსათვის ავტორიზებული პირის მეშვეობით მიმართვის შემთხვევაში სააგენტო უზრუნველყოფს:

ა) ავტორიზებული პირის მიერ კომპიუტერული პროგრამით ან ელექტრონული კომუნიკაციის სხვა საშუალებით მისთვის გადაგზავნილი დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე მომსახურების გაწევისათვის საჭირო საქმის წარმოების დაწყებასა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებას. ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიყენება საქართველოს კანონმდებლობით იარაღის შეძენის ნებართვის გაცემისა და იარაღის რეგისტრაციისათვის განსაზღვრული დებულებები;

ბ) სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების, ასევე შესრულებული დოკუმენტების ავტორიზებული პირისათვის კომპიუტერული პროგრამით ან/და ელექტრონული კომუნიკაციის სხვა საშუალებით გადაგზავნას;

გ) საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო დამატებითი დოკუმენტის ან ინფორმაციის წარდგენის, მომსახურების გაწევაზე უარის თქმის ან განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების ავტორიზებული პირისათვის კომპიუტერული პროგრამით ან/და ელექტრონული კომუნიკაციის სხვა საშუალებით (გარდა ამ წესით განსაზღვრული შემთხვევებისა) გადაგზავნას;

დ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელებას.

2. ამ წესით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისას სააგენტო  დაინტერესებულ პირთან კომუნიკაციას ახორციელებს კომპიუტერული პროგრამით ან/და ელექტრონული კომუნიკაციის სხვა საშუალებით ავტორიზებული პირისათვის შესაბამისი ინფორმაციის/ელექტრონული დოკუმენტის გადაგზავნის გზით. საჭიროების შემთხვევაში, სააგენტოს მიერ დაინტერესებულ პირთან კომუნიკაციისათვის ასევე შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს კომუნიკაციის სხვა საშუალებები (მოკლე ტექსტური შეტყობინება, ელექტრონული ფოსტა, ფოსტა და ა.შ).

3. სააგენტოს მიერ დამატებითი ინფორმაციის/დოკუმენტაციის მოთხოვნის შემთხვევაში, თუ მოთხოვნიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს, დაინტერესებული პირი აღნიშნულ ინფორმაციას/დოკუმენტაციას სააგენტოში წარადგენს ავტორიზებული პირის მეშვეობით.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში სააგენტო უფლებამოსილია დაინტერესებულ პირს მოსთხოვოს:

ა) დოკუმენტების ელექტრონული სახით წარდგენა ავტორიზებული პირის მეშვეობით;

ბ)  დოკუმენტების მატერიალური სახით წარდგენა სააგენტოში;

გ) საქმეზე გადაწყვეტილების მიღებისათვის საჭირო გარემოების დადგენის მიზნით სააგენტოში გამოცხადება.

4. ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევებში მომსახურების გაწევისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ვადის ათვლა დაიწყება დაინტერესებული პირის მიერ სააგენტოს მოთხოვნის სრულყოფილად შესრულების შემდეგ.

5. დაინტერესებული პირის განცხადება არ დაკმაყოფილდება ან დარჩება განუხილველი, თუ:

ა) არ დასტურდება დაინტერესებული პირის მიერ „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის 271 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი სახეობის გამოცდის ჩაბარების ფაქტი (გარდა ამავე კანონის 271 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული გარემოებისა);

ბ) დაინტერესებული პირი არ აკმაყოფილებს იარაღის შეძენის ნებართვის გაცემისათვის/იარაღის რეგისტრაციისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს;

გ) არ იქნა ან არასრულყოფილად იქნა წარმოდგენილი საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია;

დ) დაინტერესებული პირი არ ასრულებს ან არაჯეროვნად ასრულებს ამ მუხლის მე-9 პუნქტების შესაბამისად სააგენტოს მიერ განსაზღვრულ მოთხოვნას;

ე) გადახდილი არ არის მოსაკრებელი ან/და მომსახურების საფასური;

ვ) დაინტერესებული პირი უარს აცხადებს ფოტოსურათის გადაღებაზე ან ვერ ხორციელდება ფოტოსურათის გადაღება;

ზ) დაინტერესებული პირი უარს აცხადებს ხელმოწერის ელექტრონული დაფის მეშვეობით ხელმოწერის შესრულებაზე ან ვერ ხორციელდება ელექტრონული ხელმოწერის შესრულება;

თ) ვერ ხორციელდება დაინტერესებული პირის იდენტიფიცირება;

ი) მომსახურების გაწევის თობაზე სააგენტოს მიმართა არაუფლებამოსილმა პირმა;

კ) ტექნიკური ხარვეზის გამო ვერ ხორციელდება მომსახურების გაწევა;

ლ) დაინტერესებული პირის მიერ შეძენილ იარაღზე არ არის ჩატარებული ბალისტიკური შემოწმება;

მ) მოთხოვნის მომენტისათვის ავტორიზებული პირის მიერ რეალიზებული იარაღის შესახებ ინფორმაცია ამ წესის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული წესით არ არის წარმოდგენილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკურ დეპარტამენტში ან/და სააგენტოში;

ნ) სააგენტოს მიერ ვერ ხორციელდება მომსახურების გაწევისათვის და შესაბამისი საქმის წარმოებისათვის საჭირო გარემოებების სრულყოფილად დადგენა; 

ო) არსებობს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა გარემოებები.

6. იმ შემთხვევაში, თუ არ არსებობს დაინტერესებულ პირზე იარაღის შეძენის ნებართვის გაცემის/რეგისტრაციის განხორციელებაზე საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უარის თქმის ან განცხადების განუხილველად დატოვების საფუძველი, სააგენტო დადგენილი წესით გასცემს იარაღის შეძენის ნებართვას იარაღის რეგისტრაციის გზით და ამზადებს იარაღის რეგისტრაციის მოწმობას.

7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში სააგენტო კომპიუტერულ პროგრამაში ტვირთავს იარაღის რეგისტრაციის ბარათს, რომელსაც ავტორიზებული პირი ამ წესის 122 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით ამოწმებს/ადასტურებს და მატერიალური ფორმით გადასცემს დაინტერესებულ პირს. „იარაღის რეგისტრაციის ბარათი“ ადასტურებს სააგენტოს მიერ დაინტერესებულ პირზე იარაღის შეძენის ნებართვის გაცემისა და იარაღის რეგისტრაციის ფაქტს. 

8. იარაღის რეგისტრაციის ბარათი ძალაშია დაინტერესებული პირის მიერ იარაღის რეგისტრაციის მოწმობის მიღებამდე, მაგრამ არა უგვიანეს იარაღის რეგისტრაციიდან 10 სამუშაო დღისა. მოქმედების ვადაში, იარაღის რეგისტრაციის ბარათი უთანაბრდება იარაღის რეგისტრაციის მოწმობას. დაინტერესებული პირი ვალდებულია იარაღის ტარებისას, იარაღის სარეგისტრაციო მოწმობის აღებამდე, პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად თან ატაროს იარაღის რეგისტრაციის ბარათი.

9.  ამ მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში სააგენტოს მიერ იარაღის შენახვის უფლებით შეძენის ნებართვის გაცემისას, სააგენტო დაინტერესებულ პირს ავტორიზებული პირის მეშვეობით უგზავნის ამ წესით დადგენილ დროებით მოწმობას ფორმა N2 (დანართი N4). ავტორიზებული პირი გადასცემს დაინტერესებულ პირს დროებით მოწმობას ელექტრონული პროგრამიდან ამობეჭდილი სახით რომელიც მოწმდება/დასტურდება ავტორიზებული პირის მიერ ამ წესის 122 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად.

 

მუხლი 124

1. დაინტერესებული პირის მიერ 125 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მომსახურების გაწევის თაობაზე სააგენტოსათვის ავტორიზებული პირის მეშვეობით მიმართვის შემთხვევაში, ავტორიზებული პირი უზრუნველყოფს:

ა) დაინტერესებული პირის ინფორმირებას მოთხოვნილი მომსახურების გაწევისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პროცედურების, წარმოსადგენი დოკუმენტების, გადასახდელი მომსახურების საფასურებისა და მოსაკრებლის ოდენობის, ასევე, მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული სხვა საკითხების შესახებ;

ბ) მომსახურების გაწევის თაობაზე განცხადების შემტანი დაინტერესებული პირის იდენტიფიკაციას პირადობის მოწმობის გამოყენებით;

გ) დაინტერესებული პირის მიერ მატერიალური ფორმით წარდგენილი დოკუმენტების ვიზუალურ დათვალიერებას, ხოლო დათვალიერების შედეგად დოკუმენტებში ჩანაწერების, ბეჭდების, შტამპების, ხელმოწერების შესაძლო გადაკეთებისა და გაყალბების ან ფოტოსურათების შეცვლის ნიშნების აღმოჩენის შემთხვევაში – შესაბამისი ინფორმაციის სააგენტოსათვის მიწოდებას;

დ) მის მიერ იარაღის რეალიზაციასთან დაკავშირებული ინფორმაციის/ელექტრონული დოკუმენტების კომპიუტერული პროგრამით ან/და ელექტრონული კომუნიკაციის სხვა საშუალებით სააგენტოსათვის მიწოდებას;

ე)  დაინტერესებული პირის მიერ მასთან წარდგენილი განცხადებისა და სხვა დოკუმენტების სააგენტოსათვის კომპიუტერული პროგრამის ან/და ელექტრონული კომუნიკაციის სხვა საშუალების მეშვეობით დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს 1 საათისა, დადგენილი წესით გაგზავნას;

ვ) სააგენტოს მიერ იარაღის რეგისტრაციის მოწმობაში ასახვის მიზნით:

ვ.ა) დაინტერესებული პირის ფოტო გადაღებას;

ვ.ბ) ხელმოწერის ელექტრონული დაფის მეშვეობით დაინტერესებული პირის ელექტრონული ხელმოწერის დაფიქსირებას;

ზ) დაინტერესებული პირის მიერ წარმოდგენილი დამატებითი ინფორმაციის/დოკუმენტის სააგენტოსათვის ამ პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული წესით მიწოდებას;

თ) სააგენტოს მიერ კომპიუტერული პროგრამით ან ელექტრონული კომუნიკაციის სხვა საშუალებით მისთვის გაგზავნილი ინფორმაციის/ელექტრონული დოკუმენტის დაინტერესებული პირისათვის გაცნობას, ხოლო დაინტერესებული პირის მოთხოვნის ან ამ წესით განსაზღვრულ შემთხვევებში ელექტრონული დოკუმენტის ამობეჭდვას, ამონაბეჭდის დადგენილი წესით დამოწმებას ან/და დადასტურებასა და დაინტერესებული პირისათვის გადაცემას; 

ი) ამ პუნქტით „თ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული წესით ინფორმაციის/ელექტრონული დოკუმენტის დაინტერესებული პირისთვის გაცნობის/გადაცემის თაობაზე, დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს 1 საათისა, სააგენტოს ინფორმირებას;

კ) დაინტერესებული პირის მიერ მატერიალური ფორმით წარმოდგენილი დოკუმენტების შენახვასა და 30 კალენდარული დღის განმავლობაში სააგენტოსთვის გადაცემას;

ლ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლება-მოვალეობების განხორციელებას.

2. თუ ავტორიზებული პირი ვერ უზრუნველყოფს ამ მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დოკუმენტების დაინტერესებული პირისათვის (მისი წასვლის, დოკუმენტების მიღებაზე უარის თქმის ან სხვა მიზეზის გამო) ადგილზე გაცნობას/გადაცემას, იგი ვალდებულია აღნიშნულის თობაზე დაუყოვნებლივ, მაგრამ არა უგვიანეს 1 სამუშაო დღისა, აცნობოს სააგენტოს კომპიუტერული პროგრამით ან ელექტრონული კომუნიკაციის სხვა საშუალებით. ამ პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, სააგენტოს მიერ დოკუმენტების დაინტერესებული პირისათვის გაცნობა ხორციელდება ელექტრონული ფორმით, განცხადებაში მითითებული ელექტრონული ფოსტის მისამართზე ან მატერიალური ფორმით, რეგისტრაციის ან განცხადებაში მითითებულ ფაქტობრივ მისამართზე ფოსტის მეშვეობით დოკუმენტის გაგზავნის გზით.

3. ავტორიზებული პირი არ განახორციელებს დაინტერესებული პირის განცხადების სააგენტოში განსახილველად გადაგზავნას და აღნიშნულის თაობაზე აცნობებს დაინტერესებულ პირს, თუ:

ა) დაინტერესებული პირი არ აკმაყოფილებს ამ წესის 125 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებს;

ბ) იარაღი  არ არის შეძენილი ავტორიზებული პირისაგან;

გ) დაინტერესებული პირის მიერ არ არის გადახდილი საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მომსახურების საფასური და მოსაკრებელი;

დ) ავტორიზებული პირი უარს აცხადებს ამ თავით გათვალისწინებული წესით მომსახურების გაწევაზე.

4. სააგენტო თავისუფლდება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული იმ ვალდებულებების შესრულებისაგან, რომლებიც ამ წესით განსაზღვრულ შემთხვევაში ეკისრება ავტორიზებულ პირს. სააგენტო არ აგებს პასუხს ასეთი ვალდებულების შეუსრულებლობით ან არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანისათვის.

 

მუხლი 125

1. დაინტერესებულ პირს უფლება აქვს, ავტორიზებული პირის მეშვეობით მიმართოს სააგენტოს იმავე პირისაგან შეძენილი იარაღის შეძენის ნებართვის გაცემის/რეგისტრაციის მოთხოვნით.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მიზნებისათვის დაინტერესებული პირი შესაძლებელია იყოს საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში ბინადრობის ნებართვის მქონე უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელსაც უფლება აქვს შეიძინოს იარაღი და მისი ძირითადი ელემენტები, ჩაბარებული აქვს „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის 271 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული შესაბამისი გამოცდა ცეცხლსასროლი იარაღის და გაზის (აირის) იარაღის ბრუნვის წესების ცოდნაში (გარდა იმ პირებისა, რომლებიც გათავისუფლებულნი არიან გამოცდის ჩაბარებისაგან) და აკმაყოფილებს  საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს.

3. ავტორიზებული პირის მეშვეობით სააგენტოსათვის მიმართვისას ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მომსახურების მისაღებად დაინტერესებულმა პირმა უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება;

ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (უცხო ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში ბინადრობის მოწმობა);

გ) მოსაკრებლისა და მომსახურების გაწევისათვის დადგენილი საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;

დ) იარაღის შეძენის ნებართვის გაცემისათვის/რეგისტრაციისათვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა დოკუმენტაცია.

4. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მომსახურების გაწევის მიზნით, დაინტერესებული პირის მიერ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული განცხადებისა და სხვა დოკუმენტაციის ავტორიზებულ პირთან წარდგენა ხორციელდება მატერიალური სახით, გარდა მოსაკრებლისა და საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტისა, რომლის წარმოდგენაც დასაშვებია ელექტრონული სახითაც. დაინტერესებული პირის ერთი განცხადებით დასაშვებია მხოლოდ ერთი ერთეული იარაღის შეძენის ნებართვის გაცემის/რეგისტრაციის მოთხოვნა.

5. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მომსახურების გასაწევად, გარდა იარაღის შეძენის ნებართვის გაცემისათვის, იარაღის რეგისტრაციისათვის, იარაღის დროებითი მოწმობისა და იარაღის რეგისტრაციის მოწმობის გაცემისათვის საჭირო კანონით განსაზღვრული მოსაკრებლისა და საფასურებისა, სავალდებულოა „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის „ჩ1“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საფასური გადახდა.

6. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მომსახურების მისაღებად, დაინტერესებული პირის მომართვის შემთხვევაში, ავტორიზებული პირის მიერ კომპიუტერულ პროგრამაში ან/და ელექტრონული კომუნიკაციის სხვა საშუალებაში, აიტვირთება მატერიალური ფორმით წარმოდგენილი დოკუმენტაცია, ასევე დაინტერესებული პირის ფოტოსურათი და ელექტრონული ხელმოწერა, ხოლო კომპიუტერულ პროგრამის შესაბამის ველებში შეიტანება, ავტორიზებული პირის მიერ რეალიზებულ იარაღთან, იარაღის შემძენთან და მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული სხვა ინფორმაცია.

 

მუხლი 126

1.         ამ თავით განსაზღვრული წესით იარაღის შეძენის ნებართვის გაცემისა და იარაღის რეგისტრაციის შემთხვევაში სააგენტო ამზადებს იარაღის რეგისტრაციის მოწმობას, რომელიც დაინტერესებული პირს შესაძლებელია გადაეცეს:

ა) ფოსტის მეშვეობით;

ბ) სააგენტოს სტრუქტურულ ერთეულში.

2. იარაღის რეგისტრაციის მოწმობის გადაცემის კონკრეტული საშუალების გამოყენების თაობაზე უნდა მიეთითოს დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილ განცხადებაში ან/და ავტორიზებული პირის მიერ კომპიუტერულ პროგრამაში, დაინტერესებული პირის ზეპირი მითითების საფუძველზე. მიუხედავად იარაღის რეგისტრაციის მოწმობის გადაცემის საშუალებისა, იარაღის რეგისტრაციის მოწმობა უნდა ჩაბარდეს უშუალოდ დაინტერესებულ პირს.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საშუალების შერჩევის შემთხვევაში ავტორიზებული პირი დაინტერესებული პირის მითითების შესაბამისად კომპიუტერულ პროგრამაში უთითებს სააგენტოს იმ სტრუქტურულ ერთეულს (შემდგომში – შესაბამისი სტრუქტურული ერთეული), საიდანაც დაინტერესებული პირი უზრუნველყოფს იარაღის მოწმობის გამოტანას მისი ფოსტის მეშვეობით მისთვის ჩაუბარებლობის შემთხვევაში..

4. ფოსტის მეშვეობით იარაღის რეგისტრაციის მოწმობა იგზავნება განცხადებაში ან/და კომპიუტერულ პროგრამაში მითითებულ მისამართზე, დაინტერესებული პირისათვის სასურველ დროს, რომელიც შეირჩევა სააგენტოს მიერ წინასწარ განსაზღვრული გრაფიკიდან (მაგრამ არაუგვიანეს იარაღის რეგისტრაციიდან მე-5 სამუშაო დღისა). გზავნილის ადრესატისათვის გადასაცემად საჭირო კომუნიკაციის დამყარების მიზნით სააგენტო უზრუნველყოფს განცხადებაში ან/და კომპიუტერულ პროგრამაში მითითებული მისამართის, დროისა და დაინტერესებული პირის ტელეფონის ნომრის შესახებ ინფორმაციის საფოსტო მომსახურების განმახორციელებელი პირისათვის გადაცემას.  ფოსტის მეშვეობით იარაღის რეგისტრაციის მოწმობა იგზავნება ერთჯერადად, ამასთან იარაღის მოწმობის დაინტერესებული პირისათვის ფოსტის მეშვეობით ჩაუბარებლობის შემთხვევაში (მიუხედავად ჩაუბარებლობის მიზეზისა), მოწმობა ბრუნდება სააგენტოს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულში. აღნიშნული ინფორმაცია დაინტერესებულ პირს ეგზავნება მის მიერ განცხადებაში მითითებულ მობილური ტელეფონის ნომერზე, მოკლე ტექსტური შეტყობინების მეშვეობით. ფოსტის მეშვეობით იარაღის მოწმობის ჩაუბარებლობის შემთხვევაში დაინტერესებული პირი ვალდებულია იარაღის რეგისტრაციის მოწმობის მისაღებად გამოცხადდეს სააგენტოს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულში, არაუგვიანეს იარაღის რეგისტრაციიდან მე-10 სამუშაო დღისა.

5. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საშუალების შერჩევის შემთხვევაში, ავტორიზებული პირი დაინტერესებული პირის მითითების შესაბამისად კომპიუტერულ პროგრამაში უთითებს სააგენტოს იმ სტრუქტურულ ერთეულს, საიდანაც დაინტერესებული პირი უზრუნველყოფს იარაღის რეგისტრაციის მოწმობის გატანას. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში დაინტერესებული პირი ვალდებულია იარაღის რეგისტრაციის მოწმობის მისაღებად გამოცხადდეს სააგენტოს სტრუქტურულ ერთეულში იარაღის რეგისტრაციის დღიდან არაუგვიანეს მე-10 სამუშაო დღისა.

6. თუ იარაღის რეგისტრაციიდან 10 სამუშაო დღის ვადაში დაინტერესებულ პირს ამ მუხლის მე-4 ან მე-5 პუნქტით განსაზღვრული წესით ვერ ჩაბარდა იარაღის რეგისტრაციის მოწმობა იარაღის რეგისტრაცია და იარაღის მოწმობა კარგავს იურიდიულ ძალას, ამასთან მომსახურება ჩაითვლება გაწეულად, ხოლო გადახდილი მოსაკრებელი და მომსახურების საფასური უკან არ ბრუნდება.  დაინტერესებული პირი იმ უფლებამოსილებას, რომელიც მას მიენიჭა იარაღის რეგისტრაციის შედეგად, კარგავს ამ პუნქტით განსაზღვრული გარემოებების წარმოშობის დღიდან. გაუქმებული რეგისტრაციის აღდგენა შესაძლებელია შესაბამისი საფუძვლის არსებობისას ხელახალი რეგისტრაციის განხორციელების გზით.“.

 

7. მე-17 მუხლს ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 17

იარაღის ტარების უფლების მქონე იარაღის მესაკუთრე ან მოსარგებლე იარაღის ტარებისას ვალდებულია პირადობის დამადასტურებელ საბუთთან ერთად იქონიოს B, C ან D კატეგორიის იარაღის რეგისტრაციის მოწმობა, ხოლო ამ წესით განსაზღვრულ შემთხვევაში – იარაღის რეგისტრაციის ბარათი.“.

8. მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. იარაღით და საბრძოლო მასალით ვაჭრობის ლიცენზიის მქონე პირის მიერ, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დაჩქარებული მომსახურების საფასური გადაიხდევინება მხოლოდ ერთ ერთეულ იარაღზე, მიუხედავად მომსახურების გაწევის თაობაზე განცხადებაში მითითებული და ერთდროულად გადასატანი-გადასაზიდი ან გადასაგზავნი იარაღების რაოდენობისა.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

 


საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრივახტანგ გომელაური