„იარაღის ბალისტიკური შემოწმების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2011 წლის 7 ივლისის №576 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„იარაღის ბალისტიკური შემოწმების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2011 წლის 7 ივლისის №576 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 144
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 13/10/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/10/2020
ძალაში შესვლის თარიღი 27/10/2020
ძალის დაკარგვის თარიღი 01/08/2023
სარეგისტრაციო კოდი 140120000.22.034.017073
144
13/10/2020
ვებგვერდი, 13/10/2020
140120000.22.034.017073
„იარაღის ბალისტიკური შემოწმების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2011 წლის 7 ივლისის №576 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №144

2020 წლის 13 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

„იარაღის ბალისტიკური შემოწმების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2011 წლის 7 ივლისის №576 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის  საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის შენიშვნისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების  საფუძველზე,ვბრძანებ:

მუხლი 1
„იარაღის ბალისტიკური შემოწმების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2011 წლის 7 ივლისის №576 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 110707019, 08/07/2011, 140120000.22.034.016046) დამტკიცებულ იარაღის ბალისტიკური შემოწმების წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-3 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. იარაღის ბალისტიკური შემოწმებით დგინდება იარაღის (მისი ძირითადი ელემენტების) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მახასიათებლებთან შესაბამისობა, განისაზღვრება იარაღის სახე, ტიპი, მოდელი, ძირითადი მახასიათებლები, საიდენტიფიკაციო ნომრები. ასევე, ამ წესით განსაზღვრულ შემთხვევებში, მასრებისა და ტყვიების ტყვია-მასროთეკაში განთავსების მიზნით იარაღიდან ხორციელდება ექსპერიმენტული გასროლა.“;

ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით იძულებითი აუქციონის გზით რეალიზაციისათვის განკუთვნილ იარაღზე, აგრეთვე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეულ, რეალიზაციისათვის განკუთვნილ იარაღზე ბალისტიკური შემოწმების განხორციელებისას განისაზღვრება იარაღის სახე, ტიპი, მოდელი, ძირითადი მახასიათებლები, საიდენტიფიკაციო ნომრები, იარაღის საბაზრო ღირებულება, ხოლო იარაღიდან ექსპერიმენტული გასროლა ხორციელდება ამ ბრძანების მე-5 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ წესით.“;

გ) მე-3 პუნქტის:

გ.ა) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) იარაღით და საბრძოლო მასალით ვაჭრობისას სამოქალაქო იარაღით, ცეცხლსასროლი იარაღის ძირითადი ელემენტებით, საბრძოლო მასალით და საბრძოლო მასალის ძირითადი ელემენტებით ვაჭრობის ლიცენზიის მქონე პირის მიერ სარეალიზაციოდ განკუთვნილ იარაღზე (გარდა, სპორტული გრძელლულიანი ცეცხლსასროლი, სპორტული მოკლე გლუვლულიანი და გაზის (აირის) იარაღებისა);“

გ.ბ) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეულ რეალიზაციისათვის განკუთვნილ იარაღზე;“;

დ) მე-10 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-11, მე-12 და მე-13 პუნქტები:

„11. სამოქალაქო იარაღით, ცეცხლსასროლი იარაღის ძირითადი ელემენტებით, საბრძოლო მასალით და საბრძოლო მასალის ძირითადი ელემენტებით ვაჭრობის ლიცენზიის მქონე პირის მოთხოვნის შემთხვევაში, სააგენტო უზრუნველყოფს ამ მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული იარაღის (მაგრამ ერთდროულად არანაკლებ სამი ერთეულისა) ბალისტიკურ შემოწმებას შენახვის ადგილზე (შესაბამის სავაჭრო ობიექტში ან ამ ობიექტის საწყობში).

12. სამოქალაქო იარაღით, ცეცხლსასროლი იარაღის ძირითადი ელემენტებით, საბრძოლო მასალით და საბრძოლო მასალის ძირითადი ელემენტებით ვაჭრობის ლიცენზიის მქონე პირის მიერ ერთდროულად სარეალიზაციოდ განკუთვნილი სამი და მეტი იარაღის ბალისტიკური შემოწმებისათვის, მათ შორის, ამ მუხლის მე-11 პუნქტით განსაზღვრული წესით წარდგენის შემთხვევაში, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის „ტ“ ქვეპუნქტით ერთი ერთეული იარაღის ბალისტიკური შემოწმებისათვის განსაზღვრული საფასური მცირდება 10 ლარით.

13. ამ მუხლის მე-11 და მე-12 პუნქტების მოქმედება არ ვრცელდება:

ა) იარაღზე, რომლის ბალისტიკური შემოწმება არ არის სავალდებულო;

ბ) იარაღზე, რომლიდანაც სავალდებულოა ექსპერიმენტული გასროლის განხორციელება;

გ) სააგენტოში რეგისტრირებულ იარაღზე.“.

2. მე-4 მუხლის:

ა) ,,გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) არსებობს ამ წესის მე-5 მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული გარემოებები;“;

ბ) „ვ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ1“ და „ვ2“ ქვეპუნქტები:

„ვ1) ბალისტიკური შემოწმებისათვის წარდგენილი იარაღის შესახებ ინფორმაცია „სარგებლობაში ან საკუთრებაში არსებული იარაღისა და საბრძოლო მასალის ტარების, შენახვისა და გადაადგილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 28 თებერვლის №164 ბრძანების მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული წესით წარდგენილი არ არის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკურ დეპარტამენტში ან/და სააგენტოში;

2) საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, სავალდებულო არ არის იარაღზე ბალისტიკური შემოწმების ჩატარება.“.

მუხლი 2
სამოქალაქო იარაღით, ცეცხლსასროლი იარაღის ძირითადი ელემენტებით, საბრძოლო მასალით და საბრძოლო მასალის ძირითადი ელემენტებით ვაჭრობის ლიცენზიის მქონე პირის მიერ რეალიზაციის მიზნით შემოტანილ იმ იარაღზე, რომლის შესახებ ინფორმაციაც ამ ბრძანების ამოქმედებამდე წარდგენილი იყო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკურ დეპარტამენტში ან/და სააგენტოში „სარგებლობაში ან საკუთრებაში არსებული იარაღისა და საბრძოლო მასალის ტარების, შენახვისა და გადაადგილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 28 თებერვლის №164  ბრძანების მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული წესით, ბალისტიკური შემოწმება განხორციელდეს ამ ბრძანების ამოქმედებამდე არსებული წესის შესაბამისად.

 

მუხლი 3
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

 


საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრივახტანგ გომელაური