ქალაქ თბილისში, ვაკის რაიონში, ბეთანიაში, თამარ მეფის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის მეფე გიორგი III-ის სახელის მინიჭების შესახებ

ქალაქ თბილისში, ვაკის რაიონში, ბეთანიაში, თამარ მეფის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის მეფე გიორგი III-ის სახელის მინიჭების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 303
დოკუმენტის მიმღები ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 01/10/2020
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/10/2020
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.101.016584
303
01/10/2020
ვებგვერდი, 12/10/2020
000000000.00.101.016584
ქალაქ თბილისში, ვაკის რაიონში, ბეთანიაში, თამარ მეფის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის მეფე გიორგი III-ის სახელის მინიჭების შესახებ
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო

განკარგულება N303

2020 წლის 1 ოქტომბერი 

ქ. თბილისი

ქალაქ თბილისში, ვაკის რაიონში, ბეთანიაში, თამარ მეფის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის  მეფე გიორგი III-ის სახელის მინიჭების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად,  ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

1. ვაკის რაიონში, ბეთანიაში, თამარ მეფის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩას  მიენიჭოს მეფე გიორგი III-ის სახელი, თანდართული რუკის თანახმად.

2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, ოთხი თვის ვადაში, უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.

3. განკარგულება, ერთი თვის ვადაში, შეიძლება გასაჩივრდეს  თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით  აღმაშენებლის ხეივანი,  64).

 

საკრებულოს თავმჯდომარე                                                                     გიორგი ტყემალაძე