ქალაქ თბილისში, საბურთალოს რაიონში, თამაზ ძიძიგურის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის და მასთან არსებული ჩიხისთვის ენათმეცნიერის, აკადემიკოს ალექსანდრე ღლონტის სახელის მინიჭების შესახებ

ქალაქ თბილისში, საბურთალოს რაიონში, თამაზ ძიძიგურის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის და მასთან არსებული ჩიხისთვის ენათმეცნიერის, აკადემიკოს ალექსანდრე ღლონტის სახელის მინიჭების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 302
დოკუმენტის მიმღები ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 01/10/2020
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/10/2020
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.101.016583
302
01/10/2020
ვებგვერდი, 12/10/2020
000000000.00.101.016583
ქალაქ თბილისში, საბურთალოს რაიონში, თამაზ ძიძიგურის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის და მასთან არსებული ჩიხისთვის ენათმეცნიერის, აკადემიკოს ალექსანდრე ღლონტის სახელის მინიჭების შესახებ
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი

 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო

განკარგულება №302

1 ოქტომბერი 2020 წელი

ქალაქ თბილისში, საბურთალოს რაიონში, თამაზ ძიძიგურის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის და მასთან არსებული  ჩიხისთვის ენათმეცნიერის, აკადემიკოს ალექსანდრე ღლონტის სახელის მინიჭების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად,  ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

1. საბურთალოს რაიონში, თამაზ ძიძიგურის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩას და მასთან არსებულ  ჩიხს მიენიჭოს ენათმეცნიერის, აკადემიკოს ალექსანდრე ღლონტის სახელი, თანდართული რუკის თანახმად.

2. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, ოთხი თვის ვადაში, უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.

3. განკარგულება, ერთი თვის ვადაში, შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით  აღმაშენებლის ხეივანი, №64).

საკრებულოს თავმჯდომარე                                                                             გიორგი ტყემალაძე

ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.