„ბაღდათის მუნიციპალიტეტში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშემწყობი პროგრამის განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვის, თანადაფინანსებისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ“, ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 24 აპრილის №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 20
დოკუმენტის მიმღები ბაღდათის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 09/10/2020
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/10/2020
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.124.016404
20
09/10/2020
ვებგვერდი, 13/10/2020
010250050.35.124.016404
„ბაღდათის მუნიციპალიტეტში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშემწყობი პროგრამის განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვის, თანადაფინანსებისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ“, ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 24 აპრილის №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ბაღდათის მუნიციპალიტეტი

ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №20

2020 წლის 9 ოქტომბერი

ქ. ბაღდათი

„ბაღდათის მუნიციპალიტეტში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშემწყობი პროგრამის განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვის, თანადაფინანსებისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ“, ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 24 აპრილის №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილი იქნეს ცვლილება, „ბაღდათის მუნიციპალიტეტში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშემწყობი პროგრამის განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვის, თანადაფინანსებისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ“, ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 24 აპრილის №13 დადგენილებაში საკანონმდებლო მაცნე, ვებგვერდი www.matsne.gov.ge, 01/05/2019წ. სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.124.016369) და დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის:

1. მე-2 მუხლის (ამხანაგობის მიერ მერიაში წარსადგენი დოკუმენტაცია) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. მერია, საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ შესაბამისად განიხილავს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტებს და იღებს გადაწყვეტილებას ამხანაგობის აღრიცხვის მონაცემთა ბაზაში ცვლილების შეტანის ან ცვლილების შეტანაზე უარის თქმის შესახებ, რომლის საფუძველზე მერია გასცემს ამხანაგობის აღრიცხვის ფურცელს, რომელიც უნდა შეიცავდეს შემდეგ სავალდებულო რეკვიზიტებს:

ა) აღრიცხვის ნომერს;

ბ) აღრიცხვის თარიღს;

გ) აღრიცხვის მონაცემთა ბაზაში ცვლილების შეტანის თარიღს;

დ) ამხანაგობის დასახელებას;

ე) ამხანაგობის მისამართს.

2. მე-4 მუხლის (მუნიციპალიტეტის მიერ დაგეგმილ ამხანაგობის ხელშემწყობ პროგრამაში მონაწილეობისათვის წარსადგენი დოკუმენტაცია):

ა) მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ინფორმაციას განმცხადებელი ამხანაგობის შესახებ.“.

ბ) მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) მუნიციპალიტეტის მერია უზრუნველყოფს შესასრულებელი სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებას სახელმწიფო შესყიდვების ან/და ამხანაგობის მიერ წარმოდგენის გზით (აუცილებლობის შემთხვევაში საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციას უნდა ახლდეს შესაბამის სფეროში აკრედიტებული პირის მიერ გაცემულ საექსპერტო დასკვნა).“.

3. მე-5 მუხლის (პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებების თანადაფინანსება):

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. მუნიციპალიტეტის მერიის მიერ საჭირო მასალების შესყიდვის შემთხვევაში, ამხანაგობამ სამუშაოების შესრულება უნდა უზრუნველყოს, მერიისაგან მასალების ამხანაგობისთვის გადაცემის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტების გაფორმებიდან არაუმეტეს 6 თვის განმავლობაში, წინააღმდეგ შემთხვევაში ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერია უფლებამოსილია, გამოუყენებელი მასალები ამოიღოს ამხანაგობიდან და დაასაწყობოს შენახვის წესების დაცვით, შემდგომი განკარგვის მიზნით(ვრცელდება ამხანაგობებზე, რომლებსაც ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიამ წინამდებარე პროგრამის ფარგლებში გადასცა სარემონტო მასალები).“.

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამხანაგობებს, რომლებიც გამოთქვამენ სურვილს განვითარების ხელშემწყობი პროგრამის ფარგლებში მონაწილეობის მიღებაზე, ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის მხრიდან მოთხოვნის შემთხვევაში, შეუძლიათ წარმოადგინონ საპროექტო ორგანიზაციის მიერ მომზადებული, შესასრულებელი სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია (აუცილებლობის შემთხვევაში საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციას უნდა ახლდეს შესაბამის სფეროში აკრედიტებული პირის მიერ გაცემულ საექსპერტო დასკვნა).“.

4. მე-6 მუხლი (ამხანაგობის თანადაფინანსებაში მონაწილეობა) ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 6. ამხანაგობის თანადაფინანსებაში მონაწილეობა

1. ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერია საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ მიხედვით აღრიცხავს და განიხილავს ამხანაგობის მიერ შემოტანილი განცხადების შესაბამისობას ამ წესით დადგენილ პირობებთან.

2. მერიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეული ვალდებულია მუნიციპალიტეტის მერს წარუდგინოს წინადადებები, განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილების ან/და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.“

3. თანადაფინანსებაზე თანხმობის მიცემის შემდეგ, ამხანაგობა ვალდებულია მერიის  მხრიდან მოთხოვნიდან  10 სამუშაო დღის განმავლობაში წარმოადგინოს შესასრულებელი სამუშაოების ან შესასყიდი მასალების ღირებულების სავალდებულო თანადაფინანსების პროცენტული წილის გადახდის საბანკო ქვითარი.

4. განცხადება არ დაკმაყოფილდება, თუ:

ა) ჩასატარებელი სამუშაოების მაღალი ღირებულებიდან გამომდინარე, მისი დაფინანსება მიზანშეუწონელია;

ბ) წარმოდგენილი პროექტი შედგენილია დარღვევით;

გ) განმცხადებლის მიერ მოთხოვნილი ღონისძიების თანადაფინანსების პროექტი განხორციელებულია ბოლო ერთი წლის განმავლობაში, გარდა გარკვეული შემთხვევებისა.“.

მუხლი 2
დამტკიცდეს პროგრამით განსაზღვრული ღონისძიებების თანადაფინანსების პროცენტული ოდენობა, დანართი №2-ის შესაბამისად

დანართი №2

პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებების თანადაფინანსების პროცენტული ოდენობა

ღონისძიების დასახელება

თანადაფინანსების წილი %

მერიის წილი %

ამხანაგობის

წილი %

1

მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების სახურავების რეაბილიტაცია

95/5

95

5

2

მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების გარე ფასადების რეაბილიტაცია

95/5

95

5

3

მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების დაზიანებული წყალმომარაგება-კანალიზაციის კომუნიკაციების აღდგენა

95/5

95

5

4

მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების პარაპეტებისა და წყალსაწრეტი მილების რეაბილიტაცია

95/5

95

5

5

მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების სადარბაზოების შიგა რემონტი და პანდუსების მოწყობა

95/5

95

5

6

მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ეზოების ლეთილმოწყობა

95/5

95

5

მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეშალვა მშვილდაძე