„გორის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 ნოემბრის №12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 45
დოკუმენტის მიმღები გორის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 09/10/2020
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/10/2020
სარეგისტრაციო კოდი 010260010.35.148.016635
45
09/10/2020
ვებგვერდი, 13/10/2020
010260010.35.148.016635
„გორის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 ნოემბრის №12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
გორის მუნიციპალიტეტი
 
   გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №45

2020 წლის 9 ოქტომბერი

ქ. გორი

„გორის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 ნოემბრის №12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების,  „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის  მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„გორის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 ნოემბრის №12 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 16/11/2017, 010260010.35.148.016396) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

ა) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის „პ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„პ) სამართალდარღვევის ოქმის ფორმის მიხედვით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენა „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“  53​3, 55-ე, 552, 553, 556, 825 (პლასტიკის და ბიოდეგრადირებადი პარკების რეალიზაციის ნაწილში), 119​1, 127​1 მუხლის მე-5 ნაწილის, 145-ე, 146​1, 148-ე მუხლის 1-ლი, მე-2 და მე-4 ნაწილების, 150-ე, 150​1, 151-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების, 152-ე, 152​2, 153​4, 159-ე, 159​1, 179​2 მუხლებისა და საქართველოს საარჩევნო კოდექსის მე-80 მუხლის საფუძველზე და/ან უზრუნველყოს შესაბამისი უფლებამოსილების მქონე ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენელთა მიერ აღნიშნული საკითხების ორგანიზება.“

ბ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-8 მუხლის „ო“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ო) სამართალდარღვევის ოქმის ფორმის მიხედვით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენა „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 53​3, 55-ე, 552, 55​3, 556, 825 (პლასტიკის და ბიოდეგრადირებადი პარკების რეალიზაციის ნაწილში), 119​1, 127​1 მუხლის მე-5 ნაწილის, 145-ე, 146​1,  148-ე მუხლის 1-ლი, მე-2 და მე-4 ნაწილების, 150-ე, 150​1, 151-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების, 152-ე, 152​2, 1534, 159-ე, 159​1, 179​2 მუხლებისა და საქართველოს საარჩევნო კოდექსის მე-80 მუხლის საფუძველზე და/ან უზრუნველყოს შესაბამისი უფლებამოსილების მქონე ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენელთა მიერ აღნიშნული საკითხების ორგანიზება;“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით რაზმაძე