„საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულებების აღიარებისა და საზღვაო-სასწავლო დაწესებულბებისა და საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულებების პერიოდული მონიტორინგის წესის“ დამტკიცების შესახებ“ სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2014 წლის 25 დეკემბრის N05 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულებების აღიარებისა და საზღვაო-სასწავლო დაწესებულბებისა და საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულებების პერიოდული მონიტორინგის წესის“ დამტკიცების შესახებ“ სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2014 წლის 25 დეკემბრის N05 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 14
დოკუმენტის მიმღები საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი
მიღების თარიღი 12/10/2020
დოკუმენტის ტიპი საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/10/2020
სარეგისტრაციო კოდი 310020000.55.067.016123
14
12/10/2020
ვებგვერდი, 13/10/2020
310020000.55.067.016123
„საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულებების აღიარებისა და საზღვაო-სასწავლო დაწესებულბებისა და საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულებების პერიოდული მონიტორინგის წესის“ დამტკიცების შესახებ“ სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2014 წლის 25 დეკემბრის N05 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი
 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის

ბრძანება  14

2020 წლის 12 ოქტომბერი

ქ. ბათუმი

 

„საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულებების აღიარებისა და საზღვაო-სასწავლო დაწესებულებებისა და საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულებების პერიოდული მონიტორინგის წესის“ დამტკიცების შესახებ“ სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2014 წლის 25 დეკემბრის 05 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 14 აპრილის №1-1/585 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

 


მუხლი 1
„საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულებების აღიარებისა და საზღვაო-სასწავლო დაწესებულებებისა და საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულებების პერიოდული მონიტორინგის წესის“ დამტკიცების შესახებ“ სსიპ – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2014 წლის 25 დეკემბრის №05 ბრძანებით დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. წესის მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 4. საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულებების ინსტრუქტორების, ზედამხედეველებისა და შემფასებლების   აღიარების წესი

1. ინსტრუქტორები, ზედამხედველები და შემფასებლები, გარდა კანონმდებლობით დადგენილი კრიტერიუმებისა, უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ მოთხოვნებს:

ა) გააჩნდეთ შესაბამის საწვრთნელ კურსთან დაკავშირებული თეორიული ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება;

ბ) გააჩნდეთ 3 (სამი) წლიანი-სწავლების გამოცდილება ბოლო 10 (ათი) წლის განმავლობაში ან გავლილი ჰქონდეთ ინსტრუქტორის, ზედამხედველისა და შემფასებლის მომზადების კურსი;

გ) გავლილი ჰქონდეთ სიმულატორზე დაფუძნებული საწვრთნელი კურსის მომზადება და  გააჩნდეთ კონკრეტული სიმულატორის პრაქტიკაში გამოყენების გამოცდილება, იმ შემთხვევაში, თუ  საწვრთნელი კურსი დაფუძნებულია სიმულატორზე.

2. შემფასებელი, კანონმდებლობით და წინამდებარე წესით დადგენილ მოთხოვნებთან ერთად, უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

ა) გავლილი ჰქონდეს მეზღვაურთა შეფასების მეთოდიკასთან დაკავშირებული წვრთნა;

ბ) სიმულატორების საშუალებით შეფასებისას, გააჩნდეს შესაბამისი პრაქტიკული გამოცდილება.

3. კონკრეტული კურსის ინსტრუქტორისა და შემფასებლის მიმართ დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნები დადგენილია დანართი №1-ით.

4. სააგენტო უზრუნველყოფს შერჩეული ინსტრუქტორებისა და შემფასებლების რეესტრის წარმოებას და სააგენტოს ვებგვერდზე განთავსებას.“

2. მე-8 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საზღვაო-სასწავლო დაწესებულებებისა და საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულებების მონიტორინგის განხორციელების პროცესში სააგენტოს შეუძლია მოიწვიოს შესაბამისი სფეროს როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ექსპერტები (ექსპერტთა ჯგუფი). ექსპერტად მეზღვაურის მოწვევის შემთხვევაში მას უნდა გააჩნდეს მართვის დონეზე საერთაშორისო ნაოსნობაში მინიმუმ 12 თვიანი ნაოსნობის სტაჟი.

3. საზღვაო-სასწავლო დაწესებულებებისა და საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულებების მონიტორინგი სააგენტოს მიერ შესაძლოა განხორციელდეს დისტანციურად, დოკუმენტების გამოთხოვნის, მათი შესწავლის და საჭიროების შემთხვევაში – ონლაინინტერვიუების გზით.“

 

მუხლი 2
ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის მე-3 ქვეპუნქტი  მოქმედებს 2020 წლის 31 დეკემბრამდე. 
მუხლი 3
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორითამარ იოსელიანი