„ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 14 - ს
დოკუმენტის მიმღები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო
მიღების თარიღი 06/10/2020
დოკუმენტის ტიპი ავტონომიური რესპუბლიკის კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/10/2020
სარეგისტრაციო კოდი 010240010.30.060.016064
14 - ს
06/10/2020
ვებგვერდი, 15/10/2020
010240010.30.060.016064
„ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო
 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის

კანონი

„ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონი „ნორმატიული აქტების შესახებ“, „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“, ნაწილი I, №60, 03.11.2010 წ., მუხლი 376, გვ. 1-10) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. პირველი მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების მომზადების, მიღების (გამოცემის), გამოქვეყნებისა და მოქმედების წესი განისაზღვრება „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციით, ამ კანონითა და მათ საფუძველზე მიღებული (გამოცემული) შესაბამისი ნორმატიული აქტებით.“.

2. მე-2 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამართლებრივი აქტი არის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უფლებამოსილი ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით მიღებული (გამოცემული) შესასრულებლად სავალდებულო აქტი.“;

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ნორმატიული აქტი არის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უფლებამოსილი ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით მიღებული (გამოცემული) სამართლებრივი აქტი, რომელიც შეიცავს მისი მუდმივი ან დროებითი და მრავალჯერადი გამოყენების ქცევის ზოგად წესს.“.

3. მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 3. ნორმატიული აქტის მოქმედების სფერო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტები (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დადგენილება, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის ბრძანება) მოქმედებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთელ ტერიტორიაზე, თუ თვით ამ ნორმატიული აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი და სავალდებულოა შესასრულებლად.“.

4. მე-7 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტის:

ა.ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი.“;

ა.ბ) „გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-3 პუნქტის:

ბ.ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი.“;

ბ.ბ) „გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

5. მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 8. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო აქტის რეგულირების სფერო

მხოლოდ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო აქტით შეიძლება განისაზღვროს:

ა) საკითხები, რომელთა გადაწყვეტაც კანონმდებლობის თანახმად აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონით არის გათვალისწინებული;

ბ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს შიდა ორგანიზაცია, პროცედურები და საქმიანობის წესი;

გ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესი;

დ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის მომზადების, მიღების და ამოქმედების წესი.“.

6. მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 10. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ნორმატიული აქტები

1. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ყველა სამართლებრივი აქტი უნდა შეესაბამებოდეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციას.

2. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონი შეიძლება მიღებულ იქნეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გამგებლობაში შემავალ ნებისმიერ საკითხზე, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი.

3. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული კანონპროექტი 7 დღის ვადაში გადაეცემა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს.

4. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე 10 დღის ვადაში ხელს აწერს და აქვეყნებს კანონს ან კანონპროექტს მოტივირებული შენიშვნებით უბრუნებს უმაღლეს საბჭოს.  თუ უმაღლესმა საბჭომ მიიღო შენიშვნები, კანონპროექტის საბოლოო რედაქცია 5 დღის ვადაში გადაეცემა მთავრობის თავმჯდომარეს, რომელიც მისი მიღებიდან 5 დღის ვადაში ხელს აწერს და აქვეყნებს კანონს. თუ უმაღლესმა საბჭომ არ მიიღო მთავრობის თავმჯდომარის შენიშვნები, კენჭი ეყრება კანონპროექტის პირვანდელ რედაქციას, რომლის მიღების შემთხვევაში კანონი 5 დღის ვადაში გადაეცემა მთავრობის თავმჯდომარეს, რომელიც 5 დღის ვადაში ხელს აწერს და აქვეყნებს მას.

5. თუ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ დადგენილ ვადაში არ მოაწერა ხელი და არ გამოაქვეყნა კანონი, მას ამ ვადის ამოწურვიდან 5 დღის ვადაში ხელს აწერს და აქვეყნებს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე.

6. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დადგენილება არის ნორმატიული აქტი, რომელიც მიიღება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო აქტით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში. არანორმატიულია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მხოლოდ ის დადგენილება, რომელიც საკადრო ან პერსონალურ საკითხებს ეხება. უმაღლესი საბჭოს არანორმატიული დადგენილების მიღების სხვა შემთხვევები განისაზღვრება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტით.

7. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი არის კანონის ძალის მქონე საკანონმდებლო აქტი, რომლის მომზადება და მიღება ხდება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მომზადებისა და მიღებისათვის დადგენილი წესის შესაბამისად და რომელიც მიღებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს უმაღლესი საბჭოს სიითი შემადგენლობის უმრავლესობა. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტით განისაზღვრება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილება, სტრუქტურა, მუშაობისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელ ხელისუფლებასთან ურთიერთობის წესები. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტს ხელს აწერს და აქვეყნებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე.“.

7. მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 11. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ნორმატიული აქტი

1. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება მიიღება საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების საფუძველზე და მათ შესასრულებლად. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილებაში უნდა მიეთითოს, რომელი ნორმატიული აქტის საფუძველზე და რომლის შესასრულებლად იქნა მიღებული იგი. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება მიიღება ამ კანონითა და „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონით დადგენილი წესის შესაბამისად.

2. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა დადგენილებას იღებს იმ შემთხვევაშიც, თუ შესაბამისი საკითხი მოწესრიგებული არ არის საკანონმდებლო აქტით (გარდა იმ შემთხვევისა, როცა საკითხი განეკუთვნება სხვა ორგანოს უფლებამოსილებას) და მისი მიღება გამოწვეულია გადაუდებელი აუცილებლობით. ამ პუნქტის შესაბამისად მიღებული აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება ძალას კარგავს ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული საკანონმდებლო აქტის საფუძველზე მიღებული/გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის ამოქმედების დღიდან, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი ან თუ ეს დადგენილება ძალადაკარგულად გამოცხადდება ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის ამოქმედებამდე.

3. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ვალდებულია ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ნორმატიული აქტის მიღებიდან არაუგვიანეს 1 თვისა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს წარუდგინოს საკანონმდებლო აქტის პროექტი, რომლითაც გათვალისწინებული იქნება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ან სხვა ორგანოს/თანამდებობის პირის მიერ შესაბამის საკითხზე კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის მიღების/გამოცემის უფლებამოსილება. თუ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო შესაბამის კანონპროექტს არ მიიღებს მისი წარდგენიდან 3 თვის ვადაში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება ძალადაკარგულად ითვლება. ამ შემთხვევაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას აღარ აქვს უფლება იმავე საკითხზე მიიღოს დადგენილება.“.

8. მე-12 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულებებს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებს, სტრუქტურულ ერთეულებს და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს არა აქვთ ნორმატიული აქტების გამოცემის უფლება, გარდა კანონით გათვალისწინებული გამონაკლისებისა.“.

9. მე-13 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. კანონის ან სხვა ნორმატიული აქტის პროექტს ამზადებს შესაბამისად საკანონმდებლო ინიციატივის ან ნორმატიული აქტის პროექტის წარდგენის უფლების მქონე სუბიექტი ან თვით ნორმატიული აქტის მიღების (გამოცემის) უფლებამოსილების მქონე ორგანო (თანამდებობის პირი). უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის პროექტს, ასევე პროექტს უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ ამზადებს და წარადგენს უმაღლესი საბჭოს წევრი, უმაღლესი საბჭოს ფრაქცია, უმაღლესი საბჭოს კომიტეტი.“.

10. მე-14 მუხლის:

ა) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. თუ გადასახადის, ბაჟის, მოსაკრებლის, ტარიფის, საფასურის განაკვეთების ან/და ოდენობების ჩამოყალიბება შესაძლებელია ნორმატიული აქტის ტექსტის შესაბამისი ნორმისაგან განცალკევებით – სქემების, ცხრილების, ნუსხების ან სხვა ფორმით, მაშინ ის/ისინი ნორმატიულ აქტს უნდა დაერთოს დანართის სახით. ნორმატიულ აქტს მხოლოდ დანართის სახით დაერთვება სქემები, ცხრილები, ნუსხები, უჯრები, სურათები და ა.შ.. ნორმატიული აქტის დანართი ნორმატიულ აქტთან ერთად ქვეყნდება და მისი ნაწილია.“;

ბ) მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 პუნქტი:

„61. საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით განსაზღვრული წესით ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის დამტკიცებასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტი, რომელიც შედგება ერთმანეთთან უშუალოდ დაკავშირებული ცხრილისა და ტექსტური ნაწილისგან, შესაძლებელია მიღებულ (გამოცემულ) იქნეს ნორმატიული აქტის ძირითადი ნაწილის სახით.“;

გ) მე-8 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 81 პუნქტი:

„81. საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით განსაზღვრული წესით ავტონომიური რესპუბლიკის წლიური რესპუბლიკური ბიუჯეტის დამტკიცებასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტის მუხლების შემდგომი დაყოფა შესაძლებელია განხორციელდეს აგრეთვე ამ მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტებით გათვალისწინებულისაგან განსხვავებული სტრუქტურითა და ნუმერაციით.“;

დ) მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. ნორმატიულ აქტში თავის, მუხლის, პუნქტის ან ქვეპუნქტის ამოღების ან/და ძალადაკარგულად გამოცხადების შემთხვევაში ნორმატიული აქტის ნუმერაციის (ანბანური თანმიმდევრობის) უწყვეტობის შენარჩუნების მიზნით ნორმატიული აქტის გამოქვეყნებისას ამოღებული ან/და ძალადაკარგული თავის, მუხლის, პუნქტის ან ქვეპუნქტის ადგილას მიეთითება იმ ნორმატიული აქტის მიღების (გამოცემის) თარიღი და მიმღები (გამომცემი) ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ მინიჭებული სარეგისტრაციო ნომერი, რომლითაც თავი, მუხლი, პუნქტი ან ქვეპუნქტი ამოღებულ იქნა ან/და ძალადაკარგულად გამოცხადდა.“.

11. მე-15 მუხლის:

ა) პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს  შემდეგი რედაქციით:

„1. კანონპროექტს უნდა დაერთოს განმარტებითი ბარათი, რომელშიც აისახება:

ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ. მასში აღინიშნება:

ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:

ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი;

ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა;

ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები;

ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი;

ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში);

ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში –აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება;

 ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება. მასში აღინიშნება:

ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო;

ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე;
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე;
ბ.დ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ახალი ფინანსური ვალდებულებები;
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება;

ბ.ვ) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება;

გ)  კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები. მასში აღინიშნება: 

გ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში; 

გ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში;

დ) კანონპროექტის ავტორი;

ე) კანონპროექტის ინიციატორი.

2. კანონპროექტს ასევე უნდა დაერთოს:

ა) დამოუკიდებელი ექსპერტის დასკვნა კანონპროექტთან დაკავშირებით, ასეთის არსებობის შემთხვევაში;

ბ) შესაბამის ორგანოში კანონით დადგენილი წესით რეგისტრირებული ლობისტის დასკვნა კანონპროექტთან დაკავშირებით, ასეთის არსებობის შემთხვევაში;

გ) პროექტი იმ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ, რომელში ცვლილების შეტანასაც იწვევს კანონპროექტი, და ისინი წარდგენილ უნდა იქნეს საკანონმდებლო პაკეტის სახით.

3. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს კომიტეტის საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილ კანონპროექტს უნდა დაერთოს კომიტეტის სხდომის ოქმის ასლი, რომელშიც მითითებულია მისი წარდგენის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება.“;

ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის პროექტს უნდა დაერთოს:
ა) განმარტებითი ბარათი, რომელშიც აისახება:

ა.ა) ნორმატიული აქტის პროექტის მიღების (გამოცემის) მიზეზი, მისი დამახასიათებელი ძირითადი ნიშნები, იმ შედეგების საფინანსო-ეკონომიკური გაანგარიშება, რომლებსაც გამოიწვევს წარდგენილი პროექტის მიღება (გამოცემა). განმარტებით ბარათში აღინიშნება აგრეთვე ნორმატიული აქტის პროექტის ავტორი (ავტორები) და წარმდგენი;

ა.ბ) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე ნორმატიული აქტის ზეგავლენის შეფასება (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის მიერ შემუშავებული ნორმატიული აქტის შემთხვევაში);
ბ) პროექტი სხვა ნორმატიულ აქტში იმ ცვლილების შეტანის შესახებ, რომელსაც გამოიწვევს წარდგენილი პროექტის მიღება (გამოცემა).“.

12. მე-16 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების ნორმატიულ აქტებზე გამოსახული უნდა იყოს საქართველოს სახელმწიფო გერბი.“.

13. მე-18 მუხლის:

ა) მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. ნორმატიულ აქტში ცვლილების შეტანის თაობაზე ნორმატიული აქტის პროექტში მითითებული უნდა იყოს მონაცემები იმ ნორმატიული აქტის შესახებ, რომელშიც შეიტანება ეს ცვლილება, კერძოდ, ნორმატიული აქტის სათაური, „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდი, ნორმატიული აქტის გამოქვეყნების თარიღი და სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი.“.

14. მე-19 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ნორმატიული აქტი, რომლის ძალაში შესვლაც დაკავშირებულია გამოქვეყნებასთან, ძალაში შედის მხოლოდ „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონითა და ამ კანონით დადგენილი წესით ოფიციალურად გამოქვეყნების შემდეგ.“;

ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. ნორმატიული აქტი მოქმედებს უვადოდ, თუ კანონმდებლობით ან თვით ამ აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი.“.

15. მე-20 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 20. ნორმატიული აქტის ძალაში შესვლის განსაკუთრებული წესი

თუ „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტი ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე, თუ თვით ამ ნორმატიული აქტით სხვა ვადა არ არის დადგენილი.“.

16. 22-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) უფლებამოსილი ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ მიღებულია ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობის მიხედვით იწვევს მისი იურიდიული ძალის დაკარგვას.“;

ბ) მე-7 და მე-8 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის ნორმატიული აქტი მისი უკანონობის ან მიზანშეუწონლობის მოტივით.

8. თუ ნორმატიული აქტი მიღებულია (გამოცემულია) საკითხზე, რომელიც საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობის თანახმად განეკუთვნება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სხვა ორგანოს (თანამდებობის პირის) უფლებამოსილებას ან მიღებულია „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით ან ამ კანონის მოთხოვნათა დარღვევით, ან დარღვეულია შესაბამისი ნორმატიული აქტის მიღებისა (გამოცემისა) და ამოქმედებისათვის დადგენილი პროცედურა, ნორმატიულ აქტს იურიდიული ძალა არა აქვს.“;

გ) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. ამ მუხლში აღნიშნულ საკითხებს განიხილავენ და წყვეტენ ნორმატიული აქტის მიმღები (გამომცემი) ორგანოს (თანამდებობის პირის) ზემდგომი ორგანო (თანამდებობის პირი), აგრეთვე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო და საერთო სასამართლოები თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში.“.

17. 23-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 23. ნორმატიული აქტის ოფიციალური გამოქვეყნება

1. ნორმატიული აქტის ოფიციალურ (იურიდიული ძალის მქონე) გამოქვეყნებად ითვლება მისი სრული ტექსტის „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე  პირველად გამოქვეყნება. ოფიციალური იურიდიული ძალა აქვს აგრეთვე „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე ელექტრონული ფორმით განთავსებულ სისტემატიზებულ ნორმატიულ აქტებს.

2. ნორმატიული აქტები ელექტრონული ფორმით ქვეყნდება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „საქართველოს საკანონმდელო მაცნეს“ (შემდგომში - „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“) ვებგვერდზე.“.

18. 231 მუხლის:

ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული კანონები ქვეყნდება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციით, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველიოს ორგანული კანონითა და ამ კანონით დადგენილი წესით.

2. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტები (გარდა ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული ნორმატიული აქტებისა) „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ უნდა გადაეცეს და უნდა გამოქვეყნდეს მათი მიღებიდან/გამოცემიდან 10 დღის ვადაში.“;

ბ) მე-4 და 5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ გამოსაქვეყნებლად უნდა გაეგზავნოს უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით ან/და კვალიფიციური ელექტრონული შტამპით დამოწმებული ნორმატიული აქტი. ნორმატიული აქტის (ნორმატიული აქტის პროექტის) შედგენის, მიღების (გამოცემის), გაგზავნის, აღრიცხვის, სისტემატიზაციისა და გამოქვეყნების წესი განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.

5. „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოსაქვეყნებლად წარდგენილ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიულ აქტს (გარდა უმაღლესი საბჭოსა და აფხაზეთის მთავრობის მიერ მიღებული ნორმატიული აქტისა) თან უნდა ერთოდეს იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის მიერ გაცემული დადებითი დასკვნა.“.

19. 24-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 24. ნორმატიული აქტების სახელმწიფო აღრიცხვა და სისტემატიზაცია

ნორმატიული აქტების სახელმწიფო აღრიცხვა და სისტემატიზაცია ხორციელდება „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის VI თავით განსაზღვრული წესის შესაბამისად.“.

მუხლი 2
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარერუსლან აბაშიძე

 

 

6 ოქტომბერი 2020 წ.

ქ. თბილისი

N14 - ს