„დაგროვებითი საპენსიო სქემის სპეციალიზებული დეპოზიტარის მარეგულირებელი წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 30 ნოემბრის №259/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„დაგროვებითი საპენსიო სქემის სპეციალიზებული დეპოზიტარის მარეგულირებელი წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 30 ნოემბრის №259/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 172/04
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
მიღების თარიღი 30/09/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/10/2020
სარეგისტრაციო კოდი 220010020.18.011.016505
172/04
30/09/2020
ვებგვერდი, 01/10/2020
220010020.18.011.016505
„დაგროვებითი საპენსიო სქემის სპეციალიზებული დეპოზიტარის მარეგულირებელი წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 30 ნოემბრის №259/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
 

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება  №172/04

2020 წლის 30 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

„დაგროვებითი საპენსიო სქემის სპეციალიზებული დეპოზიტარის მარეგულირებელი წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 30 ნოემბრის №259/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„დაგროვებითი საპენსიო სქემის სპეციალიზებული დეპოზიტარის მარეგულირებელი წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 30 ნოემბრის №259/04 ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), გამოქვეყნების თარიღი: 03/12/2018, სარეგისტრაციო კოდი: 220010020.18.011.016357) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლის პირველი პუნქტის:

ა) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) აქტივების მმართველი კომპანია – „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული აქტივების მმართველი კომპანია;”;

ბ) „ზ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

2. მე-3 მუხლის მე-2მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნებისა, ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული  ფინანსური ინსტიტუტი საპენსიო სააგენტოსათვის  დეპოზიტარული მომსახურების გასაწევად დამატებით უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

ა)  ფინანსური ინსტიტუტის საკუთარი კაპიტალი, რომელიც გაანგარიშებულია ფინანსური ანგარიშგების  საერთაშორისო სტანდარტების  შესაბამისად, უნდა შეადგენდეს არანაკლებ 5 (ხუთ) მილიონ ლარს ან აღნიშნულ ოდენობამდე საკუთარი კაპიტალის შევსება ფინანსურ ინსტიტუტს გარანტირებული/დაზღვეული უნდა ჰქონდეს კომერციული ბანკის/სადაზღვევო ორგანიზაციის მიერ გაცემული გარანტიის/დაზღვევის საფუძველზე; გარანტიის/დაზღვევის პირობები, სულ მცირე, უნდა უზრუნველყოფდეს საკუთარი კაპიტალის ამ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ოდენობამდე შევსებას, თუ სპეციალიზებული  დეპოზიტარი არღვევს  საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ  მოთხოვნებს ან ვეღარ ასრულებს საპენსიო სააგენტოსთან გაფორმებული ხელშეკრულებით მასზე დაკისრებულ ვალდებულებებს;

ბ)  უკანასკნელი  სამი  საანგარიშო  წლის  განმავლობაში  ფინანსურ  ინსტიტუტს  ერთი  საანგარიშო  პერიოდი (წელი) მაინც დასრულებული უნდა ჰქონდეს მოგებით;

გ) ფინანსურ  ინსტიტუტს  უნდა გააჩნდეს გამართული  კორპორაციული  მართვის სისტემა, საკმარისი  ფინანსური და ადამიანური რესურსი, ასევე შესაბამისი საინფორმაციო  სისტემები,  რათა უზრუნველყოს „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს  კანონით, ამ წესითა  და საქართველოს  სხვა  ნორმატიული  აქტებით  მასზე  დაკისრებული  ვალდებულებების  ჯეროვნად შესრულება;

დ) ფინანსური ინსტიტუტი არ უნდა წარმოადგენდეს აქტივების მმართველ  კომპანიასთან  ან  საპენსიო  სააგენტოს  სამეთვალყურეო  საბჭოს  წევრთან  ან  საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს წევრთან აფილირებულ პირს.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულმა ფინანსურმა ინსტიტუტმა, საპენსიო სააგენტოსთან დეპოზიტარული  მომსახურების ხელშეკრულების  გაფორმებამდე,  უნდა მოიპოვოს  ეროვნული  ბანკისგან  ავტორიზაცია.  ამ მიზნით,  ავტორიზაციის  მაძიებელი ეროვნულ ბანკს მიმართავს წერილობითი განცხადებით, რომელსაც თან უნდა დაურთოს შემდეგი ინფორმაცია და დოკუმენტები:

ა)  განაცხადი  სპეციალიზებული  დეპოზიტარის  საქმიანობის  განსახორციელებლად  ავტორიზაციის მოთხოვნის შესახებ (დანართი №1);

ბ) ფინანსური  ანგარიშგების  საერთაშორისო  სტანდარტების  შესაბამისად  მომზადებული  ფინანსური ანგარიშგება უახლესი შესაძლო თარიღისთვის (არააუდიტირებული);

გ) თუ ფინანსური ინსტიტუტის საკუთარი კაპიტალის ოდენობა 5 (ხუთ) მილიონ ლარზე ნაკლებია, კომერციული ბანკის ან სადაზღვევო ორგანიზაციის მიერ გაცემული დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება, რომ გარანტირებული ან დაზღვეულია ფინანსური ინსტიტუტის მიერ საკუთარი კაპიტალის შევსება ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად;

დ) ამ წესის მე-6 მუხლის შესაბამისად მომზადებული ორგანიზაციული სტრუქტურის  აღწერა, დოკუმენტები,  რომლებიც  დაადასტურებს,  რომ ფინანსურ  ინსტიტუტს  ჰყავს შესაბამისი რაოდენობის, კვალიფიკაციისა და გამოცდილების მქონე პერსონალი, რომელიც უზრუნველყოფს სპეციალიზებულ დეპოზიტარზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებას;

ე) სტრატეგია და ბიზნესგეგმა, თუ როგორ უზრუნველყოფს ფინანსური ინსტიტუტი სპეციალიზებული დეპოზიტარის ფუნქციების შესრულებას; 

ვ)   ამ   წესის   მე-7   მუხლის   მიხედვით   განსაზღვრული   საინფორმაციო   საშუალებების,   სისტემებისა   და ტექნიკური   ინფრასტრუქტურის   მახასიათებლების   აღწერა,   რომლებიც   უზრუნველყოფს   „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ წესით განსაზღვრული სპეციალიზებული დეპოზიტარის ფუნქციების დროულად და ეფექტიანად განხორციელებას;

ზ)  ყველა  სხვა  ინფორმაცია  და დოკუმენტები,  რომლებიც  დაადასტურებს,  რომ   ფინანსური    ინსტიტუტი    შეესაბამება ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებს.

4. განვითარებული  ქვეყნის  მარეგულირებელი  ორგანოს  მიერ ლიცენზირებულმა  ფინანსურმა ინსტიტუტმა, საპენსიო   სააგენტოსთან   დეპოზიტარული  მომსახურების ხელშეკრულების   გაფორმებამდე,  უნდა  მოიპოვოს  ეროვნული ბანკის მიერ შესაბამისი აღიარება. ამ პუნქტის მიზნებისათვის, აღიარების მოსაპოვებლად უცხოურ ფინანსურ ინსტიტუტს უნდა გააჩნდეს   საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოების – Standard & Poors (S&P), Moody’s ან Fitch-ის მიერ მინიჭებული საჯაროდ ხელმისაწვდომი რეიტინგი, რომელიც უნდა აღემატებოდეს „A-“-ს ან მის ეკვივალენტურ რეიტინგს.“.

3. მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს.

4. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სპეციალიზებული დეპოზიტარისთვის ავტორიზაციის/აღიარების  გაუქმება წარმოადგენს საპენსიო სააგენტოსთან  დადებული  დეპოზიტარული მომსახურების ხელშეკრულების  შეწყვეტის  საფუძველს. ავტორიზაციის/აღიარების  გაუქმებამდე ეროვნული ბანკი უნდა დარწმუნდეს, რომ  არსებობს  სხვა სპეციალიზებული  დეპოზიტარი, რომელსაც გადაეცემა საპენსიო აქტივები და სპეციალიზებული დეპოზიტარის მიერ ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონისა და ამ წესის შესაბამისად.“.

5. მე-6 მუხლი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 6. ორგანიზაციული მოთხოვნები

1.  სპეციალიზებული   დეპოზიტარის   ორგანიზაციული   სტრუქტურა   და  ტექნიკური   საშუალებები,   მისი ფინანსური    მდგომარეობა,    თანამშრომლების    კომპეტენცია    და   გამოცდილება    საკმარისი    უნდა    იყოს „დაგროვებითი  პენსიის შესახებ“ საქართველოს  კანონით, ამ წესითა და საპენსიო სააგენტოსთან დადებული ხელშეკრულებით განსაზღვრული ფუნქციების შესასრულებლად.

2. სპეციალიზებულ დეპოზიტარს უნდა გააჩნდეს:

ა) ადეკვატური და მისი ზომის შესაბამისი ორგანიზაციული სტრუქტურა, რომლითაც ფუნქციურად და იერარქიულად ერთმანეთისგან გამიჯნული იქნება დაგროვებითი საპენსიო სქემის  სპეციალიზებული დეპოზიტარის ფუნქციები ფინანსური ინსტიტუტის სხვა ფუნქციებისგან, მკაფიოდ იქნება განსაზღვრული მისი სტრუქტურული ერთეულების პასუხისმგებლობები და რომლის მეშვეობითაც სპეციალიზებული დეპოზიტარი უზრუნველყოფს მასზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებას; აგრეთვე, რომელიც უზრუნველყოფს კონკრეტული თანამშრომლების ცოდნასა და კომპეტენციაზე დამოკიდებულების ხარისხის მაქსიმალურად შემცირებას;

ბ) სპეციალიზებული დეპოზიტარის საქმიანობის განხორციელებისთვის საჭირო შესაბამისი რაოდენობის, კვალიფიკაციისა და გამოცდილების მქონე თანამშრომლები;

გ) მის საქმიანობასთან დაკავშირებული  არსებული ან/და პოტენციური საოპერაციო თუ სხვა სახის რისკების იდენტიფიკაციის, მართვისა და მიტიგაციის პოლიტიკა და პროცედურები;

დ) ადეკვატური  შიდა კონტროლის  მექანიზმები,  მათ შორის, შესაბამისი ადმინისტრაციული  და აღრიცხვის პროცედურები, რომლებიც უნდა მოიცავდეს მისი საქმიანობის განხორციელებისას აღმოჩენილი ხარვეზებისა და სხვადასხვა ინციდენტების აღრიცხვის პროცედურასაც;

ე) ინფორმაციის, მათ შორის, კონფიდენციალური ინფორმაციის შენახვის, დაცვისა და კონტროლის ეფექტური მექანიზმები;

ვ) სამოქმედო გეგმა ფორსმაჟორული და გაუთვალისწინებელი  მოვლენების დადგომის შემთხვევაში, ისე რომ უზრუნველყოს ძირითადი ოპერაციების და სერვისების უწყვეტად მიწოდება (ან ბიზნესუწყვეტობა);

ზ) მისი მმართველი ორგანოსა და თანამშრომლების, ასევე მათთან დაკავშირებული პირების პოტენციური ინტერესთა კონფლიქტის იდენტიფიცირებისა და მართვის პოლიტიკა, რომელიც გამორიცხავს ამ პირების ჩართულობას იმ საკითხზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში, რომელთან დაკავშირებითაც მათ გააჩნიათ ინტერესთა კონფლიქტი. იმ შემთხვევაში, თუ სპეციალიზებული დეპოზიტარი ჯგუფის წევრია, ამ პუნქტით განსაზღვრული ინტერესთა კონფლიქტის პოლიტიკა უნდა ითვალისწინებდეს ჯგუფში შემავალი სხვა კომპანიების ინტერესთა კონფლიქტის იდენტიფიკაციისა და მართვის პროცედურებსაც.

3. სპეციალიზებულ დეპოზიტარს ეკრძალება განახორციელოს დაგროვებით საპენსიო სქემასთან ან საპენსიო სააგენტოსთან/აქტივების მმართველ კომპანიასთან დაკავშირებით იმგვარი ქმედებები, რომლებმაც შეიძლება წარმოქმნას ინტერესთა კონფლიქტი დაგროვებით საპენსიო სქემას, საპენსიო სააგენტოს/აქტივების მმართველ კომპანიასა და თავად სპეციალიზებულ დეპოზიტარს შორის. ეს წესი არ ვრცელდება, თუ სპეციალიზებულ დეპოზიტარს ფუნქციურად და იერარქიულად აქვს გამიჯნული დეპოზიტარული მომსახურების გაწევის ფუნქცია პოტენციურად კონფლიქტის წარმომშობი სხვა საქმიანობისგან და ინტერესთა კონფლიქტი სათანადოდ არის იდენტიფიცირებული, მართული და გამჟღავნებული.

4. სპეციალიზებული დეპოზიტარი ვალდებულია საქმიანობის ყოველ ეტაპზე განახორციელოს მის მიერ შემუშავებული პოლიტიკისა და პროცედურების განახლება და შესრულების მონიტორინგი.“.

6. მე-7 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სპეციალიზებული დეპოზიტარის საინფორმაციო სისტემები უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

ა)  უნდა  იყოს  მოქნილი  და  საკმარისი  სიმძლავრის  იმისათვის,  რომ უზრუნველყოს  ბიზნესისუწყვეტობის პრინციპის დაცვა;

ბ)  უნდა  შეეძლოს  გამართულად  ფუნქციონირება  ბაზარზე  შექმნილი  სტრესული  მდგომარეობის შემთხვევაში, კერძოდ, იძლეოდეს განსაკუთრებულად  დიდი ოდენობისა და მოცულობის დავალებების შესრულების საშუალებას; აგრეთვე, უნდა უზრუნველყოფდეს საპენსიო აქტივების  სხვა სპეციალიზებულ დეპოზიტართან სწრაფად გადატანის შესაძლებლობას;

გ) უნდა უზრუნველყოფდეს სისტემაში მოხვედრილი ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, კონფიდენციალურობის და მთლიანობის დაცვის მექანიზმებს;

დ) გააჩნდეს კიბერუსაფრთხოების უზრუნველყოფის ეფექტური მექანიზმი;“.

7. მე-8 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სპეციალიზებულმა  დეპოზიტარმა  უნდა  აწარმოოს  და დროულად  განაახლოს  ყველა  დოკუმენტაცია  და ჩანაწერი, რომლებიც უკავშირდება მის საქმიანობას, კერძოდ:

ა)  ყველა   მიღებული  ინსტრუქცია   და  დავალებასთან   დაკავშირებული   ინფორმაცია   და  დოკუმენტაცია როგორც მის შიდა ჩანაწერებში, ისე ორიგინალი დოკუმენტაციის სახით;

ბ)  დეტალური  ინფორმაცია  ყველა  განხორციელებულ  ტრანზაქციასთან  დაკავშირებით  როგორც  მის შიდა ჩანაწერებში, ისე ორიგინალი დოკუმენტაციის სახით;

გ)  საპენსიო აქტივების რეესტრის წარმოებასთან დაკავშირებული ინფორმაცია და დოკუმენტები; 

დ) ინფორმაცია და დოკუმენტები საპენსიო სააგენტოსთან/მესამე პირებთან  განხორციელებული რეკონსილაციების შესახებ;

ე)  ინფორმაცია  და დოკუმენტაცია  იმ  საკანონმდებლო  თუ  სხვა  დარღვევებთან  დაკავშირებით,  რომლებიც აღმოჩენილ იქნა მასზე დაკისრებული მოვალეობების განხორციელების პროცესში;

ვ)  ყველა სხვა ინფორმაცია და დოკუმენტაცია,  რომელიც დაკავშირებულია  მის საქმიანობასა  და მოვალეობებთან და რომელიც უზრუნველყოფს  ეროვნული ბანკისთვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდებას, მისი საზედამხედველო ფუნქციების შესასრულებლად.“.

8. მე-9მე-12 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 9. სპეციალიზებული დეპოზიტარის მიერ წარსადგენი ანგარიშგებები

1.  სპეციალიზებულმა   დეპოზიტარმა   უნდა   მოამზადოს   და  საპენსიო სააგენტოსა და აქტივების მმართველ კომპანიას წარუდგინოს შემდეგი ინფორმაცია ყოველი მომდევნო სამუშაო დღის 12:00 საათამდე:

ა) საპენსიო სააგენტოს ან აქტივების მმართველი კომპანიის დავალებით განხორციელებული ტრანზაქციების ანგარიში;

ბ) ამონაწერი დაგროვებითი  საპენსიო  სქემის აქტივების  რეესტრიდან, სადაც მითითებული იქნება შესაბამისი დღის ბოლოსთვის დაგროვებითი საპენსიო სქემის ყველა აქტივი.

2. სპეციალიზებულმა  დეპოზიტარმა  ეროვნულ ბანკს დაუყოვნებლივ   უნდა წარუდგინოს  ინფორმაცია,  თუ აღმოაჩენს, რომ საპენსიო სააგენტოს ან/და აქტივების მმართველი კომპანიის მიერ საპენსიო აქტივების ინვესტირების პროცესში ხდება საქართველოს  კანონმდებლობის  დარღვევა ან მათი გადაწყვეტილებები  არ შეესაბამება საპენსიო სააგენტოს  საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტს, აგრეთვე ყველა სხვა დარღვევის შესახებ, რომლებსაც აღმოაჩენს მასზე დაკისრებული მოვალეობების შესრულების პროცესში.

3. სპეციალიზებული  დეპოზიტარი  ვალდებულია  მოამზადოს  და ეროვნულ ბანკში წარადგინოს  შეტყობინება არაუგვიანეს შესაბამისი მოვლენის დადგომიდან 7 კალენდარული დღისა, იმ შემთხვევაში, თუ მისი საკუთარი კაპიტალის ოდენობა ჩამოვიდა ამ წესით დადგენილ მინიმალურ მოთხოვნაზე დაბლა. აღნიშნულ შემთხვევაში სპეციალიზებული  დეპოზიტარი ვალდებულია ეროვნულ ბანკს წარუდგინოს არსებული მდგომარეობის გამოსასწორებლად მიღებული და/ან მისაღები ღონისძიებების გეგმა-გრაფიკი. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია კორექტირებები შეიტანოს წარმოდგენილ ღონისძიებათა გეგმა-გრაფიკში.

4. სპეციალიზებული დეპოზიტარი ვალდებულია ეროვნულ ბანკს წარუდგინოს შეტყობინება  სულ მცირე 20 კალენდარული დღით ადრე, თუკი იგი გადაწყვეტს განახორციელოს მასზე დაკისრებული ფუნქციების ნაწილის დელეგირება მესამე მხარეზე ამ წესის მე-10 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად; ამ შემთხვევაში, სპეციალიზებულმა დეპოზიტარმა ცვლილების განხორციელებამდე  უნდა მიიღოს თანხმობა ეროვნული  ბანკისგან.  ეროვნულმა  ბანკმა შესაძლოა არ გასცეს თანხმობა ცვლილებაზე, თუკი აღნიშნული ცვლილება ხელს შეუშლის სპეციალიზებულ დეპოზიტარზე დაკისრებული მოვალეობების ჯეროვნად შესრულებას ან მის გამართულ და ეფექტიან ფუნქციონირებას; აგრეთვე, თუ აღნიშნული ცვლილება საფრთხეს შეუქმნის დაგროვებითი საპენსიო სქემის აქტივებს.

5. სპეციალიზებულმა  დეპოზიტარმა  ამ მუხლში  ჩამოთვლილი  ანგარიშგებები  (შეტყობინებები)  და ანგარიშები   უნდა  წარადგინოს  როგორც  მატერიალური,  ასევე  ელექტრონული   ფორმით.  ელექტრონული ფორმით წარმოდგენილი ინფორმაცია უნდა იყოს Excel-ის და PDF-ის ფორმატში.

6.  განვითარებული  ქვეყნის  მარეგულირებელი  ორგანოს  მიერ  ლიცენზირებული  სპეციალიზებული დეპოზიტარი ვალდებულია  მოამზადოს,  ეროვნულ ბანკში წარმოადგინოს  და გამოაქვეყნოს წლიური აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგება, საანგარიშგებო წლის დასრულებიდან არაუგვიანეს  90 კალენდარული  დღისა.  სპეციალიზებულ დეპოზიტარს ამ  პუნქტით გათვალისწინებული ანგარიშგების ეროვნულ ბანკში წარდგენად ჩაეთვლება აუდიტირებული ანგარიშგების საკუთარ ვებგვერდზე  გამოქვეყნება.

მუხლი 10. სპეციალიზებული დეპოზიტარის ფუნქციები და მოვალეობები

1.  დაგროვებითი  საპენსიო  სქემის  სპეციალიზებული  დეპოზიტარი  საქმიანობის  ნებისმიერ  ეტაპზე  უნდა აკმაყოფილებდეს      საქართველოს      კანონმდებლობითა      და     საპენსიო     სააგენტოსთან      გაფორმებული ხელშეკრულებით  გათვალისწინებულ  მოთხოვნებს;  იგი უნდა მოქმედებდეს დაგროვებითი საპენსიო სქემის მონაწილეთა    ინტერესებიდან    გამომდინარე    და   მისი    საქმიანობა    უნდა    ეფუძნებოდეს    პატიოსნების, სამართლიანობისა და დამოუკიდებლობის პრინციპებს. 

2. დაგროვებითი საპენსიო სქემის სპეციალიზებულმა დეპოზიტარმა:

ა)  უნდა  უზრუნველყოს  საპენსიო აქტივების (ფულადი  სახსრები,  დეპოზიტები  და სხვა  აქტივები) მიღება, შენახვა და მათი რეესტრის წარმოება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად;

ბ) უნდა უზრუნველყოს აქტივების მმართველი კომპანიის ან საპენსიო სააგენტოს ინსტრუქციების შესრულება და განხორციელებული ტრანზაქციების საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტით განსაზღვრულ ლიმიტებთან შესაბამისობისა და  წარმოდგენილი დოკუმენტაციის გადამოწმება;

გ) უნდა უზრუნველყოს,  რომ დაგროვებითი  საპენსიო სქემის  აქტივებზე  ტრანზაქციებთან  დაკავშირებული ნებისმიერი ანგარიშსწორება განხორციელდეს დროულად;

დ) უნდა უზრუნველყოს დაგროვებითი საპენსიო სქემის აქტივების წმინდა  ღირებულების გამოთვლის საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტით და საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტის საფუძველზე საპენსიო სააგენტოს მიერ შემუშავებული წესებით/მეთოდოლოგიით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის მონიტორინგი;

ე)  აქტივების  მმართველ  კომპანიასა და საპენსიო სააგენტოს  რეგულარულად  უნდა მიაწოდოს  ინფორმაცია საპენსიო  აქტივებისა  და მათთან  დაკავშირებით  შესაბამისი კორპორატიული  ქმედებების განხორციელების შესახებ. ასევე, დროულად და უცვლელად უნდა გადასცეს ემიტენტს საპენსიო სააგენტოს და აქტივების მმართველი კომპანიის მიერ მიწოდებული ინსტრუქცია/გადაწყვეტილება კორპორატიულ ქმედებებთან დაკავშირებით.

3. სპეციალიზებულმა  დეპოზიტარმა მასთან განთავსებული საპენსიო აქტივები უნდა შეინახოს როგორც საკუთარი, ასევე სხვა მესამე პირის აქტივებისგან განცალკევებით და მოახდინოს მათი განკარგვა მხოლოდ საპენსიო სააგენტოსთან დადებული ხელშეკრულებისა და აქტივების მმართველი კომპანიისგან/საპენსიო  სააგენტოსგან მიღებული ინსტრუქციების შესაბამისად.

4. სპეციალიზებულმა დეპოზიტარმა უნდა უზრუნველყოს, რომ ყველა საპენსიო აქტივი სწორად იყოს რეგისტრირებული   დაგროვებითი  საპენსიო   სქემის სახელზე  და  არ  მოხდეს  ამ  აქტივების  გასხვისება  ან გადაცემა  სპეციალიზებული  დეპოზიტარის  ჩართულობის/ინფორმირებულობის  გარეშე;  აგრეთვე,  მან მუდმივად  უნდა  ამოწმოს საპენსიო  სააგენტოსა  და აქტივების  მმართველი  კომპანიის  არსებულ  ჩანაწერებსა  და საკუთარ  ჩანაწერებს შორის შესაბამისობა.

5. სპეციალიზებულ  დეპოზიტარს  აქვს  უფლება  ამ  მუხლის  მე-2  პუნქტის  „ა“ ქვეპუნქტით  განსაზღვრული ფუნქციის დელეგირება მოახდინოს მესამე პირზე, ეროვნულ ბანკთან წინასწარი შეთანხმებით. ამასთან, მესამე პირის მიერ ნებისმიერი შემდგომი დელეგირება მოითხოვს ეროვნული ბანკის წინასწარ თანხმობას. მესამე პირის მიერ მასზე დელეგირებული ფუნქციის განხორციელებასთან დაკავშირებით გამოწვეულ ნებისმიერ დანაკარგზე, დარღვევაზე ან უზუსტობაზე საბოლოო პასუხისმგებლობა ეკისრება სპეციალიზებულ დეპოზიტარს.

6. საპენსიო სააგენტომ და აქტივების მმართველმა კომპანიამ უნდა უზრუნველყონ, რომ სპეციალიზებულ დეპოზიტარს ჰქონდეს წვდომა დაგროვებითი საპენსიო სქემის ყველა ჩანაწერსა და დოკუმენტაციაზე, რომლებიც აუცილებელია მასზე დაკისრებული მოვალეობების შესასრულებლად.

მუხლი 11. ხელშეკრულება საპენსიო სააგენტოსა და სპეციალიზებულ დეპოზიტარს შორის

1. ამ წესის საფუძველზე ავტორიზებული/აღიარებული ფინანსური ინსტიტუტი ვალდებულია საპენსიო სააგენტოსთან გასაფორმებელი დეპოზიტარული მომსახურების ხელშეკრულების პირობები წინასწარ შეათანხმოს ეროვნულ ბანკთან.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული  ხელშეკრულება უნდა მოიცავდეს სულ მცირე შემდეგ საკითხებს:

ა) მხარეთა უფლებებსა და მოვალეობებს; მხარეთა პასუხისმგებლობას ხელშეკრულების პირობების დარღვევის შემთხვევაში, მათ შორის, სპეციალიზებული დეპოზიტარის პასუხისმგებლობას მის მიერ ამ წესის მე-10 მუხლის  მე-2  პუნქტის  „ა“ ქვეპუნქტით  განსაზღვრული ფუნქციის   მესამე პირზე დელეგირების შემთხვევაში;

ბ) სპეციალიზებული დეპოზიტარის მომსახურების პირობებსა და პროცედურებს, რომელთა მეშვეობითაც სპეციალიზებული დეპოზიტარი შეასრულებს მასზე დაკისრებულ ვალდებულებებს; ამ ვალდებულებათა შესრულების ვადებს;

გ) სპეციალიზებული დეპოზიტარის ანაზღაურების ოდენობასა და გამოთვლის წესს;

დ)  სპეციალიზებულ  დეპოზიტარსა  და საპენსიო  სააგენტოს  შორის  ინფორმაციის  მიმოცვლის  გზებისა  და პროცედურების აღწერას; ასევე, კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვის ვალდებულებას;

ე) რომელიმე მხარის მიერ საკუთარი ფუნქციის მესამე პირზე დელეგირებისას,  ვალდებულებას იმის შესახებ, რომ იგი რეგულარულად მიაწვდის მეორე მხარეს ინფორმაციას მის მიერ შერჩეული პირის შესახებ და, მოთხოვნის შემთხვევაში აცნობებს მეორე მხარეს იმ კრიტერიუმების შესახებ, რომელთა საფუძველზეც მოხდა პირის შერჩევა; აგრეთვე, იმ მექანიზმების აღწერას, რომელთა მეშვეობითაც იგი უზრუნველყოფს  მესამე პირის ქმედებების მონიტორინგს;

ვ) მხარეთა შორის დავების მოგვარების პროცედურებს;

ზ) ხელშეკრულების მოქმედების ვადას; ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანისა და მისი შეწყვეტის პირობებსა და პროცედურებს, რომელიც უნდა მოიცავდეს ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში საპენსიო აქტივების შენახვისა და სხვა სპეციალიზებულ დეპოზიტართან გადატანის პროცედურას.

3. დეპოზიტარული მომსახურების ხელშეკრულება საპენსიო სააგენტოსა და სპეციალიზებულ დეპოზიტარს შორის შესაძლოა შეწყდეს  „დაგროვებითი  პენსიის შესახებ“ საქართველოს  კანონის, სხვა მოქმედი ნორმატიული  აქტებისა და ხელშეკრულებით   გათვალისწინებული   პირობების  შესაბამისად;   ხელშეკრულების   შეწყვეტის  მსურველმა მხარემ,  აღნიშნულის  შესახებ 1 (ერთი) თვით ადრე წერილობით  უნდა აცნობოს მეორე მხარეს; აღნიშნული შეტყობინება  ხელშეკრულების  შეწყვეტის  გამომწვევი მიზეზების  აღწერასთან  ერთად დაუყოვნებლივ  უნდა გაეგზავნოს ეროვნულ ბანკსა და საპენსიო სააგენტოს.

4. დეპოზიტარული მომსახურების ხელშეკრულების  შეწყვეტის შემთხვევაში სპეციალიზებული დეპოზიტარი ვალდებულია, განახორციელოს მასზე დაკისრებული ფუნქციების შესრულება საპენსიო სააგენტოს მიერ ახალი სპეციალიზებული დეპოზიტარის შერჩევამდე და მასთან ხელშეკრულების გაფორმებამდე.

5.  დეპოზიტარული მომსახურების ხელშეკრულების  შეწყვეტის  შემთხვევაში  სპეციალიზებული დეპოზიტარი მასთან განთავსებულ საპენსიო აქტივებს და მის მიერ ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებულ ყველა დოკუმენტს გადასცემს ახალ სპეციალიზებულ დეპოზიტარს ხელშეკრულებით განსაზღვრულ ან მხარეთა შორის დამატებით შეთანხმებულ ვადებში.

მუხლი 12. სპეციალიზებული დეპოზიტარის პასუხისმგებლობა

1. სპეციალიზებული დეპოზიტარი პასუხისმგებელია მასზე დაკისრებული ნდობითი ვალდებულების დარღვევით დამდგარი ზიანისათვის „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

2. სპეციალიზებულმა  დეპოზიტარმა  უნდა  უზრუნველყოს  მასთან  შენახული  საპენსიო  სქემის  აქტივების დაცვა   დაკარგვისგან;   აქტივის   დაკარგვის   შემთხვევაში   იგი  ვალდებულია,   დაუყოვნებლივ   ჩაანაცვლოს აღნიშნული    აქტივი   იდენტური    აქტივით    ან   აანაზღაუროს    დაკარგული    აქტივის    სრული საბაზრო ღირებულება. ამ პასუხისმგებლობაზე გავლენას არ ახდენს სპეციალიზებული დეპოზიტარის მიერ თავისი ფუნქციის მესამე პირზე დელეგირება.“.

9. ბრძანებას დაემატოს დანართი №1 თანდართული რედაქციით.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტიკობა გვენეტაძე