2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებისათვის საუბნო საარჩევნო კომისიის პირველი სხდომის მოწვევის განსხვავებული ვადის განსაზღვრის შესახებ

2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებისათვის საუბნო საარჩევნო კომისიის პირველი სხდომის მოწვევის განსხვავებული ვადის განსაზღვრის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 40/2020
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი 28/09/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/09/2020
სარეგისტრაციო კოდი 010190020.15.008.016512
40/2020
28/09/2020
ვებგვერდი, 29/09/2020
010190020.15.008.016512
2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებისათვის საუბნო საარჩევნო კომისიის პირველი სხდომის მოწვევის განსხვავებული ვადის განსაზღვრის შესახებ
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
 

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება №40/2020

2020 წლის 28 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებისათვის საუბნო საარჩევნო კომისიის პირველი სხდომის მოწვევის განსხვავებული ვადის განსაზღვრის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ (შემდგომში – საარჩევნო კოდექსი) 25-ე მუხლის 21-ე პუნქტის შესაბამისად, ახალშექმნილი საუბნო საარჩევნო კომისიის პირველი სხდომა იმართება საერთო არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 30-ე დღისა (პირველი ოქტომბერი). საუბნო საარჩევნო კომისიის პირველ სხდომას იწვევს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე. საუბნო საარჩევნო კომისიის პირველი სხდომა იმართება საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულებით განსაზღვრული დღის წესრიგით და იხურება მისი ამოწურვისთანავე.

საარჩევნო კოდექსის 199-ე მუხლის მე-5 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, ცესკო უფლებამოსილია, საჭიროებისამებრ, ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით, დადგენილებით განსაზღვროს ამავე მუხლით განუსაზღვრელი სხვა ისეთი საკითხები, რომლებიც საარჩევნო პროცესის კანონმდებლობის შესაბამისად წარმართვასთან ერთად უზრუნველყოფს ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციას.

შესაბამისად, შესაძლოა საჭირო გახდეს საუბნო საარჩევნო კომისიების პირველი სხდომების საარჩევნო კოდექსით დადგენილისაგან განსხვავებულ ვადაში გამართვა, რის გამოც:

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მე-14 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, 77-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და 199-ე მუხლის მე-5 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:


მუხლი 1
იმ საუბნო საარჩევნო კომისიებში, სადაც ვერ გაიმართა საუბნო საარჩევნო კომისიის პირველი სხდომა ან სხდომაზე ვერ იქნა არჩეული კომისიის ხელმძღვანელი პირი/პირები, საოლქო საარჩევნო კომისიების თავმჯდომარეებს მიეცეთ უფლება, შესაძლებლობისთანავე, ამ მუხლით დადგენილი მიზნებისთვის, განკარგულებით განსაზღვრონ საუბნო საარჩევნო კომისიების ახალი სხდომის მოწვევის  თარიღი და დღის წესრიგი.
მუხლი 2
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 3
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარეთამარ ჟვანია
კომისიის მდივანიგიორგი ჯავახიშვილი