„სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 7190-Iს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 29/09/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/10/2020
სარეგისტრაციო კოდი 120260020.05.001.020206
7190-Iს
29/09/2020
ვებგვერდი, 05/10/2020
120260020.05.001.020206
„სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №41, 8.10.1997, გვ. 16) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 30-ე მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის:

ა) „გ3“ ქვეპუნქტი:

„გ3) არის პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში რეგისტრირებული პროფესიული სტუდენტი − შესაბამისი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის/მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის დასრულებამდე, მხოლოდ ერთხელ, იმ შემთხვევაში, თუ მას არ უსარგებლია სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების უფლებით ამ პუნქტის „გ1“ ან „გ2“ ქვეპუნქტის შესაბამისად;“;

ბ) „ე5“ ქვეპუნქტი:

„ე5) არის აპლიკანტი − ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დასრულების წელს, საგანმანათლებლო დაწესებულებაში პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე/მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვამდე;“.

2. 36-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სამხედრო მოსამსახურე, რომელიც სამხედრო ვალდებულებას იხდის გაწვევით, სამხედრო სამსახურიდან ვადამდე იქნება დათხოვნილი ამ კანონის 29-ე მუხლით ან 30-ე მუხლით (გარდა 30-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ1“−„გ3“, „ნ“ და „პ“ ქვეპუნქტებისა) გათვალისწინებული პირობის წარმოქმნისას.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

29 სექტემბერი 2020 წ.

N7190-Iს

ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.