„საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა სახელმძღვანელო ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2020 წლის 24 აგვისტოს №20/2020 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

„საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა სახელმძღვანელო ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2020 წლის 24 აგვისტოს №20/2020 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 39/2020
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი 25/09/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/09/2020
სარეგისტრაციო კოდი 010340000.15.008.016511
39/2020
25/09/2020
ვებგვერდი, 25/09/2020
010340000.15.008.016511
„საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა სახელმძღვანელო ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2020 წლის 24 აგვისტოს №20/2020 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
 

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება №39/2020

2020 წლის 25 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

„საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა სახელმძღვანელო ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2020 წლის 24 აგვისტოს №20/2020 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 77-ე მუხლის  მე-5 პუნქტის, 116-ე მუხლის მე-4 პუნქტის, მე-200 მუხლის მე-3 პუნქტის, 2031 მუხლისა და საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

მუხლი 1
„საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა სახელმძღვანელო ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2020 წლის 24 აგვისტოს №20/2020 დადგენილებით (სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“, ვებგვერდი – www.matsne.gov.ge, 25/08/2020, 010340000.15.008.016492) დამტკიცებული ინსტრუქციის:

1. ნაწილი II-ის (საოლქო საარჩევნო კომისიის საქმიანობა წინასაარჩევნო პერიოდში) თავი II-ით (ამომრჩეველთა სიების შედგენის, გამოქვეყნებისა და მონაცემთა გადამოწმების წესი) განსაზღვრული „ადაპტირებული საარჩევნო უბნის ამომრჩეველთა სპეციალური სია საქართველოს პარლამენტის 2020 წლის არჩევნებში ეტლით მოსარგებლე ამომრჩევლის მონაწილეობის დროებითი წესი“ ჩამოყალიბდეს დანართი 1-ის შესაბამისად.

2. ნაწილი III-ის (საარჩევნო პროცესში მონაწილე პირთა რეგისტრაცია) თავი II-ით (საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატის წარდგენა/რეგისტრაცია) განსაზღვრული:

ა) „საინიციატივო ჯგუფის რეგისტრაცია“ და „საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი კანდიდატის რეგისტრაცია და მხარდამჭერთა სიების შემოწმება“ ჩამოყალიბდეს დანართი 2-ის შესაბამისად;

ბ) „პარტიის/საარჩევნო ბლოკის მიერ წარდგენილი კანდიდატების რეგისტრაცია“ და „საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატის საარჩევნო რეგისტრაციაზე უარის თქმა/საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმება“ ჩამოყალიბდეს დანართი 3-ის შესაბამისად.

3. ნაწილი VI-ის (მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური და მერის რიგგარეშე არჩევნები) თავი I-ით (მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრობის კანდიდატისა და მერობის კანდიდატის წარდგენა/რეგისტრაცია) განსაზღვრული „ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის რეგისტრაცია“ ჩამოყალიბდეს დანართი 4-ის შესაბამისად.

4. დანართი №5 ჩამოყალიბდეს დანართი 5-ის შესაბამისად.

მუხლი 2
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 3
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარეთამარ ჟვანია
კომისიის მდივანიგიორგი ჯავახიშვილი



დანართი 1

ადაპტირებული საარჩევნო უბნის ამომრჩეველთა სპეციალური სია – საქართველოს პარლამენტის 2020 წლის არჩევნებში ეტლით მოსარგებლე ამომრჩევლის მონაწილეობის დროებითი წესი

(საარჩევნო კოდექსიმუხლი 200)

ეტლით მოსარგებლე ამომრჩეველი უფლებამოსილია არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს შესაბამისი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე არსებულ ნებისმიერ ადაპტირებულ საარჩევნო უბანზე, რისთვისაც კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მე-6 დღისა (25 ოქტომბერი) წერილობითი ან სატელეფონო ზეპირი განცხადებით უნდა მიმართოს საოლქო (როგორც ძირითად საოლქო საარჩევნო კომისიას, ასევე დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისიას) ან საუბნო საარჩევნო კომისიას.

შესაბამისი საარჩევნო კომისიის უფლებამოსილი პირი ამომრჩევლის განცხადებას რეგისტრაციაში ატარებს სარეგისტრაციო ჟურნალში და განცხადების მიღებას ადასტურებს ხელმოწერით. წერილობით განცხადებაში მითითებული უნდა იყოს ამომრჩევლის პირადი ნომერი. სატელეფონო ზეპირი განცხადების მიღების შემთხვევაში, შესაბამისი საარჩევნო კომისიის უფლებამოსილმა პირმა სარეგისტრაციო ჟურნალში უნდა მიუთითოს სატელეფონო შეტყობინების შემოსვლის ზუსტ დრო, ტელეფონის ნომერი, ამომრჩევლის სახელი, გვარი, მისი პირადი ნომერი და იმ ადაპტირებული საარჩევნო უბნის ნომერი, სადაც იგი ითხოვს არჩევნებში მონაწილეობას. სატელეფონო ზეპირი განცხადების მიღებას კომისიის უფლებამოსილი პირი ხელმოწერით ადასტურებს სარეგისტრაციო ჟურნალში.

ყურადღება!

ეტლით მოსარგებლე ამომრჩევლის მიერ საუბნო საარჩევნო კომისიისათვის მიმართვის შემთხვევაში, ამომრჩევლის შესახებ ინფორმაცია, კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მე-6 დღისა (25 ოქტომბერი) ძირითადი საოლქო საარჩევნო კომისიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შექმნილმა საუბნო საარჩევნო კომისიამ უნდა მიაწოდოს ძირითად საოლქო საარჩევნო კომისიას, ხოლო დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისიის ტერიტორიაზე შექმნილმა საუბნო საარჩევნო კომისიამ – დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისიას.

საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს, საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებსა და დამკვირვებლებს უფლება აქვთ გადაამოწმონ ეტლით მოსარგებლე ამომრჩეველთა ადაპტირებულ საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის მოთხოვნის საფუძვლიანობა და არჩევნების დღემდე ნებისმიერ დროს დასვან საუბნო საარჩევნო კომისიის წინაშე ამ ამომრჩევლების შესაბამის სპეციალურ სიაში შეყვანის მიზანშეწონილობის საკითხი.

როგორც ძირითადი, ასევე დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისია შესაბამისი საუბნო საარჩევნო კომისიებიდან მიღებული, მათ შორის, ამომრჩევლების შესაბამის სპეციალურ სიაში შეყვანის მიზანშეწონილობის საკითხთან დაკავშირებით მიღებული ინფორმაციისა და, აგრეთვე, მის ხელთ არსებული მონაცემების საფუძველზე, კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მე-3 დღისა (28 ოქტომბერი), ადგენს და განკარგულებით ამტკიცებს ადაპტირებული საარჩევნო უბნების ამომრჩეველთა სპეციალურ სიას და ამავე კომისიის თავმჯდომარისა და მდივნის ხელმოწერებით დაუყოვნებლივ გადასცემს შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიას (საჯარო ინფორმაციისათვის მიკუთვნებულ ვერსიას (კედლის სია)).

ყურადღება!

ადაპტირებულ საარჩევნო უბანში ამომრჩეველთა სპეციალური სიის საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ საუბნო საარჩევნო კომისიისთვის გადაცემული საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებული ვერსია (ფოტოსურათების გარეშე) დაუყოვნებლივ გამოიკვრება თვალსაჩინო ადგილას საუბნო საარჩევნო კომისიისა და კენჭისყრის შენობებში.

კენჭისყრამდე არაუგვიანეს 12 საათისა, საოლქო საარჩევნო კომისია როგორც ძირითადი, ასევე დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისია შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიას გადასცემს ადაპტირებული საარჩევნო უბნის ამომრჩეველთა სპეციალური სიის საარჩევნო კომისიისთვის განკუთვნილ ვერსიას (სამაგიდო სია).

ადაპტირებული საარჩევნო უბნის ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში შეიტანება ამომრჩევლის შესახებ იგივე მონაცემები, რომლებიც არის ამომრჩეველთა ერთიან სიაში და დამატებით აღინიშნება ამ ამომრჩევლის რიგითი ნომერი ამომრჩეველთა ერთიან სიაში.

ადაპტირებული საარჩევნო უბნის ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში ეტლით მოსარგებლე ამომრჩევლის შეყვანის შემთხვევაში, შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია ინფორმაციას აწვდის იმ საუბნო საარჩევნო კომისიას რომლის უბნის ამომრჩეველთა სიაში რეგისტრირებული ამომრჩეველიც იქნა შეყვანილი სპეციალურ სიაში. ასეთ შემთხვევაში, შესაბამისი საუბნო საარჩევნო კომისია ამომრჩეველთა ერთიან სიაში ამომრჩევლის გვარის გასწვრივ გრაფაში „ფაქტობრივი მდგომარეობის“ აკეთებს ჩანაწერს „ეტლით მოსარგებლეა“. ჩანაწერი დასტურდება საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და კომისიის მდივნის ხელმოწერებით.


დანართი 2

აინიციატი გუფის რეგიტრაცია

(საარჩევნო კოდექსი მუხლი 361; მუხლი 116.3-7,9)

საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატის წარდგენის მიზნით ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფს შეუძლია კენჭისყრამდე არა უგვიანეს 57­ე დღისა (4 სექტემბერი) განცხადებით მიმართოს როგორც ძირითად საოლქო საარჩევნო კომისიას, ისე დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისიას, რის შემდეგაც უფლება აქვს, შეაგროვოს მხარდამჭერ ამომრჩეველთა ხელმოწერები.

ყურადღება!

იმ შემთხვევაში, თუ წარდგენილი დოკუმენტაცია შეესაბამება კანონის მოთხოვნებს, დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისია მიღებულ დოკუმენტაციას დაუყოვნებლივ უგზავნის ძირითად საოლქო საარჩევნო კომისიას.

ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილ განცხადებაში მითითებული უნდა იყოს საქართველოს  პარლამენტის  წევრობის კანდიდატის:

  • სახელი, გვარი;
  • დაბადების თარიღი;
  • თანამდებობა (საქმიანობა);
  • სამუშაო ადგილი;
  • რეგისტრაციის ადგილი;
  • პარტიულობა;
  • საქართველოში ცხოვრების ვადა;
  • წარმდგენი ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წევრებისა (არა ნაკლებ 5 წევრი) და მათი წარმომადგენლის სახელი, გვარი, საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი, რეგისტრაციის ადგილი, საკონტაქტო ტელეფონი და სხვა რეკვიზიტები (ასეთი რეკვიზიტების არსებობის შემთხვევაში).

ყურადღება!

ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წევრი არ შეიძლება იმავდროულად იყოს სხვა ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წევრი. 

განცხადებას, რომელსაც ხელს აწერს ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის ყველა წევრი, უნდა ერთოდეს:

  • საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატად წარდგენილი პირის წერილობითი თანხმობა არჩევნებში მონაწილეობაზე;
  • საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის ფოტოასლი;
  • უფლების ჩამორთმევის შესახებ ცნობა;
  • 2 ფოტოსურათი.

იმ შემთხვევაში, თუ წარდგენილი დოკუმენტაცია შეესაბამება კანონის მოთხოვნებს, ძირითადი საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, როგორც დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისიაში, ისევე ძირითად საოლქო საარჩევნო კომისიაში შესული განცხადების წარდგენიდან არა უგვიანეს მომდევნო დღისა რეგისტრაციაში ატარებს ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფს.

თუ წარდგენილი დოკუმენტაცია არ შეესაბამება კანონის მოთხოვნებს, შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე დაუყოვნებლივ აცნობებს განმცხადებელს ხარვეზის შესახებ. შესწორებული საბუთები არა უგვიანეს მომდევნო დღისა უბრუნდება საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს.

ყურადღება!

დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისია, შესწორებულ დოკუმენტაციას, დაუყოვნებლივ უგზავნის ძირითად საოლქო საარჩევნო კომისიას.

საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი კანდიდატის რეგისტრაცია და მხარდამჭერთა სიების შემოწმება

(საარჩევნო კოდექსი მუხლი 115.7-11; 116; 2031; საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2014 წლის 20 მარტის დადგენილება 11/2014)

საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატის რეგისტრაციაში გასატარებლად ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელმა კენჭისყრამდე არა უგვიანეს 50­ე დღისა (11 სექტემბერი) საოლქო საარჩევნო კომისიას უნდა წარუდგინოს:

  • სააღრიცხვო ბარათი (2 ცალად);
  • კანდიდატის მხარდამჭერ ამომრჩეველთა სია.

ყურადღება!

დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისია მიღებულ დოკუმენტაციას დაუყოვნებლივ უგზავნის ძირითად საოლქო საარჩევნო კომისიას.

ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ კანდიდატის წარდგენა დადასტურებული უნდა იყოს შესაბამისი საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მხარდამჭერ ამომრჩეველთა არანაკლებ 1 პროცენტის ხელმოწერებით, გარდა იმ შემთხვევისა, თუ დასახელებული კანდიდატი ბოლო საპარლამენტო არჩევნებში არჩეული იყო საქართველოს პარლამენტის წევრად.

მხარდამჭერთა სიები საოლქო საარჩევნო კომისიაში წარდგენისთანავე ილუქება საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლის თანდასწრებით, დალუქული დოკუმენტაციის ლუქზე ხელს აწერს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის უფლებამოსილი თანამშრომელი და საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლი.

ყურადღება!

საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებისათვის ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ შესაბამის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში კანდიდატის წარსადგენად საჭირო მხარდამჭერთა ხელმოწერების მინიმალური ოდენობა განისაზღვრება ცენტრალური საარჩევნო კომისიის განკარგულებით.

საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი კანდიდატის მხარდამჭერთა სიებს ამოწმებს ძირითადი საოლქო საარჩევნო კომისია. ძირითადი საოლქო საარჩევნო კომისიის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისია უფლებამოსილია შეამოწმოს საინიციატივო ჯგუფის მიერ დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისიაში წარდგენილი მხარდამჭერთა სიები. შემოწმების შესახებ დასკვნას, როგორც  ძირითადი, ისე დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისია წარუდგენს ძირითადი საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს. შემოწმების შედეგების გათვალისწინებით, ძირითადი საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე იღებს გადაწყვეტილებას კანდიდატის რეგისტრაციის შესახებ.


დანართი 3

პარტიის/საარჩევნო ბლოკის მიერ წარდგენილი კანდიდატების რეგისტრაცია

(საარჩევნო კოდექსი მუხლი 116.1,2,8; 117; 2031)

არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიას/საარჩევნო ბლოკს უფლება აქვს, ყოველ საარჩევნო ოლქში მაჟორიტარული წესით არჩევის მიზნით წარადგინოს საქართველოს პარლამენტის წევრობის თითო კანდიდატი. პარტია/საარჩევნო ბლოკი ვალდებულია მაჟორიტარი კანდიდატის სარეგისტრაციო დოკუმენტაცია არჩევნების დღემდე არა უგვიანეს 30-­ე დღისა (1 ოქტომბერი) წარუდგინოს ცესკოს/საოლქო საარჩევნო კომისიას.

განცხადება დამოწმებული უნდა იყოს არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიის/საარჩევნო ბლოკის სახელით, ხელმოწერაზე უფლებამოსილი პირის (პირების) ხელმოწერით და თან უნდა ერთოდეს:

  • პარლამენტის წევრობის კანდიდატის მიერ შევსებული და ხელმოწერილი სააღრიცხვო ბარათი  ორ ცალად;
  • საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის ფოტოასლი – ორ ცალად;
  • პარლამენტის წევრობის კანდიდატის ფოტოსურათი – ორ ცალად;
  • უფლების ჩამორთმევის შესახებ ცნობა – ერთ ცალად.

განცხადებაში უნდა აღინიშნოს კანდიდატის:

  • სახელი, გვარი;
  • დაბადების თარიღი;
  • თანამდებობა (საქმიანობა);
  • სამუშაო ადგილი;
  • რეგისტრაციის ადგილი;
  • პარტიულობა;
  • საქართველოში ცხოვრების ვადა.

აღნიშნული დოკუმენტების თითო ეგზემპლარი განცხადების მიღებიდან 2 დღის ვადაში უნდა გადაეცეს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას.

პარტიის/საარჩევნო ბლოკის მიერ საარჩევნო ოლქში წარდგენილი მაჟორიტარი კანდიდატების რეგისტრაციის მიზნით განცხადებასა და თანდართულ დოკუმენტებს ამოწმებს ძირითადი საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და არჩევნების დღემდე არა უგვიანეს 25­ე დღისა (6 ოქტომბერი):

  • საარჩევნო რეგისტრაციაში გაატარებს კანდიდატს, თუ წარდგენილი საბუთები აკმაყოფილებს საარჩევნო კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს;
  • წერილობით აცნობებს პარტიის/საარჩევნო ბლოკის წარმომადგენელს საარჩევნო კოდექსით დადგენილ მოთხოვნებთან განცხადებასა და თანდართულ საბუთებში არსებული მონაცემების შეუსაბამობის შესახებ (შეუსაბამობის მითითება აუცილებელია).

განცხადებასა და თანდართულ საბუთებში არსებული მონაცემების შეუსაბამობის არსებობის შემთხვევაში პარტიის/საარჩევნო ბლოკის წარმომადგენელს დოკუმენტაციის სრულყოფისთვის განესაზღვრება 3 დღე. შესწორებული მონაცემების წარდგენის შემთხვევაში, კანდიდატის საარჩევნო რეგისტრაციის საკითხი უნდა გადაწყდეს შესწორებული დოკუმენტაციის წარდგენიდან 5 დღის ვადაში, მაგრამ არჩევნების დღემდე არა უგვიანეს მე­20 დღისა (11 ოქტომბერი):

  • თუ შესწორებული მონაცემები არ შეესაბამება საარჩევნო კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს, იმავე ვადაში გამოსცემს განკარგულებას კანდიდატისათვის საარჩევნო რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ. საოლქო საარჩევნო კომისიამ აღნიშნული განკარგულება პარტიის/საარჩევნო ბლოკის წარმომადგენელს დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს და მოთხოვნის შემთხვევაში უნდა უზრუნველყოს მისი გადაცემა;
  • თუ შესწორებული მონაცემები შეესაბამება საარჩევნო კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს, საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე რეგისტრაციაში გაატარებს კანდიდატს.

ძირითადი საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატის რეგისტრაციიდან 3 დღის ვადაში კანდიდატს აძლევს შესაბამის მოწმობას.

მოთხოვნის შემთხვევაში, დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატს გადასცემს ძირითადი საოლქო საარჩევნო კომისიის ბეჭდით  და  თავმჯდომარის ხელმოწერით დამოწმებულ მოწმობას (მოწმობა იბეჭდება საარჩევნო პროცესის მართვის ელექტრონული სისტემიდან).

საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატის საარჩევნო რეგისტრაციაზე უარის თქმა/საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმება

(საარჩევნო კოდექსი მუხლი 116.12; 117.5; 118; 2031)

საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატს რეგისტრაციაში არ გაატარებს, ხოლო რეგისტრირებულ კანდიდატს რეგისტრაციას გაუუქმებს, თუ საარჩევნო კომისიისათვის წარდგენილი განცხადებები და საბუთები არ აკმაყოფილებს საარჩევნო კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს, ან სახეზეა საარჩევნო კოდექსით გათვალისწინებული სხვა საფუძველები, მათ შორის:

  • არასრული ან არასწორია განცხადებებსა და საბუთებში აღნიშნული მონაცემები;
  • საქართველოს პარლამენტის არჩევნების პერიოდში იმართება სხვა არჩევნები და ერთდროულად არსებობს ან არსებობდა პარლამენტის წევრობის კანდიდატის თანხმობა ამ არჩევნებში კანდიდატის სტატუსით მონაწილეობაზე;
  • საინიციატივო ჯგუფის მიერ არ იქნა წარდგენილი კანდიდატის მხარდამჭერ ამომრჩეველთა სია ან მხარდამჭერ ამომრჩეველთა სია წარდგენილი იქნა კანონით დადგენილი ვადების დარღვევით;
  • საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილ მხარდამჭერ ამომრჩეველთა სიაში აღმოჩნდება დადგენილ რაოდენობაზე ნაკლები ამომრჩევლის ხელმოწერა;
  • გაუქმდა კანდიდატის წარმდგენი საარჩევნო სუბიექტის საარჩევნო რეგისტრაცია;
  • მაჟორიტარი კანდიდატის პირადი განცხადების საფუძველზე;
  • თუ პირი გარდაიცვალა.

ყურადღება!

წარდგენილი კანდიდატის საარჩევნო რეგისტრაცია გაუუქმდება სასამართლოს გადაწყვეტილებით, თუ დადასტურდა ამომრჩევლის მოსყიდვის (საარჩევნო კოდექსი ‒ მუხლი 47) ფაქტი.


დანართი 4

ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის რეგისტრაცია

(საარჩევნო კოდექსი   მუხლი 361; მუხლი 141; მუხლი 144; მუხლი 154.5)

მუნიციპალიტეტის მერის რიგგარეშე და მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური არჩევნებისთვის ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფი კანდიდატის წარდგენისა და საარჩევნო რეგისტრაციის მიზნით, კენჭისყრამდე არაუგვიანეს 47-ე დღისა (14 სექტემბერი), მიმართავს იმ საოლქო საარჩევნო კომისიას, რომლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე იმართება მუნიციპალიტეტის მერის რიგგარეშე და საკრებულოს შუალედური არჩევნები.

ყურადღება!

ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წევრი არ შეიძლება იმავდროულად იყოს სხვა ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წევრი.

საოლქო საარჩევნო კომისიაში განცხადების შეტანის შემდეგ ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფს უფლება აქვს, შეაგროვოს მხარდამჭერ ამომრჩეველთა ხელმოწერები.

საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილ განცხადებაში მითითებული უნდა იყოს კანდიდატის:

  • სახელი, გვარი;
  • დაბადების თარიღი;
  • თანამდებობა (საქმიანობა);
  • სამუშაო ადგილი (თუ უმუშევარია, მიეთითება „უმუშევარი”);
  • რეგისტრაციის ადგილი;
  • პარტიულობა (პარტიის წევრობის შემთხვევაში, თუ უპარტიოა მიეთითება „უპარტიო”);
  • საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი;
  • საარჩევნო ოლქის/ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის დასახელება, სადაც პირი წარდგენილია კანდიდატად;
  • წარმდგენი ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წევრებისა (არანაკლებ 5 წევრი) და მათი წარმომადგენლის სახელი, გვარი, საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი, რეგისტრაციის ადგილი, საკონტაქტო ტელეფონი და სხვა რეკვიზიტები (ასეთი რეკვიზიტების არსებობის შემთხვევაში).

განცხადებას, რომელსაც ხელს აწერს ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის ყველა წევრი, თან უნდა ერთოდეს კანდიდატად წარდგენილი პირის წერილობითი თანხმობა არჩევნებში მონაწილეობაზე, საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის ფოტოასლი, ორი ფოტოსურათი, უფლების ჩამორთმევის შესახებ ცნობა და მის მიერ ხელმოწერილი სააღრიცხვო ბარათი 2 ცალად.

საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე განცხადების წარდგენიდან არაუგვიანეს მომდევნო დღისა რეგისტრაციაში ატარებს ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფს. თუ წარდგენილი დოკუმენტაცია არ შეესაბამება კანონის მოთხოვნებს, საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე დაუყოვნებლივ აცნობებს განმცხადებელს ხარვეზის შესახებ. შესწორებული საბუთები არაუგვიანეს მომდევნო დღისა უბრუნდება საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას საინიციატივო ჯგუფის რეგისტრაციის შესახებ.