დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 595 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 24/09/2020 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 24/09/2020 |
სარეგისტრაციო კოდი | 470230000.10.003.022315 |
|
მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 22/02/2013, 470230000.10.003.017200) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის („საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა“) №1.9 დანართის („მედიკამენტებით უზრუნველყოფა“):
1. მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. ამ დანართის პირველი პუნქტით განსაზღვრული ფარმაცევტული პროდუქტის ნუსხა, ფასი და პირობები, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს ამავე დანართის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფარმაცევტული პროდუქტი, განიხილება და დგინდება კომისიური წესით. კომისიის შემადგენლობა განისაზღვრება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის სამართლებრივი აქტით.“. 2. მე-7 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 71 და 72 პუნქტები: „71. ამ დანართის მე-7 პუნქტით განსაზღვრული ფარმაცევტული პროდუქტის ფასი დადგინდეს იმავე ფარმაცევტულ პროდუქტზე საქართველოს ბაზარზე არსებული ფარმაცევტული კომპანიების მიერ წარმოდგენილი ფასის სსიპ − ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს მიერ ჩატარებული ბაზრის კვლევისა და 2020 წლის განმავლობაში ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო შესყიდვის მიზნით მიმდინარე კონსოლიდირებული ტენდერ(ებ)ის ფასის გათვალისწინებით. 72. ამ დანართის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული კომისიის გადაწყვეტილებით მიღებული ფარმაცევტული პროდუქტის ნუსხა, ფასის დადგენის წესი და პირობები, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს ამავე დანართის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფარმაცევტული პროდუქტი, ასევე ბენეფიციარების რეგისტრაციის წესი და მიმწოდებლების ანგარიშგებისა და შესრულებული სამუშაოს ანაზღაურების წესი, მტკიცდება განმახორციელებლის შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.“. 3. მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „10. ამ დანართის მე-9 პუნქტის ფარგლებში მიმწოდებლების მიერ შესრულებული სამუშაო არ ანაზღაურდება ამავე დანართის მე-8 პუნქტის შესაბამისად მომსახურების მიმწოდებლებზე სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ გადაცემული ფარმაცევტული პროდუქტის ოდენობის პროდუქტის გახარჯვამდე. ამასთან, აღნიშნული ფარმაცევტული პროდუქტის გახარჯვის შემდეგ ამავე დანართის ფარგლებში ბენეფიციარებზე გასაცემი შესაბამისი ფარმაცევტული პროდუქტის ნუსხა, ფასი, ასევე მიმწოდებლების ანგარიშგებისა და შესრულებული სამუშაოს ანაზღაურების წესი დამატებით განისაზღვრება ამავე დანართის მე-7 და 72 პუნქტების შესაბამისად.“. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დოკუმენტის კომენტარები