„საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 16 სექტემბრის №455 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 16 სექტემბრის №455 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 588
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 18/09/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/09/2020
სარეგისტრაციო კოდი 240090000.10.003.022308
588
18/09/2020
ვებგვერდი, 21/09/2020
240090000.10.003.022308
„საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 16 სექტემბრის №455 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №588

2020 წლის 18 სექტემბერი

   ქ. თბილისი

 

„საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 16 სექტემბრის №455 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 16 სექტემბრის №455 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 19/09/2019, 240090000.10.003.021475) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ ინსტრუქციის“:

1. მე-2 მუხლის:

ა) „ვ.ბ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ.გ“ ქვეპუნქტი:

„ვ.გ) საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლისათვის ღია ადგილზე განთავსებულ, ამ მუხლის „ზ.ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ობიექტში – ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე, რომლებიც ტოვებენ საქართველოს საბაჟო ტერიტორიას;“;

ბ) „ზ.დ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ.ე“ ქვეპუნქტი:

„ზ.ე) საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლისათვის ღია ადგილზე არსებული, ტერიტორიულად ერთიან საბაჟო კონტროლის ზონაში განთავსებული ავტოგასამართი სადგური, რომელიც უზრუნველყოფს ნავთობპროდუქტების მიღებას, შენახვასა და გაცემას ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე, რომლებიც ტოვებენ საქართველოს საბაჟო ტერიტორიას;“.

2. მე-5 მუხლის:

ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის შემთხვევაში, ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ დოკუმენტებთან ერთად, განცხადებას თან უნდა ერთოდეს:

ა) თავისუფალი ვაჭრობის პუნქტისათვის განკუთვნილი შენობა-ნაგებობის ან/და ასაშენებელი შენობა-ნაგებობის, მიწის ნაკვეთის კომპიუტერული ტექნოლოგიის გამოყენებით შედგენილი, ქაღალდზე ამობეჭდილი ან/და ელექტრონული დეტალური სიტუაციური გეგმა (ნახაზი), შესაბამისი განმარტებებით (დამოწმებული ნახაზის შემდგენლის ხელმოწერითა და, არსებობის შემთხვევაში, ასევე ორგანიზაციის ბეჭდით) და ტექნოლოგიური სქემა, რომლებითაც დასტურდება, რომ თავისუფალი ვაჭრობის პუნქტი მდებარეობს ან განთავსდება საბაჟო კონტროლის ზონაში (გარდა ამ ინსტრუქციის მე-2 მუხლის „ზ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ობიექტისა (2021 წლის 1 იანვრამდე) ან მე-6 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევისა);

ბ) წერილობითი ინფორმაცია საბაჟო კონტროლის ზონაში (სავაჭრო დარბაზების, ხოლო ამ ინსტრუქციის მე-2 მუხლის „ზ.ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ობიექტის შემთხვევაში – ავტოსატრანსპორტო საშუალებებისათვის განკუთვნილი ნავთობპროდუქტების გაცემის პუნქტის გარდა, ობიექტის სხვა მონაკვეთებზე) დაშვებულ ფიზიკურ პირთა (თავისუფალი ვაჭრობის პუნქტში მომუშავე პერსონალის) შესახებ, რომელშიც აისახება: პირის საიდენტიფიკაციო მონაცემები (სახელი, გვარი, საცხოვრებელი ადგილის მისამართი, საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის სერია და ნომერი, აგრეთვე პირადი ნომერი); იმ ფიზიკურ პირთა საიდენტიფიკაციო მონაცემები (სახელი, გვარი, საცხოვრებელი ადგილის მისამართი, საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის სერია და ნომერი, აგრეთვე პირადი ნომერი, ხელმოწერის ნიმუში), რომელთა მიერაც საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის (შემდგომში – აღრიცხვის მოწმობა) უკანა გვერდზე დადასტურდება საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების წარდგენა თავისუფალი ვაჭრობის პუნქტში;

გ) წერილობითი ინფორმაცია ობიექტის სავაჭრო დარბაზ(ებ)ის გამოსახულების ვიდეოჩამწერი საშუალებებით აღჭურვის შესახებ, რომლითაც დაფიქსირდება თავისუფალი ვაჭრობის პუნქტში მოთავსებული საქონლის კონკრეტულ ფიზიკურ პირზე რეალიზაციის პროცესი, აგრეთვე თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საწყობ(ებ)ისა და 2021 წლის 1 იანვრამდე ამ ინსტრუქციის მე-2 მუხლის „ზ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ობიექტთან დაკავშირებული საქმიანობის შემთხვევაში – ობიექტის შესასვლელისა და გასასვლელის გამოსახულების ვიდეოჩამწერი საშუალებებით აღჭურვის შესახებ წერილობითი ინფორმაცია, რომლითაც დაფიქსირდება საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის თავისუფალი ვაჭრობის პუნქტში შეტანა/გამოტანა და, შესაძლებლობის შემთხვევაში, ასეთი საქონლის გადამზიდავი სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო ნომერი (სანომრე ნიშანი);

დ) ამ ინსტრუქციის მე-2 მუხლის „ზ.ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ობიექტთან დაკავშირებული საქმიანობის შემთხვევაში – წერილობითი ინფორმაცია:

დ.ა) ავტოსატრანსპორტო საშუალებებისათვის განკუთვნილი ნავთობპროდუქტების გაცემის პუნქტის გამოსახულების ვიდეოჩამწერი საშუალებებით აღჭურვის შესახებ, რომლითაც დაფიქსირდება ავტოსატრანსპორტო საშუალებების საწვავით გამართვის პროცესი (ამ ავტოსატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო ნომრისა (სანომრე ნიშანი) და მძღოლის ვიზუალური იდენტიფიცირების შესაძლებლობით);

დ.ბ) ავტოსატრანსპორტო საშუალებებისათვის განკუთვნილი ნავთობპროდუქტების მიღებისა და შენახვის ადგილების გამოსახულების ვიდეოჩამწერი საშუალებებით აღჭურვის შესახებ, რომლითაც დაფიქსირდება საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის თავისუფალი ვაჭრობის პუნქტში შეტანა/გამოტანა და, შესაძლებლობის შემთხვევაში, ასეთი საქონლის გადამზიდავი სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო ნომერი (სანომრე ნიშანი);

ე) ამ ინსტრუქციის  მე-2 მუხლის „ზ.გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში – ობიექტის მესაკუთრესთან გაფორმებული ხელშეკრულება (იჯარა, ქირავნობა, უზუფრუქტი და სხვ.), რომელიც ანიჭებს ნებართვის მაძიებელს უფლებას, გაყიდოს საქონელი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ობიექტში ექსკლუზიურად.“;

ბ) მე-9 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-10 და მე-11 პუნქტები:

„10. თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვის მფლობელი ვალდებულია, ამ ინსტრუქციის მე-2 მუხლის „ვ.გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქმიანობის დაწყებამდე ნებართვის გამცემს წარუდგინოს ინსპექტირების სერტიფიკატი ან/და ოქმი – დოკუმენტი, რომლითაც ინსპექტირების ორგანო ადასტურებს ობიექტის დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობას.

11. თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვის მფლობელს ამ ინსტრუქციის მე-2 მუხლის „ვ.გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელების უფლება აქვს ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტის წარდგენის შემდეგ.“.  

3. მე-8 მუხლის „მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მ) ამ მუხლის „კ“ და „ლ“ ქვეპუნქტების შესაბამისად განხორციელებული ვიდეოჩანაწერები შეინახოს 6 თვის განმავლობაში და, მოთხოვნისამებრ, წარუდგინოს საბაჟო ორგანოს. მონაცემების (ინფორმაციის) ამოღება შესაძლებელი უნდა იყოს DVD, HDD, USB ან Ethernet ინტერფეისით avi, vcv ან mp4 ფორმატის ფაილებში. ვიდეოჩანაწერები უნდა ინახებოდეს იმგვარად, რომ შესაძლებელი იყოს კონკრეტული თარიღის ან/და კონკრეტული საათის შესაბამისი ვიდეოჩანაწერის ნახვა. ვიდეოჩაწერის შეწყვეტის (ტექნიკური ან სხვა მიზეზის გამო) შემთხვევაში, ნებართვის მფლობელმა საბაჟო ორგანოს უნდა გაუგზავნოს შესაბამისი შეტყობინება ვიდეოჩაწერის შეწყვეტის ფაქტის დადგომისთანავე ელექტრონულად ავტომატურ რეჟიმში, ხოლო აღნიშნულისა და, მასთან ერთად, ვიდეოჩაწერის სავარაუდო აღდგენის ვადის შესახებ შეტყობინება – სხვა საშუალებით, ფაქტის დადგომიდან არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა და იმოქმედოს საბაჟო ორგანოს მითითებისამებრ. ამასთან, შეტყობინება დამატებით უნდა შეიცავდეს: საბაჟო საწყობის დანიშნულების ადგილის კოდს, სანებართვო მოწმობით განსაზღვრული ვიდეოჩამწერი საშუალების ნომერს, ვიდეოჩაწერის შეწყვეტის თარიღსა და დროს. ვიდეოჩაწერის აღდგენისას, შესაბამისი ფაქტის დადგომიდან არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა, ნებართვის მფლობელმა აღნიშნულზე ასევე უნდა აცნობოს საბაჟო ორგანოს – საბაჟო საწყობის დანიშნულების ადგილის კოდის, სანებართვო მოწმობით განსაზღვრული ვიდეოჩამწერი საშუალების ნომრის, ვიდეოჩაწერის აღდგენის თარიღისა და დროის მითითებით;“.

4. მე-10 მუხლის:

ა) მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 პუნქტი:

„61. ამ ინსტრუქციის მე-2 მუხლის „ზ.ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ობიექტის შემთხვევაში, ნავთობპროდუქტების გაცემის პუნქტში დამონტაჟებული გამოსახულების ვიდეოჩამწერი საშუალებებით ფიქსირდება ავტოსატრანსპორტო საშუალებების საწვავით გამართვის პროცესი (ამ ავტოსატრანსპორტო საშუალების სანომრე ნიშნებისა და მძღოლის ვიზუალური იდენტიფიცირების შესაძლებლობით), ხოლო ნავთობპროდუქტების მიღებისა და შენახვის ადგილებში დამონტაჟებული გამოსახულების ვიდეოჩამწერი საშუალებებით – საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის თავისუფალი ვაჭრობის პუნქტში შეტანა/გამოტანა და, შესაძლებლობის შემთხვევაში, ასეთი საქონლის გადამზიდავი სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო ნომერი (სანომრე ნიშანი).“;

ბ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის ნებართვის მფლობელი ვალდებულია, ამ მუხლის მე-6 და 61 პუნქტების შესაბამისად განხორციელებული ვიდეოჩანაწერები შეინახოს 6 თვის განმავლობაში და, მოთხოვნისამებრ, წარუდგინოს საბაჟო ორგანოს. მონაცემების (ინფორმაციის) ამოღება შესაძლებელი უნდა იყოს DVD, HDD, USB ან Ethernet ინტერფეისით avi, vcv ან mp4 ფორმატის ფაილებში. ვიდეოჩანაწერები უნდა ინახებოდეს იმგვარად, რომ შესაძლებელი იყოს კონკრეტული თარიღის ან/და კონკრეტული საათის შესაბამისი ვიდეოჩანაწერის ნახვა. ვიდეოჩაწერის შეწყვეტის (ტექნიკური ან სხვა მიზეზის გამო) შემთხვევაში, ნებართვის მფლობელმა საბაჟო ორგანოს უნდა გაუგზავნოს შესაბამისი შეტყობინება ვიდეოჩაწერის შეწყვეტის ფაქტის დადგომისთანავე ელექტრონულად ავტომატურ რეჟიმში, ხოლო აღნიშნულისა და მასთან ერთად ვიდეოჩაწერის სავარაუდო აღდგენის ვადის შესახებ შეტყობინება – სხვა საშუალებით, ფაქტის დადგომიდან არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა და იმოქმედოს საბაჟო ორგანოს მითითებისამებრ. ამასთან, შეტყობინება დამატებით უნდა შეიცავდეს: თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის დანიშნულების ადგილის კოდს, სანებართვო მოწმობით განსაზღვრული ვიდეოჩამწერი საშუალების ნომერს, ვიდეოჩაწერის შეწყვეტის თარიღსა და დროს. ვიდეოჩაწერის აღდგენისას, შესაბამისი ფაქტის დადგომიდან არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა, ნებართვის მფლობელმა აღნიშნულზე ასევე უნდა აცნობოს საბაჟო ორგანოს – თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის დანიშნულების ადგილის კოდის, სანებართვო მოწმობით განსაზღვრული ვიდეოჩამწერი საშუალების ნომრის, ვიდეოჩაწერის აღდგენის თარიღისა და დროის მითითებით.“.

5. მე-11 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის სავაჭრო დარბაზ(ებ)ი (საქართველოს საბაჟო კოდექსის 213-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, 2021 წლის 1 იანვრამდე, ამ ინსტრუქციის მე-2  მუხლის „ზ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ობიექტის გარდა) და ნავთობპროდუქტების გაცემის პუნქტები უნდა მდებარეობდეს სასაზღვრო-სამიგრაციო კონტროლის გავლის ადგილის შემდეგ და მათი განლაგება უნდა გამორიცხავდეს მათში იმ ფიზიკური პირების ან ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოხვედრას, რომლებსაც საბაჟო საზღვრის გადაკვეთასთან დაკავშირებული სათანადო პროცედურები არ გაუვლიათ.“;

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. დაუშვებელია თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის სავაჭრო დარბაზების, ნავთობპროდუქტების გაცემის პუნქტების, დამხმარე სათავსების, თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საწყობისა და ნავთობპროდუქტების შენახვის ადგილების გამოყენება იმ საქონლის შესანახად და სარეალიზაციოდ, რომელიც არ გაცხადებულა თავისუფალი ვაჭრობის პუნქტში შესატანად.“;

გ) მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 პუნქტი:

„51. ამ ინსტრუქციის მე-2 მუხლის „ზ.ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ობიექტის შემთხვევაში, თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვის მფლობელი ნებართვის მოქმედების მთელი ვადის განმავლობაში ვალდებულია, აწარმოოს ავტოგასამართ სადგურში მიღებული, რეალიზებული, ერთი ობიექტიდან სხვა ობიექტში ან საბაჟო ორგანოსთან შეთანხმებულ ადგილზე გადატანილი, აგრეთვე უკან დაბრუნებული საქონლის შესახებ საქონლის აღრიცხვა მონაცემთა დამუშავების ავტომატიზებული სისტემის მეშვეობით, დადგენილი ფორმით (დანართი №6 და დანართი №7) და უზრუნველყოს აღნიშნული ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მიწოდება შემოსავლების სამსახურისათვის:

ა) ავტოგასამართ სადგურში მოთავსებულ საქონელზე − საქონლის მოთავსებიდან არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღის 18 საათისა;

ბ) ავტოგასამართ სადგურში რეალიზებულ, ერთი ობიექტიდან სხვა ობიექტში ან საბაჟო ორგანოსთან შეთანხმებულ ადგილზე გადატანილ, აგრეთვე უკან დაბრუნებულ საქონელზე − საქონლის რეალიზაციისთანავე ავტომატურ რეჟიმში, ხოლო ტექნიკური ან სხვა მიზეზის გამო აღნიშნული ინფორმაციის ავტომატურ რეჟიმში მიწოდების შეუძლებლობის შემთხვევაში, ელექტრონული სხვა ფორმით – საქონლის რეალიზებიდან არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღის 18 საათისა.“;

დ) მე-6 და მე-7 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. თუ ტექნიკური ან სხვა მიზეზის გამო (როდესაც ვერ ხერხდება ელექტრონულ პროგრამასთან დაკავშირება)  ვერ ხორციელდება ამ მუხლის  მე-4, მე-5 და 51 პუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მიწოდება, იგი უნდა აიტვირთოს შემოსავლების სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე Excel ფორმატის ფაილით. აღნიშნულის შეუძლებლობის შემთხვევაში, ნებართვის მფლობელმა ფაქტის დადგომიდან არაუგვიანეს მომდევნო კალენდარული დღისა უნდა აცნობოს საბაჟო ორგანოს აღნიშნულისა და ხარვეზის აღმოფხვრის ვადის შესახებ და იმოქმედოს საბაჟო ორგანოს მითითების შესაბამისად.

7. „თავისუფალი ვაჭრობის პუნქტში მოთავსებული საქონლის აღრიცხვის ფორმაში“ (დანართი №3), „თავისუფალი ვაჭრობის პუნქტში რეალიზებული, სხვა ადგილზე გადატანილი ან უკან დაბრუნებული საქონლის აღრიცხვის ფორმაში“ (დანართი №4), „თავისუფალი ვაჭრობის პუნქტში მოთავსებული ნავთობპროდუქტის აღრიცხვის ფორმაში“ (დანართი №6) ან „თავისუფალი ვაჭრობის პუნქტში რეალიზებული, სხვა ადგილზე გადატანილი ან უკან დაბრუნებული ნავთობპროდუქტის აღრიცხვის ფორმაში“ (დანართი №7) ცვლილების შეტანის შემთხვევაში, შენიშვნის გრაფაში უნდა მიეთითოს ცვლილების განხორციელების მიზეზი.“.

6. მე-12 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი:

„დ) ამ ინსტრუქციის მე-2 მუხლის „ზ.ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ობიექტში ნავთობპროდუქტის გაყიდვისას – დამატებით, ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექნიკური პასპორტი.“;

ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ფიზიკურ პირებზე საქონლის რეალიზაცია შესაძლებელია, განხორციელდეს სასაზღვრო-სამიგრაციო კონტროლის გავლის ადგილის შემდეგ განთავსებული თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის სავაჭრო დარბაზიდან ან ნავთობპროდუქტების გაცემის პუნქტიდან.“.

 7. დანართ №5-ის შემდეგ დაემატოს დანართი №6 და დანართი №7  და ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია