„2020 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 დეკემბრის №674 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„2020 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 დეკემბრის №674 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 576
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 14/09/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/09/2020
სარეგისტრაციო კოდი 470000000.10.003.022296
576
14/09/2020
ვებგვერდი, 14/09/2020
470000000.10.003.022296
„2020 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 დეკემბრის №674 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №576

2020 წლის 14 სექტემბერი

   ქ. თბილისი

 

„2020 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 დეკემბრის №674 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „2020 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 დეკემბრის №674 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 31/12/2019, 470000000.10.003.021688) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „2020 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების“ №20 დანართის („ახალი კორონავირუსული დაავადების COVID 19-ის მართვა“):

1. 21 მუხლის („პროგრამის მოსარგებლეები 2020 წლის 1 სექტემბრიდან“):

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. პროგრამის მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის (გარდა ამავე მუხლის „21“ პუნქტით განსაზღვრულისა) მოსარგებლეა  საქართველოს მოქალაქე, საქართველოში მუდმივად მცხოვრები პირი და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები პირი.“;

ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

„21. პროგრამის მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ა“, „ბ.ბ“ და „ბ.დ.ა“ ქვეპუნქტების მოსარგებლეა:

ა) „საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების განმახორციელებელი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მძღოლების ეპიდემიოლოგიური კონტროლისა და კარანტინის წესების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 5 ივნისის №1-1/208  – №01-55/ნ  – №127 ერთობლივი ბრძანებით განსაზღვრული საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების განმახორციელებელი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მძღოლები, მიუხედავად მოქალაქეობის სტატუსისა;

ბ) 2020 წლის 1 სექტემბრიდან 15 სექტემბრის ჩათვლით, „საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებებისა და ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 28 იანვრის №164 განკარგულებით (შემდგომში − №164 განკარგულება) განსაზღვრული ნაცვალგების პრინციპით ქვეყნის ტერიტორიაზე შემოსული პირები, მიუხედავად მოქალაქეობის სტატუსისა; აღნიშნულ პირებს 2020 წლის 15 სექტემბრიდან სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში აუნაზღაურდებათ №164 განკარგულების №2 დანართის შენიშვნის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული PCR კვლევა;

გ) №164 განკარგულებით განსაზღვრული უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომლის ოჯახის წევრს წარმოადგენს საქართველოს მოქალაქე, საიზოლაციო სივრცის დატოვებისას გათვალისწინებული კვლევების ფარგლებში.“;

გ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. პროგრამის მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კომპონენტის მოსარგებლეა საქართველოს მოქალაქე, საქართველოში მუდმივად მცხოვრები პირი, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები პირი, ასევე „საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების განმახორციელებელი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მძღოლების ეპიდემიოლოგიური კონტროლისა და კარანტინის წესების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 5 ივნისის №1-1/208 – №01-55/ნ – №127 ერთობლივი ბრძანებით განსაზღვრული საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების განმახორციელებელი ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლი, მიუხედავად მოქალაქეობის სტატუსისა და №164 განკარგულებით განსაზღვრული უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომლის ოჯახის წევრს (შვილი, მშობელი, მეუღლე) წარმოადგენს საქართველოს მოქალაქე, რომელიც ინფიცირებულია  ან/და საეჭვოა COVID-19-ით ინფიცირებაზე.“.

2. მე-3 მუხლის:

ა) „ბ.გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ.გ) COVID-19-ის დასადგენად ტესტირების ჩატარებას სწრაფი/მარტივი მეთოდით, მათ შორის, აივ-ინფექციის/შიდსის მართვის სახელმწიფო პროგრამის ამბულატორიულ და სტაციონარულ სერვისებში ჩართული პირების ტესტირებას (საჭიროების შემთხვევაში, ადმინისტრაციის მიერ გადაცემული ტესტსისტემების გამოყენებით);“;

ბ)  „გ.გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

3. მე-4 მუხლის („დაფინანსების მეთოდოლოგია და ანაზღაურების წესი“):

ა)  „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურება ანაზღაურდება ფაქტობრივი ხარჯით, მათ შორის:

გ.ა) „ბ.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურება არაუმეტეს – 10 ლარისა, სახარჯი მასალის ღირებულების გათვალისწინებით (მათ შორის, სახარჯი მასალის ღირებულება ფაქტობრივი ხარჯით – არაუმეტეს 5 ლარისა), ხოლო სახარჯი მასალის ღირებულების გარეშე − არაუმეტეს 5 ლარისა;

გ.ბ) „ბ.ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურება:

გ.ბ.ა) ტესტსისტემების ღირებულების გათვალისწინებით, ინდივიდუალურად ჩატარებული ტესტირება 2020 წლის 26 აგვისტომდე პერიოდზე არა უმეტეს 150 ლარისა (მათ შორის, ტესტსისტემების ღირებულება – არაუმეტეს 100 ლარისა, ხოლო მომსახურების ღირებულება – არაუმეტეს 50 ლარისა), ხოლო 2020 წლის 26 აგვისტოდან ჩატარებულ ტესტირებებზე არაუმეტეს 120 ლარისა (მათ შორის, ტესტსისტემების ღირებულება – არაუმეტეს 90 ლარისა, ხოლო მომსახურების ღირებულება – არაუმეტეს 30 ლარისა);

გ.ბ.ბ) ტესტსისტემების ღირებულების გარეშე, ინდივიდუალურად ჩატარებული ტესტირება 2020 წლის 26 აგვისტომდე პერიოდზე – არაუმეტეს 50 ლარისა, ხოლო 2020 წლის 26 აგვისტოდან ჩატარებულ ტესტირებებზე − არაუმეტეს 30 ლარისა;

გ.ბ.გ) პულირების (დაჯგუფების) მეთოდის გამოყენების შემთხვევაში, ტესტსისტემების ღირებულების გათვალისწინებით, თითოეული ნიმუშის ტესტირების (პულში არაუმეტეს 4 ნიმუშის ტესტირებისას, ერთდროულად 4-ზე მეტი ნიმუშის პულირება დაუშვებელია) ღირებულება არაუმეტეს 55 ლარისა (მათ შორის, ტესტსისტემების ღირებულება არაუმეტეს 30 ლარისა, ხოლო მომსახურების ღირებულება არაუმეტეს 25 ლარისა);

გ.ბ.დ) პულირების (დაჯგუფების) მეთოდის გამოყენების შემთხვევაში,  ტესტსისტემების ღირებულების გარეშე თითოეული ნიმუშის ტესტირების (პულში არაუმეტეს 4 ნიმუშის ტესტირებისას, ერთდროულად 4-ზე მეტი ნიმუშის პულირება დაუშვებელია) ღირებულება − არაუმეტეს 25 ლარისა;

გ.გ) „ბ.გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურება, ტესტსისტემების ღირებულების გათვალისწინებით, არაუმეტეს 20 ლარისა, ხოლო ტესტსისტემების ღირებულების გარეშე − არაუმეტეს 3 ლარისა;

გ.დ) „ბ.დ“ ქვეპუნქტის:

გ.დ.ა) „ბ.დ.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურება – არაუმეტეს 30 ლარისა, სახარჯი მასალის ღირებულების გათვალისწინებით, ხოლო სახარჯი მასალის ღირებულების გარეშე − არაუმეტეს 25 ლარისა;

გ.დ.ბ) „ბ.დ.ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურება, ტესტსისტემების ღირებულების გათვალისწინებით, არაუმეტეს 40 ლარისა, ხოლო ტესტსისტემების ღირებულების გარეშე − არაუმეტეს 23 ლარისა;“;

ბ) „დ“ ქვეპუნქტის:

ბ.ა) „დ.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ.ა) „გ.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურება ანაზღაურდება ფაქტობრივი ხარჯის მიხედვით, მაგრამ არაუმეტეს 150 ლარისა. ამასთან, ანაზღაურება მოხდება იმ შემთხვევაში, როცა შესაძლო შემთხვევის დიაგნოსტიკას არ მოჰყვება იმავე დაწესებულებაში მესამე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის „გ.ბ“ და მე-4 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის „დ.დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული სტაციონარული მომსახურება;“;

ბ.ბ) „დ.გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ.გ) „დ.დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ.დ) იმ შემთხვევაში, თუ „გ“ ქვეპუნქტის „გ.ა“ ქვეპუნქტით არ დადასტურდა COVID-19, მაგრამ პაციენტი საჭიროებს სტაციონარულ მომსახურებას სხვა მიზეზით, შემთხვევა ანაზღაურდება საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36  დადგენილების ფარგლებში, დანართ №1.1-ით, დანართ №1.3-ით, დანართ №1.4-ით, დანართ №1.5-ით, დანართ №1.7-ითა და დანართ №1.8-ით გათვალისწინებული პირობების, თანაგადახდის ოდენობისა და ლიმიტების შესაბამისად;“;

ბ.დ) „დ.ე“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ.ვ“ ქვეპუნქტი:

„დ.ვ) COVID-19-ის დადასტურებული შემთხვევის სტაციონარული მკურნალობისას, ერთი დაწესებულებიდან სხვა სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანის შემთხვევაში, არ გავრცელდეს ამ პროგრამების მე-16 მუხლის მე-7 პუნქტის მოთხოვნა და  მიმწოდებელი დაწესებულებების დაფინანსება მოხდეს ამ დანართის მე-4 მუხლის „დ.ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, შესრულებული სამუშაოს მიხედვით;“.

4.  მე-6 მუხლის „დ.გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

5. მე-9 მუხლის („დამატებითი პირობები“):

ა)  11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. მე-3 მუხლის „გ.ა“ ქვეპუნქტი მოიცავს ასევე COVID-19-ით ინფიცირებაზე საეჭვო შემთხვევებს წინასწარი კლინიკური შეფასების საფუძველზე, COVID-19-ზე სპეციფიკური ტესტირების გარეშე.“;

ბ) მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 პუნქტი:

„61. COVID-19-ის მსუბუქად მიმდინარე შემთხვევების საწყისი ჰოსპიტალური მკურნალობის შემდეგ სამედიცინო მეთვალყურეობისა და იზოლირებულ პირობებში მკურნალობის დასრულებისთვის საკარანტინე სასტუმროში გადაყვანილი პაციენტების ხელახალი ჰოსპიტალიზაციის შემთხვევებზე არ გავრცელდეს ამ პროგრამების მე-16 მუხლის მე-7 პუნქტი.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე, ხოლო პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ბ" და „გ" ქვეპუნქტების მოქმედება გავრცელდეს 2020 წლის 1 სექტემბრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე. 

პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია