„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული აქციებისა და წილების პრივატიზების ცალკეული ფორმების განსაზღვრისა და სხვა სუბიექტებისათვის მათი მართვის უფლებით გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2018 წლის 13 ივნისის №11 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 23
დოკუმენტის მიმღები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
მიღების თარიღი 11/09/2020
დოკუმენტის ტიპი ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/09/2020
სარეგისტრაციო კოდი 040110030.32.061.016319
23
11/09/2020
ვებგვერდი, 15/09/2020
040110030.32.061.016319
„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული აქციებისა და წილების პრივატიზების ცალკეული ფორმების განსაზღვრისა და სხვა სუბიექტებისათვის მათი მართვის უფლებით გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2018 წლის 13 ივნისის №11 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული აქციებისა და წილების პრივატიზების ცალკეული ფორმების განსაზღვრისა და სხვა სუბიექტებისათვის მათი მართვის უფლებით გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2018 წლის 13 ივნისის №11 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
 
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის

დადგენილება №23

2020 წლის 11 სექტემბერი

ქ. თბილისი

„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული აქციებისა და წილების პრივატიზების ცალკეული ფორმების განსაზღვრისა და სხვა სუბიექტებისათვის მათი მართვის უფლებით გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2018 წლის 13 ივნისის №11 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად,   აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 201 8 წლის 13 ივნისის 11 დადგენილებით (სსმ, ვებგვერდი, 21/06/2018წ. 040110030.32.061.016241) დამტკიცებულ „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული აქციებისა და წილების პრივატიზების ცალკეული ფორმების განსაზღვრისა და სხვა სუბიექტებისათვის მათი მართვის უფლებით გაგაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები:

1. დადგენილებით დამტკიცებული   წესის  პირველი მუხლის მე- 2 პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოს პარტნიორის (აქციონერის) უფლებამოსილებებს ახორციელებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო). წილებისა და აქციების განკარგვაზე უფლებამოსილი ორგანოა სამინისტრო.“.

2. დადგენილებით დამტკიცებული     წესის   პირველი მუხლ ის მე - 8 პუნქტი   ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,8. აქციებისა და წილების სხვა სუბიექტებისათვის მათი მართვის უფლებით გადაცემისას, სხვა სუბიექტები არიან ნებისმიერი დაინტერესებული ფიზიკური ან იურიდიული პირი, ხოლო აქციებისა და წილების უსასყიდლოდ მთავრობის სამართლებრივი აქტის საფუძველზე პირდაპირი ფორმით გადაცემისას, სხვა სუბიექტი არის სახელმწიფო  ორგანო,  საჯარო  სამართლის იურიდიული პირი  ან/და სახელმწიფოს 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმო.“.

3. დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-2 მუხლის მე- 2 პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. აქციებისა და წილების ელექტრონული ან/და საჯარო აუქციონის ფორმით პრივატიზება ხორციელდება ,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების განკარგვისას და სარგებლობის უფლებით გადაცემისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესისადააფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების საჯარო აუქციონის ფორმით განკარგვის შესახებ დებულებისთაობაზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის მინისტრის (შემდგომშიმინისტრი) ბრძანებებით დადგენილი წესით.“.

4. დადგენილებით დამტკიცებული წესის   მე- 5 მუხლ ის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სხვა სუბიექტი (სახელმწიფო ორგანო, საჯარო სამართლის იურიდიული პირი, სახელმწიფოს 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმო) აქციებისა და წილების მართვის უფლებით უსასყიდლოდ პირდაპირი გადაცემის მიზნით მიმართავს სამინისტროს, რომელიც, თავის მხრივ, ამზადებს საკითხს, რის შემდეგაც საკითხი განსახილველად და შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად ეგზავნება მთავრობას“.

5 . დადგენილებით დამტკიცებული წესის   მე -5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე -3 პუნქტი:

„3. განსაკუთრებულ შემთხვევაში, კომპეტენციის შესაბამისად, სხვა სუბიექტისთვის აქციებისა და წილების მართვის უფლებით პირდაპირი უსასყიდლოდ გადაცემა შეიძლება განხორციელდეს შესაბამისი მიმართვის გარეშე. ამ შემთხვევაში, საკითხი შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად, სამინისტროს მეშვეობით წარედგინება  მთავრობას.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარერუსლან აბაშიძე