საქართველოს პარლამენტის საერთო და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების შუალედური/რიგგარეშე არჩევნების ერთდროულად გამართვის შემთხვევაში ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის განსაზღვრის შესახებ

საქართველოს პარლამენტის საერთო და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების შუალედური/რიგგარეშე არჩევნების ერთდროულად გამართვის შემთხვევაში ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის განსაზღვრის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 33/2020
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი 11/09/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/09/2020
სარეგისტრაციო კოდი 010340000.15.008.016505
33/2020
11/09/2020
ვებგვერდი, 14/09/2020
010340000.15.008.016505
საქართველოს პარლამენტის საერთო და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების შუალედური/რიგგარეშე არჩევნების ერთდროულად გამართვის შემთხვევაში ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის განსაზღვრის შესახებ
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
 

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება №33/2020

2020 წლის 11 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

საქართველოს პარლამენტის საერთო და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების შუალედური/რიგგარეშე არჩევნების ერთდროულად გამართვის შემთხვევაში ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის განსაზღვრის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მე-14 მუხლის მე-3 პუნქტისა და 77-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

მუხლი 1

საქართველოს პარლამენტის საერთო და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების შუალედური/რიგგარეშე არჩევნების ერთდროულად გამართვის შემთხვევაში:

1. საქართველოს პარლამენტის არჩევნებში ცესკოს თავმჯდომარის მიერ რეგისტრირებული პარტიები, რომელთაც სჭირდებათ საარჩევნო რეგისტრაცია მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების შუალედურ/რიგგარეშე არჩევნებში მონაწილეობისათვის, კანონით დადგენილ ვადაში მონაწილეობის თაობაზე მხოლოდ პარტიის უფლებამოსილი პირის (პირების) მიერ ხელმოწერილი განცხადებით მიმართავენ ცესკოს თავმჯდომარეს.

2. პარტიებს, რომლებიც საქართველოს პარლამენტის არჩევნებში საარჩევნო ბლოკის მეშვეობით მონაწილეობის მიზნით შექმნიან საარჩევნო ბლოკს, უფლება აქვთ იმავე საარჩევნო ბლოკის სახელით  მონაწილეობა მიიღონ რიგგარეშე/შუალედურ არჩევნებშიც, თუ საარჩევნო ბლოკში შემავალ ყველა პარტიას წარდგენილი აქვს განცხადება მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების შუალედურ/რიგგარეშე არჩევნებში მონაწილეობის თაობაზე. აღნიშნულმა პარტიებმა, საარჩევნო ბლოკის რეგისტრაციისთვის არჩევნების დღემდე არა უგვიანეს 43-ე დღისა ცესკოს თავმჯდომარეს უნდა წარუდგინონ ბლოკში შემავალი ყველა პარტიის უფლებამოსილი ხელმძღვანელი პირების მიერ ხელმოწერილი განცხადება და საარჩევნო ბლოკის წესდება და განცხადებაში უნდა მიუთითონ, რომ სურთ ერთდროულად მონაწილეობის მიღება, აღნიშნული საარჩევნო ბლოკის სახელით საქართველოს პარლამენტისა და წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების შუალედურ/რიგგარეშე არჩევნებში. მათ წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების შუალედურ/რიგგარეშე არჩევნებში მონაწილეობის თაობაზე საარჩევნო ბლოკის რეგისტრაციისთვის ცალკე განცხადების წარდგენა არ მოეთხოვებათ.

3. საქართველოს პარლამენტის არჩევნებისათვის ცესკოს მიერ რეგისტრირებული ადგილობრივი/საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაცია/საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ რეგისტრირებული ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაცია (თუ ამავე საარჩევნო ოლქის საზღვრებში იმართება შუალედური/რიგგარეშე არჩევნები) და მათი დამკვირვებლები, უფლებამოსილნი არიან ხელახალი რეგისტრაციის გარეშე დააკვირდნენ შუალედურ/რიგგარეშე არჩევნებს.

4. საქართველოს პარლამენტის არჩევნებისათვის აკრედიტებული პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებათა წარმომადგენლები, უფლებამოსილნი არიან  შუალედური/რიგგარეშე არჩევნების პროცესში, ხელახალი აკრედიტაციის გარეშე განახორციელონ საკუთარი უფლებამოსილებანი.

5. შუალედური/რიგგარეშე არჩევნებისათვის საარჩევნო ოლქებისა და ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების საზღვრები ემთხვევა 2017 წლის 21 ოქტომბრის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოთა არჩევნებისათვის შექმნილი საარჩევნო ოლქებისა და ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების საზღვრებს.

6. შუალედური/რიგგარეშე არჩევნებისათვის საარჩევნო უბნების საზღვრები ემთხვევა საქართველოს პარლამენტისათვის არჩევნებისათვის შექმნილ შესაბამისი საარჩევნო უბნების საზღვრებს.

7. შუალედური/რიგგარეშე არჩევნებისათვის საუბნო საარჩევნო კომისიების ფუნქციებს ასრულებენ საქართველოს პარლამენტის არჩევნებისათვის შექმნილი შესაბამისი საუბნო საარჩევნო კომისიები.

8. შუალედური/რიგგარეშე არჩევნებისათვის საჭირო ამომრჩეველთა სიებს (ძირითადი, სპეციალური/გადასატანი საარჩევნო ყუთის) წარმოადგენს საქართველოს პარლამენტის არჩევნებისათვის ფორმირებული შესაბამისი სიები.

9. შუალედურ/რიგგარეშე არჩევნებში მონაწილე საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლის ფუნქციებს შესაბამის საარჩევნო კომისიებში ასრულებენ ამავე სუბიექტის მიერ იმავე საარჩევნო კომისიებში საქართველოს პარლამენტის არჩევნებისათვის დანიშნული წარმომადგენლები.

10. საქართველოს პარლამენტის არჩევნებისათვის განსაზღვრულ ძირითად საოლქო საარჩევნო კომისიაში, საუბნო საარჩევნო კომისიის/საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირის ქმედების/გადაწყვეტილების ანდა საარჩევნო უბანში კენჭისყრის შედეგების გასაჩივრების შემთხვევაში, საჩივარში უნდა მიეთითოს შესაბამისი არჩევნების დასახელება, რომლის საჩივარში მიუთითებლობის შემთხვევაში,  საარჩევნო კომისიაში საჩივრის მიმღები შესაბამისი თანამდებობის პირი ვალდებულია საჩივრის ავტორს განუმარტოს, რომ დააზუსტოს მოთხოვნა და საჩივარში მიუთითოს შესაბამისი არჩევნების დასახელება.

11. საუბნო საარჩევნო კომისიის/საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირის ქმედების/გადაწყვეტილების ანდა საარჩევნო უბანში კენჭისყრის შედეგების შუალედური/რიგგარეშე არჩევნების ნაწილში საქართველოს პარლამენტის არჩევნებისათვის განსაზღვრულ ძირითად საოლქო საარჩევნო კომისიაში, გასაჩივრების შემთხვევაში საჩივარი აღნიშნულ ნაწილში განსახილველად დაუყონებლივ უნდა გადაეგზავნოს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას.

12. საქართველოს პარლამენტის არჩევნებისათვის მუნიციპალიტეტის ორგანოების მიერ სააგიტაციო მასალების განთავსებისათვის გამოყოფილი ადგილები, სტენდები და სააგიტაციო შეხვედრებისათვის საოლქო საარჩევნო კომისიისათვის გადაცემული შეხვედრების ადგილები შეიძლება, ასევე გამოყენებული იქნეს შუალედური/რიგგარეშე არჩევნების ანალოგიური მიზნებისათვის.

მუხლი 2
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 3
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარეთამარ ჟვანია
კომისიის მდივანიგიორგი ჯავახიშვილი