„პროფესიული ტესტირების ჩატარების დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 27 სექტემბრის №152/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„პროფესიული ტესტირების ჩატარების დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 27 სექტემბრის №152/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 98/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი
მიღების თარიღი 11/09/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/09/2020
ძალის დაკარგვის თარიღი 02/07/2021
სარეგისტრაციო კოდი 430030000.22.022.017957
98/ნ
11/09/2020
ვებგვერდი, 11/09/2020
430030000.22.022.017957
„პროფესიული ტესტირების ჩატარების დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 27 სექტემბრის №152/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი
 

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის

ბრძანება №98/ნ

2020 წლის 11 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

„პროფესიული ტესტირების ჩატარების დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 27 სექტემბრის №152/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 


„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის  მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

 


მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „პროფესიული ტესტირების ჩატარების დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 27 სექტემბრის №152/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 30/09/2013, სარეგისტრაციო კოდი: 430030000.22.022.016672) და ბრძანების პირველი მუხლით დამტკიცებულ დებულების:

ა) მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ,,ე.ლ" ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ე.ლ) მინისტრის მიერ განსაზღვრული პრიორიტეტების შესაბამისი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამისა და იმ სტუდენტის მიერ დასაფინანსებელი სწავლის საფასურის/საფასურების ოდენობა (მათი არსებობის შემთხვევაში), რომელმაც მოიპოვა სწავლის უფლება მინისტრის მიერ განსაზღვრული პრიორიტეტების შესაბამის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე კერძო სამართლის იურიდიული პირის ფორმით დაფუძნებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი საგანმანათლებლო დაწესებულებების შემთხვევაში.“.

ბ) 24-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. რეიტინგულ სიებში აპლიკანტთა ადგილის განსაზღვრის მიზნით, მათ მიერ ტესტირებაში მიღებული ქულა/ქულების ჯამი მრავლდება რეგისტრაციის დასრულების მომენტისათვის აპლიკანტის ასაკისა და სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში საარსებო შემწეობის მიმღების სტატუსის შესაბამის კოეფიციენტზე შემდეგი წესით:

ა) აპლიკანტთა ასაკის შესაბამისად, მათ მიერ მიღებული ქულა მრავლდება შემდეგ კოეფიციენტზე:

ა.ა) 19 წლის ჩათვლით –  1.3;

ა.ბ) 20-დან -29 წლის ჩათვლით – 1.1;

ა.გ) 30 წელი და ზევით – 1.

ბ) თუ აპლიკანტი არის სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში საარსებო შემწეობის მიმღები პირი, მის მიერ მიღებული ჯამური ქულა მრავლდება კოეფიციენტზე – 1.2.

შენიშვნა: ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ასაკობრივ კოეფიციენტთან ერთად „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წინაპირობის არსებობის შემთხვევაში აპლიკანტის მიერ მიღებული ქულა მრავლდება იმ კოეფიციენტზე, რომელიც უფრო მაღალია.“.

გ) 28-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პროფესიულ სტუდენტს, რომელიც ამ დებულებით დადგენილი წესით ჩაირიცხება იმ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე, რომელზეც ვაუჩერული/მოდულებისგან შემდგარი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემადგენელი მოდულის ვაუჩერული დაფინანსების უფლების მქონე პროფესიული სტუდენტების რაოდენობა ნაკლებია ხუთზე, უფლება აქვს:

ა) ისარგებლოს გარე მობილობით, მინისტრის მიერ დადგენილი წესით.

ბ) დაწესებულების მიერ განსაზღვრული წესის შესაბამისად ისარგებლოს შიდა მობილობით მის მიერ ჩაბარებული პროფესიული უნარების ტესტისა და საგნის/საგანთა ჯგუფის ან მის მიერ ჩაბარებული კონკურსის შესატყვის სხვა პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე;

გ) შეიჩეროს პროფესიული სტუდენტის სტატუსი და შეინარჩუნოს მის მიერ მოპოვებული სამართლებრივი მდგომარეობა.“.

დ) მე-40 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41-ე-43-ე მუხლები:

მუხლი 41. 2020 წლის პროფესიული ტესტირება

2020 წლის პროფესიული ტესტირების ჩატარების მიზნებისათვის:

ა) საპრეტენზიო კომისია პრეტენზიებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს 2 დღის ვადაში;

ბ) ცენტრი ტესტირებიდან არაუგვიანეს 4 დღის ვადაში პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე აპლიკანტთა განაწილების მიზნით ქმნის და ამტკიცებს აპლიკანტთა რეიტინგულ სიებს თითოეული დაწესებულების პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის მიხედვით;

გ) ცენტრი დამტკიცებისთანავე უზრუნველყოფს რეიტინგული სიების ელექტრონული ვერსიის მიწოდებას შესაბამისი დაწესებულებისთვის და მართვის სისტემისათვის. მართვის სისტემას რეიტინგულ სიებთან ერთად მიეწოდება ტესტირების შედეგებიც.

მუხლი 42. პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის მიზნით ზოგიერთი აპლიკანტის 2020 წლის ტესტირებიდან გათავისუფლება

1. პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის მიზნით, 2020 წლის ტესტირებიდან გათავისუფლდეს ის პირი, რომელიც დარეგისტრირდა პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე და ტესტირებისთვის დადგენილ ვადაში ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პირობებში ვერ ახერხებს ტესტირებაზე გამოცხადებას შემდეგი მიზეზის გამო, იმყოფება:

ა) „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ტერიტორიებზე;

ბ) საკარანტინო სივრცეში/თვითიზოლაციაში;

გ) საკარანტინო ზონაში;

დ) ქვეყნის ფარგლებს გარეთ;

ე) სამკურნალო დაწესებულებაში/იზოლაციაში ახალი კორონავირუსის (COVID-19)-ის დადასტურების გამო.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულმა პირმა დასაბუთებული განცხადებით უნდა მიმართოს სამინისტროს, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ ვადაში.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ განცხადებას თანდართული უნდა ჰქონდეს მტკიცებულება/დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ გარემოებას (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც  აღნიშნულ გარემოებასთან დაკავშირებით პირის შესახებ ინფორმაცია სამინისტროში წარმოდგენილია შესაბამისი უწყების მიერ).

4. ამ მუხლით გათვალისწინებული პირის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ტესტირებაზე გასვლის გარეშე ჩარიცხვის თაობაზე, შესაბამისი კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე, გადაწყვეტილებას იღებს მინისტრი.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული კომისიის შემადგენლობას და მუშაობის წესს ამტკიცებს მინისტრი  ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

6. ამ მუხლით გათვალისწინებული მინისტრის  ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ტესტირებაზე გასვლის გარეშე ჩარიცხული პირები არ აისახებიან ამ წესის 24-ე მუხლით გათვალისწინებულ რეიტინგულ სიაში. მათი ჩარიცხვა მოხდება რეიტინგულ სიაზე დამატებით.

შენიშვნა: იმ შემთხვევაში, თუ კონკრეტულ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ამ მუხლის საფუძველზე ჩარიცხულ პროფესიულ სტუდენტთა რაოდენობა გადააჭარბებს ამ საგანმანათლებლო პროგრამაზე გამოცხადებულ ადგილების რაოდენობას, დაწესებულებას გაეზრდება მისაღები ადგილების რაოდენობა, ხოლო თუ  ჩარიცხულ პროფესიულ სტუდენტთა რაოდენობა გადააჭარბებს დაწესებულების შესაბამისი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამისთვის გამოყოფილი ადგილებისთვის შესაბამის წელს განსაზღვრული მისაღები პროფესიული სტუდენტების რაოდენობის ფარგლებს, დამატებული პროფესიული სტუდენტების რაოდენობა მოაკლდება დაწესებულების პროფესიულ სტუდენტთა მომდევნო მიღებისათვის დადგენილ მისაღებ კონტინგენტს.

მუხლი 43. 2020 წელს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე მისაღები პროფესიული სტუდენტების რაოდენობის შეცვლის შესაძლებლობა

დაწესებულება უფლებამოსილია მინისტრის მიერ დადგენილ ვადაში შეცვალოს 2020 წელს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე მისაღები პროფესიული სტუდენტების რაოდენობა, მათ შორის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირებისთვის განსაზღვრული ადგილების რაოდენობა (მხოლოდ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამისათვის განსაზღვრულ პროფესიულ სტუდენტთა ზღვრული რაოდენობის ფარგლებში).“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრიმიხეილ ჩხენკელი