საქართველოს ტერიტორიაზე უცხოელი და მოქალაქეობის არმქონე სტუდენტის ჯანმრთელობისა და უბედური შემთხვევის დაზღვევის პირობებისა და წესის განსაზღვრის შესახებ

საქართველოს ტერიტორიაზე უცხოელი და მოქალაქეობის არმქონე სტუდენტის ჯანმრთელობისა და უბედური შემთხვევის დაზღვევის პირობებისა და წესის განსაზღვრის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 572
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 10/09/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/09/2020
სარეგისტრაციო კოდი 290160000.10.003.022292
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
572
10/09/2020
ვებგვერდი, 10/09/2020
290160000.10.003.022292
საქართველოს ტერიტორიაზე უცხოელი და მოქალაქეობის არმქონე სტუდენტის ჯანმრთელობისა და უბედური შემთხვევის დაზღვევის პირობებისა და წესის განსაზღვრის შესახებ
საქართველოს მთავრობა
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (10/09/2020 - 31/12/2020)

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №572

2020 წლის 10 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

საქართველოს ტერიტორიაზე უცხოელი და მოქალაქეობის არმქონე სტუდენტის ჯანმრთელობისა და უბედური შემთხვევის დაზღვევის პირობებისა და წესის განსაზღვრის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე და „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებით დამტკიცებული „იზოლაციისა და კარანტინის წესების“ 115 მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობა ადგენს:

1. დამტკიცდეს საქართველოს ტერიტორიაზე უცხოელი და მოქალაქეობის არმქონე სტუდენტის ჯანმრთელობისა და უბედური შემთხვევის დაზღვევის პირობები და წესი, დანართის შესაბამისად.

2. უცხოელი და მოქალაქეობის არმქონე სტუდენტი ვალდებულია, საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლისას იქონიოს წინამდებარე დადგენილებით განსაზღვრული პირობების შესაბამისი ჯანმრთელობისა და უბედური შემთხვევის დაზღვევის პოლისი.

3. უცხოელსა და მოქალაქეობის არმქონე სტუდენტს საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლისას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის პასუხისმგებელი პირი, საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში, სასაზღვრო გამტარ პუნქტში განუმარტავს საქართველოს ტერიტორიაზე ჯანმრთელობისა და უბედური შემთხვევის დაზღვევის სავალდებულოობის შესახებ და ამოწმებს უცხოელი და მოქალაქეობის არმქონე სტუდენტის მიერ სადაზღვევო პოლისის ფლობას.

4. საქართველოში უმაღლესი და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია, უზრუნველყოს მის დაწესებულებაში ჩარიცხული უცხოელი და მოქალაქეობის არმქონე სტუდენტის მიერ ჯანმრთელობისა და უბედური შემთხვევის დაზღვევა ან უზრუნველყოს ასეთი დაზღვევის ფლობა აღნიშნული წესის შესაბამისად, აქტიური სტუდენტური სტატუსის ფლობის სრული პერიოდით.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული ღონისძიებების შესრულების მიზნით, საგანმანათლებლო დაწესებულებებს წინასწარ მიეცეთ უფლება, შესაბამისი მომსახურების შესყიდვები განახორციელონ გადაუდებელი აუცილებლობით ან/და  „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 10​ 1 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ სსიპ – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თანხმობით (საქართველოს მთავრობასთან დამატებითი შეთანხმების გარეშე) ან შესყიდვა განახორციელონ გადაუდებელი აუცილებლობით.

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია



 

დანართი

 

საქართველოს ტერიტორიაზე უცხოელი და მოქალაქეობის არმქონე სტუდენტის ჯანმრთელობისა და უბედური შემთხვევის დაზღვევის პირობები და წესი

 

 


მუხლი 1. რეგულირების სფერო

1. საქართველოს ტერიტორიაზე უცხოელი და მოქალაქეობის არმქონე სტუდენტის ჯანმრთელობისა და უბედური შემთხვევის დაზღვევის პირობები (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს საქართველოს ტერიტორიაზე უცხოელი და მოქალაქეობის არმქონე სტუდენტის ჯანმრთელობისა და უბედური შემთხვევის დაზღვევის მინიმალურ პირობებს და მისი ადმინისტრირების წესს.

2. ამ წესის მოქმედება ვრცელდება საქართველოს ტერიტორიაზე უცხოელ და მოქალაქეობის არმქონე სტუდენტებზე, რომლებიც იმყოფებიან ან შემოდიან საქართველოს ტერიტორიაზე.

 

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

ამ წესის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) უცხოელი  პირი, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი;

ბ) მოქალაქეობის არმქონე პირი – პირი, რომელსაც არცერთი სახელმწიფო არ მიიჩნევს თავის მოქალაქედ საკუთარი კანონმდებლობის შესაბამისად;

გ)  უცხოელი და მოქალაქეობის არმქონე სტუდენტი – ამ მუხლის მიზნებისთვის უცხოელ სტუდენტს მიეკუთვნება პირი, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი და იმავდროულად წარმოადგენს „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონითა და „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ „სტუდენტს“ ან “პროფესიულ სტუდენტს“;

დ) დაზღვეული – უცხოელი და მოქალაქეობის არმქონე სტუდენტი, რომლის მიმართაც ამ ნორმატიული აქტით დადგენილი წეისი მიხედვით, ხორციელდება ჯანმრთელობის და უბედური შემთხვევის დაზღვევა;

ე) სადაზღვევო პოლისი – ჯანმრთელობისა და უბედური შემთხვევის დაზღვევის დამადასტურებელი დოკუმენტი (დაზღვევის ხელშეკრულება, დოკუმენტი/ელექტრონული დოკუმენტი), რომელშიც აღნიშნულია შემდეგი მონაცემები: დაზღვევის მხარეები, დაფარული ტერიტორია, დაზღვევის საგანი, დაზღვეული პირის დასახელება, დაზღვევის დაწყებისა და დასრულების დრო, სადაზღვევო რისკი, შემთხვევები, სადაზღვევო თანხის ოდენობა (ლიმიტები), სადაზღვევო შესატანის მოცულობა, მისი გადახდის ადგილი და ვადა;

ვ) სადაზღვევო პრემია – მზღვეველისათვის გადასახდელი სადაზღვევო შესატანი;

ზ) სადაზღვევო თანხა – პოლისით განსაზღვრული თანხა (მაქსიმალური ლიმიტი), რომლის ფარგლებშიც მზღვეველი იღებს პასუხისმგებლობას გასცეს სადაზღვევო ანაზღაურება დაზღვეულზე ან მოსარგებლეზე;

თ) სადაზღვევო შემთხვევა – სადაზღვევო პოლისის მოქმედების ვადის განმავლობაში უეცარი ავადმყოფობით ან უბედური შემთხვევით გამოწვეული სამედიცინო მომსახურებისა და რეპატრიაციის ხარჯები;

ი)  ფრანშიზა – თანხა, რომელიც აკლდება სადაზღვევო ანაზღაურებას და იფარება დაზღვეულის მიერ. ფრანშიზის მოცულობა შეადგენს 50 ლარს თითოეულ შემთხვევაზე და ვრცელდება სადაზღვევო პოლისით განსაზღვრულ ყველა მომსახურებაზე (გარდა 24/7 ცხელი ხაზი, რეპატრიაციისა და სასწრაფო გადაუდებელი დახმარება);

კ) უბედური შემთხვევა – გაუთვალისწინებელი, მოულოდნელი შემთხვევა, გამოწვეული თვალსაჩინო გარეგანი ძალ(ებ)ის (ფიზიკური, მექანიკური, თერმული, ქიმიური) ზემოქმედებით, რომელსაც შედეგად მოჰყვა დაზღვეულის ჯანმრთელობის დაზიანება, შრომისუნარიანობის შეზღუდვა ან დაკარგვა ან გარდაცვალება;

ლ) სემესტრი – დროის ის პერიოდი, რომელიც მოიცავს სასწავლო კვირათა ერთობლიობას, დამატებითი გამოცდის/გამოცდების ჩატარებისა და დამატებით გამოცდაზე/გამოცდებზე სტუდენტის მიღწევის შეფასების პერიოდს;

მ) მზღვეველი – იურიდიული პირი, რომელიც შექმნილია სადაზღვევო საქმიანობის განხორციელებისათვის, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიღებული აქვს დაზღვევის (არა სიცოცხლის) სახეობის ლიცენზია და სადაზღვევო საქმიანობას ახორციელებს, მათ შორის ჯანმრთელობის და უბედური შემთხვევის დაზღვევის სახეობაში.

 

მუხლი 3. ზოგადი პირობები

1. უცხოელი და მოქალაქეობის არმქონე სტუდენტი ვალდებულია, საქართველოს ტერიტორაზე შემოსვლისას იქონიოს ამ წესით განსაზღვრული პირობების შესაბამისი ჯანმრთელობისა და უბედური შემთხვევის დაზღვევის პოლისი, რომლის მოქმედების ვადა (ხანგრძლივობა) არ უნდა იყოს ერთ სემესტრზე ნაკლები.

2. უცხოელი და მოქალაქეობის არმქონე სტუდენტი ვალდებულია საქართველოში სწავლის ნებისმიერ ეტაპზე დაზღვეული ჰქონდეს ჯანმრთელობა და უბედური შემთხვევა, ამ წესით განსაზღვრული პირობებით.

 

მუხლი  4. დაზღვევის  პირობები

1. საქართველოს ტერიტორიაზე უცხოელი და მოქალაქეობის არმქონე სტუდენტის ჯანმრთელობისა და უბედური შემთხვევის დაზღვევის პოლისი უნდა ფარავდეს არანაკლებ ამ მუხლით დადგენილ სადაზღვევო შემთხვევებს შემდეგი სადაზღვევო ლიმიტების დაცვით:

 

მომსახურება

დაფარვა

ლიმიტი (ლარი)

1.1. 

24/7 ცხელი ხაზი

100 %

ულიმიტო

1.2.

სასწრაფო გადაუდებელი დახმარება

100 %

ულიმიტო

1.3.

გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურება ავადობით გამოწვეული/გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურება უბედური შემთხვევით გამოწვეული

100 %

ულიმიტო

1.4.

გადაუდებელი ჰოსპიტალური მომსახურება ავადობით გამოწვეული/გადაუდებელი ჰოსპიტალური მომსახურება უბედური შემთხვევით გამოწვეული

100 %

20 000

1.5.

გადაუდებელი სტომატოლოგიური მომსახურება

100 %

ულიმიტო

1.6.

რეპატრიაცია

100 %

10 000

1.7.

COVID-19-თან დაკავშირებული მომსახურება

100 %

30 000

1.8. 

სადაზღვევო თანხა

100 %

70 000

 

2. 24/7 ცხელი ხაზი უნდა ითვალისწინებდეს სადღეღამისო სატელეფონო სადაზღვევო კონსულტაციას, წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ დაზღვევასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას.

3. სასწრაფო სამედიცინო დახმარება უნდა ითვალისწინებდეს გადაუდებელი სამედიცინო ჩვენებით სასწრაფო გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ბრიგადის მიერ გაწეულ სამედიცინო მომსახურებას, აგრეთვე, დაზღვეულის სასიცოცხლო ფუნქციების შენარჩუნების მიზნით შემთხვევის ადგილიდან სამედიცინო დაწესებულებაში ტრანსპორტირებასა და რეფერალს.

4. გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურება (ავადობით  ან უბედური შემთხვევით გამოწვეული) უნდა ითვალისწინებდეს ქვემოთ ჩამოთვლილი შემთხვევების დროს საჭირო სამკურნალო და დიაგნოსტიკურ ღონისძიებათა ერთობლიობას (სპეციალისტის  კონსულტაცია, ინსტრუმენტული და ლაბორატორიული გამოკვლევები, ამბულატორიული მანიპულაციები, მედიკამენტები), რომლის 24 საათზე მეტი ხნით გადავადების ან განუხორციელებლობის შემთხვევაში გარდაუვალია დაზღვეულის სიკვდილი, უნარშეზღუდულობა ან ჯანმრთელობის მდგომარეობის მნიშვნელოვანი გაუარესება და როდესაც არ დგება ჰოსპიტალური სამედიცინო მომსახურების გაწევის აუცილებლობა, ამასთან მკურნალობის ხანგრძლივობა არ აღემატება 24-საათს. 

გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურებით დაფინანსებული შემთხვევები უნდა ითვალისწინებდეს შემდეგს:

- უბედური შემთხვევით გამოწვეული (ტრავმა, ჭრილობა, სისხლდენა, თერმული, ქიმიური, ელექტროკონტაქტური დაზიანება) სხეულის დაზიანება  – ექიმის კონსულტაცია, ჭრილობის ქირურგიული დამუშავება/შეხვევა/გაკერვა, მოტეხილობის რენტგენოლოგიური კვლევა და იმობილიზაცია; დეზინტოქსიკაცია/ინფუზიური თერაპია, სისხლის საერთო ანალიზი, კრეატინინი, ელექტროლიტები.

- გულის რითმის დარღვევები – ექიმის კონსულტაცია, ეკგ, რითმის სტაბილიზაცია.

- ინტოქსიკაცია – ექიმის კონსულტაცია, დეზინტოქსიკაცია/ინფუზიური თერაპია, ლაბორატორიული კვლევები.

- ჰიპერტონული კრიზი – ექიმის კონსულტაცია, ელექტროკარდიოგრაფია, არტერიული წნევის სტაბილიზაცია.

- ცხვირიდან სისხლდენა – ექიმის კონსულტაცია, ტამპონადა, კოაგულანტები.

- თირკმლის, აბდომინური, ნაღველ-კენჭოვანი კოლიკა – ექიმის კონსულტაცია, სისხლის და შარდის საერთო ანალიზები, ექოსკოპია, ი/ვ ინფუზია, ანალგეზიური და სპაზმოლიზური საშუალებები.

- ასთმის სტატუსი – ექიმის კონსულტაცია, მედიკამენტოზური თერაპია, შეტევის კუპირება.

- მწვავე/სიცოცხლისათვის საშიში ალერგიული რეაქცია (ალერგია ანაფილაქსიური მდგომარეობისა და ხორხის შეშუპების განვითარების ტენდენციით) – ექიმის კონსულტაცია, ანტიალერგიული მკურნალობა.

- შარდის შეკავება – ექიმის კონსულტაცია, კათეტერიზაცია (შარდის გამოშვება), ი/ვ ინფუზია, შარდის საერთო ანალიზი.

- ზედა სასუნთქ გზებში, ყურში სასმენ ხვრელში, საჭმლის მომნელებელ სისტემაში უცხო სხეულის მოხვედრა – ექიმის კონსულტაცია, უცხო სხეულის ამოღება.

5. გადაუდებელი ჰოსპიტალური მომსახურება (ავადობით  ან უბედური შემთხვევით გამოწვეული) უნდა ითვალისწინებდეს უბედური შემთხვევით (სადაზღვევო პერიოდის განმავლობაში გარეშე ძალის (ფიზიკური, მექანიკური, თერმული, ქიმიური ზემოქმედების შედეგად მომხდარ სიცოცხლესთან შეუთავსებელ მწვავე გადაუდებელ შემთხვევებში)  და ქვემოთ ჩამოთვლილი შემთხვევების დროს სადაზღვევო პერიოდის განმავლობაში მომხდარ სიცოცხლესთან შეუთავსებელ მწვავე გადაუდებელ შემთხვევებს ჰოსპიტალში 24-საათზე მეტი ხნით დაყოვნებისას იმ სამედიცინო მომსახურების (მედიკამენტების, დიაგნოსტიკური მანიპულაციების, თერაპიული და ქირურგიული მკურნალობის) ღირებულების ანაზღაურება პოლისის პირობების შესაბამისად, რომელთა 24 საათზე მეტი ხნით გადავადება იწვევს დაზღვეულის სიკვდილს, შემდეგი სიის შესაბამისად:

გადაუდებელი ჰოსპიტალური მომსახურებით დაფიანანსებული შემთხვევები უნდა მოიცავდეს:

ალერგოლოგია:

J45 ასთმა (შეტევათა სტადია);

L50 ურტიკარია;

T78.1 საკვების მავნე რეაქციები (კვებითი ალერგია);

T78.3 ანგიონევროზული შეშუპება;

T78.4 ალერგია, დაუზუსტებელი (ალერგია მწერის ნაკბენზე);

T88.7 წამლის ან მედიკამენტის დაუზუსტებელი გვერდითი ეფექტი (წამლისმიერი ალერგია);

T80.6 სხვა შრატისმიერი რეაქცია (შრატისმიერი დაავადება)

ანგიოლოგია, ოპერაციები ზოგადი გაუტკივარებითა და ინტენსიური თერაპიით:

I74 არტერიების ემბოლია და თრომბოზი;

I87 ვენების სხვა დაზიანებები (ფილტვების არტერიების ემბოლია ან მისი განვითარების

საშიშროება);

I71.3 მუცლის აორტის ანევრიზმა, გამსკდარი;

I71.5 თორაკოაბდომინური ანევრიზმა გასკდომით;

I72 სხვა ანევრიზმა (გამსკდარი).

გასტროენტეროლოგია:

K72.0 ღვიძლის მწვავე და ქვემწვავე უკმარისობა (ენცეფალოპათია)

ენდოკრინოლოგია:

E27.2 ადისონური კრიზი

E05.5 თირეოიდული კრიზი

E10.1 ინსულინდამოკიდებული შაქრიანი დიაბეტი, კეტოაციდოზით

E11.1 ინსულინდამოუკიდებელი შაქრიანი დიაბეტი, კეტოაციდოზით

E03.5 მიქსედემური კომა

კარდიოლოგია (ქირურგიული და ინვაზიური ჩარევის გარეშე):

I21 მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი

I20.0 არასტაბილური სტენოკარდია

I50.1 მარცხენა პარკუჭოვანი უკმარისობა, მწვავე

I50.9 გულის მწვავე უკმარისობა

I47 პაროქსიზმული ტაქიკარდია

I48 წინაგულების ფიბრილაცია და თრთოლვა

ნევროლოგია:

ა) ცნს-ის ანთებითი ავადმყოფობები/ეპიზოდური და პაროქსიზმული დარღვევები/პოლინეიროპათიები

G61 ანთებითი პოლინეიროპათია

G04 ენცეფალიტი, მიელიტი და ენცეფალომიელიტი

G45 გარდამავალი ცერებრული იშემიური შეტევები და მასთან დაკავშირებული სინდრომი

G46 თავის ტვინის სისხლძარღვოვანი სინდრომები ცერებროვასკულური დაავადებების დროს

ბ) ეპილეფსია/ნერვ-კუნთოვანი ავადმყოფობები/ნერვული სისტემის სხვა დაზიანებები:

G70 Myasthenia gravis (მძიმე მიასთენია) და სხვა ნერვკუნთოვანი დაზიანებანი

G40 ეპილეფსია (სერიული გულყრები)

G93.6 ცერებრული შეშუპება

ნეიროქირურგია:

ა) ოპერაციული მკურნალობა/ინტენსიური თერაპია

I61 ინტრაცერებრული სისხლჩაქცევა

G93.5 თავის ტვინის კომპრესია

G93.6 ცერებრული შეშუპება

G91 ჰიდროცეფალია

ნეფროლოგია:

N17 თირკმლის მწვავე უკმარისობა

N00 მწვავე ნეფრიტული სინდრომი

N10 მწვავე ტუბულო-ინტერსტიციული ნეფრიტი [მწვავე პიელონეფრიტი]

ოტოლარინგოლოგია:

ა) IV სირთულის ოპერაციები:

J01 მწვავე სინუსიტი (ქალასშიდა ან ორბიტალური გართულებებით)

G06.0 ოტოგენური ინტრაკრანიალური აბსცესი და გრანულომა

H83.0 ლაბირინთიტი

H66.4 შუა ყურის მწვავე ანთება (გართულებული მასტოიდიტით)

H66.2 ქრონიკული ეპიტიმპანურ-ანტრალური ჩირქოვანი შუა ოტიტი (გართულებული ფაციალისით)

H66.3 სხვა ქრონიკული ჩირქოვანი შუა ოტიტი (გართულებული ფაციალისით)

ბ) III სირთულის ოპერაციები:

J39.0 რეტროფარინგეული და პარაფარინგეული აბსცესი

გ) უკანა ტამპონადა

R04.0 ცხვირიდან სისხლდენა (უკანა ტამპონადით)

პულმონოლოგია:

J44.1 ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება გამწვავებული, დაუზუსტებელი

რევმატოლოგია

ა) შემაერთებელი ქსოვილის სისტემური დაზიანებები (IIხ -III ხ აქტივობა, შინაგანი:

ორგანოების გამოხატული დაზიანებით)

M30 კვანძოვანი პერიარტერიიტი და მასთან დაკავშირებული მდგომარეობები

M31 ნეკროზით მიმდინარე სხვა ვასკულოპათიები

M32 სისტემური წითელი მგლურა

M33 დერმატოპოლიმიოზიტი

M34 სისტემური სკლეროზი

M35 შემაერთებელი ქსოვილის სხვა სისტემური დაზიანებები

ბ) ანთებითი პოლიათროპათიები და სპონდილოპათიები (აქტივობა II-III ხ.):

M05 სეროპოზიტიური რევმატოიდული ართრიტი

M06 სხვა რევმატოიდული ართრიტი

M07 ფსორიაზული და ენტეროპათიური ართროპათიები

M08 იუვენილური ართრიტი

M10 პოდაგრა (გამწვავებული, გართულებული პოდაგრული სტატუსით)

M11 სხვა კრისტალური ართროპათიები (პიროფოსფატული და კალციუმის ფოსფატებით

განპირობებული ართროპათიები)

M12 სხვა სპეციფიკური ართროპათიები

M45 მაანკილოზირებელი სპონდილიტი

M46 სხვა ანთებითი სპონდილოპათიები

გ) მწვავე რევმატიზმი და გულის ქრონიკული რევმატული ავადმყოფობები (აქტიური ფაზა(რევმატული ცხელება), კომისუროტ.და პროტეზირ. შემდგ.პერიოდი):

I00-I02მწვავე რევმატიზმი

I05-I09 გულის ქრონიკული რევმატული ავადმყოფობები

უროლოგია:

ა) ოპერაციები ზოგადი გაუტკივარებით:

N20 თირკმლის და შარდსაწვეთის კენჭები (ობსტრუქციული უროპათია)

N40 პროსტატის ჰიპერპლაზია (შარდის შეკავება, მაკროჰემატურია)

ბ) ოპერაციები ადგილობრივი გაუტკივარებით:

N23 დაუზუსტებელი თირკმლის ჭვალი (ცისტოსკოპია, კათეტერიზაცია, ურეთერორენოსკოპია)

N47 პარაფიმოზი

N44 სათესლე ჯირკვლის შემოგრეხა

R33 შარდის შეკავება (ოპერაცია-ეპიცისტოსტომია)

გ) ოპერაცია-ტროაკარული ეპიცისტოსტომია/კათეტერიზაცია

R33 შარდის შეკავება

ქირურგია:

ა) IV სირთულის ოპერაციები:

A48.0 აიროვანი განგრენა

K56 გაუვალობა და ნაწლავის ობსტრუქცია

K25 კუჭის წყლული (გართულებული დეკომპენსირებული პილოროსტენოზით)

K26 თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული (გართულებული დეკომპენსირებული პილოროსტენოზით)

K27 პეპტიური წყლული, დაუზუსტებელი ლოკალიზაციით (გართულებული დეკომპენსირებული პილოროსტენოზით)

K85 მწვავე პანკრეატიტი

K65.0 მწვავე პერიტონიტი (გავრცელებული)

ბ) III სირთულის ოპერაციები:

აიროვანი განგრენა (კერის რადიკალური მოცილებით)

S36.0 ელენთის დაზიანება

S36.9 მუცლის ღრუს დაუზუსტებელი ორგანოს დაზიანება

K43.0 ვენტრალური ჩაჭედილი თიაქარი განგრენის გარეშე

K45.0 მუცლის სხვა დაზუსტებული ჩაჭედილი თიაქარი განგრენის გარეშე (დიდი ზომის ან გიგანტური)

I70.2 კიდურების არტერიების ათეროსკლეროზი [ათეროსკლეროზული განგრენა]

E10.5 ინსულინდამოკიდებული დიაბეტი პერიფერიული ცირკულაციური გართულებებით [დიაბეტური განგრენა]

E11.5 ინსულინდამოუკიდებული დიაბეტი პერიფერიული ცირკულაციური გართულებებით  [დიაბეტური განგრენა]

E12.5 კვების დარღვევასთან დაკავშირებული შაქრიანი დიაბეტი პერიფერიული ცირკულაციური გართულებებით [დიაბეტური განგრენა]

E13.5 სხვა დაზუსტებული შაქრიანი დიაბეტი პერიფერიული ცირკულაციური გართულებებით [დიაბეტური განგრენა]

E14.5 დაუზუსტებელი შაქრიანი დიაბეტი პერიფერიული ცირკულარული გართულებებით [დიაბეტური განგრენა]

K25.1 კუჭის წყლული პერფორაციით

K26.1 თორმეტგოჯას წყლული პერფორაციით

K65.0 მწვავე პერიტონიტი (ადგილობრივი)

K80.0 ნაღვლის ბუშტის კენჭი მწვავე ქოლეცისტიტით (ჩირქოვანი, განგრენული)

K81.0 მწვავე ქოლეცისტიტი (ჩირქოვანი, განგრენული)

K40.4 საზარდულის თიაქარი განგრენით

K41.4 ბარძაყის ცალმხრივი ან დაუზუსტებელი თიაქარი განგრენით

K42.1 ჭიპის თიაქარი განგრენით

K43.1 ვენტრალური თიაქარი განგრენით

K45.1 მუცლის სხვა დაზუსტებული თიაქარი განგრენით

K40.3 საზარდულის ცალმხრივი ან დაუზუსტებელი ჩაჭედილი თიაქარი განგრენის გარეშე

K41.3 ბარძაყის ცალმხრივი ან დაუზუსტებელი ჩაჭედილი თიაქარი განგრენის გარეშე

K42.0 ჭიპის ჩაჭედილი თიაქარი განგრენის გარეშე

K43.0 ვენტრალური ჩაჭედილი თიაქარი განგრენის გარეშე

K45.0 მუცლის სხვა დაზუსტებული ჩაჭედილი თიაქარი განგრენის გარეშე

K92.0 ჰემატემეზისი

K92.1 მელენა

K92.2 გასტროინტესტინური სისხლდენა, დაუზუსტებელი

გ) II სირთულის ოპერაციები და კონსერვატული მკურნალობა

K35.9 მწვავე აპენდიციტი, დაუზუსტებელი (კატარული, ფლეგმონური, განგრენული)

K92.0 ჰემატემეზისი (კონსერვატული მკურნალობა)

K92.1 მელენა (კონსერვატული მკურნალობა)

K92.2 გასტროინტესტინური სისხლდენა, დაუზუსტებელი (კონსერვატული მკურნალობა)

K85 მწვავე პანკრეატიტი (კონსერვატული მკურნალობა)

ყბა-სახის ქირურგია

ა) ოპერაციები ზოგადი გაუტკივარებით

K10.2 ყბების ანთებითი დაზიანებები (პირის ღრუს ფსკერის, ყბისქვეშა, ყბაყურსაღეჭი, საფეთქლის მიდამოს ფლეგმონები, რეტრობულბალური და ხახის გვერდ.მიდამ. აბსცესები)

ჰემატოლოგია

ა) ქირურგიული მკურნალობა – სპლენექტომია

D69.3 იდიოპათიური თრომბოციტოპენიური პურპურა

C94.7 სხვა დაზუსტებული ეუკემია

D55 ფერმენტული დარღვევებით გამოწვეული ანემიები

D56 თალასემია

D57 ნამგლისებურ-უჯრედული ანემია

D58 სხვა მემკვიდრული ჰემოლიზური ანემიები

D59 შეძენილი ჰემოლიზური ანემიები

6. გადაუდებელი სტომატოლოგია უნდა ითვალისწინებდეს სასწრაფო გადაუდებელი შემთხვევის დროს პირველად სტომატოლოგიურ დახმარებას – კბილის ექსტრაქციას, მასთან დაკავშირებულ ანესთეზიას და  დიაგნოსტიკურ ღონისძიებებს (დენტოგრამა, ვიზიო).

7. რეპატრიაცია უნდა ითვალისწინებდეს უცხოელი და მოქალაქეობის არმქონე სტუდენტის საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნის განმავლობაში, უბედური შემთხვევის ან უეცარი ავადმყოფობის შედეგად გარდაცვალებისას, ცხედრის ტრანსპორტირების ხარჯების ანაზღაურებას საქართველოდან შესაბამისი ქვეყნის უახლოეს საერთაშორისო აეროპორტამდე ან ამ ქვეყნის უახლოეს სასაზღვრო პუნქტამდე, დაზღვევის პოლისში მითითებული ლიმიტის და პირობების შესაბამისად.

8. COVID-19-თან დაკავშირებული მომსახურება უნდა ითვალისწინებდეს შემდეგს:

- ტესტირებას  დიაგნოსტირებული COVID-19 მკურნალობის დროს ქვეყანაში მოქმედი პროტოკოლის შესაბამისად, PCR ტესტირების დაფინანსებას სამედიცინო ჩვენების შესაბამისად.

- კარანტინს  საქართველოს ტერიტორიაზე გადაადგილების დროს COVID-19 ინფიცირებულთან კონტაქტის შემთხვევაში საკარანტინო სივრცის დაფინანსებას, დღიური ლიმიტი 60.00 ლარი.

- მკურნალობა (ამბულატორული, ჰოსპიტალური) – COVID-19-ის დადასტურების შემთხვევაში მკურნალობას საქართველოს მიერ აღიარებული გაიდლაინების/პროტოკოლების შესაბამისად.

მკურნალობის მაქსიმალური დღიური ლიმიტი მსუბუქი და საშუალო სიმძიმის პაციენტის შემთხვევაში არ უნდა აღემატებოდეს 150.00 ლარს, მძიმე პაციენტის მკურნალობის შემთხვევაში – 350.00 ლარს.

9. ანაზღაურებას  შესაძლოა არ ექვემდებარებოდეს მხოლოდ ქვემოთ მითითებული სადაზღვევო შემთხვევები და მათთან დაკავშირებული ხარჯები:

- დაზღვევის ძალაში შესვლამდე დამდგარი შემთხვევები;

- საქმიანობის უფლების არმქონე დაწესებულებაში მკურნალობისა და გამოკვლევის ნებისმიერი ხარჯი, კერძო პირთან ჩატარებული მკურნალობის, ექსპერიმენტული მკურნალობის, არატრადიციული მედიცინის (აკუპუნქტურა, ჰომეოპათია, მანუალური თერაპია და სხვა), თვითმკურნალობასთან დაკავშირებული ხარჯები;

- დაზღვეულის კანონსაწინააღმდეგო ქმედებით, თვითდაშავებით, თვითმკვლელობის მცდელობით, განზრახ ან/და უხეში გაუფრთხილებლობით, ალკოჰოლური, ნარკოტიკული, ფსიქოტროპული ან სხვა ტოქსიკური ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ დამდგარ სადაზღვევო შემთხვევების, ალკოჰოლიზმის, ნარკომანიის, ტოქსიკომანიისა და მათი გართულებების დიაგნოსტიკის და მკურნალობის ხარჯები. თავისუფლების აღკვეთის პერიოდში დამდგარ სადაზღვევო შემთხვევასთან დაკავშირებული სამედიცინო მომსახურების ხარჯები;

- მღვიმეებისა და გამოქვაბულების გამოკვლევასთან, აგრეთვე ძლიერ ფეთქებად ნივთიერებათა განადგურებაში მონაწილეობასთან დაკავშირებული სადაზღვევო შემთხვევების ხარჯები;

- ეპიდემიებით, პანდემიებით (გარდა COVID-19), გარემოს დაბინძურებით, რადიაქტიური დასხივებით, სტიქიური უბედურებით გამოწვეული ყველა სახის დაზიანებასთან დაკავშირებული სამედიცინო მომსახურების ხარჯები;

- სარისკო პროფესიულ და სარისკო სამოყვარულო სპორტის სახეობებში მონაწილეობისას (ალპინიზმთან, კლდეზე ცოცვასთან, სათხილამურო სპორტთან, დელტაპლანითა და პარაშუტით ხტომასთან და სხვა) დამდგარ სადაზღვევო შემთხვევებთან დაკავშირებული ხარჯები;

- თვითმფრინავზე ასვლის, თვითმფრინავიდან ჩამოსვლის ან მასში ყოფნისას მიღებული დაზიანების ხარჯები;

- ომის, საომარი მოქმედების, უცხო ქვეყნის ჯარის შეჭრის (მიუხედავად იმისა ომი გამოცხადებულია თუ არა), სამოქალაქო ომის, ამბოხების, სამოქალაქო უწესრიგობების, რევოლუციის, სამხედრო გადატრიალების ან ხელისუფლების უზურპაციის, ტერორისტული აქტების დროს მომხდარი უბედური შემთხვევებით გამოწვეული ხარჯები;

- ქრონიკული დაავადებები და მათი გამწვავებები ან მოგზაურობამდე გამოვლენილი დაავადებები და მათი გართულებები, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც კრიტიკული მდგომარეობების დროს დაზღვეულის სიცოცხლის გადასარჩენად საჭიროა გადაუდებელი სამედიცინო დახმარება. დაზღვეულის სიცოცხლის გადასარჩენად მიმართული გადაუდებელი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის შემდეგ (არაუმეტეს 7 დღისა) დაზღვეულის მკურნალობის შემდგომი ხარჯები ან/და რეპატრიაციის ხარჯები ანაზღაურებას არ ექვემდებარება;

- კარდიოქირურგია, ტრანსპლანტაცია, ენდოპროთეზირება და მასთან დაკავშირებული ხარჯები თანდაყოლილი და გენეტიკური დაავადებების, აგრეთვე მათი გართულებების, დიაგნოსტიკის და მკურნალობის ხარჯები;

- აივ-ინფექციის, შიდსის, ყველა ტიპის ქრონიკული ჰეპატიტის, შაქრიანი და უშაქრო დიაბეტის, თირკმელების ქრონიკული უკმარისობის, ონკოლოგოური დაავადებების დიაგნოსტიკის, მკურნალობის და გართულებების, გამწვავებების და მათთან დაკავშირებული ხარჯები;

- ნებისმიერი იმპლანტის (გარდა სტენტისა), პროტეზის და მაკორეგირებელი მოწყობილობის ხარჯები, ორგანოთა და ქსოვილთა ტრანსპლანტაციის/აუტოტრანსპლანტაციის ხარჯები;

- საქართველოში აღებული გამოსაკვლევი მასალის საზღვარგარეთ გაგზავნის და კვლევის ხარჯები; ექსკლუზიური მომსახურებები: არასტანდარტული/ზესტანდარტული სამედიცინო მომსახურება, არასტანდარტული პალატა, აყვანილი ექიმი;

- ორსულობა/მშობიარობა და მათი გართულებები, გარდა უბედური შემთხვევით გამოწვეული ორსულობის შეწყვეტისა.

- მზღვეველთან შეთანხმების გარეშე მიღებული მომსახურების ხარჯები;

- მომსახურებები, რომელიც ამ წესით არ არის გათვალისწინებული;

- სხვა პროგრამით დაფინანსებული მომსახურების ღირებულება;

- რეპატრიაციის ხარჯები, რომელიც მოჰყვა: დაზღვეულის საქართველოში მკურნალობის მიზნით გამგზავრებას, ან მოგზაურობამდე არსებული დაავადებების შედეგად გარდაცვალებას, ან Covid-ინფიცირების შედეგად გარდაცვალებას.

10. სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას  განსახორციელებელი ქმედებები

ა) 24/7 ცხელი ხაზის მომსახურების მიღების მიზნით დაზღვეული რეკავს მზღვეველის ცხელ ხაზზე;

ბ) სასწრაფო გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ბრიგადის გამოძახებისას:

- დაზღვეული ან სხვა დაინტერესებული პირი უკავშირდება კომპანიის ცხელ ხაზს ან 112-ს;

- ცხელი ხაზი თავის მხრივ უკავშირდება კონტრაქტორ დაწესებულებას, სასწრაფო გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ბრიგადისთვის სადაზღვევო პოლისისა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენისას დაზღვეული თავისუფლდება შესაბამის მომსახურებაში სადაზღვევო პირობით გათვალისწინებული თანხის გადახდისგან;

- 112, თავის მხრივ, შეტყობინებას გადაცემს სსიპ – საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს (შემდგომში – ცენტრი), რომელიც დაუყოვნებლივ აწვდის სამედიცინო მომსახურებას დაზღვეულს, ხოლო პირის და სადაზღვევო კომპანიის იდენტიფიცირების შემდგომ 30 კალენდარული დღის განმავლობაში ცენტრი მზღვეველს წარუდგენს დაზღვეულის მომსახურების შემდეგ დამადასტურებელ დოკუმენტაციას: სახელი, გვარი, პოლისის ნომერი, სამედიცინო დახმარების ცენტრის დასახელება, გამოძახების დრო. დაზღვეული თავისუფლდება შესაბამის მომსახურებაში სადაზღვევო პირობით  გათვალისწინებული თანხის გადახდისგან;

- მზღვეველი ვალდებულია ცენტრს მუდმივად განუახლოს დაზღვეული პირების შესახებ ინფორმაცია:  დაზღვეულის სახელი, გვარი, პირადი ნომერი ან პასპორტის ნომერი და სადაზღვევოს კომპანიის დასახელება.

- მზღვეველი ვალდებულია ცენტრის მიერ დოკუმენტაციის წარდგენიდან 30 კალენდარულ დღეში აუნაზღაუროს გაწეული მომსახურება;

- იმ შემთხვევაში, თუ ცენტრი აღმოჩნდება მზღვეველის არაკონტრაქტორი ან არ დაუკავშირდება 112-ს, დაზღვეული იხდის მომსახურების თანხას სრულად და შემდეგ ანაზღაურების მისაღებად მიმართავს მზღვეველს მომსახურების მიღებიდან 30 დღის განმავლობაში. ანაზღაურებისათვის საჭირო დოკუმენტაცია: სადაზღვევო პოლისი, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, მომსახურე დაწესებულების/ექიმის ბეჭდითა და ხელმოწერით დადასტურებული ჩატარებული მომსახურების დამადასტურებელი სამედიცინო დოკუმენტაცია და გადახდის დამადასტურებელი ფინანსური დოკუმენტაცია – ფინანსთა სამინისტროს მიერ დადგენილი ფორმით სტამბური წესით დაბეჭდილი ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტი ან დოკუმენტი, სადაც მოცემულია დეტალური განფასება/კალკულაცია და სალაროს ქვითარი. ანაზღაურებისათვის საჭირო დოკუმენტაცია შესაძლოა, წარმოდგენილ იქნეს ელექტრონული ფორმით, თუმცა, მზღვეველის მოთხოვნის შემთხვევაში დაზღვეული ვალდებულია წარმოადგინოს ორიგინალი დოკუმენტაცია.

გ) გადაუდებელი ჰოსპიტალური/ამბულატორიული მომსახურების, გადაუდებელი ჰოსპიტალიზაციისას უბედური შემთხვევის გამო, გადაუდებელი სტომატოლოგიის მისაღებად დაზღვეული ან დაინტერესებული პირი ვალდებულია, აღნიშნულის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს კომპანიის ცხელ ხაზს (გარდა ობიექტური გარემოებების გამო შეტყობინების დაგვიანებისა). შეტყობინება მოიცავს შემდეგ ინფორმაციას: დაზღვეულის სახელი, გვარი, პოლისის ნომერი, სამედიცინო დაწესებულების დასახელება, სამედიცინო დაწესებულებაში მიმართვის დრო, სავარაუდო დიაგნოზი. შეტყობინების გარეშე მიღებული სამედიცინო მომსახურების ხარჯები ანაზღაურებას არ ექვემდებარება.

- მზღვეველი  კონტრაქტორ კლინიკასთან აწარმოებს პირდაპირ ანგარიშსწორებას, რის საფუძველზეც დაზღვეული თავისუფლდება შესაბამისი მომსახურებისთვის დაზღვევის პირობით გათვალისწინებული თანხის გადახდისგან და ამ თანხის მოთხოვნის უფლება კონტრაქტორ კლინიკას აქვს მხოლოდ მზღვეველის მიმართ.

- კომპანიის არაკონტრაქტორ კლინიკაში მოხვედრისას მზღვეველი იტოვებს უფლებას მოახდინოს დაზღვეულის გადაყვანა კონტრაქტორ სამედიცინო დაწესებულებაში. კომპანიის არაკონტრაქტორ კლინიკაში სამედიცინო მომსახურეობის მიღებისას დაზღვეული  იხდის მომსახურების თანხას. ანაზღაურების მისაღებად დაზღვეული  მომსახურების მიღებიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში მზღვეველს წარუდგენს ანაზღაურებისათვის საჭირო შემდეგ  დოკუმენტაციას: სადაზღვევო პოლისი, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი; მომსახურე დაწესებულების/ექიმის ბეჭდითა და ხელმოწერით დადასტურებული ჩატარებული მომსახურების დამადასტურებელი სამედიცინო დოკუმენტაცია და გადახდის დამადასტურებელი ფინანსური დოკუმენტაცია – ფინანსთა სამინისტროს მიერ დადგენილი ფორმით სტამბური წესით დაბეჭდილი ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტი ან დოკუმენტი, სადაც მოცემულია დეტალური განფასება/კალკულაცია და სალაროს ქვითარი. გადაუდებელი სტომატოლოგიის შემთხვევაში დამატებით მომსახურებამდე და მას შემდეგ გადაღებულ დენტოგრამას. ანაზღაურებისათვის საჭირო დოკუმენტაცია შესაძლოა, წარმოდგენილი იქნეს ელექტრონული ფორმით, თუმცა, მზღვეველის მოთხოვნის შემთხვევაში, დაზღვეული ვალდებულია, წარმოადგინოს ორიგინალი დოკუმენტაცია.

- უბედური შემთხვევის დადგომისას დამატებით საჭიროა შესაბამისი სამართალდამცავი ორგანოების მიერ  გადაცემული შესაბამისი დოკუმენტაცია.

დ) რეპატრიაცია – რეპატრიაციის საჭიროებისას უზრუნველყოფილი უნდა იქნეს მზღვეველისათვის შემდეგი ინფორმაციის მიწოდება: დაზღვეულის სახელი, გვარი, პოლისის ნომერი, გარდაცვალების ადგილი, იმ სამედიცინო დაწესებულების დასახელება, რომელიც ადასტურებს სიკვდილის ფაქტს. ასევე, მზღვეველის მოთხოვნის შემთხვევაში, სავალდებულოა, წარმოდგენილ იქნეს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, რომლის საფუძველზეც შესაძლებელი იქნება, დადგინდეს სადაზღვევო პირობებთან შესაბამისობა. ამ ინფორმაციის/დოკუმენტაციის მიღების შემდეგ მზღვეველი აწარმოებს პირდაპირ ანგარიშსწორებას შესაბამის სტრუქტურებთან ამ წესით განსაზღვრული ლიმიტის ფარგლებში. მზღვეველთან შეთანხმების გარეშე მიღებული მომსახურების ხარჯები ანაზღაურებას არ ექვემდებარება.

ე) COVID-19-თან დაკავშირებული მომსახურების მისაღებად დაზღვეული ან დაინტერესებული პირი ვალდებულია, აღნიშნულის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს კომპანიის ცხელ ხაზს. შეტყობინება მოიცავს შემდეგ ინფორმაციას: დაზღვეულის სახელი, გვარი, პოლისის ნომერი, სამედიცინო დაწესებულების დასახელება, სამედიცინო დაწესებულებაში მიმართვის დრო, სავარაუდო დიაგნოზი. შეტყობინების გარეშე მიღებული სამედიცინო მომსახურების ხარჯები ანაზღაურებას არ ექვემდებარება.

 11. ამ წესით განსაზღვრული მინიმალური სადაზღვევო პირობებით პრემიის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს წლიურ 600 ლარს, ხოლო ერთი სემესტრის შემთხვევაში – 300 ლარს. სემესტრული დაზღვევის შემთხევევაში გადასახდელი პრემიის დაანაგარიშება მოხდება პერიოდის პროპორციულად (არანაკლებ ერთი სემესტრისა), რა შემთხვევაშიც შესაძლებელია სრული სადაზღვევო პერიოდით განსაზღვრული ლიმიტების გამესამედდება.

 

მუხლი 5. ადმინისტრირების წესი

1. საქართველოში უმაღლესი და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია, უზრუნველყოს მის დაწესებულებაში ჩარიცხული უცხოელი და მოქალაქეობის არმქონე სტუდენტის მიერ ჯანმრთელობისა და უბედური შემთხვევის დაზღვევა ან უზრუნველყოს ასეთი დაზღვევის ფლობა აღნიშნული წესის შესაბამისად, აქტიური სტუდენტური სტატუსის ფლობის სრული პერიოდით.

2. საგანმანათლებლო დაწესებულება:

ა) ვალდებულია სასწავლო პროცესში არ დაუშვას ის უცხოელი და მოქალაქეობის არმქონე სტუდენტი, რომელიც არ ფლობს წინამდებარე მუხლით დადგენილ ჯანმრთელობისა და უბედური შემთხვევის სადაზღვევო პოლისს (გარდა დისტანციური სწავლებისა, თუ სტუდენტი არ იმყოფება საქართველოში);

ბ) ვალდებულია აღრიცხოს უცხოელი და მოქალაქეობის არმქონე სტუდენტები, რომლებიც გადიან სწავლებას აღნიშნულ დაწესებულებაში (გარდა დისტანციური სწავლებისა, თუ სტუდენტი არ იმყოფება საქართველოში) და გადასცეს შესაბამისი მონაცემები საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს;

გ) უფლებამოსილია უცხოელი სტუდენტის მიერ ჯანმრთელობისა და უბედური შემთხვევის დაზღვევის არფლობის შემთხვევაში სტუდენტს შეუჩეროს სტუდენტის სტატუსი;

დ) შიდა მარეგულირებელ აქტში ასახავს აღნიშნული წესით, სტუდენტისათვის დაზღვევის ვალდებულებას.

 

მუხლი 6. პასუხისმგებლობა დადგენილების დარღვევისათვის

1. წინამდებარე დანართით გათვალისწინებული წესების დარღვევისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება საგანმანათლებლო დაწესებულებას.

2. წინამდებარე დანართით გათვალისწინებული წესების დარღვევისათვის პასუხისმგებლობა განისაზღვრება „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებისა და მოქმედი კანონმდებლობის გათვალისწინებით.