დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 7168-Iს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 18/09/2020 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 25/09/2020 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/04/2021 |
სარეგისტრაციო კოდი | 200230100.05.001.020194 |
|
„საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №6, 09.03.2004, მუხ. 27) პირველი მუხლის „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„კ) უიმედო სესხი – სასესხო დავალიანება: კ.ა) რომელიც ვერ დაიფარება მისი ამოღების უზრუნველსაყოფად საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული იძულებითი ღონისძიებების განხორციელების შედეგად; კ.ბ) რომელიც არის იმ საწარმოს სასესხო დავალიანება, რომელიც ამოღებულია მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ან ლიკვიდირებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; კ.გ) რომელიც არის იმ საწარმოს სასესხო დავალიანება, რომლის ქონებაც, „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის 106-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ახალ შემძენზე დაუტვირთავი და ვალებისაგან თავისუფალი გადავიდა; კ.დ) რომელიც, კომისიის შეფასებით, ვერ დაიფარება, საწარმოს ფაქტობრივი მდგომარეობიდან გამომდინარე; კ.ე) რომელზედაც არსებობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება; კ.ვ) რომელზედაც არსებობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომლითაც კრედიტორის მოთხოვნა შესაბამისი პირის გაკოტრების რეჟიმის ან/და რეაბილიტაციის რეჟიმის ფარგლებში არ იქნა აღიარებული;“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2021 წლის 1 აპრილიდან. |
თბილისი, 18 სექტემბერი 2020 წ. N7168-Iს |
დოკუმენტის კომენტარები