დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სტენდების დადგმისთვის, საარჩევნო სააგიტაციო მასალების გასაკრავად და გამოსაფენად ადგილების გამოყოფისა და განსაზღვრის შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 21 აგვისტოს N13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 17 |
| დოკუმენტის მიმღები | კასპის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 09/09/2020 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 11/09/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.149.016436 |
|
,,კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სტენდების დადგმისთვის, საარჩევნო სააგიტაციო მასალების გასაკრავად და გამოსაფენად ადგილების გამოყოფისა და განსაზღვრის შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 21 აგვისტოს №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის” 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტის, საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 63-ე მუხლის და საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სტენდების დადგმისთვის, საარჩევნო სააგიტაციო მასალების გასაკრავად და გამოსაფენად ადგილების გამოყოფისა და განსაზღვრის შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 21 აგვისტოს №13 დადგენილებით (www.matsne.gov.ge, 26/08/2020, 010250020.35.149.016432) დამტკიცებული №1 დანართი შეიცვალოს ახალი №1 დანართით. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი №1
|
კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სტენდების დადგმისთვის, საარჩევნო სააგიტაციო მასალების გასაკრავი და გამოსაფენი ადგილების ნუსხა
|
კასპი
1. მოსწავლე ახალგაზრდობის სახლი – თაყაიშვილის ქ. №2 და მისი მიმდებარე ტერიტორია; 2. №2 საბავშვო ბაღი – ეფრემ მე-2 ქ. №2ა და მისი მიმდებარე ტერიტორია; 3. № 5 საბავშვო ბაღი – ბორჯომის ქ. №1 და მისი მიმდებარე ტერიტორია; 4. სპორტ-დარბაზი – სააკაძის ქ. №38 და მისი მიმდებარე ტერიტორია; 5. საფეხბურთო სკოლა – თაყაიშვილის ქ. №12 და მისი მიმდებარე ტერიტორია; 6. მინი საფეხბურთო მოედანი – მირიან მეფის ქუჩა და მისი მიმდებარე ტერიტორია.
ახალქალაქი 1. კლუბის შენობა და მისი მიმდებარე ტერიტორია; 2. საცხოვრებელი სახლი და მისი მიმდებარე ტერიტორია; 3. ყოფილი საბრიგადირო სახლი და მისი მიმდებარე ტერიტორია.
ახალციხე 1. საბავშვო ბაღის შენობა და მისი მიმდებარე ტერიტორია;
ზემო ხანდაკი 1. ყოფილი ამბულატორიის შენობა და მისი მიმდებარე ტერიტორია.
ქვემო გომი 1. ყოფილი საწყობის შენობა და მისი მიმდებარე ტერიტორია; 2. საბავშვო ბაღი და მისი მიმდებარე ტერიტორია.
მეტეხი 1. ფინური სახლი და დამხმარე შენობა და მისი მიმდებარე ტერიტორია; 2. ყოფილი ამბულატორია №1, №2 და მისი მიმდებარე ტერიტორია; 3. კლუბის შენობა და მისი მიმდებარე ტერიტორია; 4. შენობა ნაგებობები-ბარნაბიაანთკარი და მისი მიმდებარე ტერიტორია.
თელიანი 1. საბავშვო ბაღი და მისი მიმდებარე ტერიტორია; 2. საბავშვო ბაღი-სასირეთი და მისი მიმდებარე ტერიტორია.
ქვემო ჭალა 1. საბავშვო ბაღის შენობა №1, №2 და მისი მიმდებარე ტერიტორია; 2. საცხოვრებელი სახლი-გორაკა და მისი მიმდებარე ტერიტორია; 3. საცხოვრებელი სახლი- პანტიანი და მისი მიმდებარე ტერიტორია.
კოდისწყარო 1. კლუბის შენობა-რენე და მისი მიმდებარე ტერიტორია; 2. საბავშვო ბაღი-რენე და მისი მიმდებარე ტერიტორია.
წინარეხი 1. საცხოვრებელი სახლი №1, №2-იდლეთი და მისი მიმდებარე ტერიტორია;
კავთისხევი 1. საბავშვო ბაღის შენობა-ეზატი და მისი მიმდებარე ტერიტორია; 2. კლუბის შენობა-გუდალეთი და მისი მიმდებარე ტერიტორია; 3. ყოფილი ფოსტის შენობა სოფელ კავთისხევში და მისი მიმდებარე ტერიტორია; 4. სოფელ თვალადის კლუბის შენობა-ნაგებობა და მისი მიმდებარე ტერიტორია.
ოკამი 1. საბავშვო ბაღის შენობა და მისი მიმდებარე ტერიტორია; 2. კლუბის შენობა-თეზი და მისი მიმდებარე ტერიტორია; 3. საბავშვო ბაღის შენობა-იგოეთი და მისი მიმდებარე ტერიტორია.
ლამისყანა 1. საბავშვო ბაღის შენობა და მისი მიმდებარე ტერიტორია; 2. აბანო და მისი მიმდებარე ტერიტორია; 3. სარიტუალო დარბაზი სოფ. თვაურებში და მისი მიმდებარე ტერიტორია.
სამთავისი 1. კლუბის შენობა და მისი მიმდებარე ტერიტორია; 2. საბავშვო ბაღის შენობა და მისი მიმდებარე ტერიტორია; 3. ყოფილი საქვაბის შენობა და მისი მიმდებარე ტერიტორია.
ხოვლე 1. კლუბის შენობა და მისი მიმდებარე ტერიტორია.
დოესი 1. კლუბის შენობა და მისი მიმდებარე ტერიტორია; 2. საბავშვო ბაღის შენობა-გრაკალი და მისი მიმდებარე ტერიტორია.
აღაიანი 1. საბავშვო ბაღის შენობა და მისი მიმდებარე ტერიტორია; 2. ამბულატორიისა და საქვაბის შენობა და მისი მიმდებარე ტერიტორია; 3. ყოფილი მუშათა სასადილოს შენობა და მისი მიმდებარე ტერიტორია; 4. სპორტდარბაზის შენობა და მისი მიმდებარე ტერიტორია; 5. სვანების დასახლებაში სარიტუალო დარბაზის შენობა-ნაგებობა და მისი მიმდებარე ტერიტორია.
ამასთანავე, საარჩევნო სააგიტაციო მასალების გაკვრა და გამოფენა შესაძლებელია, კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე, კასპის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ბოძებზე და ადგილობრივი მნიშვნელობის გზებზე განთავსებული ღამის განათების ბოძებზე – სამი მეტრის სიმაღლემდე დაშვებით, მაგრამ ბოძზე დამონტაჟებულ კვანძებთნ, სადენებთან და სხვა ელ. მოწყობილობებთან არა უმეტეს 1 მეტრის სიახლოვისა. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები