„ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 17 ივლისის №23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 17 ივლისის №23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 25
დოკუმენტის მიმღები ადიგენის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 09/09/2020
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/09/2020
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.137.016501
25
09/09/2020
ვებგვერდი, 11/09/2020
010260020.35.137.016501
„ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 17 ივლისის №23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ადიგენის მუნიციპალიტეტი
 

ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №25

2020 წლის 9 სექტემბერი

დაბა ადიგენი

„ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 17 ივლისის №23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს:

მუხლი 1
შევიდეს ცვლილება  ,,ადიგენის  მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 17 ივლისის №23 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 18/07/2014  010260020.35.137.016114) კერძოდ:

1.დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-11 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს  შემდეგი შინაარსით:

„1. ადმინისტრაციული სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მერიის სტრუქტურული ერთეულების მუშაობის კოორდინაციისათვის ხელშეწყობა, მერიის საქმისწარმოების, საკადრო საკითხთა, აგრეთვე მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის უზრუნველყოფა. ჯანმრთელობის, სოციალური დაცვისა და დასაქმების მუნიციპალური პროგრამების შემუშავება და განხორციელება; უსახლკაროთა რეგისტრაცია და მათი თავშესაფრით უზრუნველყოფა; ვეტერანთა, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა მუნიციპალური პროგრამების შემუშავებისა და განხორციელების უზრუნველყოფა.   ბავშვის უფლებების დაცვის მუნიციპალური პროგრამების შემუშავება, მათი განხორციელების კოორდინაცია, განხორციელების პროცესის მონიტორინგი და შეფასება; მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბავშვის დაცვისა და მხარდაჭერის განმახორციელებელი სოციალური მუშაკების ქსელის შექმნა და მათი სამოქმედო უბნების განსაზღვრა; ბავშვის დაცვისა და მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამების განსახორციელებლად შესაბამის დაწესებულებებთან კოორდინირებული მუშაობა;  არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამების განხორციელების კოორდინაცია; სახელმწიფო დაწესებულებებთან, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან ურთიერთობა როგორც ქვეყანაში, ისე მის ფარგლებს გარეთ;  ბავშვის უფლებების დაცვის მუნიციპალური პროგრამების განსახორციელებლად შესაბამისი კერძო სამართლის იურიდიული პირების შერჩევა, რეგისტრაცია და შესაბამისი სახელშეკრულებო პირობების განსაზღვრა;  დამტკიცებული ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამების შესაბამისად სტატისტიკის წარმოება; ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის შესახებ მონაცემთა ერთიანი ბაზის შექმნა;“

2. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით:

„მუხლი 13. მერის წარმომადგენელი

 1. მერიის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელი (შემდგომში წარმომადგენელი), არის ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირი, რომელიც თავის უფლებამოსილებას ახორციელებს მუნიციპალიტეტის შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონისა და ამ დებულების შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი.

2. მერის წარმომადგენელი ინიშნება მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში.

3. მერის წარმომადგენელი თავის კომპეტენციის ფარგლებში უფლებამოსილია:

ა) უზრუნველყოს ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობის კავშირი მერიასთან, საკრებულოსთან და ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირებთან;

ბ)უზრუნველყოს სტატისტიკური და სხვა მონაცემთა შეგროვება, ადგილობრივი თვითმმართველობის სამართლებრივი აქტების მოსახლეობისთვის გაცნობა;

გ) ორგანიზება გაუწიოს ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობის გამოკითხვის და სახალხო განხილვების ჩატარებას;

დ) მონაწილეობა მიიღოს თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის შედგენაში, მოამზადოს წინადადებები ადმინისტრაციულ ერთეულში თვითმმართველობის ბიუჯეტიდან დასაფინანსებელი ღონისძიებების შესახებ, ორგანიზება გაუწიოს ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობისთვის ბიუჯეტის პროექტის გაცნობას და საჯარო განხილვებს, განახორციელოს ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით მოსახლეობის შენიშვნებისა და წინადადებების სისტემატიზაცია და მერისთვის მათი მიწოდება;

 ე) შეიმუშაოს წინადადებები ადმინისტრაციულ ერთეულში არსებული თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ქონებით სარგებლობისა და მისი განკარგვის საკითხებზე;

ვ) კოორდინაცია გაუწიოს ადმინისტრაციულ ერთეულში თვითმმართველი ერთეულის ქონების აღრიცხვას, გააკონტროლოს ამ ქონების დაცვა და მიზნობრივი გამოყენება;

ზ) თვალყური ადევნოს ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე ბუნების, კულტურის და ისტორიული ძეგლების მდგომარეობას და ინფორმაცია წარუდგინოს შესაბამის ორგანოებს;

თ)მერის წარმომადგენლის სამოქმედო ტერიტორიაზე, სამედიცინო დაწესებულების გარეთ ბავშვის  დაბადების შემთხვევაში, სამედიცინო ცნობის გაცემის უფლებამოსილების მქონე პირის დახმარების გარეშე, მერის წარმომადგენელს ეკისრება მიმართვის ვალდებულება დაბადების რეგისტრაციის თაობაზე, სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოსთვის აღნიშნულის შეტყობიდან 1 თვის ვადაში.

ი) მერის წარმომადგენლის სამოქმედო ტერიტორიაზე პირის გარდაცვალების შემთხვევაში შეტყობიდან 5 სამუშაო დღის ვადაში, წარმომადგენელს ეკისრება მიმართვის ვალდებულება პირის გარდაცვალების რეგისტრაციის თაობაზე სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოსთვის, რომლის თაობაზეც ადგენს ოქმს, რომლის შედგენისა და სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოსათვის წარდგენის წესი განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.  

კ) თუ მერის წარმომადგენელს არ აქვს საკმარისი და უტყუარი ინფორმაცია პირის გარდაცვალების ფაქტის შესახებ და შეუძლებელია, საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული ფორმის  შედგენა, იგი ვალდებულია სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს ოქმის შედგენის გარეშე შეატყობინოს პირის გარდაცვალების აქტის თაობაზე.

ლ) უზრუნველყოს ბავშვთა, მოხუცებულთა და მათი ოჯახის წევრთა მიმართ განხორციელებული უკიდურესად არასათანადო მოპყრობისა და უფლებამოსილების გადამეტების ფაქტების აღრიცხვა და მიწოდება ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულისთვის.

4.  მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი უფლებამოსილია დაადასტუროს:

ა) ადმინისტრაციული ერთეულის სამოქმედო ტერიტორიაზე პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტი (ბავშვის მშობელთან ცხოვრების, პიროვნების ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის დადასტურება, ოჯახის სულადობრივი და სხვა) გარდა საქართველოს ორგანული კანონით ,,საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ დადგენილი პირის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოვრების ან/და კონკრეტულ დღეს ყოფნის ფაქტის დადასტურებული ცნობისა, რომელიც შესაძლებელია იყოს საქართველოს მოქალაქეობის დადგენის ერთ-ერთი გარემოების არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

ბ) ადმინისტრაციული საზღვრების ფარგლებში საქონლის ადგილწარმოშობის, აგრეთვე პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტის დადასტურების შესახებ ცნობა, რომელიც  გაიცემა მუნიციპალიტეტის სახელით. საქონლის ადგილწარმოშობის შესახებ ცნობა შეიძლება გაცემული იქნეს: კონკრეტულ ადგილზე ხის მოჭრის, სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის მოპოვების ფაქტის დადასტურებასთან დაკავშირებით.

გ)მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელი ვალდებულია აწარმოოს გაცემული ცნობების რეესტრი და შეინახოს გაცემული ცნობების ასლები.

დ) არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მოქალაქეების თანაცხოვრების ფაქტი;

5. მერის წარმომადგენელი ანგარიშვალდებულია მერის წინაშე.

6. მერის წარმომადგენლის მიერ უფლებამოსილებათა შესრულების შეუძლებლობის ან მისი არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირი- მერის წარმომადგენელის თანაშემწე ადმინისტრაციულ ერთეულში, მერის წარმომადგენლის თანაშემწის არარსებობის ან მისი არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს სხვა ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენელი.

7. მერის წარმომადგენელს აქვს ტიტულიანი ფურცელი და ბეჭედი.“

3. დადგენილებით დამტკიცებულ დანართს დაემატოს შემდეგი შინაარსის 131  მუხლი:

„მუხლი 131. მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის განხორციელების პროცესში მერის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტით განსაზღვრული მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი პირის უფლებამოსილებები

1. მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის განხორციელების პროცესში მერის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტით განსაზღვრული მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი  პირი:

ა) საჭიროების შემთხვევაში, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ადგენს უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის ან/და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობას, გარდა სისტემური რეგისტრაციისა და იმ შემთხვევისა, როდესაც სარეგისტრაციო დოკუმენტაციის საფუძველზე უტყუარად დგინდება მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი მდებარეობა;

ბ) საჭიროების შემთხვევაში, უფლებამოსილია სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში სააგენტოს წარუდგინოს განცხადება მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლების მქონე პირის ან მისი უფლებამონაცვლის სახელზე რეგისტრაციის მოთხოვნით, თუ არსებობს/მოძიებულია საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი/მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტი;

გ) „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ადასტურებს კომლის წევრთა მიერ მიწის ნაკვეთის ფაქტობრივ ფლობას;

დ) ახორციელებს „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

2. მერის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტით განსაზღვრული მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი პირი „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელებისას იყენებს ადმინისტრაციული წარმოებისათვის საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული დოკუმენტების ფორმებს.

3. „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილება არის სახელმწიფოს მიერ მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული უფლებამოსილება, რომლის განხორციელებაზე დარგობრივ ზედამხედველობას საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ დადგენილი წესით ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.“

4.დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-15 მუხლს ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით:

„მუხლი 15. მერიის პროფესიული საჯარო მოხელე, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი, ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირი

1. მერიაში საჯარო სამსახურს ეწევა:

ა) მერიის პროფესიული საჯარო მოხელე, რომელიც დანიშნულია მერიის საშტატო განრიგით გათვალისწინებულ თანამდებობაზე და ახორციელებს საჯარო სამართლებრივ ურთიერთობებს, როგორც თავის ძირითად პროფესიულ საქმიანობას.

ბ) შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი მოსამსახურე, რომელიც ვადიანი შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მიღებულია მერიაში დამხმარე ან არამუდმივ სამუშაოს შესასრულებლად;

გ) ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირი.

2. შრომითი და ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირის უფლება-მოვალეობები განისაზღვრება საქართველოს ორგანული კანონის საქართველოს „შრომის კოდექსი“, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით და მასთან დადებული ხელშეკრულებით.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეიმედა მღებრიშვილი