„საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ანაზღაურებისა და ამონაგები თანხის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 17 სექტემბრის №393 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ანაზღაურებისა და ამონაგები თანხის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 17 სექტემბრის №393 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 564
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 08/09/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/09/2020
ძალაში შესვლის თარიღი 08/09/2020
სარეგისტრაციო კოდი 010240010.10.003.022284
564
08/09/2020
ვებგვერდი, 09/09/2020
010240010.10.003.022284
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ანაზღაურებისა და ამონაგები თანხის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 17 სექტემბრის №393 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №564

2020 წლის 8 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ანაზღაურებისა და ამონაგები თანხის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 17 სექტემბრის №393 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ანაზღაურებისა და ამონაგები თანხის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 17 სექტემბრის №393 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 17/09/2012, 010240010.10.003.017065) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ანაზღაურებისა და ამონაგები თანხის განაწილების წესი“ ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ანაზღაურებისა და ამონაგები თანხის განაწილების წესი

 

მუხლი 1. ზოგადი დებულებები

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ანაზღაურებისა და ამონაგები თანხის განაწილების წესი“ (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) ანაზღაურებისა და სააგენტოს მიერ სახელმწიფო ქონების სარგებლობაში გადაცემის, პრივატიზების/მართვის უფლებით გადაცემის, ასევე სააგენტოსათვის განსაკარგავად გადაცემული ქონების პრივატიზებისა და სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების რეალიზაციისა და ლიზინგის ფორმით გადაცემის შედეგად ამონაგები თანხის განაწილების წესს.

მუხლი 2. სააგენტოს ანაზღაურება

1. სააგენტოს ანაზღაურება შედგება:

ა)  საპრივატიზებო  თანხის/სარგებლობაში  გადაცემის  საფასურის 7%-ისგან (გარდა სააგენტოსათვის განსაკარგავად გადაცემული და სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების პრივატიზებისა/რეალიზაციისა და სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების ლიზინგის ფორმით გადაცემის შედეგად ამონაგები თანხისა);

ბ) სახელმწიფო ქონების პრივატიზებისას (გარდა სააგენტოსათვის განსაკარგავად გადაცემული და სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზებისა/რეალიზაციისა) „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის  მე-6 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტების შესაბამისად გადასახდელი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხის 7%-ისგან;

გ) სააგენტოს ანგარიშზე განთავსებულ ნებისმიერ თანხაზე შესაბამისი საბანკო დაწესებულების მიერ დარიცხული საპროცენტო სარგებლისგან;

დ) სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის საქართველოს მთავრობის დადგენილებით, ასევე „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საფასურისაგან;

ე) სააგენტოსათვის განსაკარგავად გადაცემული და სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების პრივატიზებისა/რეალიზაციისა და ლიზინგის ფორმით გადაცემის შედეგად ამონაგები თანხისაგან, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან შეთანხმებული სააგენტოს წლიური ხარჯთაღრიცხვის მოცულობით.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული 7%-ის გათვალისწინება უნდა განხორციელდეს სახელმწიფო ქონების პრივატიზების/სარგებლობაში გადაცემის/მართვის უფლებით გადაცემის დროს.

მუხლი 3. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი აღსრულების საფასური

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-16 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში ქონების ნატურით გადაცემისას, ქონების შემდგომი რეალიზაციის შემთხვევაში, აღსრულების საფასური გადაიხდევინება ამ ქონების რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხიდან.

მუხლი 4. სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული ფულადი თანხა

სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული, მატერიალური სახით არსებული ფულადი თანხა სრულად ირიცხება სახელმწიფო ბიუჯეტში.

მუხლი 5. იურიდიული ან ფიზიკური პირისათვის/გადასახადის გადამხდელისათვის დასაბრუნებელი თანხა

„მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებისა და „საბაჟო სამართალდარღვევის საქმის წარმოების წესის, საბაჟო სანქციის აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიებებისა და მათი განხორციელების წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 27 აგვისტოს №254 ბრძანების შესაბამისად, სააგენტოს მიერ პირის/გადასახადის გადამხდელისათვის შესაბამისი თანხის დაბრუნება ხორციელდება ქონების/ მოძრავი ქონების პრივატიზების/რეალიზაციის/ლიზინგის ფორმით გადაცემის შედეგად ამონაგები თანხიდან.

მუხლი 6. ბიუჯეტთან ანგარიშსწორება და ანგარიშგება

1. სააგენტო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში წარადგენს კვარტალურ ანგარიშს ამ წესის დანართით განსაზღვრული ფორმით საანგარიშო კვარტლის მომდევნო თვის არაუგვიანეს 15 რიცხვისა. კვარტალურ ანგარიშში მიეთითება მონაცემები განვლილი კვარტლის განმავლობაში და წლის დასაწყისიდან მიღებული სააგენტოსათვის განსაკარგავად გადაცემული ქონების პრივატიზებისა და სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების რეალიზაციისა და ლიზინგის ფორმით გადაცემის შედეგად ამონაგები თანხის განაწილების შესახებ.

2. სააგენტოს ყოველკვარტალური შემოსავლის მოცულობა სააგენტოსათვის განსაკარგავად გადაცემული და სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების პრივატიზების/რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხიდან განისაზღვრება ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან შეთანხმებული სააგენტოს წლიური ხარჯთაღრიცხვის ერთი მეოთხედის ოდენობით,  იმის გათვალისწინებით, რომ თუკი სააგენტოსათვის განსაკარგავად გადაცემული და სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების პრივატიზების/რეალიზაციის და ლიზინგის ფორმით გადაცემის შედეგად ამონაგები თანხა ნაკლებია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან შეთანხმებული სააგენტოს წლიური ხარჯთაღრიცხვის ერთ მეოთხედზე, სააგენტოსათვის განსაკარგავად გადაცემული და სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების პრივატიზებიდან/რეალიზაციიდან სააგენტოს კუთვნილი შემოსავლის წინა კვარტლის შეუსრულებელი ნაწილი ავტომატურად გადაინაცვლებს შემდეგ კვარტალში.

3. სააგენტო ვალდებულია, ბიუჯეტის კუთვნილი თანხების მიმართვა განახორციელოს შემდეგი წესით:

ა)  სააგენტო ყოველი კვარტლის დასრულებამდე, არაუგვიანეს 25 რიცხვისა, სახელმწიფო ბიუჯეტში მიმართავს თავის ანგარიშზე მობილიზებულ, სახელმწიფო ბიუჯეტში გადასარიცხ თანხას (გარდა ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა);

ბ) სააგენტო ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კვარტალური ანგარიშის წარდგენიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა, სახელმწიფო ბიუჯეტში მიმართავს მისთვის განსაკარგავად გადაცემული და სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების პრივატიზების/რეალიზაციის და ლიზინგის ფორმით გადაცემის შედეგად ამონაგები თანხიდან ამ წესის დანართით განსაზღვრულ ბიუჯეტის კუთვნილ თანხებს.

დანართი

 

განსაკარგავად გადაცემული ქონების პრივატიზების, აგრეთვე სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების რეალიზაციისა და ლიზინგის ფორმით გადაცემის შედეგად ამონაგები თანხის განაწილების გაანგარიშება  20 ------  წლის  --- კვარტლის მდგომარეობით

 

დასახელება

საანგარიშო კვარტალი

წლის

დასაწყისიდან

1

2

3

4

1

ბიუჯეტის კუთვნილი თანხის გარდამავალი ნაშთი (+/-)

 

 

2

სააგენტოსათვის განსაკარგავად გადაცემული და სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების პრივატიზების/რეალიზაციის/ლიზინგის ფორმით გადაცემის შედეგად ამონაგები თანხის ოდენობა

 

 

3

სააგენტოს შემოსავალი ამონაგები თანხიდან

 

 

4

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი აღსრულების საფასური

 

 

5

„მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებისა და „საბაჟო სამართალდარღვევის საქმის წარმოების წესის, საბაჟო სანქციის აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიებებისა და მათი განხორციელების წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 27 აგვისტოს №254 ბრძანების შესაბამისად, სააგენტოს მიერ იურიდიული ან ფიზიკური პირისათვის/გადასახადის გადამხდელისათვის დაბრუნებული თანხა

 

 

6

საბრუნავი სახსრების გარდამავალი ნაშთი

 

 

7

გადარიცხულია ბიუჯეტში (თანხა ლარებში)

 

 

8

სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული ფულადი თანხა

 

 

9

დარიცხულია ბიუჯეტის სასარგებლოდ (2-3-4-5-6+8)

(თანხა ლარებში)

 

 

10

 ექვემდებარება ბიუჯეტში გადარიცხვას (9+1-7)

(თანხა ლარებში).“.

 

 

 

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2020 წლის 8 სექტემბრიდან.

 


პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია