წინასაარჩევნო კამპანიასთან (აგიტაციასთან) დაკავშირებით ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ

წინასაარჩევნო კამპანიასთან (აგიტაციასთან) დაკავშირებით ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 63-98
დოკუმენტის მიმღები ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 08/09/2020
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/09/2020
ძალის დაკარგვის თარიღი 10/08/2021
სარეგისტრაციო კოდი 010190040.35.101.016774
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
63-98
08/09/2020
ვებგვერდი, 10/09/2020
010190040.35.101.016774
წინასაარჩევნო კამპანიასთან (აგიტაციასთან) დაკავშირებით ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (10/09/2020 - 06/08/2021)

 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №63-98

2020 წლის 8 სექტემერი

ქ. თბილისი

 

წინასაარჩევნო კამპანიასთან (აგიტაციასთან) დაკავშირებით ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 46-ე მუხლის, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ 25-ე მუხლის შესაბამისად,  ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე აკრძალულია სააგიტაციო მასალის გაკვრა საკულტო შენობა-ნაგებობებზე (სასაფლაოს ტერიტორია, ეკლესია, მეჩეთი, სინაგოგა და სხვა), კულტურული მემკვიდრეობის შენობა-ნაგებობებზე (დანართი №1), ასევე, სახელმწიფო ხელისუფლებისა და მუნიციპალიტეტის ორგანოების, სასამართლოების, პროკურატურის, სამხედრო შენაერთების, პოლიციის, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და დაზვერვის სამსახურების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დანაყოფების შენობების ინტერიერსა და ექსტერიერში. ქალაქის კულტურულ-ეკონომიკური ინტერესების, ცალკეული არქტიტექტურული ობიექტების იერსახისა და მათი მხატვრულ-ესთეტიკური ღირებულების დაცვის მიზნით სააგიტაციო მასალის გაკვრა აიკრძალოს ასევე თანდართულ რუკაზე (დანართი №2) მონიშნულ ტერიტორიაზე არსებულ შენობა-ნაგებობებზე. ამასთან, რუკაზე მონიშნული ტერიტორიის გრაფიკულ გამოსახულებასა და ტექსტურ ნაწილს შორის წინააღმდეგობის არსებობისას უპირატესობა ენიჭება ტერიტორიის გრაფიკულ გამოსახულებას.
მუხლი 2
აკრძალულია სააგიტაციო მასალის გაკვრა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებულ ყველა საგზაო ნიშანზე.
მუხლი 3
სააგიტაციო მასალები განთავსდეს დანართი N3-ით განსაზღვრულ ადგილებში. გარდა დანართი №3-ით განსაზღვრული ადგილებისა, სააგიტაციო მასალის გაკვრა დასაშვებია სამშენებლო ტერიტორიების შემომსაზღვრელ დროებით ღობეებზე.

 

მუხლი 4
 ამ დადგენილების პირველი, მე-2 და მე-3 მუხლების გათვალისწინებით სააგიტაციო მასალის გაკვრა დასაშვებია ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ ყველა ობიექტზე, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 46-ე მუხლის პირველი პუნქტის გათვალისწინებით. 

 

მუხლი 5
ამ დადგენილების დარღვევის შემთხვევაში პირს დაეკისრება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

 

მუხლი 6
 ძალადაკარგულად გამოცხადდეს „წინასაარჩევნო კამპანიასთან (აგიტაციასთან) დაკავშირებით ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 5 დეკემბრის №16-38 დადგენილება.

 

მუხლი 7
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 


ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ტყემალაძე